“საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებაში “ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესი”-ს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებაში “ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესი”-ს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 12/02/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.060.010.11.115.005.140
  • Word
11
04/02/2002
სსმ, 14, 12/02/2002
310.060.010.11.115.005.140
“საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებაში “ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესი”-ს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.010.11.115.005.140.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №11

2002 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებში “ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესის” შესხებ ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულების „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 10 ივნისის №37 ბრძანებით დამტკიცებული ავტოვაგზლის და ავტოსადგურის მუშაობის წესის” მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოვაგზლის და ავტოსადგურის გამტარუნარინობა (სიმძლავრე) და საექსპლუტციო-ტექნიკური პარამეტრები განისზღვრება პროექტით და თანდართული მეთოდიკით (დანართი 1)”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი

 

დანართი 1

ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) საექსპლუატაციო-ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკა

    მუხლი 1. განმარტებები

1. სამგზავრო ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) სადღეღამისო გამტარუნარიანობა არის დღე-ღამის განმავლობაში გასამგზავრებელი მგზავრების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მომსახურების (დადგენილი ნორმატივების ფარგლებში) პოტენციალიც გააჩნია სადგურს.

2. სამგზავრო ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) საათური გამტარუნარიანობა არის 1 საათში გასამგზავრებელი მგზავრების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მომსახურების პოტენციალიც (დადგენილი ნორმატივების ფარგლებში) გააჩნია სადგურს.

3. მგზავრთტევადობა (მგზავრთა ერთდროული თავმოყრა) არის მგზავრების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც დადგენილი ნორმატივების დაცვით შეიძლება ერთდროულად განთავდეს ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მგზავრთათვის განკუთვნილ სათავსებში.

4. ბაქნის (ბაქნების) საათური გამტარუნარიანობა არის 1 საათში ბაქნიდან (ბაქნებიდან) გასასვლელი და ჩამოსადგომი ავტობუსების პოტენციალურად შესაძლო რაოდენობა ბაქანზე დგომის დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში.

    მუხლი 2. ძირითადი დებულებები

1. სამგზავრო ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) საექსპლუატაციო – ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდიკა ადგენს მათი მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლების გაანგარიშების წესს.

2. ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) საექსპლუატაციო – ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისათვის პირველადი საწყისი საექსპლუატაციო მაჩვენებელი არის მგზავრთა სადღეღამისო გამტარუნარიანობა ანუ სიმძლავრე. იგი დამოკიდებულია ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მგზავრთტევადობასა და ბაქნის (ბაქნების) საათურ გამტარუნარიანობაზე.

    მუხლი 3. სამგზავრო ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მგზავრთტევადობისა და სადღეღამისო გამტარუნარიანობის (სიმძლავრის) განსაზღვრა

1. ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მგზავრთტევადობა Nსა (მგზავრთა ერთდროული თავმოყრა) წარმოადგენს მოსაცდელი დარბაზის მგზავთტევადობისა (Nდარ) და მგზავრთათვის განკუთვნილი სხვა სათავსების მგზავრთტევადობათა ჯამს.

2. ცალკეული სათავსის მგზავრთტევატობა გამოითვლება ფორმულით

 

Nსათ =Nსად . L/100       (1)

 

სადაც L არის მოცემული სათავსის მგზავრთტევადობის % ავტოსადგურის მგზავრთტევადობიდან (დანართი 1, ცხრილი 1)

3. ცალკეული სათავსის ფართობი გამოითვლება ფორმულით

 

Sსათ =Nსათ . S ხვ         (2)

 

სადაც S ხვ არის მოცემულ სათავსში 1 მგზავრზე მოსული ხვედრითი ფართობი, მ2/მგზ. (დანართი 6, ცხრილი 9)

(1) და (2) ფორმულით შესაძლებელია ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) ცალკეული სათავსის (მაგალითად მგზავრების დარბაზის) ფართობის მიხედვით განისაზღვროს მისი მგზავრთტევადობა

 

Nსად =100Nდარ / L = 100 Sდარ / L S ხვ            (3)

 

4.  მეორე მხრივ ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მგზავრთტევადობა არსებული ნორმატივების მიხედვით განისაზღვრება მისი სადღეღამისო გამტარუნარიანობის (სიმძლავრის) მიხედვით და პირიქით. თვით ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) სიმძლავრე იანგარიშება 1 წელიწადში გატარებული მგზავრების რაოდენობის შეფარდებით 365-თან და სეზონური უთანაბრობის კოეფიციენტზე (1,2) გამრავლებით.

ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) სიმძლავრე, მისი მგზავრთტევადობა, მოსაცდელი (მგზავრების) დარბაზის მგზავრთტევადობა და ფართობი მოცემულია ცხრილში 2 (დანართი 1).

5. სამგზავრო ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) ავტობუსების მაქსიმალური საათური გამტარუნარიანობა (Aსთ) აიღება მაქსიმალური სადღეღამისო გამტარუნარიანობის 15%-ის ტოლი.

6. ავტობუსების მაქსიმალური სადღეღამისო გასვლების რაოდენობა (Rდღ) იანგარიშება ფორმულით:

 

Rდღ =A/ 0.8 N ავტ            (5)

სადაც:

- A არის ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) სადღეღამისო გამტარუნარიანობა, (მგზ/დღ);

-0,8 – ავტობუსების შევსების კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობა;

-N ავტ – ავტობუსის ტევადობა (დასაჯდომი ადგილების რაოდენობა).

-ავტობუსების მაქსიმალური საათური გასვლების რაოდენობა (Rსთ) დგინდება მათი მოძრაობის გრაფიკის მიხედვით. საანგარიშოდ იგი აიღება ავტობუსების სადღეღამისო გასვლების 15%. ამდენივე აიღება ავტობუსების მაქსიმალური ჩამოსვლების რაოდენობა.

ავტობუსები ტევადობის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად:

I (მცირე) – 8-17 ადგილის ჩათვლით (საანგარიშო საშუალო მნიშვნელობად აიღება 13 ადგილი);

-II (საშუალო) – 17-33 ადგილის ჩათვლით (საანგარიშო საშუალო მნიშვნელობად აიღება 26 ადგილი)

III (დიდი) – 34-ის ზევით (საანგარიშო საშუალო მნიშვნელობად აიღება 40 ადგილი).

ცხრილში 3 (დანართი 2) მოცემულია ერთი კატეგორიის ავტობუსებით მომსახურებისას მათი მაქსიმალური სადღეღამისო და საათური გასვლების რაოდენობის გაანგარიშების მაგალითი სხვადასხვა სიმძლავრის  ავტოსადგურისა და ავტოვაგზლებისათვის. სხვადასხვა კატეგორიის ავტობუსებით მომსახურებისას მათი მაქსიმალური სადღეღამისო და საათური გასვლების რაოდენობა გაიანგარიშება თითოეული მათგანის პროცენტული რაოდენობის მიხედვით.

    მუხლი 4. ავტოსადგურის ბაქნების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა

1. ავტოსადგურების ბაქნების რაოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ მარშრუტებზე დამტკიცებული განრიგების მიხედვით ავტობუსების შეუფერხებელ მიღებასა და გაშვებას.

2. ჩასხდომის (გასვლის) ბაქნების საჭირო რაოდენობა გამოითვლება ფორმულით:

               ––

N ჩას. = \     R გ.i j / W ჩას,i j                         (6)

              /––     

                              

სადაც:

R გ.i j – არის „პიკის საათში“ ავტოსადგურიდან I სახის მარშრუტზე j კატეგორიის ავტობუსების გასვლათა რაოდენობა, ავტ/სთ;

W ჩას,I j  - არის ბაქნის გამტარუნარიანობა I სახის მარშრუტზე j კატეგორიის ავტობუსების გასვლის მიმართ, ავტ/სთ. თავის მხრივ, იგი ტოლია

 

W ჩას. i j = 1/t გას,i j                         (7)

 

სადაც t გას,i j  - არის i სახის მარშრუტზე j კატეგორიის ავტობუსების გასვლის წინა დგომის დრო, ანუ ის დრო, რომელიც გათვალისწინებულია ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომის, ავტობუსებში ჩასხდომისა, საბარგულში ბარგის მოთავსებას და ბაქნიდან ავტობუსის გასვლის მანევრირებისათვის, სთ./ავტ.

საბოლოოდ მივიღეთ, რომ

                    ––

N ბაქ.ჩას. = \     R სთ.i j x t გას,i j                          (8)

                     /––     

        

ანალოგიურად მივიღებთ ჩამოსვლის ბაქნების საჭირო რაოდენობას

                     ––

N ბაქ.ჩამ. = \     P სთ.i j x t ჩამ,i j                          (9)

                    /––     

სადაც:

- P სთ.i j  არის ავტობუსების მაქსიმალური სიხშირით შემოსვლის პერიოდში i სახის მარშრუტიდან j კატეგორიის ავტობუსების შემსვლელთა რაოდენობა, ავტ/სთ;

- t ჩამ,i j  - iსახის  მარშრუტიდან j კატეგორიის ავტობუსების ჩამოსვლის შემდგომი დგომის დროა, ანუ ის დრო, რომელიც გათვალისწინებულია ავტობუსის ბაქანზე ჩამოდგომის, ავტობუსიდან მგზავრების ჩამოსვლის, ბარგის ჩამოღების და ავტობუსის მანევრირებისათვის, სთ.

3. საქალაქთაშორისო (საერთაშორისო) და საგარეუბნო მიმოსვლის ავტობუსების ბაქანზე გასვლისწინა დგომის დრო და ჩამოსვლის შემდგომი დგომის დრო, მათი მგზავრთატევადობის მიხედვით, მოცემულია ცხრილში 4 (დანართი 2).

4. ცხრილებში 5 და 6 (დანართი 3) მოცემულია ბაქნების რაოდენობა 150-მდე მგზავრთატევადობის ავტოსადგურისათვის მარშრუტის სახეობის, ავტობუსების კატეგორიის, მათი გასვლის და ჩამოსვლის სიხშირის კონკრეტული შემთხვევებისათვის.

5. ბაქანი გათვლილი უნდა იქნეს ავტობუსების პირდაპირი სვლით მისვლაზე და ამაღლებული უნდა იყოს სავალი ნაწილიდან 0,25 მ-ით.

6. ბაქნების განლაგების სქემები და გეომეტრიული პარამეტრები მოცემულია დანართში 4.

    მუხლი 5. ავტობუსების რეისთაშორის სადგომი მოედნის ფართობის განსაზღვრა

1. რეისებს შორის ავტობუსთა სადგომი მოედნის ფართობი (S რ.შ ) განისაზღვრება კონკრეტული მონაცემებით, როგორიცაა სადგომ მოედანზე ავტობუსების მაქსიმალური ერთდროული დაგროვება, მათი განაწილება ზომების მიხედვით, სადგომების ტიპები, ავტობუსების გეომეტრიული განლაგების ხერხი და სადგომზე ავტობუსებს შორის მანძილების ნორმატივები.

2. ავტობუსების სადგომი მოედნის ფართობის განსაზღვრის დროს სადგომ მოედანზე ავტობუსების ერთდროული დაგროვება, ე.ი. რეისთაშორისო სადგომების რაოდენობა მაქსიმალურ საათურ გასვლათა რიცხვის ნახევრის ტოლად არის მიღებული. ამრიგად

 

Nრ.შ = 0,5 R სთ                                     (10)

 

3. სადგომებზე რეკომენდებულია ავტობუსების ერთრიგა განლაგება მოძრაობის მიმართულებისადმი მართი კუთხით ან 45 გრადუსით.

4. სადგომზე ავტობუსებს შორის, აგრეთვე ავტობუსებსა და შენობების ელემენტებს შორის მანძილების ნორმატივები მოცემულია დანართში 7 (ცხრილი 10).

    მუხლი 6. წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისა და დასუფთავების პოსტების რაოდენობის განსაზღვრა

1. ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) ავტობუსების წინასარეისო (ტექნიკური) დათვალიერების პოსტების რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია რეისებისა და იმ ავტობუსების რაოდენობა, რომელთაც არ გააჩნიათ ტექნიკური მომსახურების ბაზა. პოსტების  რაოდენობა დამოკიდებულია ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) სიმძლავრეზე (A) და მოცემულია ცხრილში 7 (დანართი 6)

2. ავტოვაგზალს უნდა გააჩნდეს დასუფთავების პოსტი. დასუფთავების პოსტებისა და მომსახურების შემსრულებელთა რაოდენობა განისაზღვრება 6.1. პუნქტზე დაყრდნობით და მოცემულია ცხრილში 8 (დანართი 6).

    მუხლი 7. მგზავრებისათვის, მძღოლებისათვის და ავტოსადგურის პერსონალისათვის განკუთვნილი სათავსების რაოდენობის და ფართობების  გაანგარიშება                       

1. საბილეთო-საოპერაციო ბლოკის ფართობი

 

Sსაბ = n სალ . Sსალ                                (11)

 

სადაც:

– nსალ  – არის 1 სალაროს უჯრედის მინიმალური ფართობი და შეადგენს 6,1 მ2 (ცხრილი 9).

– Sსალ  – არის სალაროს უჯრედების რაოდენობა და იცვლება სადგურის საათური გამტარუნარიანობის (Aსთ ), 1  სალაროს გამტარუნარიანობის და წინასწარი გაყიდვის შემდეგ დარჩენილი ბილეთების რაოდენობის მიხედვით. 1 სალაროს საშუალო გამტარუნარიანობა შეადგენს 60 მგზ/სთ; ბილეთების წინასწარი გაყიდვის კოეფიციენტად მიღებულია 0,25., ე.ი.

 

nსალ =0,75 Aსთ / 60=0,0125Aსთ                                (12)

 

ამრიგად, საბილეთო-საოპერაციო ბლოკის ფართობი იქნება

 

Sსაბ =0,0125Aსთ . 6,1=0,075Aსთ                                (13)

 

2. ცნობათა ბიუროს ფართობი (Sც.ბ.), აიღება 6 მ2 ერთ ინფორმატორზე. მცირე ტევადობისას (Nსად=200-მდე) დასაშვებია ცნობათა ბიუროს ფუნქციების სადისპეტჩერო სამსახურისათვის შერწყმა (ცხრილი 9, დანართი 7).

3. სადისპეტჩერო ოთახის ფართობი (Sსადისპ.) ავტოსადგურში აიღება 12-15 მ2 , ავტოვაგზალში ერთ დისპეტჩერზე –18 მ2 და ყოველ დამატებით დიპეტჩერზე – 3 მ2  (ცხრილი 9, დანართი 7).

ერთდროულად მომუშავე დისპეტჩერების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება ყოველ 140 გამსვლელ ავტობუსზე – 1 დისპეტჩერის ანგარიშით.

სადისპეტჩერო უნდა განლაგდეს ისეთნაირად, რომ დისპეტჩერს შეეძლოს ავტობუსების ჩამოსვლისა და გასვლის, აგრეთვე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხმის პროცესის შეუფერხებელი თვალთვალი.

4. ხელბარგის შემნახველი საკანის ფართობი (Sშემ.საკ.) აიღება ავტოსადგურის მიერ დღე-ღამეში გატარებულ ყოველ 100 მგზავრზე 2,0 მ2 –ის ტოლი, მაგრამ არანაკლებ 6 მ2 –სა (ცხრილი 9, დანართი7).

5. საზ.კვების ბლოკის (კაფეს) ფართობი  (Sკაფე), გამოითვლება ფორმულით:

 

Sკაფე = Lკაფე .Nსად. Sკაფე.ხვ                                (14)

 

სადაც – Lკაფე არის კაფეში მყოფი მგზავრების რაოდენობის ფარდობა ავტოსადგურის მგზავრთატევადობასთან (ცხრილი 1).

Sკაფე.ხვ  არის 1 მგზავრის მიერ დაკავებული ხვედრითი ფართობი კაფეში, მ2 .

Sკაფე.ხვ  -ის მნიშვნელობები მოცემულია ცხრილში 9, დანართი 7.

6. ბავშვებიანი მგზავრების ოთახის ფართობი (Sდ.ბ.) გამოითვლება ფორმულით:

 

Sდ.ბ. = Lდ.ბ. .Nსად . 4,8                                (15)

 

სადაც – Lდ.ბ. . არის ბავშვებიანი მგზავრების ადგილების რაოდენობის ფარდობა ავტოსადგურის მგზავთტევადობასთან (ცხრილი 1).

4,8 – არის 1 ადგილის ხვედრითი ფართობი, მ2 .

