გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

  • Word
გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.148.000378
  • Word
29
19/08/2010
სსმ, 15, 24/08/2010
010020000.35.148.000378
გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.35.148.000.378

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 19 აგვისტო

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული გორის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:

ა) გორის მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია ვერცხლის ველიანი მეწამულის ჯვარი. ჯვრის ვერცხლის ველი გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფს, ხოლო მასზე მოთავსებული წითელი ჯვრის მკლავები არ ეხება გერბის ფარის კიდეებს. გერბის ფარის პირველ ნაწილში მეწამულ ველზე მოთავსებულია ოქროს მთა, მთის ზემოთ – ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. ოქროს მთას კვეთს ლაჟვარდის სამი შემცირებული სარტყელი. გერბის ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდის ველზე – სამი გადაშლილი ვერცხლის წიგნი. გერბის ფარის მესამე ნაწილში – ლაჟვარდის ველზე სამი ოქროს ძნა. გერბის ფარის მეოთხე ნაწილში – მეწამულ ველზე ოქროს მთა, ხოლო მთაზე მოთავსებულია ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე. ოქროს მთას კვეთს ლაჟვარდის სამი შემცირებული სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,გორი“ (დანართი №1).

ბ) გორის მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშის ველი თეთრქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად. მეწამული ჯვრის გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს დროშის 1/3-ზე. მეწამული ჯვრის მკლავის სიგანე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/8-ს ხოლო თეთრი ქობის სიგანე – დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პირველი და მეოთხე ნაწილი მეწამულია, ხოლო მეორე და მესამე ნაწილი ლაჟვარდის. დროშის პროპორციაა 2/3 (დანართი №2).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე