სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 700/5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 14/06/1993
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016267
700/5
14/06/1993
ვებგვერდი, 13/08/2014
480610000.03.030.016267
სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია

 

20 მარტი 1883 წ.

 

გადასინჯულია  1900 წლის  14 დეკემბერს  ბრიუსელში,

 

 

1911 წლის 2 ივნისს ვაშინგტონში, 1925 წლის 6 ნოემბერს ჰააგაში,

 

1934 წლის  2 ივნისს  ლონდონში, 1958 წლის  31 ოქტომბერს ლისაბონში  და  1967 წელის  14 ივლისს  სტოკჰოლმში,

და  შეტანილია  ცვლილებები  1979 წლის  28 სექტემბერს

 

შინაარსი  **

მუხლი 1: კავშირის დაარსება; სამრეწველო საკუთრების ფარგლები

მუხლი  2: ეროვნული  რეჟიმი  კავშირის  ქვეყნების  მოქალაქეებისათვის

მუხლი  3: კავშირის          ქვეყნების        მოქალაქეებისათვის      დადგენილი           რეჟიმის გავრცელება ზოგიერთი  კატეგორიის  პირებზე

მუხლი  4:  A-I.     პატენტები,    სასარგებლო       მოდელები,  სამრეწველო      დიზაინები, ნიშნები,

საავტორო მოწმობები: პრიორიტეტის უფლება. - G. პატენტები: განაცხადის გაყოფა

 

მუხლი    4bis:   პატენტები:  ერთი და იგივე      გამოგონებაზე    სხვადასახვა       ქვეყანაში     მიღებული პატენტების   დამოუკიდებლობა

მუხლი  4ter: პატენტები: გამომგონებლის  დასახელება  პატენტში

 

მუხლი  4quarter: პატენტები: პატენტუნარიანობა  ვაჭრობაში  კანონით  დადგენილი     შეზღუდვების არსებობის  შემთხვევაში

მუხლი  5: A.   პატენტები: ნაწარმის   იმპორტი; გამოუყენებლობა   ან   არასაკმარისი   გამოყენება; იძულებითი ლიცენზიები. - B. სამრეწველო დიზაინები: გამოუყენებლობა; ნაწარმის იმპორტი. - C. ნიშნები:         გამოუყენებლობა;  სხვადასხვა  ფორმები;   გამოყენება  თანამფლობელების  მიერ.    -  D. პატენტები,         სასარგებლო           მოდელები,   ნიშნები,  სამრეწველო    დიზაინები:   სპეციალური მინიშნება

მუხლი 5bis: სამრეწველო საკუთრების უფლებების ყველა სახეობა: უფლებების შესანარჩუნებლად  საფასურის  გადახდის  საშეღავათო  დროის  პერიოდი; პატენტები: აღდგენა

 

მუხლი  5ter: პატენტები: დაპატენტებული  მოწყობილობები, რომლებიც  შეადგენენ  საზღვაო, ხომალდების, თვითმფრინავების  ან სახმელეთო  სატრანსპორტო  საშუალებების  ნაწილს

 

მუხლი    5quarter:   პატენტები: პროდუქტის    იმპორტი   ქვეყანაში, სადაც    დაპატენტებულია    ამ პროდუქტის  წარმოების  ხერხი

 

 

** შინაარსი  დამატებულია  ტექსტით  სარგებლობის  გაიოლების  მიზნით. ხელმოწერილ  ტექსტში იგი არ არის.

 

მუხლი  5quinquies: სამრეწველო დიზაინები

 

მუხლი 6: ნიშნები: რეგისტრაციის პირობები; სხვადასხვა ქვეყნებში   ერთი და იგივე ნიშნის დაცვის  დამოუკიდებლობა

მუხლი 6bis: ნიშნები: საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები

 

მუხლი 6ter:  ნიშნები: სახელწიფო   გერბებთან, კონტროლის ოფიციალურ დამღებთან და სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების  ემბლემებთან  დაკავშირებული  აკრძალვები

 

მუხლი 6 quarter: ნიშნები: ნიშნების გადაცემა

 

მუხლი    6 quinquies:  ნიშნები: კავშირის   ერთ    ქვეყანაში    რეგისტრირებული    ნიშნების    დაცვა კავშირის  სხვა ქვეყნებში

მუხლი 6sexies: ნიშნები: მომსახურების ნიშნები

 

მუხლი 6septies:    ნიშნები:  მფლობელის ნებართვის გარეშე მისი რწმუნებულის ან წარმომადგენლის სახელზე რეგისტრაცია

მუხლი  7: ნიშნები: საქონლის  სახეობა, რომელზეც  გამოიყენება  ნიშანი

 

მუხლი  7bis: ნიშნები: კოლექტიური  ნიშნები

მუხლი 8: საფირმო სახელწოდებები

მუხლი 9:  ნიშნები,  საფირმო  სახელწოდებები: საქონლის დაყადაღება,  როდესაც  მასზე უკანონოდ  არის დატანილი  ნიშანი  ან  საფირმო  სახელწოდება, მისი  იმოპორტის  და  ა.შ. დროს მუხლი 10: ყალბი აღნიშვნები: წარმოშობის ან მწარმოებლის ყალბი აღნიშვნის მქონე საქონლის დაყადაღება  მისი  იმპორტის  და  ა.შ. დროს

მუხლი 10bis: არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

 

მუხლი 10ter: ნიშნები, საფირმო  სახელწოდებები, ყალბი  აღნიშვნები, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია: სამართლებრივი  დაცვის  საშუალებები, სასამართლო  დევნის უფლება

მუხლი 11: გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, ნიშნები: დროებითი დაცვა  განსაზღვრული  სახის  საერთაშორისო  გამოფენებზე

მუხლი  12: სამრეწველო  საკუთრების  სპეციალური  ეროვნული  სამსახურები

 

მუხლი  13: კავშირის  ასამბლეა

 

მუხლი 14: აღმასრულებელი კომიტეტი

 

მუხლი 15: საერთაშორისო ბიურო

 

მუხლი 16: ფინანსები

 

მუხლი 17: მე-13-დან მე-17-მდე მუხლების შესწორებები

 

მუხლი 18: 1-დან მე-12-მდე და მე-18-დან 30- მდე მუხლების გადასინჯვა

 

მუხლი 19: სპეციალური შეთანხმებები

 

მუხლი  20: კავშირის  ქვეყნების  მიერ  რატიფიკაცია  ან  მიერთება; ძალაში  შესვლა

 

მუხლი  21: კავშირის  არაწევრი  ქვეყნების  მიერთება; ძალაში  შესვლა

 

მუხლი 22: რატიფიკაციის ან მიერთების შედეგები მუხლი

23: ადრინდელ აქტებთან მიერთება

მუხლი 24: ტერიტორიები

მუხლი 25: კონვენციის განხორციელება ეროვნულ დონეზე

 

მუხლი 26: დენონსაცია

 

მუხლი  27: ადრინდელი  აქტების  გამოყენება

 

მუხლი 28: დავები

 

მუხლი 29: ხელმოწერა, ენები, დეპოზიტარის ფუნქციები

 

მუხლი 30: გარდამავალი დებულებები

 

მუხლი  1

[კავშირის დაარსება; სამრეწველო საკუთრების ფარგლები] 1)

(1) ქვეყნები, რომლებსაც ეხება ეს კონვენცია, ქმნიან სამრეწველო საკუთრების   დაცვის   კავშირს.

(2) სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე  არაკეთილსინდისიერი  კონკურენციის  აღკვეთა.

(3) სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს   ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა  რქოსან  საქონელს, სასარგებლო  წიაღისეულს, მინერალურ  წყალს, ლუდს, ყვავილებსა  და  ფქვილს.

(4) პატენტები მოიცავს კავშირის ქვეყნების კანონებით აღიარებულ სხვადასხვა სახის სამრეწველო პატენტებს, როგორებიცაა შემოტანილი პატენტი, პატენტი გაუმჯობესებაზე, დამატებითი პატენტი და  მოწმობა  (ვარიანტი  - პატენტი და მოწმობა დამატებით გამოგონებაზე) და სხვ.

 

1) მუხლები  დასათაურებულია  მათი  იდენტიფიკაციის  გაადვილების  მიზნით. ხელმოწერილ (ფრანგულ) ტექსტში სათაურები არ არის.

 

 

მუხლი  2

[ეროვნული  რეჟიმი  კავშირის  ქვეყნების  მოქალაქეებისათვის]

(1) სამრეწველო საკუთრების დაცვის თვალსაზრისით კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე კავშირის ყველა სხვა ქვეყანაში სარგებლობს უპირატესობებით, რომლებსაც ანიჭებს ან  შემდგომში  მიანიჭებს  ადგილობრივ  მოქალაქეებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა; მაგრამ ისე, რომ ზიანი არ მიადგეს უფლებებს, რომლებიც  სპეციალურადაა  გათვალისწინებული  ამ  კონვენციით. აქედან  გამომდინარე, კავშირის  ნებისმიერი  ქვეყნის  მოქალაქეს მისი  უფლებების  დარღვევისას  იგივე  დაცვა  და  იგივე  სამართლებრივი საშუალებები  გააჩნია, როგორიც ადგილობრივ  მოქალაქეს, იმ  პირობით,  რომ მოქალაქეებისათვის  დაწესებული  პირობები  და  ფორმალობები დაკმაყოფილებულია.

(2) ამასთან, სამრეწველო საკუთრების ნებისმიერი უფლებით სარგებლობისათვის იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, კავშირის ქვეყნის მოქალაქეებს არ შეიძლება დაუწესდეთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან დაწესებულების  არსებობის  საჭიროება.

(3) კავშირის თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცედურასთან და იურისდიქციასთან, მომსახურების მისამართის მითითებასთან ან რწმუნებულის დანიშვნასთან, რაც შეიძლება სამრეწველო საკუთრების კანონმდებლობით მოითხოვებოდეს, საგანგებოდ რჩება ძალაში.

 

 

მუხლი  3

[კავშირის  ქვეყნების  მოქალაქეებისათვის  დადგენილი  რეჟიმის  გავრცელება ზოგიერთი  კატეგორიის                       პირებზე]

კავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ან რომლებსაც გააჩნიათ ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული საწარმო კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, განიხილებიან, როგორც კავშირის  წევრი  ქვეყნის  მოქალაქეები.

 

 

მუხლი  4

[A-I. პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, ნიშნები, საავტორო მოწმობები: პრიორიტეტის უფლება. - G. პატენტები: განაცხადის გაყოფა]

 

A- (1) ნებისმიერი პირი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელმაც დადგენილი მოთხოვნების დაცვით კავშირის ერთ-ერთ  ქვეყანაში  შეიტანა  განაცხადი პატენტზე ან სასარგებლო მოდელის, სამრეწველო დიზაინის, ან სასაქონლო ნიშანის რეგისტრაციაზე, სხვა ქვეყნებში შეტანის მიზნით სარგებლობს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით ქვემოთ დადგენილ ვადებში.

(2) განაცხადის  ნებისმიერი  შეტანა, რომელიც  სწორად  გაფორმებული ეროვნული  განაცხადის  შეტანის  ეკვივალენტურია  კავშირის  რომელიმე  ქვეყნის შიდა  კანონმდებლობის  ან  კავშირის  ქვეყნებს  შორის  დადებული  ორმხრივი  ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად, აღიარებულია როგორც პრიორიტეტის  უფლების  წარმოშობის  საფუძველი.

(3) სწორად გაფორმებული ეროვნული განაცხადი  ნიშნავს  ნებისმიერი ისეთი  განაცხადის  შეტანას,  რომელიც  საკმარისია   შესაბამის   ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღის დასადგენად რა ბედიც არ უნდა ეწიოს განაცხადს შემდგომში.

B. – აქედან გამომდინარე, კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში განაცხადის ზემოაღნიშნული  ვადების  ამოწურვამდე  ნებისმიერ  შემდგომ   შეტანას   არ ეკარგება  ძალა  ამ  ვადებით  განსაზღვრულ  დროის   მონაკვეთში განხორციელებული  ნებისმიერი  ქმედების  საფუძველზე,  კერძოდ,   სხვა განაცხადის შეტანის, გამოგონების გამოქვეყნების ან გამოყენების, სამრეწველო დიზაინების ეგზემპლარების გაყიდვის, ან ნიშნის გამოყენების საფუძველზე,  და ასეთი ქმედებები არ წარმოქმნის მესამე პირის რაიმე უფლებას ან პირადი მფლობელობის უფლებას. მესამე პირების მიერ მოპოვებული უფლებები იმ პირველი განაცხადის შეტანის თარიღამდე, რომელიც პრიორიტეტის უფლების საფუძველს წარმოადგენს, ძალაში რჩება კავშირის თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობის  შესაბამისად.

C. – (1) პრიორიტეტის ზემოაღნიშნული ვადები შეადგენს პატენტებისა და სასარგებლო მოდელებისათვის თორმეტ თვეს, ხოლო  სამრეწველო  დიზაინებისა და  სასაქონლო  ნიშნებისათვის  - ექვს  თვეს.

(2) ამ ვადების ათვლა იწყება პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან; შეტანის  დღე  ვადაში  არ  შედის.

(3) თუ იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა, ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების    დღე,  ან    დღე,  როდესაც    უწყება    არ    არის    ღია განაცხადების მისაღებად, ვადა გრძელდება პირველ მომდევნო სამუშაო დღემდე.

(4) მომდევნო განაცხადი, რომელიც შეტანილია კავშირის იგივე ქვეყანაში და   ეხება   იგივე   ობიექტს, რასაც   წინა   პირველი   განაცხადი, რომელიც   ასეთად მიიჩნევა,  ზემოთ     მოყვანილი     მე-(2)  პუნქტის     მნიშვნელობით,  განიხილება როგორც პირველი განაცხადი, რომლის შეტანის თარიღი წინა განაცხადის პრიორიტეტის ვადის ათვლის წერტილია, თუ მომდევნო განაცხადის შეტანისას, აღნიშნული წინა განაცხადი გატანილ იქნა, მასზე შეწყდა საქმის  წარმოება  ან მას ეთქვა უარი ისე, რომ არ მომხდარა მისი გამოფენა საჯარო განხილვისათვის და არ დარჩენილა სადაო უფლებები და თუ ამ მომენტამდე იგი არ იქნა გამოყენებული პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძვლად. აღნიშნულის შემდეგ წინა განაცხადი ვეღარ გახდება პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძვლი.

D. – (1) ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს ისარგებლოს წინა განაცხადის შეტანის პრიორიტეტის უპირატესობით, მოეთხოვება გააკეთოს  შესაბამისი განცხადება ასეთი განაცხადის შეტანის  თარიღისა  და  იმ  ქვეყნის  მითითებით, სადაც ეს შეტანა განხორციელდა. თითოეული ქვეყანა განსაზღვრავს ასეთი განცხადების წარდგენის საბოლოო თარიღს.

(2) ასეთი დეტალური  მონაცემები  ქვეყნდება  უფლებამოსილი  ორგანოს მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში, კერძოდ, პატენტებსა  და  მათთან დაკავშირებულ აღწერილობებში.

(3) კავშირის ქვეყნებს შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ითხოვს წინა განაცხადის პრიორიტეტს, მოსთხოვოს წარადგინოს წინა შეტანილი განაცხადის (აღწერილობა, ნახაზები, ა.შ.) ასლი. ასეთი განაცხადის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს  მიერ  ნამდვილობის  თვალსაზრისით  დამოწმებული  ასლი  არ საჭიროებს  მისი  ავთენტიკურობის  რაიმე   სხვა   დამოწმებას   და   შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში საფასურის გადახდის გარეშე შეტანილ იქნეს მომდევნო განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში. მათ შეუძლიათ, აგრეთვე მოითხოვონ, რომ დამოწმებულ ასლს თან ახლდეს იგივე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთი, რომელშიც მითითებულია განაცხადის შეტანის თარიღი, და დამოწმებული  ასლის  თარგმანი.

(4) განაცხადის შეტანის დროს პრიორიტეტის  მოთხოვნის  შესახებ განცხადების წარსადგენად არ შეიძლება არანაირი სხვა ფორმალობის დაწესება. კავშირის თითოეული ქვეყანა განსაზღვრავს ამ მუხლით დადგენილი ფორმალობების შეუსრულებლობის შედეგებს, მაგრამ ასეთი შედეგები არც ერთ შემთხვევაში  არ  უნდა  აღემატებოდეს  პრიორიტეტის  უფლების  დაკარგვას.

(5) მოგვიანებით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი მტკიცებულება. ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს წინა განაცხადის პრიორიტეტით, მოეთხოვება მიუთითოს ასეთი განაცხადის ნომერი; ეს ნომერი ქვეყნდება მე-(2)

პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად.

 

E. – (1) თუ ქვეყანაში სამრეწველო დიზაინზე განაცხადი შეტანილია სასარგებლო მოდელზე განაცხადის პრიორიტეტის მოთხოვნით, პრიორიტეტის მოთხოვნის ვადა იგივეა რაც სამრეწველო დიზაინებისათვის არის დადგენილი.

(2) გარდა ამისა, დასაშვებია ქვეყანაში სასარგებლო მოდელზე განაცხადის შეტანა გამოგონებაზე შეტანილი  განაცხადის  პრიორიტეტის  მოთხოვნით  და პირიქით.

F. – კავშირის  არცერთ  ქვეყანას  არ  შეუძლია  უარი   თქვას   პრიორიტეტზე ან საპატენტო განაცხადზე იმ საფუძველზე, რომ განმცხადებელი მოითხოვს რამდენიმე, თუნდაც სხვადასხვა ქვეყანაში დადგენილ პრიორიტეტს, ან იმ საფუძველზე, რომ განაცხადი, რომლისთვისაც ერთი ან რამდენიმე პრიორიტეტი, შეიცავს ერთ ან რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც არ იყო შეტანილი განაცხადში ან განაცხადებში, რომელთა მიხედვითაც მოითხოვება პრიორიტეტი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ორივე  შემთხვევაში  ქვეყნის  კანონის შესაბამისად  სახეზეა  გამოგონების  ერთიანობა.

რაც შეეხება ელემენტებს, რომლებიც არ იყო შეტანილი განაცხადში ან განაცხადებში, რომელთა მიხედვითაც მოითხოვება, პრიორიტეტი მომდევნო განაცხადის შეტანა მათთვის პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას ჩვეულებრივი პირობების საფუძველზე წარმოქმნის.

G. – (1) თუ ექსპერტიზა გამოავლენს, რომ საპატენტო განაცხადი შეიცავს ერთზე მეტ გამოგონებას, განმცხადებელს შეუძლია დაყოს განაცხადი გამოცალკევებული განაცხადების განსაზღვრულ  რაოდენობად  და თითოეულისათვის შეტანის თარიღად შეინარჩუნოს საწყისი განაცხადის შეტანის თარიღი  ან  ისარგებლოს  პრიორიტეტის  მოთხოვნის  უფლებით  ასეთის არსებობის  შემთხვევაში.

(2) განმცხადებელს საკუთარი ინიციატივით შეუძლია აგრეთვე, დაყოს საპატენტო   განაცხადი   და   თითოეული   გამოცალკევებული   განაცხადისათვის შეინარჩუნოს  საწყისი   განაცხადის   შეტანის   თარიღი   ან   ისარგებლოს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით ასეთის არსებობის შემთხვევაში. კავშირის თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს პირობები, რომელთა შესაბამისადაც  ასეთი  დაყოფა  იქნება  ნებადართული.

H. – პრიორიტეტზე უარის თქმა არ შეიძლება იმ საფუძველზე, რომ გამოგონების გარკვეული ელემენტები, რომლისთვისაც მოთხოვნილია პრიორიტეტი, არ არის ასახული წარმოშობის ქვეყანაში შეტანილი განაცხადის გამოგონების ფორმულაში, თუკი მთლიანობაში საგანაცხადო დოკუმენტებში ეს ელემენტები  ნათლად  არის  გახსნილი.

I. – (1) ქვეყანაში, სადაც განმცხადებლებს აქვთ უფლება საკუთარი არჩევანის შესაბამისად მოითხოვონ პატენტი ან საავტორო მოწმობა, საავტორო მოწმობაზე შეტანილი განაცხადი ამ მუხლით გათვალისწინებული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს იგივე პირობების საფუძველზე და იგივე შედეგებით, როგორსაც  - საპატენტო  განაცხადი.

(2) ქვეყანაში, სადაც განმცხადებლებს აქვთ უფლება საკუთარი არჩევანის შესაბამისად მოითხოვონ პატენტი ან საავტორო მოწმობა, ამ მუხლის საპატენტო განაცხადებთან   დაკავშირებული   დებულებების   შესაბამისად    საავტორო მოწმობაზე შეტანილი განაცხადის განმცხადებელი სარგებლობს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლებით, რომელიც ეფუძნება პატენტზე, სასარგებლო მოდელზე ან საავტორო  მოწმობაზე  განაცხადის  პრიორიტეტის  მოთხოვნას.

 

 

მუხლი 4bis

[პატენტები: ერთიდაიგივე გამოგონებაზე სხვადასახვა ქვეყანაში მიღებული პატენტების დამოუკიდებლობა]

 

(1) პატენტები, რომელთა მისაღებად განაცხადები კავშირის ქვეყნების მოქალაქეების  მიერ  შეტანილია  კავშირის  სხვადასხვა  ქვეყანაში, დამოუკიდებელია იგივე გამოგონებაზე კავშირის სხვა წევრ ან არაწევრ ქვეყანაში მიღებული    პატენტებისაგან.

(2) ზემოხსენებული დებულება გაგებული უნდა იქნეს შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, პატენტები, რომელთა მისაღებად განაცხადები შეტანილია პრიორიტეტის მოთხოვნის ვადაში, დამოუკიდებელი  უნდა  იყოს ერთმანეთისაგან როგორც მათი ბათილად ცნობისა და მათზე უფლებების დაკარგვის, ისე მათი მოქმედების ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც.

(3) ეს დებულება ეხება ყველა იმ პატენტს, რომელიც იარსებებს აღნიშნული პატენტის ძალაში შესვლის მომენტისათვის.

(4)  ამ  კონვენციასთან  ახალი  ქვეყნების  მიერთების   შემთხვევაში აღნიშნული დებულება, ანალოგიურად, შეეხება ნებისმიერი მხარის პატენტებს, რომლებიც  იარსებებენ  მიერთებისას.

(5) კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში პრიორიტეტით სარგებლობის უფლების გამოყენებით მიღებულ პატენტებს აქვთ მოქმედების იგივე ვადა, როგორიც ექნებოდა პატენტს მასზე განაცხადი  რომ  შეეტანათ  ან  იგი  გაეცათ პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მოთხოვნის გარეშე.

 

მუხლი 4ter

[პატენტები: გამომგონებლის  დასახელება  პატენტში] გამომგონების  ავტორს  უფლება  აქვს  მოხსენებულ  იქნეს  ასეთად  პატენტში.

მუხლი 4quater

[პატენტები: პატენტუნარიანობა ვაჭრობაში კანონით დადგენილი შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში]

 

არ შეიძლება  პატენტის  გაცემაზე  უარის  თქმა  და  პატენტის ძალადაკარგულად ცნობა იმ საფუძველზე, რომ დაპატენტებული ან დაპატენტებული  ხერხით   მიღებული   პროდუქტის   გაყიდვა   შიდა კანონმდებლობით  აკრძალვებს  ან  შეზღუდვებს  ექვემდებარება.

 

მუხლი  5

[A. პატენტები: ნაწარმის იმპორტი, გამოუყენებლობა ან  არასაკმარისი გამოყენება; იძულებითი  ლიცენზიები. - B. სამრეწველო  დიზაინები: გამოუყენებლობა, ნაწარმის  იმპორტი. - C. ნიშნები: გამოუყენებლობა; სხვადასხვა  ფორმები; გამოყენება თანამფლობელების მიერ. - D. პატენტები, სასარგებლო მოდელები, ნიშნები, სამრეწველო  დიზაინები: სპეციალური  მინიშნება]

 

A. – (1) პატენტმფლობელის მიერ კავშირის რომრლიმე ქვეყანაში დამზადებული ნაწარმის იმპორტი ქვეყანაში, სადაც  გაცემულია  პატენტი,  არ იწვევს  პატენტზე  უფლების  დაკარგვას.

(2) კავშირის თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს მიიღოს საკანონმდებლო ზომები,   რომლებიც   ითვალისწინებს   იძულებითი   ლიცენზიების   გაცემას პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებით ბოროტად სარგებლობის აღსაკვეთად, მაგალითად, პატენტის  გამოუყენებლობის  შემთხვევაში.

(3)  დაუშვებელია  პატენტზე   უფლებების   დაკარგვის   გათვალისწინება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი  ლიცენზიის  გაცემა  არ  არის საკმარისი ხსენებული განსაკუთრებული უფლებით ბოროტად სარგებლობის აღსაკვეთად. არ შეიძლება პატენტზე უფლებების დაკარგვასთან ან მის გაუქმებასთან დაკავშირებით არანაირი პროცედურების დაწყება  პირველი იძულებითი  ლიცენზიის  გაცემიდან  ორი  წლის  ამოწურვამდე.

(4) არ შეიძლება პატენტის გამოუყენებლობის ან არასაკმარისი გამოყენების საფუძველზე მოთხოვნილ იქნეს იძულებითი ლიცენზიის  გაცემა  პატენტზე განაცხადის შეტანის თარიღიდან ოთხწლიანი, ან პატენტის გაცემის თარიღიდან სამწლიანი ვადის ამოწურვამდე იმის მიხედვით, რომელი ვადაც უფრო გვიან ამოიწურება; იძულებითი ლიცენზია არ გაიცემა, თუ პატენტმფლობელი მის უმოქმედობას     დასაბუთებული     მიზეზებით     გაამართლებს.  ასეთი     იძულებითი ლიცენზია   არაგანსაკუთრებულია   და   მისი    გადაცემა    დაუშვებელია სუბლიცენზიის  სახით  მისი  გაცემის  შემთვხევაშიც  კი,  გარდა  შემთხვევისა, როდესაც  მასთან  ერთად გადაეცემა  იმ  საწარმოს  ნაწილი  ან   გუდვილი, რომელიც  იყენებს  ასეთ  ლიცენზიას.

(5) ზემოაღნიშნული დებულებები გამოიყენება mutatis mutandis სასარგებლო მოდელებისთვის.

B. - სამრეწველო დიზაინების დაცვა არ შეიძლება რაიმე გარემოებათა გამო დაექვემდებაროს შეწყვეტას მისი გამოუყენებლობის ან იმ ნაწარმის იმპორტის საფუძველზე, რომელიც  დაცულ  ნიმუშს  შეესაბამება.

C. – (1) თუ რეგისტრირებული ნიშნის გამოყენება რომელიმე ქვეყანაში სავალდებულოა, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ და მხოლოდ მაშინ, თუ დაინტერესებული პირი ვერ გაამართლებს თავის უმოქმედობას.

(2) მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის  ისეთ  განსხვავებულ ელემენტებიანი სახით გამოყენება, რომელიც არ ცვლის ნიშნის იმ სახის განმასხვავებლობას, რა სახითაც იგი რეგისტრირებული იყო კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, არ იწვევს რეგისტრაციის ძალის  დაკარგვას  და  არ  ამცირებს ნიშნისათვის   მინიჭებულ   დაცვას.

(3) ერთიდაიგივე ნიშნის ერთდროული გამოყენება იდენტურ ან მსგავს საქონელზე სამრეწველო ან კომერციული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც იმ ქვეყნის შიდა კანონის დებულებების თანახმად,  სადაც  მოთხოვნილია  დაცვა, ნიშნის თანამფლობელებად  ითვლებიან, ხელს  არ  უშლის  ნიშნის  რეგისტრაციას და არანაირად  არ  ამცირებს  აღნიშნული  ნიშნისათვის  მინიჭებულ  დაცვას კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, თუ ასეთ გამოყენებას არ შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება  და  არ  ეწინააღმდეგება  საზოგადოების  ინტერესებს.

D. – დაცვის უფლების  აღიარებისათვის  საჭირო  პირობის  სახით საქონელზე არანაირი აღნიშვნის ან მითითების გაკეთება პატენტის, სასარგებლო მოდელის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან სამრეწველო  დიზაინის დეპონირების  შესახებ  არ  მოითხოვება.

 

მუხლი 5bis

[სამრეწველო  საკუთრების  უფლებების  ყველა  სახეობა: უფლებების შესანარჩუნებლად საფასურის გადახდის საშეღავათო დროის პერიოდი; პატენტები: აღდგენა]

(1) სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების შენარჩუნებისათვის დადგენილი საფასურის გადასახდელად დაშვებულია არანაკლებ ექვსი თვის საშეღავათო დროის პერიოდი, რაც შეიძლება, თუ ამას ქვეყნის შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს, დაექვემდებაროს საურავის გადახდას.

(2) კავშირის ქვეყნებს უფლება  აქვთ  გაითვალისწინონ  გამოგონებაზე პატენტის აღდგენა, რომელსაც ძალა დაეკარგა საფასურის გადაუხდელობის გამო.

 

მუხლი 5ter

[პატენტები: დაპატენტებული მოწყობილობები, რომლებიც შეადგენენ საზღვაო, ხომალდების, თვითმფრინავების ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების ნაწილს]

კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში პატენტმფლობელის უფლებების დარღვევად არ  მიიჩნევა:

(1) კაშირის სხვა ქვეყნების ხომალდების ბორტებზე კერძოდ, ხომალდის კორპუსზე, მანქანა-მექანიზმებში, აღჭურვილობაში, საკუთნოებსა და სხვა დამხმარე ხელსაწყო-მექანიზმებში, იმ მოწყობილობათა გამოყენება, რომლებიც შეადგენენ მისი პატენტის საგანს, როდესაც ასეთი ხომალდები შემთხვევით ან დროებით შედის აღნიშნული ქვეყნის წყლებში, იმ პირობით, რომ ასეთი მოწყობილობები  გამოიყენება  მხოლოდ  ხომალდის  საჭიროებებისათვის;

(2) იმ მოწყობიობათა გამოყენება, რომლებიც შეადგენენ პატენტის საგანს, კავშირის სხვა ქვეყნების თვითმფრინავების ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების  კონსტრუქციებში  ან  მათი  ექსპლუატაციისას  ან  ამ  სატრანსპორტო

საშუალებების დამხმარე ხელსაწყო-მექანიზმებში, როდესაც აღნიშნული თვითმფრინავი ან სახმელეთო  სატრანსპორტო  საშუალება  დროებით  ან შემთხვევით   შედის   აღნიშნული   ქვეყნის   ტერიტორიაზე.

 

 

მუხლი 5quater

[პატენტები: პროდუქტის იმპორტი ქვეყანაში, სადაც დაპატენტებულია ამ პროდუქტის წარმოების ხერხი]

თუ პროდუქტის იმპორტი ხორციელდება კავშირის ქვეყანაში, სადაც არსებობს აღნიშნული პროდუქტის წარმოების ხერხის დამცავი პატენტი, პატენტმფლობელს შემოტანილი პროდუქტის მიმართ გააჩნია ყველა უფლება, რომელიც მიენიჭა მას აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით ამავე ქვეყანაში წარმოებული  იგივე  პროდუქტების  მიმართ   წარმოების   ხერხზე   გაცემული პატენტის    საფუძველზე.

 

 

მუხლი  5quinquies

[სამრეწველო დიზაინები]

სამრეწველო  დიზაინები  დაცულია  კავშირის  ყველა  ქვეყანაში.

 

 

მუხლი  6

[ნიშნები: რეგისტრაციის პირობები; სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე ნიშნის დაცვის დამოუკიდებლობა]

 

(1) სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისა და რეგისტრაციის პირობებს კავშირის  თითოეულ  ქვეყანაში  განსაზღვრავს  მისი შიდა კანონმდებლობა.

(2) ამასთან, კავშირის ქვეყნის მოქალაქის მიერ კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში  ნიშნის  რეგისტრაციის  მიზნით  შეტანილ    განაცხადს    არ    შეიძლება ეთქვას  უარი  ან  მისი  რეგისტრაცია  ძალადაკარგულად  იქნეს  მიჩნეული  იმისსაფუძველზე,   რომ     მისი         შეტანა,  რეგისტრაცია    ან    რეგსიტრაციის     ვადის გაგრძელება არ განხორციელებულა წარმოშობის ქვეყანაში.

(3) ნიშანი, რომელიც მართლზომიერად არის რეგისტრირებული კავშირის ქვეყანაში, განიხილება იმ ნიშნებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც რეგისტრირებულია  კავშირის  სხვა  ქვეყნებში, წარმოშობის  ქვეყნის  ჩათვლით.

 

 

მუხლი 6bis

[ნიშნები: საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები]

(1) კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას ex officio, თუ ეს ნებადართულია  მათი  კანონმდებლობით,  ან  დაინტერესებული   მხარის მოთხოვნით უარი თქვან რეგისტრაციაზე ან გააუქმონ  იგი  და  აკრძალონ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელიც შეადგენს სხვა ნიშნის რეპროდუქციას, იმიტაციას ან თარგმანს, რამაც  შეიძლება  გამოიწვიოს  ამ   ნიშანთან   აღრევა, თუ ეს ნიშანი უკვე მიჩნეულია ამ კონვენციის სარგებლობით უფლებამოსილი პირის საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია ან სადაც მოხდა გამოყენება, და როგორც საყოველთაოდ  ცნობილი  ნიშანი  გამოიყენება  იდენტური  ან  მსგავსი საქონლისათვის. ეს დებულება მოქმედებს აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც ნიშნის არსებითი ნაწილი შეადგენს  ნებისმიერი  ასეთი  საყოველთაოდ  ცნობილი ნიშნის რეპროდუქციას  ან  იმიტაციას,  რამაც  შეიძლება  გამოიწვიოს  მასთან აღრევა.

(2) ასეთი ნიშნის გაუქმების მოთხოვნისათვის ნებადართულია არანაკლებ ხუთწლიანი პერიოდი რეგისტრაციის თარიღიდან. კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გაითვალისწინონ დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გამოყენების აკრძალვა უნდა იქნეს მოთხოვნილი.

(3) არანაირი  დროითი  შეზღუდვა  არ  წესდება  ისეთი  ნიშნების  გაუქმებისა და გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნისათვის, რომლებიც რეგისტრირებულია ან გამოიყენება  არაკეთილსინდისიერად.

 

მუხლი 6ter

[ნიშნები: სახელწიფო  გერბებთან, კონტროლის  ოფიციალურ  დამღებთან  და სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების  ემბლემებთან  დაკავშირებული აკრძალვები]

(1)(a) კავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უარი თქვან ან ძალადაკარგულად ცნონ რეგისტრაცია და სათანადო საშუალებებით აკრძალონ კავშირის ქვეყნების გერბების, დროშების და სხვა სახელმწიფო ემბლემების, მათ მიერ მიღებული კონტროლისა და გარანტიის ოფიციალური ნიშნებისა და დამღების სასაქონლო ნიშნების  სახით  ან  ასეთი  ნიშნების  ელემენტებად  გამოყენება  და   მათი ნებისმიერი იმიტაცია ჰერალდიკის თვალსაზრისით უფლებამოსილი ორგანოების ნებართვის გარეშე.

(b)   ზემოთ        მოყვანილი  (a)   ქვეპუნქტის     დებულებები მთლიანად გამოიყენება, აგრეთვე  იმ  საერთაშორისო  სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების გერბების,დროშების   და სხვა      ემბლემების      აბრევიატურების  ან სრული სახელწოდებების   მიმართ,   რომელთა    წევრია  კავშირისერთი ან  რამდენიმე ქვეყანა. გამონაკლისს    წარმოადგენს    გერბები,  დროშები და სხვა    ემბლემები, აბრევიატურები ან სრული   სახელწოდებები, რომლებიც უკვე წარმოადგენენ მათი  დაცვისათვის  განკუთვნილი  მოქმედი  საერთაშორისო  შეთანხმებების  საგანს. (c)  კავშირის   არცერთ      ქვეყანას    არ მოეთხოვება      გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი   (b) ქვეპუნქტის   დებულებები, მოცემულ ქვეყანაში ამ კონვენციის ძალაში  შესვლამდე  კეთილსინდისიერად  მოპოვებული უფლებების  მფლობელთა საზიანოდ. კავშირის ქვეყნებს   არ   მოეთხოვებათ გამოიყენონ აღნიშნული დებულებები, თუ  ზემოთ   მოყვანილ  (a) ქვეპუნქტში მითითებული  გამოყენება  ან რეგისტრაცია    არ  არის  ისეთი  ხასიათისა, რომ საზოგადოებაში   გამოიწვიოს მოცემულ  ორგანიზაციასა  და  გერბებს, დროშებს, ემბლემებს, აბრევიატურებსა  და სრულ  სახელწოდებებს  შორის კავშირის  არსებობის  შთაბეჭდილება, ან  თუ  ასეთი გამოყენება ან  რეგისტრაცია სავარაუდოდ   არ        არის       ისეთი ხასიათისა, რომ საზოგადოება    შეიყვანოს   შეცდომაში   ნიშნის    მოსარგებლესა  და    ორგანიზაციას შორის  კავშირის  არსებობის  თაობაზე.

(2) კონტროლისა და გარანტიის აღმნიშვნელი ოფიციალური ნიშნებისა და დამღების გამოყენების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემცველი ნიშნების გამოყენება გათვალისწინებულია იგივე ან მსგავსი სახეობის საქონელზე.

(3) (a) ამ დებულებების გამოსაყენებლად კავშირის ქვეყნები თანახმანი არიან საერთაშორისო ბიუროს მეშევობით ერთმანეთს აცნობონ იმ სახელმწიფო ემბლემებისა და კონტროლისა და გარანტიის აღმნიშვნელი ოფიციალური ნიშნებისა და დაღმების სია, რომლებიც მათ სურთ ან შემდგომ მოისურვებენ სრულად ან შეზღუდვებით დაუქვემდებარონ ამ მუხლით გათვალისწინებულ დაცვას და, აგრეთვე, აცნობონ ამ სიაში შეტანილი ყველა შემდგომი ცვლილება. კავშირის ყველა ქვეყანა მისთვის ამგვარად მიწოდებულ სიებს სათანადო წესით გახდის ხელმისაწვდომს საზოგადოებისათვის.

ამასთან სახელმწიფო დროშებთან დაკავშირებით ასეთი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო  არ არის.

(b) ამ მუხლის (1) პუნქტის (b) ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მხოლოდ ისეთი სახის გერბების, დროშებისა და სხვა ემბლემების, აბრევიატურებისა და სრული სახელწოდებებისათვის,  რა  სახითაც  ამ  ორგანიზაციებმა  აცნობეს  კავშირის ქვეყნებს  საერთაშორისო  ბიუროს  მეშვეობით.

(4) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის ვადაში დაინტერესებულ ქვეყანას ან საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას საერთაშორისო ბიუროს მეშვეობით გადასცეს თავისი შედავება, თუ ასეთი გააჩნია.

(5) სახელმწიფო დროშების შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტით დადგენილი ზომები გამოიყენება მხოლოდ 1925 წლის 6 ნოემბრის შემდეგ რეგისტრირებული ნიშნებისათვის.

(6) კავშირის ქვეყნების სახელმწიფო ემბლემების შემთხვევაში, გარდა დროშებისა, აგრეთვე, ოფიციალური ნიშნებისა და დამღების შემხთვევაში, ასევე, საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების გერბების, დროშებისა და სხვა ემბლემების, აბრევიატურების ან სრული სახელწოდებების შემთხვევაში ეს დებულებები გამოიყენება მხოლოდ ზემოთ მოყვანილი მე-(3) პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან ორი თვის შემდეგ რეგისტრირებული ნიშნებისათვის.

(7) არაკეთილსინდისიერების  შემთხვევაში,  ქვეყნებს  უფლება  აქვთ გააუქმონ 1925 წლის 6 ნოემბრამდე რეგისტრირებული ნიშნებიც კი, რომლებიც შეიცავენ  სახელმწიფო  ემბლემებს, ოფიციალურ  ნიშნებსა  და  დამღებს.

(8) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს,  რომლებსაც  უფლება  აქვთ გამოიყენონ თავისი ქვეყნის სახელმწიფო ემბლემები, ოფიციალური ნიშნები და დამღები, მათი გამოყენება შეუძლიათ მაშინაც კი, თუ ისინი სხვა  ქვეყნის ანალოგიური  ნიშნების  მსგავსია.

(9) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან აკრძალონ ვაჭრობაში კავშირის სხვა ქვეყნების სახელმწიფო გერბების უნებართვო გამოყენება, თუ გამოყენებას ისეთი ხასიათი აქვს, რომ შეუძლია შეცდომაში  შეყვანა  საქონლის წარმოშობასთან  დაკავშირებით.

(10) ზემოთ მოყვანილი დებულებები ხელს არ უშლის კავშირის ქვეყნებს ისარგებლონ მე-6quinquies მუხლის B ნაწილის მე-(3) პუნქტში მოცემული უფლებით უარი თქვან ან ძალადაკარგულად ცნონ იმ ნიშნების რეგისტრაცია, რომლებშიც უნებართვოდ არის ჩართული  გერბები, დროშები,  სხვა  სახელმწიფო  ემბლემები ან კავშირის ქვეყანის მიერ მიღებული ოფიციალური ნიშნები  და  დამღები, აგრეთვე, ზემოთ მოყვანილ (1) პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების  განმასხვავებელი  ნიშნები.

 

 

მუხლი  6 quater

 

[ნიშნები: ნიშნების გადაცემა]

(1)  როდესაც  კავშირის  ქვეყნის  კანონმდებლობით  ნიშნის  გადაცემა ძალაშია   მხოლოდ   იმ   შემთხვევაში, თუ   ეს   ხორციელდება   ნიშნის   მფლობელი საწარმოს ან მისი გუდვილის გადაცემასთან ერთად, მაშინ  ასეთი  გადაცემის ძალაში  შესვლის  აღიარებისათვის  საკმარისია  ამ  ქვეყანაში  განლაგებული საწარმოს ნაწილი ან მისი გუდვილი გადაეცეს უფლებამონაცვლეს, გადაცემული ნიშნით მონიშნული საქონლის აღნიშნულ ქვეყანაში წარმოებისა და გაყიდვის ექსკლუზიურ   უფლებასთან   ერთად.

(2) ზემოხსენებული დებულება კავშირის ქვეყნებს არ აკისრებს რაიმე ვალდებულებას  ძალაში  შესულად  მიიჩნიოს  ნებისმიერი   ნიშნის   გადაცემა, რომლის გამოყენება უფლებამონაცვლის მიერ, ფაქტობრივად, ისეთი ხასიათის იქნებოდა, რომ შეცდომაში შეიყვანდა საზოგადოებას, კერძოდ, ასეთი ნიშნით მონიშნული საქონლის წარმოშობის, ბუნების ან დამახასიათებელი  ხარისხის მიმართ.

 

 

მუხლი  6 quinquies

 

[ნიშნები: კავშირის ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული ნიშნების დაცვა კავშირის სხვა ქვეყნებში]

 

A. – (1) წარმოშობის ქვეყანაში მართლზომიერად რეგისტრირებული ყველა სასაქონლო ნიშნის კავშირის სხვა ქვეყნებში შეტანა და დაცვა ხორციელდება ამ მუხლში აღნიშნული დათქმების გათვალისწინებით იმ სახით რა სახითაც იგი არის რეგისტრირებული. ასეთ ქვეყნებს საბოლოო რეგისტრაციამდე შეუძლიათ მოითხოვონ წარმოშობის ქვეყანაში კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის წარდგენა. ამ მოწმობის ავთენტიკურობის არანაირი დადასტურება არ მოითხოვება.

(2) წარმოშობის ქვეყანად  მიიჩნევა  კავშირის  ქვეყანა,  სადაც განმცხადებელს აქვს ნამდვილი და მოქმედი  სამრეწველო  ან  სავაჭრო დაწესებულება, ან,  თუ  მას  კავშირის  ფარგლებში  არ  გააჩნია  ასეთი დაწესებულება, კავშირის ქვეყანა, სადაც მას  აქვს  საცხოვრებელი  ადგილი, ან, თუ კავშირის  ფარგლებში  არ  აქვს  საცხოვრებელი  ადგილი,  მაგრამ  არის კავშირის ქვეყნის მოქალაქე, ქვეყანა, რომლის მოქალაქეც ის არის.

B. – სასაქონლო ნიშნებს, რომლებზეც ვრცელდება ეს მუხლი,  არ შეიძლება  უარი  ეთქვათ  რეგისტრაციაზე  ან   მათი   რეგისტრაცია ძალადაკარგულად  იქნეს  მიჩნეული  გარდა  შემდეგი  შემთხვევებისა:

1. თუ მათ ისეთი ხასიათი აქვთ, რომ არღვევს მესამე პირების მიერ მოპოვებულ  უფლებებს  ქვეყანაში, სადაც    მოითხოვება  დაცვა;

2. თუ მათ არ გააჩნიათ განმასხვავებლობა, ან შედგება მხოლოდ ისეთი სიმბოლოების ან აღნიშნვებისაგან, რომლებიც შეიძლება  ვაჭრობაში გამოიყენებოდეს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, დანიშნულების, ღირებულების, წარმოშობის ადგილის ან მათი წარმოების დროის აღსანიშნად ან საქონლისთვის იქცა  ჩვეულებრივ  გავრცელებულ  სიტყვად  იმ  ქვეყნის თანამედროვე ენაში ან ვაჭრობის  კეთილსინდისიერ  და  დამკვიდრებულ პრაქტიკაში, სადაც  მოითხოვება  დაცვა;

3. თუ ისინი ეწინააღმდეგება მორალს ან საზოგადოებრივ წესრიგს, კერძოდ, აქვთ ისეთი ხასიათი, რომ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. იგულისხმება, რომ ნიშანი არ შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ  იგი  არ  ექვემდებარება ნიშნების შესახებ კანონმდებლობის დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თვითონ ასეთი დებულება შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს.

ამასთან, ეს  დებულებები  ექვემდებარება  მე-10bis   მუხლის  გამოყენებას.

 

C. – (1) იმის განსაზღვრისას ექვემდებარება თუ არა ნიშანი დაცვას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, განსაკუთრებულად ნიშნის გამოყენების დროის ხანგრძლივობა.

(2) კავშირის სხვა ქვეყნებში არ  შეიძლება  უარი  ეთქვას  არცერთ სასაქონლო ნიშანს იმ ერთადერთი მიზეზით, რომ იგი წარმოშობის ქვეყანაში დაცული ნიშნისაგან განსხვავდება მხოლოდ იმ ელემენტებით, რომლებიც  არ ცვლის  მის  განმასხვავებლობას  და  გავლენას  არ  ახდენს   მის   იდენტურობაზე ნიშნის იმ ფორმასთან, რომლითაც ის რეგისტრირებული იყო აღნიშნულ წარმოშობის ქვეყანაში.

D. – არც ერთ პირს არ შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის დებულებებით, თუ ნიშანი, რომლისთვისაც იგი მოითხოვს დაცვას, არ არის რეგისტრირებული წარმოშობის ქვეყანაში.

E. – მიუხედავად ამისა, წარმოშობის ქვეყანაში ნიშნის  რეგისტრაციის ვადის გაგრძელება არცერთ შემთხვევაში არ იწვევს კავშირის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული ნიშნის რეგისტრაციის ვადის გაგრძელების ვალდებულებას .

F. – პრიორიტეტის მოთხოვნიდან გამომდინარე უპირატესობა ხელშეუხებელი რჩება მე-4 მუხლით დადგენილი პერიოდის განმავლობაში ნიშნების სარეგისტრაციოდ შეტანილი განაცხადებისათვის, მაშინაც კი თუ რეგისტრაცია წარმოშობის ქვეყანაში განხორციელდა ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

 

 

მუხლი 6sexies

[ნიშნები: მომსახურების ნიშნები]

 

კავშირის ქვეყნები იღებენ ვალდებულებას დაიცვან მომსახურების ნიშნები. მათ  არ  მოეთხოვებათ  ასეთი  ნიშნების  რეგისტრაცია.

 

მუხლი 6septies

[ნიშნები: მფლობელის  ნებართვის  გარეშე  მისი  რწმუნებულის  ან წარმომადგენლის  სახელზე  რეგისტრაცია]

 

(1) იმ შემთხვევაში, როდესაც კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დაცული ნიშნის მფლობელი პირის, რწმუნებული ან წარმომადგენელი, კავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში მფლობელის ნებართვის გარეშე შეიტანს განაცხადს თავის სახელზე ნიშნის რეგისტრაციაზე, მფლობელს უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მოთხოვნილ რეგისტრაციას ან მოითხოვოს მისი გაუქმება,  ან  თუ ქვეყნის კანონი ამის ნებას იძლევა, აღნიშნული რეგისტრაციის გადაფორმება მის სასარგებლოდ,   გარდა      შემთხვევისა,   როდესაც      ასეთი      რწმუნებული      ან წარმომადგენელი    დაასაბუთებს  თავისი  მოქმედების  მართლზომიერებას.

(2) ნიშნის მფლობელს, ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტიდან გამომდინარე, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს რწმუნებულის ან წარმომადგენლის მიერ ნიშნის  გამოყენებას, თუ  მას  ასეთი  გამოყენებაზე  ნებართვა  არ  გაუცია.

(3) შიდა კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ორივე მხარისათვის მისაღები ვადა, რომლის განმავლობაშიც ნიშნის მფლობელმა უნდა ისარგებლოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

 

მუხლი  7

[ნიშნები: საქონლის  სახეობა, რომელზეც  გამოიყენება  ნიშანი]

ნიშნის რეგისტრაციისათვის საქონლის სახეობა, რომელზეც ნიშანი უნდა იქნეს გამოყენებული, არც ერთ შემთხვევაში არ ქმნის დაბრკოლებას.

 

მუხლი 7bis

[ნიშნები: კოლექტიური ნიშნები]

(1) კავშირის  ქვეყნები  იღებენ  ვალდებულებას  სარეგისტრაციოდ   მიიღონ და დაიცვან იმ გაერთიანებების კუთვნილი კოლექტიური ნიშნები, რომელთა არსებობა არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის კანონს, მაშინაც კი, თუ ასეთი გაერთიანებები არ ფლობენ სამრეწველო ან სავაჭრო დაწესებულებას.

(2) თითოეული ქვეყანა თვითონ ადგენს კონკრეტულ პირობებს, რომელთა შესაბამისად ხდება კოლექტიური ნიშნის დაცვა და, თუ ნიშანი  ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს, შეუძლია უარი თქვას დაცვაზე.

(3) ამასთან, ამ ნიშნების დაცვაზე არ შეიძლება უარი ეთქვას რომელიმე გაერთიანებას, რომლის არსებობა არ ეწინააღმდეგება წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობას,  იმ     საფუძველზე,  რომ     ასეთი     გაერთიანება     არ     არის

 

დაარსებული  იმ  ქვეყანაში, სადაც  მოითხოვება  დაცვა, ან  არ  არის  შექმნილი  ამ უკანასკნელის  კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

მუხლი   8

[საფირმო სახელწოდებები]

საფირმო სახელწოდება კავშირის ყველა ქვეყანაში დაცულია განაცხადის შეტანის ან რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე მიუხედავად  იმისა, შეადგენს თუ არა იგი სასაქონლო ნიშნის ნაწილს.

 

 

მუხლი  9

[ნიშნები, საფირმო სახელწოდებები: საქონლის დაყადაღება, როდესაც მასზე უკანონოდ არის დატანილი ნიშანი ან საფირმო სახელწოდება, მისი იმოპორტის და ა.შ. დროს]

(1) ყველა საქონელი, რომელზეც უკანონოდ არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ან საფირმო სახელწოდება, ექვემდებარება ყადაღას კავშირის იმ ქვეყნებში შეტანისას, სადაც ასეთ ნიშანს ან საფირმო სახელწოდებას მინიჭებული აქვს სამართლებრივი  დაცვა.

(2) დაყადაღება ხორციელდება, აგრეთვე, ქვეყანაში, სადაც მოხდა უკანონო  დატანა, ან  ქვეყანაში, რომელშიც  მოხდა  საქონლის  იმპორტი.

(3) დაყადაღება ხორციელდება პროკურორის, ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს, ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის - ფიზიკური ან იურიდიული პირის  მოთხოვნით,  თითოეული  ქვეყნის  შიდა  კანონმდებლობის  შესაბამისად.

(4) ტრანზიტის შემთხვევაში ორგანოებს საქონლის დაყადაღების ვალდებულიება  არ  ეკისრებათ.

(5) თუ  ქვეყნის  კანონმდელობით  არ  არის  დაშვებული  დაყადაღება იმპორტის დროს, დაყადაღება იცვლება იმპორტის აკრძალვით ან დაყადაღებით ქვეყნის   შიგნით.

(6) თუ ქვეყნის კანონმდებლობით არ არის დაშვებული დაყადაღება იმპორტის დროს, არც იმპორტის აკრძალვა, არც დაყადაღება ქვეყნის შიგნით, მაშინ, ვიდრე კანონმდებლობა შესაბამისად  შეიცვლებოდეს,  ამ  ზომების ჩანაცვლება  ხდება  ქმედებებითა  და  საშუალებებით,  რომლებიც   ასეთ შემთხვევებში ხელმისაწვდომია მოქალაქეებისათვის  ასეთი  ქვეყნის  კანონის მიხედვით.

 

 

მუხლი 10

[ყალბი  აღნიშვნები: წარმოშობის  ან  მწარმოებლის  ყალბი  აღნიშვნის  მქონე საქონლის  დაყადაღება  მისი  იმპორტის  და  ა.შ. დროს]

(1) წინა მუხლის დებულებები გამოიყენება საქონელზე წარმოშობის ან მწარმოებლის, დამამზადებლის ან მოვაჭრის ვინაობის შესახებ ყალბი აღნიშნვების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენების შემთხვევაში.

(2) ნებისმიერი მწარმოებელი, დამამზადებელი, ან მოვაჭრე, იქნება იგი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დასაქმებულია ასეთი საქონლის წარმოებით, დამზადებით, ან გაყიდვით და მისი საქმიანობა დაფუძნებულია ადგილზე, რომელიც ყალბად არის მითითებულ როგორც წარმოშობის ადგილი, ან რეგიონში, სადაც ასეთი ადგილი მდებარეობს, ან ყალბად მითითებულ ქვეყანაში, ან ქვეყანაში, სადაც წარმოშობის ადგილის ყალბი  აღნიშვნა გამოიყენება, ნებისმიერ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევა.

 

 

მუხლი   10bis

[არაკეთილსინდისიერი   კონკურენცია]

(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული  არიან  უზრუნველყონ  კავშირის ქვეყნების მოქალაქეები  არაკეთილსინდისიერი  კონკურენციისაგან  ეფექტიანი დაცვით.

(2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის  პატიოსან  ჩვევებს.

(3) კერძოდ, აკრძალულია:

1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ;

2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაციას;

3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რმაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში  შეიყვანოს  საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად  ვარგისიანობის  შესაბამისობის, ან  რაოდენობის  მიმართ.

 

 

მუხლი 10ter

[ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, ყალბი აღნიშვნები, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია: სამართლებრივი დაცვის საშუალებები, სასამართლო დევნის უფლება]

(1)  კავშირის  ქვეყნები  იღებენ  ვალდებულებას  უზრუნველყონ   კავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები მე-9, მე-10  და  მე-10bis  მუხლებში  მითითებული ყველა  ქმედების  ეფექტიანი  აღკვეთის  სამართლებრივი  საშუალებებით.

(2) გარდა ამისა, ისინი იღებენ ვალდებულებას გაითვალისწინონ ზომები, რომლებიც საშუალებას მისცემს მრეწველების, მწარმოებლებისა და მოვაჭრეების ინტერსების წარმომდგენელ კავშირებსა და გაერთიანებებს, თუკი  ასეთი კავშირებისა   და   გაერთიანებების   არსებობა   არ   ეწინააღმდეგება   მათი   ქვეყნების კანონებს, მე-9, მე-10 და მე-10bis მუხლებში მითითებული ქმედებების აღკვეთის მიზნით სასამართლოში ან ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე აღძრან საქმეისეთ ფარგლებში, რამდენადაც ქვეყნის კანონები, სადაც დაცვა მოითხოვება, რთავს ნებას ამ ქვეყნის კავშირებსა და გაერთიანებებს განახორციელონ ასეთი ქმედება.

 

მუხლი 11

[გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, ნიშნები:

დროებითი დაცვა განსაზღვრული სახის საერთაშორისო გამოფენებზე

(1) კავშირის ქვეყნები თავიანთი შიდა კანონმდებლობების შესაბამისად, დროებით დაცვას ანიჭებენ პატენტუნარიან გამოგონებებს,  სასარგებლო მოდელებს, სამრეწველო დიზაინებსა და სასაქონლო ნიშნებს რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენებზე გამოფენილ საქონელთან დაკავშირებით.

(2) ასეთი დროებითი დაცვა არ ახანგრძლივებს მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პრიორიტეტის მოთხოვნის ვადებს. თუ საქონლის გამოფენის შემდეგ შეტანილი იქნება პირველი განაცხადი და, მოგვიანებით, მოთხოვნილი იქნება ასეთი განაცხადის პრიორიტეტი, ნებისმიერი ქვეყნის ორგანოს შეუძლია გაითვალისწინოს, რომ პრიორიტეტის მოთხოვნის ვადის ათვლა დაიწყოს საქონლის გამოფენაზე წარდგენის თარიღიდან.

(3) თითოეულ ქვეყანას შეუძლია ექსპონირებული ნაწარმის იდენტურობისა და მისი წარდგენის თარიღის დასტურად მოითხოვოს ისეთი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ.

 

 

მუხლი 12

[სამრეწველო საკუთრების სპეციალური ეროვნული სამსახურები]

(1) კავშირის თითოეული ქვეყანა ვალდებულია დააფუძნოს სამრეწველო საკუთრების სპეციალური სამსახური და ცენტრალური უწყება პატენტების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო დიზაინებისა და სასაქონლი ნიშნების საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით.

(2) ეს სამსახური აქვეყნებს ოფიციალურ პერიოდულ გამოცემას. იგი რეგულარულად  აქვეყნებს:

(a) გაცემული     პატენტების    მფლობელების     სახელებსა     და     გვარებს, დაპატენტებული  გამოგონებების  მოკლე  დახასიათებასთან  ერთად;

(b) რეგისტრირებული  სასაქონლო  ნიშნების  რეპროდუქციებს.

 

მუხლი   13

[კავშირის ასამბლეა]

(1) (a) კავშირს გააჩნია ასამბლეა, რომელიც შედგება კავშირის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ივალდებულეს მე-13-დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებულ   მოთხოვნები.

(b) თითოეული ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ახლდენ მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.

(c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს  გაიღებს  მთავრობა,  რომელმაც დანიშნა   იგი.

(2) (a) ასამბლეა:

(i) განიხილავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება კავშირის შენარჩუნებასა და  განვითარებას  და  ამ  კონვენციის  განხორციელებას;

(ii) კონვენციის სარევიზიო კონფერენციების მომზადებასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს (შემდგომ - “საერთაშორისო ბიურო”), რომელიც მოხსენებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომ - “ორგანიზაცია”) დამფუძნებელ კონვენციაში, კავშირის იმ ქვეყნების ნებისმიერი შენიშვნის სათანადოდ გათვალისწინებით, რომლებმაც არ ივალდებულეს მე-13- დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

(iii) განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას, რომელიც ეხება კავშირს და მას აძლევს ყველა აუცილებელ ინსტრუქციას  კავშირის  კომპეტენციაში  შემავალი  საკითხების შესახებ;

(iv)  ირჩევს  ასმბლეის  აღმასრულებელი  კომიტეტის  წევრებს;

(v)  განიხილავს  და  ამტკიცებს  მისი  აღმასრულებელი   კომიტეტის ანგარიშებსა  და  საქმიანობას  და  აძლევს  მას  ინსტრუქციებს;

(vi) განსაზღვრავს  და  იღებს  შესაბამისად  კავშირის  პროგრამას  და ორწლიან  ბიუჯეტს, ამტკიცებს  მის  საბოლოო ანგარიშებს;

(vii)  იღებს კავშირის ფინანსურ ინსტრუქციებს;

(viii) ქმნის  ექსპერტთა ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებსაც ჩათვლის საჭიროდ კავშირის მიზნების მისაღწევად;

(ix) ადგენს კავშირის არაწევრი რომელი ქვეყანა და სამთავრობათაშორისო და  საერთაშორისო  არასამთავრობო ორგანიზაცია  დაიშვება   დამკვირვებლებად მის   სხდომებზე;

(x) იღებს  მე-13-დან  მე-17-მდე  მუხლებში  შესატან  ცვლილებებს;

(xi) იღებს კავშირის მიზნების მიღწევის ხელშესაწყობად განზრახულ ნებისმიერ სხვა სათანადო ზომებს;

(xii) ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ კონვენციით;

(xiii) ახორციელებს ისეთ უფლებებს, რომლებსაც მას ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია ანიჭებს, იმ პირობით, რომ მან ისინი აღიარა;

(b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლითაც, აგრეთვე,  ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებადი სხვა კავშირებიც არიან დაინტერესებულნი, ასამბლეას გადაწყვეტილებები გამოაქვს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის  შემდეგ.

(3) (a) დელეგატს შეუძლია (b) ქვეპუნქტის  დებულებების გათვალისწინებით წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა.

(b) კავშირის ქვეყნები, რომლებიც სპეციალური შეთანხმების პირობებით ერთიანდებიან საერთო უწყებაში, რომელსაც თითოეული მათგანისათვის გააჩნია

მე-12 მუხლში მითითებული სამრეწველო საკუთრების სპეციალური ეროვნული სამსახურის სტატუსი, დისკუსიების დროს შეიძლება ერთობლივად იქნეს წარმოდგენილი ერთ-ერთი მათგანის მიერ.

(4) (a) ასამბლეის  თითოეულ  წევრ  ქვეყანას  გააჩნია  ერთი  ხმის  უფლება.

(b) ასამბლეის  წევრი  ქვეყნების  ნახევარი  შეადგენს  კვორუმს.

(c)  მიუხედავად  (b)  ქვეპუნქტის  დებულებებისა,  როდესაც  რომელიმე სესიაზე წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა  ასამბლეის  წევრი  ქვეყნების ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ ტოლია ან მეტია მათი ერთი მესამედისა, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება,  მაგრამ,  ყველა  ასეთი  გადაწყვეტილება, გარდა მის საკუთარ პროცედურებთან დაკავშირებული  გადაწყვეტილებებისა, ძალაში შედის მხოლოდ ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულებისას. საერთაშორისო ბიურო ხსენებული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი სესიაზე და სთავაზობს  მათ  შეტყობინების  თარიღიდან  სამი  თვის   ვადაში   წერილობითი სახით გამოხატონ, რომ ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ან თავს იკავებენ ხმის მიცემისაგან. თუ ამ ვადის გასვლის მომენტისათვის იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს, რომ ხმას აძლევენ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ან თავს იკავებენ ხმის მიცემისაგან, აღწევს ქვეყნების რაოდენობას, რომელიც აკლდა კვორუმის  მისაღწევად  თავად  სესიაზე,  ასეთი   გადაწყვეტილებები   ძალაში შედის, იმ პირობით, თუ ამავე დროს ხმათა საჭირო უმრავლესობა კვლავ იარსებებს.

(d) ასამბლეის გადაწყვეტილებების  მისაღებად  მე-17(2)  მუხლის დებულებების  გათვალისწინებით,  მოითხოვება  კენჭისყრაში  მონაწილე   ხმების ორი  მესამედი.

(e) ხმის მიცემაზე თავშეკავებულთა რაოდენობა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაში არ ითვლება.

(5) (a) დელეგატს შეუძლია, (b) ქვეპუნქტის  დებულების გათვალისწინებით, ხმა მისცეს მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელით.

(b) კავშირის ქვეყნები, რომლებზეც მითითებულია მე-3(b) პუნქტში, როგორც წესი, ისწრაფვიან ასამბელის სესიებზე გაგზავნონ საკუთარი დელეგაციები. თუ, მიუხედავად ამისა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზით, რომელიმე ასეთ ქვეყანას არ შეუძლია გაგზავნოს საკუთარი დელეგაცია, მას შეუძლია სხვა ასეთი ქვეყნის დელეგაციას  მიანიჭოს  მისი  სახელით  ხმის მიცემის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ თითოეულ დელეგაციას შეუძლია მინდობილობით მისცეს ხმა მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელით. ხმის მიცემის ასეთი რწმუნებულება ენიჭება სახელმწიფოს მეთაურის ან უფლებამოსილი მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.

(6) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, სხდომაზე დაიშვებიან დამკვირვებლებად. სესიაზე ერთხელ ყოველ  მეორე  კალენდარულ წელს  და, განსაკუთრებულ

(7) (a) ასამბლეა გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება რიგით გარემოებათა არ არსებობისას, იგივე დროსა და იგივე ადგილაზე, როდესაც და სადაც  იკრიბება  ორგანიზაციის  გენერალური  ასამბლეა.

(b) ასამბლეა გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება საგანგებო სესიაზე აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით ან ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი  მეოთხედის  მოთხოვნით.

(8) პროცედურისათვის ასამბლეა იღებს მის საკუთარ წესებს.

 

 

მუხლი  14

[აღმასრულებელი  კომიტეტი]

 

(1) ასამბლეას გააჩნია აღმასრულებელი  კომიტეტი.

(2) (a) აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ქვეყნებისგან, რომლებიც ასამბლეის მიერ არჩეულნი არიან ასამბლეის წევრი ქვეყნების რიცხვიდან. გარდა ამისა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ორგანიზაციის შტაბ-ბინა, მე- 16(7)(b) მუხლის დებულებების გათვალისწინებით, აქვს ex officio ადგილი კომიტეტში.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეული წევრი ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით,  რომელსაც  შეიძლება  ახლდენ მოადგილეები, მრჩევლები  და  ექსპერტები.

(c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა,  რომელმაც დანიშნა   იგი.

(3)  აღმასრულებელი   კომიტეტის   წევრი   ქვეყნების   რაოდენობა შეესაბამება ასამბლეის წევრი ქვეყნების რაოდენობის ერთ მეოთხედს. შესავსები ადგილების რაოდენობის  დადგენისას  ოთხზე  გაყოფის  შედეგად  დარჩენილი ნაშთი  მხედველობაში  არ  მიიღება.

(4) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას ასამბლეა სათანადო ყურადღებას უთმობს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებასა და აღმასრულებელი კომიტეტის  წევრ  ქვეყანათა  რიცხვში  იმ  სპეციალური შეთანხმებების მონაწილე ქვეყნების მოხვედრის საჭიროებას, რომლებიც დაფუძნებულია   კავშირთან   მიმართებაში.

(5) (a) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეული წევრი თავის მოვალეობას ასრულებს ასამბლეის იმ სესიის დახურვიდან, რომელზეც იქნა იგი არჩეული, ასამბლეის შემდეგი რიგითი სესიის დახურვამდე.

(b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არაუმეტეს ორი მესამედისა შეიძლება ხელახლა იქნენ არჩეულნი.

(c) ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისა და შესაძლო ხელახლა არჩევის ჩატარების წესების დეტალებს.

(6) (a)  აღმასრულებელი  კომიტეტი:

(i) ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს;

(ii) ასამბლეას წარუდგენს წინადადებებს გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ კავშირის პროგრამის პროექტსა და ორწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით;

(iii) [ამოღებულია]

(iv) ასამბლეას წარუდგენს გენერალური დირექტორის პერიოდულ ანგარიშებსა და ფინანსური აღრიცხვის  რევიზიის  ანგარიშებს  სათანადო შენიშვნებით;

(v) ასამბლეის გადაწყვეტილებების შესაბამისად და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიქმნება ასამბლეის ორ რიგით სესიას შორის პერიოდში, იღებს ყველა აუცილებელ ზომას, გენერალური დირექტორის მიერ კავშირის პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად;

(vi) ასრულებს  სხვა  ისეთ  ფუნქციებს,  რომლებიც  მასზე   ამ   კონვენციით არის  განაწილებული.

(b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებითაც, აგრეთვე, ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებადი სხვა კავშირებიც არიან დაინტერესებულნი, აღმასრულებელ კომიტეტეტს გადაწყვეტილებები გამოაქვს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.

(7) (a) აღმასრულებელი კომიტეტი გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება რიგით სესიაზე წელიწადში ერთხელ, უპირატესად  იგივე  დროსა  და იგივე ადგილზე, როდესაც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი.

(b) აღმასრულებელი კომიტეტი გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება საგანგებო სესიაზე როგორც საკუთრივ მისი ინიციატივით, ისე აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ან მისი  წევრების  ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

(8) (a) აღმასრულებელი კომიტეტის  თითოეულ  წევრ  ქვეყანას  გააჩნია ერთი  ხმის  უფლება.

(b) აღმასრულებელი  კომიტეტის  წევრების  ნახევარი  შეადგენს  კვორუმს.

(c) გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო  უმრავლესობით.

(d) ხმის მიცემაზე თავშეკავებულთა რაოდენობა კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობაში არ ითვლება.

(e) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს  მხოლოდ  ერთი  ქვეყანა  და  ხმა მისცეს  მხოლოდ  ერთი  ქვეყნის  სახელით.

(9) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სხდომაზე  დაიშვებიან  დამკვირვებლად.

(10) პროცედურისათვის აღმასრულებელი კომიტეტი იღებს მის საკუთარ წესებს.

 

მუხლი  15

[საერთაშორისო ბიურო]

(1) (a) კავშირის ადმინისტრაციულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო ბიურო,  რომელიც  წარმოადგენს  ლიტერატურული  და  მხატვრული ნაწარმოებების საერთაშორისო კონვენციის  მიერ  დაარსებული  კავშირის ბიუროსთან  გაერთიანების  შედეგად  განახლებულ  კავშირის  ბიუროს.

(b) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო უზრუნველყოფს კავშირის სხვადასხვა ორგანოს  სამდივნოების  ფუნქციონირებას.

(c) ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი  პირი  და გააჩნია  კავშირის წარმოადგენის უფლება.

(2) საერთაშორისო ბიურო თავს უყრის და აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ეხება სამრეწველო საკუთრების დაცვას. კავშირის თითოეული ქვეყანა საერთაშორისო ბიუროს დაუყოვნებლივ ატყობინებს სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებილი ყველა ახალი კანონისა და ოფიციალური ტექსტის შესახებ. გარდა ამისა, იგი საერთაშორისო ბიუროს აწვდის მისი სამრეწველო საკუთრების სამსახურის ყველა გამოცემას, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სამრეწველო საკუთრების დაცვასთან და შეიძლოა, საერთაშორისო ბიურო თავისი საქმიანობისათვის სასარგებლოდ ჩათვლის.

(3) საერთაშორისო ბიურო პერიოდულ  გამოცემას  აქვეყნებს  თვეში ერთხელ.

(4) საერთაშორისო ბიურო კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, მისი მოთხოვნით, აწვდის ინფორმაციას სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

(5) საერთაშორისო ბიურო წარმართავს კვლევებს და უზრუნველყოფს სამრეწველო  საკუთრების  დაცვის  ხელშესაწყობად  გამიზნულ  მომსახურებას.

(6)  გენერალური  დირექტორი  და  შტატის  ნებისმიერი   მის   მიერ დანიშნული თანამშრომელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის, აღმასრულებელი  კომიტეტისა  და  ექსპერტთა  ნებისმიერი  სხვა   კომიტეტის   ან მუშა ჯგუფის  ყველა  სხდომაში.  გენერალური  დირექტორი  ან  მის  მიერ დანიშნული  თანამშრომელი  ამ  ორგანოების  ex officio მდივანია.

(7) (a) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის მითითებების შესაბამისად და აღმასრულებელ კომიტეტთან თანამშრომლობით ამზადებს კონფერენციებს კონვენციის დებულებათა, გარდა მე-13-დან მე-17-მდე მუხლებში მოცემული დებულებებისა, გადასინჯვის  მიზნით.

(b) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია სამთავ- რობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან გადასინჯვასთან   დაკავშირებული   კონფერენციების   მომზადების   თაობაზე.

(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები  ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ ამ კონფერენციებზე გამართულ დისკუსიებში.

(8) საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა დავალებას.

 

მუხლი  16

[ფინანსები]

(1) (a)    კავშირს აქვს ბიუჯეტი.

(b) კავშირის ბიუჯეტი მოიცავს კავშირის საკუთარ შემოსავალსა  და ხარჯებს, მის შენატანებს კავშირების საერთო  ხარჯების  ბიუჯეტში  და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის კონფერენციის ბიუჯეტისათვის გამოყოფილ თანხას.

(c) ხარჯები, რომლებიც მიეწერება არა მხოლოდ ამ  კავშირს,  არამედ, ასევე, ერთ ან  მეტ  სხვა  კავშირს,  რომელთა  ადმინისტრირება  ორგანიზაციის მიერ ხორციელდება, განიხილება როგორც კავშირების საერთო ხარჯები. ასეთ საერთო ხარჯებში კავშირის წილი პროპორციულია იმ სარგებელისა, რომელიც კავშირს  აქვს  მასში.

(2) კავშირის ბიუჯეტი დგინდება სხვა იმ კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნების სათანადო გათვალისწინებით, რომელთა ადმინისტრირება ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

(3) კავშირის ბიუჯეტის დაფინანსების წყაროებია:

(i) კავშირის ქვეყნების შენატანები;

(ii) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან მიმართებაში გაწეული მომსახურების საფასურები და გადასახადები;

(iii) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან მიმართებაში გამოცემული პუბლიკაციების გაყიდვით შემოსული თანხები ან როიალთი.

(iv) საჩუქრები, მემკვიდრეობა და სუბსიდიები;

(v)  რენტა, პროცენტებიდან  მიღებული  შემოსავალი  და  სხვა.

 

(4) (a) კავშირის თითოეული ქვეყანა ბიუჯეტში მისი შენატანის დადგენის მიზნით განეკუთვნება გარკვეულ კლასს და იხდის თავის წლიურ შენატანს შემდეგნაირად დადგენილი წილობრივი ერთეულების საფუძველზე: 2)

I

კლასი

. . . . . . . . .

25

II

კლასი

. . . . . . . . .

20

III

კლასი

. . . . . . . . .

15

IV

კლასი

. . . . . . . . .

10

V

კლასი

. . . . . . . . .

5

VI

კლასი

. . . . . . . . .

3

VII

კლასი

. . . . . . . . .

1

(b) თითოეული ქვეყანა, გარდა ქვეყნებისა, რომლებმაც ეს ასე უკვე გააკეთეს, თავისი რატიფიკაციის ან  მიერთების  შესახებ  დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენასთან ერთად უთითებს კლასს, რომელთანაც მას სურს მიკუთვნება. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეიცვალოს კლასი.  თუ  ქვეყანა ირჩევს უფრო დაბალ კლასს, მან ამის შესახებ უნდა განუცხადოს ასამბლეას ერთ-ერთ რიგით სესიაზე. ნებისმიერი ასეთი ცვლილება შედის ძალაში კალენდარული წლიდან, რომელიც მოსდევს ხსენებულ სესიას.

(c) თითოეული ქვეყნის წლიური შენატანის სიდიდე  ისეთივე პროპორციაშია   ყველა   ქვეყნის   მიერ   კავშირის   წლიურ   ბიუჯეტში   შეტანილ

საერთო    თანხასთან, როგორც     მისი   წილობრივი   ერთეულების  სიდიდე  ყველა გადამხდელი  ქვეყნის  წილობრივი  ერთეულების  ჯამთან.

(d)  შენატანების  გადახდა  ხდება  ყოველი  წლის  პირველ  იანვარს.

 

2) ისმო-ს მმართველმა ორგანოებმა და კავშირებმა, რომელთა ადმინისტრირება ისმო-ს მიერ ხორციელდება, მიიღეს შენატანების ახალი ერთიანი სისტემა,  რომელიც  ძალაშიია  1994 წლის 1 იანვრიდან და რომელმაც  შეცვალა  პარიზის  კონვენციის  მე-16 მუხლის  მე-4 პუნქტის  (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში აღწერილი შენატანების დაყოფის სისტემა. ერთიანი სისტემის შესახებ დაწვრილებითი  ინფორმაცია  შეიძლება  მიიღოთ  ისმო-ს  დოკუმენტიდან  AB/XXIV/5.

(e) შენატანის გადახდასთან დაკავშირებული დავალიანების  მქონე  ქვეყანას არ შეუძლია გამოიყენოს ხმის მიცემის უფლება კავშირის ნებისმიერ ორგანოში, რომლის წევრიც ის არის, თუ მისი დავალიანება ტოლია ან აჭარბებს წინა ორი სრული წლისათვის  მის  მიერ  გადასახდელი  შენატანის  სიდიდეს.  მიუხედავად ამისა, კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ ქვეყანას გამოიყენოს ხმის მიცემის უფლება ამ ორგანოში, თუ და ვიდრე  ის დარწმუნებულია, რომ გადახდის გადავადება განსაკუთრებული და გარდაუვალი გარემოებებით  არის  განპირობებული.

(f) იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი საფინანსო პერიოდის დაწყების  წინ ბიუჯეტი არ არის მიღებული, ფინანსური ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად იგი რჩება წინა წლის ბიუჯეტის დონეზე.

(5) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან მიმართებაში გაწეული მომსახურების საფასურებისა და  გადასახადების  სიდიდეს  ადგენს  და  ასამბლეასა და  აღმასრულებელ  კომიტეტს  მოახსენებს  გენერალური  დირექტორი.

(6) (a) კავშირს გააჩნია საბრუნავი ფონდი, რომელიც იქმნება კავშირის თითოეული ქვეყნის ერთჯერადი გადასახადით. თუ ფონდი არასაკმარისი ხდება, ასამბლეა  იღებს  გადაწყვეტილებას  მისი  გაზრდის    შესახებ.

(b)  თითოეული  ქვეყნის  საწყისი  გადასახადის  სიდიდე   ხსენებულ   ფონდში ან მისი მონაწილეობა ამ ფონდის გაზრდაში პროპორციულია  ამ  ქვეყნის შენატანისა იმ წელს, როდესაც დაარსდა ფონდი ან  მიღებულ  იქნა გადაწყვეტილება  მისი  გაზრდის  შესახებ.

(c) გადასახადების თანაფარდობა და გადახდის პირობები დგინდება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც  ასამბლეა  მოისმენს  ორგანიზაციის  საკოორდინაციო  კომიტეტის აზრს.

(7) (a) შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც დადებულია ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს თავისი შტაბ-ბინა, გათვალისწინებულია, რომ, თუ საბრუნავი ფონდი არასაკმარისია, ასეთი ქვეყანა გაიღებს ავანსებს. ამ ავანსების თანხა  და გაცემის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ასეთ ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის დამოუკიდებელი შეთანხმებების საგანს წარმოადგენს. ვიდრე ასეთ ქვეყანას აკისრია ავანსების გაცემის ვალდებულება, მას აქვს ex officio ადგილი აღმასრულებელ კომიტეტში.

(b) წინა (a) ქვეპუნქტში მითითებულ როგორც ქვეყანას, ისე ორგანიზაციას გააჩნია უფლება წერილობითი შეტყობინებით განახორციელოს ავანსების გაცემის ვალდებულების დენონსაცია. დენონსაცია ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის  დამთავრებიდან, როდესაც  გაიგზავნა  ასეთი  შეტყობინება.

(8) ანგარიშების აუდიტი ხორციელდება კავშირის ერთი  ან  მეტი  ქვეყნის ან გარე აუდიტორების მიერ ფინანსური რეგლამენტის შესაბამისად. ისინი ინიშნებიან მათი თანხმობით, ასამბლეის მიერ.

 

მუხლი 17

[მე-13-დან მე-17-მდე მუხლების შესწორებები]

(1) წინადადებები მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლებსა და ამ მუხლში შესწორებების შეტანის თაობაზე შეიძლება დასმულ იქნეს ასამბლეის ნებისმიერი წევრი ქვეყნის, აღმასრულებელი კომიტეტის ან გენერალური დირექტორის მიერ. გენერალური დირექტორი  ასეთი  წინადადებების  შესახებ  წინასწარ, ასამბლეაზე მათ განხილვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე, აცნობებს ასამბლეის  წევრ ქვეყნებს.

(2) წინა  (1)  პუნქტში  მითითებულ  მუხლებში  შესწორებები  მიიღება ასამბლეის  მიერ. შესწორებების   მისაღებად   მოითხოვება   კენჭისყრაში   მონაწილე ხმათა სამი მეოთხედი; ამასთან, მე-13 მუხლსა და ამ პუნქტში ნებისმიერი შესწორების მისაღებად მოითხოვება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა ოთხი მეხუთედი.

(3) ნებისმიერი  შესწორება  მუხლებში,  რომლებიც  მითითებულია  (1) პუნქტში, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს წერილობით შეტყობინებებს ქვეყნის მიერ შესწორების აღიარების შესახებ,  რაც  მათი  შესაბამისი  კონსტიტუციური  პროცედურების მიხედვით არის განხორციელი, იმ ქვეყნების სამი მეოთხედიდან, რომლებიც შესწორების მიღების მომენტში არიან ასამბლეის წევრები. აღნიშნულ მუხლებში ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიღებულია ამგვარად, სავალდებულოა  ყველა იმ  ქვეყნისათვის, რომლებიც  შესწორებების  ძალაში   შესვლის   მომენტისათვის უკვე არიან ასამბლეის წევრები ან გახდებიან მისი წევრები უფრო მოგვიანებითი თარიღისათვის იმ პირობით, რომ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის კავშირის ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც გაგზავნეს შეატყობინება  ასეთი  შესწორებების აღიარების  შესახებ.

 

მუხლი  18

 

[1-დან მე-12-მდე და მე-18-დან 30- მდე მუხლების გადასინჯვა]

(1)  ეს    კონვენცია    შეიძლება  გადაისინჯოს     მასში    ისეთი    შესწორებების შესატანად, რომლებიც კავშირის სისტემის გასაუმჯობესებლად არის გამიზნული.

(2) ამ  მიზნით  კავშირის  ქვეყნებში  რიგრიგობით  იმართება  აღნიშნული ქვეყნების   წარმომადგენელთა კონფერენციები.

(3) მე-13-დან მე-17-მდე მუხლებში  შესწორებების  შეტანა  ხორციელდება   მე- 17 მუხლის   დებულებების   მიხედვით.

 

 

მუხლი  19

[სპეციალური შეთანხმებები]

მიღწეულია შეთანხმება, რომ კავშირის ქვეყნები იტოვებენ უფლებას გამოყოფილად, ერთმანეთს შორის დადონ სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური შეთანხმებები, ისე, რომ, ეს შეთანხმებები არ ეწინააღმდეგებოდეს     ამ  კონვენციის  დებულებებს.

 

 

მუხლი  20

[კავშირის  ქვეყნების  მიერ  რატიფიკაცია  ან  მიერთება; ძალაში  შესვლა]

(1) (a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიკაცია, ხოლო თუ მას არა აქვს ხელი მოწერილი, შეუძლია მასთან მიერთება. რატიფიკაციისა და მიერთების შესახებ  დოკუმენტების დეზიტზე წარდგენა ხდება გენერალურ დირექტორთან.

(b)  კავშირის  ნებისმიერ   ქვეყანას   მისი   რატიფიკაციის   ან   მიერთების შესახებ დოკუმენტში შეუძლია განაცხადოს, რომ  მისი  რატიფიკაცია  ან  მიერთება არ ვრცელდება:

(i) მუხლებზე  1-დან  მე-12-მდე, ან

(ii)  მუხლებზე მე-13-დან მე-17-მდე.

(c) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის მოქმედება არ გაავრცელა ამ ქვეპუნქტში მითითებული მუხლების ორი ჯგუფიდან ერთ-ერთზე, შეუძლია მოგვიანებით ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ავრცელებს თავისი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ  დოკუმენტის   მოქმედებას მუხლების ამ ჯგუფზე. ასეთი განცხადების დეპოზიტზე წარდგენა  ხდება გენერალურ დირექტორთან.