7. ავტოვაგზლებში სასტუმროს (საძინებელი) ადგილების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით:

 

Nსასტ. = 0,015 . Nსად                                 (16)

 

სადაც – 0,015 – არის სასტუმროში ადგილების რაოდენობის ფარდობა ავტოვაგზლების მგზავრთატევადობასთან.

 

სასტუმროს ფართობი გამოითვლება ფორმულით:

 

Sსასტ. = 6 . Nსასტ. = 0,09 . Nსად                      (17)

 

სადაც 6 არის 1 კაცზე ხვედრითი ფართობის სიდიდე, მ2 , (ცხრილი 9, დანართი 7)

8. სამედიცინო მომსახურების პუნქტის ფართობის (Sმედ.პუნქტ.) მნიშვნელობები მგზავრთტევადობის მიხედვით მოცემულია ცხრილში 9, დანართი 7.

9. მძღოლთა დასასვენებელი ოთახის ფართობი (Sმძღ.) 10 ავტ/სთ-მდე სიმძლავრის ავტოსადურისათვის აიღება 8 მ2  და ყოველ რეისზე ემატება  0,5 მ2 .

10. სან-ჰიგიენური ბლოკის ფართობი (Sს.ჰ.) გამოითვლება ფორმულით:

Sს.ჰ. = Nუჯ . Sუჯ                           (18)

 

სადაც Nუჯ – არის ბლოკში უჯრედების რაოდენობა, იგი აიღება სადღეღამისო გამტარუნარიანობის ყოველ 1000 მგზავრზე ქალთათვის 1,7 მ2, მამაკაცთათვის 1,3 მ2.

ამასთანავე მამაკაცთა ბლოკში დასაშვებია კაბინათა რაოდენობის ნახევარი შეიცვალოს პისუარებით.

Sუჯ  – უჯრედის ხვედრითი ფართობია, მ2 -ში.

საკუთრივ კაბინის ფართობია 0,9.1,2 =1,1 მ2 , ამავე დროს კაბინასა და მოპირდაპირე კედელს შორის მანძილი აღება არანაკლები 1,3 მ-ისა, ხოლო პისუარების დაყენების შემთხვევაში არანაკლები – 2,0 მეტრისა. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ხელსაბანებისათვის გამოყოფილი ფართობიც.

ერთი უჯრედის ხვედრითი ფართობის სიდიდედ მიღებულია:

ქალთათვის 3,5 მ2 , მამაკაცთათვის –4,0 მ2 .

11. სამეურნეო დანიშნულების სათავსოთა ჯამური ფართობი აიღება მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ფართის 3%-მდე, მაგრამ არანაკლებ 6 მ2 -ისა.

12. კავშირგაბმულობის კვანძისა და ადმინისტრაციული დანიშნულების სათავსების ფართობებს საანგარიშო სიდიდეები მოცემულია ცხრილში 9, დანართი 7.

 

დანართი 1

                                ცხრილი 1

 

N

სათავსოს დასახელება

%?ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) მგზავრთტევადობიდან

1

სამგზავრო ავტოსადგურები და ავტოვაგზლები მგზავრების ერთიანი დარბაზით

 

 

                                მგზავრების დარბაზი

81

 

                               ბავშვიანი მგზავრების ოთახი

3

 

საზოგადოებრივი კვების ბლოკის (კაფეს, ბუფეტის) სავაჭრო დარბაზი

15

 

სხვა სათვსები

1

 

სულ

100

2

ავტოვაგზლები განცალკევებული სალაროების დარბაზით და მოსაცდელი დარბაზით

 

 

მოსაცდელი დარბაზი

33

 

სალაროების დარბაზი

45

 

ვესტიბიული

8

 

ბავშვიანი მგზავრების ოთახი

2

 

საზოგადოებრივი კვების ბლოკის (კაფეს, ბუფეტის) სავაჭრო დარბაზი

11

 

სხვა სათავსები

1

 

სულ

100

 

ცხრილი 2

 

დასახე-ლება

სადღეღამისო გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) A (მგზ/დღ)

მგზავრთ-

ტევადობა N სად (მგზ), არანაკ-

ლები

მოსაცდელი დარბაზის მგზავრთტე-

ვადობა Nდარ (მგზ), არანაკლები

მოსაცდელი დარბაზის ფართობი Sდარ.(მ2),  არანაკლები

სალაროე-

ბის დარბაზის ფართბი

(მ2),  არანაკლები

ვესტიბი-

ულის ფართბი

(მ2),  არანაკ-

ლები

ავტო-

სადგური

100-დან     200 - მდე

10

8

15

-

-

 

200-დან    400 – მდე

25

20

30

-

-

 

400-დან    600 – მდე

50

40

60

-

-

 

600-დან    1000 – მდე

75

60

95

-

-

ავტო-

ვაგზალი

1000-დან    2000 – მდე

100

80

120

-

-

 

2000-დან    3000 – მდე

150

120

180

-

-

 

3000-დან    4000 – მდე

200

160

240

-

-

 

4000-დან    6000 – მდე

250

200

300

-

-

 

6000-დან    8000 – მდე

300

240

360

-

-

 

8000-დან    10000 – მდე

400

320

480

-

-

 

10000-დან    15000 – მდე

500

400

580

-

-

 

15000-დან    20000 – მდე

600

200

225

405

110

 

20000-დან    25000 – მდე

700

230

260

475

125

 

25000-დან    30000 – მდე

800

265

300

540

145

 

30000-დან    40000 – მდე

900

300

340

600

160

 

40000 – და მეტი

1000

330

375

675

180

 

 

                                                                                           დანართი 2

                                                                                           ცხრილი 3

 

ავტობუსის კატეგორია და ტევადობა, ადგ. N ავტ

დღეღამური   გამტარუნარიანობა (სიმძლავრე) A (მგზ) (აიღება ცხრ. 1-დან)

მაქს. სადღეღამისო გასვლების რაოდენობა, Rდღ. (ავტ/დღ)

მაქსიმალური საათური გასვლბის რაოდენობა Rსთ. (ავტ/სთ)

1

2

3

4

I (13)

200-დან   400-მდე

39

6

I  I (26)

 

20

3

I  I  I (40)

 

13

2

I (13)

2000-დან   3000-მდე

289

44

I  I (26)

 

145

22

I  I  I (40)

 

94

15

I (13)

8000-დან   1000-მდე

962

145

I  I (26)

 

481

73

I  I  I (40)

 

313

47

I (13)

25000-დან 30000-მდე

2885

433

I  I (26)

 

1443

217

I  I  I (40)

 

938

141

ცხრილი 4

 

მარშრუტის სახე

საქალაქაშორისო და საერთაშორისო

საგარეუბნო

1

2

3

4

5

6

7

ავტობუსის ტევადობაNავტ,მგზ.

8-17

18-33

34 და მეტი

8-17

18-33

34 და მეტი

ბაქანზე გასვლის წინა დგომის დრო, tგას, სთ/ავტ

0,25

0,50

0,50

0,25

0,33

0,33

ბაქანზე ჩამოსვლის შემდგომი  დგომის დრო, tჩამ, სთ/ავტ

0,17

0.25

0,25

0,17

0,17

0,17

 

დანართი 3

ცხრილი 5

                                 

სადგურის მგზავრთ -ტევადობა N სადგ.მგზ

მარშრუტის სახე

ავტობუსის მგზავრთტევა-

დობა, Nავტ.,ადგ.

გასვლების რაოდენობა პიკის საათში“ Rგ, ავტ/სთ

გასვლის წინა დგომის დრო tგას, სთ

ჩასხდომის ბაქნების რაოდენობა Nბაქ. ჩას.,ერთ

1

2

3

4

5

6

150

საქალაქთაშორისო (საერთაშორისო)

8-17

18-33

34-ზე მეტი

1

2

5

0,25

0,50

0,50

0,50

1,00

2,50

 

საგარეუბნო

8-17

18-33

34-ზე მეტი

4

6

2

0,25

0,33

0,33

1,00

1,98

0,66

სულ

-

-

24

-

7,64(8)

 

                                                     

                         ცხრილი 6

                                 

სადგურის მგზავრთ -ტევადობა N სადგ.მგზ

მარშრუტის სახე

ავტობუსის მგზავრთტევა-

დობა, Nავტ.,ადგ.

ჩამოსვლათა მაქსიმალურირაოდენობა

Rჩ, ავტ/სთ

ჩამოსვლის შემდგომი დგომის დრო tსთ/ავტ

ჩამოსვლის ბაქნების რაოდენობა Nჩ.ბაქ. ,ერთ

1

2

3

4

5

6

150

საქალაქთაშორისო (საერთაშორისო)

8-17

18-33

34-ზე მეტი

2

3

4

0,17

0,25

0,25

0,34

0,75

1,00

 

საგარეუბნო

8-17

18-33

34-ზე მეტი

5

4

3

0,17

0,17

0,17

0,85

0,68

0,51

სულ

-

-

19

-

4,13(5,0)

 

შენიშვნა: ბაქნების რაოდენობის დამრგვალების დროს გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ჩასხდომის ბაქნები გაპიროვნებულია მარშრუტების სახისა და ავტობუსების კატეგორიების მიხედვით, ხოლო ჩამოსვლის ბაქნებისათვის ასეთი გაპიროვნება არ არის აუცილებელი.

 

დანართი 4

ბაქნების მოწყობის სქემები

სავარცხლისებრი ტიპის ბაქანი

 

 

 

 

 

 

 

ავტობუსების მოძრაობის დამატებითი ზოლი

ავტობუსების მანევრირებისა და მოძრაობის ზოლი

ავტობუსში მგზავრთა ჩასხდომის ზოლი

მგზავრთა სავალი ნაწილი

სკამების განლაგების ზოლი (სარეკომენდაციო)

 

სწორხაზრვანი (გამჭოლი) ტიპის ბაქანი

 

 

 

 

 

ავტობუსების მოძრაობის დამატებითი ზოლი

ავტობუსების მანევრირებისა და მოძრაობის ზოლი

მგზავრების ავტობუსებთან მისასვლელი ზოლი

მგზავრთა სავალი ნაწილი

სკამების განლაგების ზოლი (სარეკომენდაციო)

 

       დანართი 4  (გაგრძელება)

ბაქნების ზომები

(სანტიმეტრებში)

 

a(ალფა) გრად

A

B

A+B

D

C

K

45

1200

400

1600

1000

500

600

30

1100

400

1500

1200

350

800

60

1600

400

2000

850

600

500

90

2000

400

2400

350

700

420

 

ცხრილში მოცემული ზომები დადგენილია რეალური გაზომვების საფუძველზე შემდეგი პარამეტრების მქონე ავტობუსის მაგალითზე: სიგრძე – 1140, სიგანე – 250, ბაზა – 555, წინა განაკიდი – 246, უკანა განაკიდი – 338, მოხვევის უმცირესი რადიუსი მარცხივ – 1025, მარჯვნივ – 1275.

 

დანართი 5

ცხრილი 7

 

ავტოსადგურის (ავტოვაგზლის) სიმძლავრე (A), მგზ/დღ

წინასარეისო დათვალიერების პოსტების რაოდენობა, პოსტი

1000 – მდე

1

1000-დან 4000 – მდე

2

4000 – დან 10 000 – მდე

3

10000 – დან 20000 – მდე

4

20000-დან 40000 – მდე

5

40000 და მეტი

6 და მეტი

 

ცხრილი 8

 

ავტოვაგზლის სიმძლავრე, (A) მგზ/დღ

გარეცხვის პოსტების რაოდენობა

სალონის დასუფთავების პოსტების რაოდენობა

მომსახურების შემსრულებელთა რაოდენობა

 

 

 

 

მრეცხავი

დამსუფთავებელი

4000 – მდე

1

1

1

1

4000-დან 10000 – მდე

1

2

1

2

10000-დან 20000-მდე

1

3

1

3

20000-დან 40000-მდე

2

3

4

6

40000 და მეტი

3

4

6

8

 

დანართი 6

 ცხრილი 9

             

სამგზავრო ავტოსადგურების და ავტოვაგზლების სათავსების ხვედრითი ფართობების ნორმატივები (კვ.მ)

 

სათავსები

მაჩვენებელი

ავტო სადგურე-

ბი

ავტოვაგზლები

 

 

მგზვრთტევადობა, მგზ.

 

 

10-100-მდე

100-200-მდე

200-600-მდე

600-800-მდე

800-1000 და მეტი

სათავსები მგზავრთა მომსახურებისათვის

 

ერთიანი დარბაზი

1 მგზავრზე

1,56

1,49

1,49

-

-

მოსაცდელი დარბაზი

-

-

-

1,13

1,13

სალაროების ოთახი

-

-

-

1,50

1,50

ვესტიბიული

 

-

-

-

2,25

2.25

ბავშვებიანი მგზავრების სათავსები

4,8

4,8

4,8

4,8

4,8

სალაროები

1 უჯრედზე

6,1

6,1

6,1

6,1

6,1

ხელბარგის შემნახველი საკანი

დღეღამეში საქალაქთა-

შორისო მარშრუტებზე გატარებულ ყოველ 100 მგზავრზე

2

2

2

2

2

 

 

 

 

არანაკლებ 6-ისა

ბუფეტის ან კაფეს სავაჭრო დარბაზი

1 მომხმა-

რებელზე (იხ. პუნქტი 7,5)

1,5

1,5

1,5

2,0

2,0

სამედიცინო პუნქტი

საერთო ფართი

8

18

26

36

48

სასტუმრო (საძინებელი) ოთახები

1 მომხმარებელ-

ზე (იხ. პუნქტი 7.7)

-

6

6

6

6

საკვანძეები

პუნქტი 7.10-ის მიხედვით

სამომსახურეო სათავსები

 

სადისპეტჩერო

საერთო ფართობი

12-15

-

-

-

-

 

პირველ დისპეჩერზე

-

18

18

18

18

 

დამატებით დისპეჩე-რებზე

-

3

3

3

3

ცნობათა ბიურო

1 ინფომარტორ-

ზე

-

-

6

6

6

მძღოლთა დამსვენებელი ოთახი

პუნქტი 7.9-ის მიხედვით

კავშიგაბმულობის კვანძი

საერთო ფართობი

-

10-დან 15-მდე

დამლაგებლის სათავსი, სამეურნეო საკუჭნაო

პუნქტი 7.11-ის მიხედვით

უფროსის კაბინეტი

საერთო ფართობი (სარეკომენ-

დაციო)

10

15

15

20

20

მორიგის კაბინეტი

საერთო ფართობი (სარეკომენ-

დაციო)

-

-

10

15

15

 

 

დანართი 7

           ცხრილი 10

 

 

N

ავტომობილები და შენობის კონსტრუქციები, რომელთა შორის განისაზღვრება მანძილი

ავტომობილების ზომები, მ

 

 

სიგრძე 6 მ-მდე, სიგანე 2-მ-მდე

სიგრძე 6-8 მ-მდე, სიგანე 2-2,5 მ-მდე

სიგრძე 8 და მეტი, სიგანე 2,5 მ და მეტი

1

პარალელურად მდგარი ავტომობილების გვერდით მხარეებს შორის ან კდელსა და მის გასწვრივ მდგარ ავტომობილს შორის

0,5

0,6

0,8

2

ავტომობილის გვერდით მხარესა და სვეტს ან პილასტრს შორის

0,3

0,4

0,5

3

ავტომობილის წინა მხარესა და კედელს ან ჭიშკარის შორის

ა) ავტომობილების მართკუთხა განლაგების დროს

ბ)ავტომოილების ირიბკუთხა განლაგების დროს

 

 

0,7

 

0,5

 

 

0,7

 

0,5

 

 

0,7

 

0,5

4

ავტომობილის უკანა მხარესა და კედელს ან ჭიშკარის შორის

ა) ავტომობილების მართკუთხა განლაგების დროს

ბ)ავტომოილების ირიბკუთხა განლაგების დროს

 

 

0,5

 

0,4

 

 

0,5

 

0,4

 

 

0,5

 

0,4

5

ერთმანეთის მიმდევრობით (რიგში) მდგომ ავტომობილებს შორის

0,4

0,5

0,6

 

შენიშვნა:

1. ცხრილის 1 და 2 პოზიციები მითითებული ზომების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მძღოლის ჩაჯდომის ან გადმოსვლის მიზნით ავტომობილების კარის გაღების შესაძლებლობა.

2. ავტომობილების ღია მოედანზე შენახვის შემთხვევაში ცხრილში მითითებული ზომები უნდა გადიდდეს 0,1 მ-ით.