(2) (a) 1-დან 12-მდე მუხლები ძალაში შედის კავშირის იმ პირველი ათი ქვეყნის მიმართ, რომელთაც რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტი დეპოზიტზე წარადგინეს (1)(b)(i) პუნქტით დაშვებული განცხადების გაკეთების გარეშე ასეთი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ  მეათე  დოკუმენტის დეპოზიტზე წარადგინიდან სამი თვის შემდეგ.

(b) მე-13-დან მე-17-მდე მუხლები ძალაში შედის კავშირის იმ პირველი ათი ქვეყნის მიმართ, რომელთაც რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტი დეპოზიტზე წარადგინეს (1)(b)(ii) პუნქტით დაშვებული განცხადების გაკეთების გარეშე, ასეთი რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ მეათე დოკუმენტის დეპოზიტზე წარადგინიდან სამი თვის შემდეგ.

(c) იმ შემთხვევაში, თუ (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად და  1  (b) პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით (1)(b)(i) და (ii) პუნქტებში მითითებული მუხლების ორი ჯგუფი უკვე შესულია ძალაში, კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, გარდა (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულისა, რომელიც დეპოზიტზე წარადგენს რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტს ან კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც დეპოზიტზე განაცხადს 1 (c) პუნქტის შესაბამისად წარადგენს, მუხლები 1-დან მე-17-მდე ძალაში შედის სამი თვის შემდეგ ასეთი დეპოზიტის მიღების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების გავრცელების თარიღიდან, თუ დეპონირებულ დოკუმენტში ან განცხადებაში უფრო გვიანი თარიღი არ იყო მითითებული. მეორე შემთხვევაში ამ ქვეყნის მიმართ აქტი ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.

(3) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელმაც რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ დოკუმენტი წარადგინა დეპოზიტზე,  მუხლები  მე-18-დან 30- მდე ძალაში შედის იმ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღიდან, როდესაც ამ ქვეყნის მიმართ 1(b) პუნქტში აღნიშნული მუხლების ჯგუფიდან ნებისმიერი შედის ძალაში მე-(2)(a), (b) ან (c) პუნქტის შესაბამისად.

 

 

მუხლი 21

[კავშირის  არაწევრი  ქვეყნების  მიერთება; ძალაში შესვლა.

(1) კავშირის არაწევრ ნებისმიერ  ქვეყანას, შეუძლია  მიუერთდეს  ამ  აქტს და ამის მეშვეობით გახდეს კავშირის წევრი. მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტზე  წარდგენა  ხდება  გენერალურ  დირექტორთან.

(2) (a) კავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც მისი მიერთების    შესახებ    დოკუმენტს   დეპოზიტზე    წარადგენს    ამ    აქტის    რაიმე დებულებების ძალაში შესვლის თარიღამდე ერთი ან მეტი თვით ადრე, ეს აქტი ძალაში შედის იმ თარიღიდან, როდესაც  აღნიშნული  დებულებები თავდაპირველად შევიდა ძალაში მე-20(2) (a) ან (b) მუხლის თანახმად, თუ მიერთების დოკუმენტებში უფრო გვიანი თარიღი არ  იყო  აღნიშნული;  იმ პირობით, რომ:

(i) თუ მუხლები 1-დან 12-მდე ამ  თარიღისათვის  არ  არის  შესული ძალაში, ასეთ ქვეყანას ამ დებულებათა ძალაში შესვლამდე პერიოდში და მათ სანაცვლოდ ეკისრება ლისაბონის აქტის 1-დან მე- 12-მდე მუხლების ვალდებულებები,

(ii)  თუ  მუხლები  მე-13-დან  მე-17-მდე  ამ  თარიღისათვის  არ   არის შესული ძალაში, ასეთ ქვეყანას ამ დებულებათა ძალაში შესვლამდე პერიოდში და მათ სანაცვლოდ ეკისრება ლისაბონის აქტის მე-13 და მე-14(3), (4) და (5) მუხლების ვალდებულებები

თუ მიერთების დოკუმენტში ქვეყანა უთითებს უფრო გვიან თარიღს, ეს აქტი ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.

(b) კავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც მისი მიერთების შესახებ დოკუმენტს დეპოზიტზე წარადგენს თარიღით, რომელიც მოსდევს ან ერთ თვეზე ნაკლები დროით წინ უსწრებს ამაქტის მუხლების ერთი ჯგუფის ძალაში შესვლას, ეს აქტი, (a) ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, ძალაში შედის სამი თვის შემდეგ თარიღიდან, როდესაც მისი მიერთების შესახებ შეტყობინება გავრცელდა გენერალური დირექტორის მიერ, თუ მიერთების დოკუმენტში უფრო გვიანი თარიღი  არ  იყო   მითითებული. მეორე შემთხვევაში, ეს აქტი ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.

(3) კავშირის არაწევრი ნებისმიერი  ქვეყნის  მიმართ,  რომელიც მიერთების შესახებ დოკუმენტს დეპოზიტზე წარადგენს ამ აქტის მთლიანად ძალაში შესვლის შემდეგ, ან ამ თარიღამდე ერთ თვზე ნაკლები დროით ადრე, ეს აქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მისი მიერთების შესახებ შეტყობინება გავრცელდა გენერალური დირექტორის მიერ, თუ   მიერთების   დოკუმენტში   უფრო   გვიანი   თარიღი   არ   იყო   მითითებული.

მეორე  შემთხვევაში,  ეს    აქტი    ამ    ქვეყნის    მიმართ   ძალაში  შედის     ამგვარად მითითებული თარიღით.

 

 

მუხლი  22

[რატიფიკაციის ან მიერთების შედეგები]

მე-20(1)(b) და 28(2) მუხლებით დაშვებული შესაძლო გამონაკლისების გათვალისწინებით,  რატიფიკაციას  ან  მიერთებას  ავტომატურად  მოსდევს  ამ აქტის  ყველა  დებულების  აღიარება  და  ყველა  უპირატესობით  სარგებლობა.

 

 

მუხლი   23

[ადრინდელ  აქტებთან  მიერთება]

ამ აქტის მთლიანად ძალაში შესვლის  შემდეგ  ქვეყანას  შეუძლია  არ მიუერთდეს  ამ  კონვენციის  ადრინდელ  აქტებს.

 

მუხლი  24

[ტერიტორიები]

(1) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მისი რატიფიკაციის ან მიერთების დოკუმენტში განაცხადოს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს წერილობითი შეტყობინებით გენერალურ დირექტორს აცნობოს, რომ ეს კონვენცია მოქმედებს მთელ ტერიტორიაზე ან მის იმ ნაწილზე, რომელზეც მითითებულია განცხადებაში ან შეტყობინებაში და რომლის საგარეო ურთიერთობებზეც იგი არის პასუხისმგებელი.

(2) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება ან გაგზავნა ასეთი შეტყობინება, შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ ეს კონვენცია წყვეტს მოქმედებას მთელ ასეთ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე.

(3) (a) წინა (1) პუნქტის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი  განცხადება ძალაში შედის იმავე თარიღიდან, როდესაც - ის რატიფიკაცია ან  მიერთება, რომლის შესაბამისი დეპოზიტზე  წარსადგენი  დოკუმენტიც  შეიცავს  ასეთ განცხადებას, ხოლო ამავე პუნქტის  მიხედვით  გაგზავნილი  ნებისმიერი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ ამის შესახებ შეტყობინების  გავრცელებიდან  სამი  თვის  შემდეგ.

(b) წინა მე-(2) პუნქტში  აღნიშნული  ნებისმიერი  შეტყობინება  ძალაში შედის გენერალური  დირექტორის  მიერ  მისი  მიღებიდან  თორმეტი  თვის შემდეგ.

 

 

მუხლი  25

[კონვენციის  განხორციელება  ეროვნულ  დონეზე]

(1) ამ კონვენციის მონაწილე ნებისმიერი ქვეყანა იღებს ვალდებულებას თავისი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ზომები ამ კონვენციის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

(2) მიღწეულია შეთანხმება,  რომ  იმ  მომენტისათვის,  როდესაც  ქვეყანა მისი  რატიფიკაციის  ან  მიერთების  შესახებ  დოკუმენტს  წარადგენს   დეპოზიტზე, მას ექნება შესაძლებლობა ადგილობრივი  კანონმდებლობის  საფუძველზე აამოქმედოს  ამ  კონვენციის  დებულებები.

მუხლი  26 [დენონსაცია]

(1) ეს  კონვენცია  რჩება  ძალაში  დროითი  შეზღუდვის  გარეშე.

(2) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორისათვის  შეტყობინების  გაგზავნის  საფუძველზე.   ასეთი   დენონსაცია ასევე განაპირობებს ადრეული აქტების დენონსაციას  და  ეხება  მხოლოდ  იმ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ეს დენონსაცია, კონვენცია მთლიანად  რჩება ძალაში  და  მოქმედებს  კავშირის  სხვა  ქვეყნების  მიმართ.

(3) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ.

(4) ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რომელიმე ქვეყნის მიერ, კავშირში მისი გაწევრიანების თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდე.

 

 

მუხლი   27

[ადრინდელი  აქტების  გამოყენება]

(1) ეს აქტი ცვლის 1883 წლის 20 მარტის პარიზის კონვენციას და მის მომდევნო, გადასინჯვის შედგად მიღებულ აქტებს იმ ქვეყნების ურთიერთობების მიმართ, რომლებზეც იგი ვრცელდება და იმ მოცულობით, რამდენადაც  იგი გამოიყენება.

(2) (a) ქვეყნების მიმართ, რომლებზეც ეს აქტი  არ  ვრცელდება მთლიანობაში, მაგრამ ვრცელდება 1958 წლის 31 ოქტომბრის ლისაბონის აქტი, უკანასკნელი ძალაში რჩება მთლიანობაში ან  ისეთი  მოცულობით, რომ  ეს  აქტი არ  ცვლის  მას  (1) პუნქტის  საფუძველზე.

(b) ასევე, ქვეყნების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება არც ეს აქტი, არც მისი ნაწილი, არც ლისაბონის აქტი, ძალაში რჩება 1934 წლის 2 ივნისის ლონდონის აქტი მთლიანობაში ან ისეთი  მოცულობით, რომ  ეს  აქტი  არ  ცვლის მას  (1) პუნქტის  საფუძველზე.

(c) ასევე, ქვეყნების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება არც ეს აქტი, არც მისი ნაწილი, არც ლისაბონის აქტი, არც 1934 წლის 2 ივნისის ლონდონის აქტი, ძალაში რჩება 1925 წლის 6 ნოემბრის ჰააგის აქტი მთლიანობაში ან ისეთი მოცულობით, რომ  ეს  აქტი  არ  ცვლის  მას  (1) პუნქტის  საფუძველზე.

(3) კავშირის არაწევრი ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ამ აქტის მონაწილენი იყენებენ მას კავშირის იმ ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში, რომელიც არ არის ამ აქტის მონაწილე, ან რომელიც არის ამ აქტის მონაწილე, მაგრამ გააკეთა განცხადება   მე-20(1)(b)(i) მუხლის   შესაბამისად. ასეთი   ქვეყნები   აღიარებენ, რომ კავშირის აღნიშნულ ქვეყანას მათთან ურთიერთობაში შეუძლიათ გამოიყენონ იმ ბოლო აქტის დებულებები, რომლის მონაწილეც არის იგი.

 

მუხლი  28

[დავები]

(1) კავშირის ორ ან მეტ ქვეყანას შორის  ამ  კონვენციის  ინტერპრეტაციის ან გამოყენების თაობაზე ნებისმიერ იმ დავასთან დაკავშირებული სარჩელი, რომელიც მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა, დაინტერესებული ქვეყნებიდან ნებისმიერის მიერ შეიძლება შეტანილ იქნეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სასამართლოს შესახებ სტატუტის შესაბამისად მისი წარდგენის გზით, თუ დაინტერესებული ქვეყნები არ შეთანხმდებიან დავის მოგვარების რაიმე სხვა ხერხზე. ქვეყანა, რომელიც სარჩელს წარადგენს სასამართლოში, ამის შესახებ ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს; საერთაშორისო ბიურო იღებს ზომებს, რათა ამ საკითხზე მიაპყროს კავშირის სხვა ქვეყნების ყურადღება.

(2) ამ აქტის ხელმოწერის ან მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენისას თითოეულ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს, რომ მასზე არ ვრცელდება (1) პუნქტის დებულებები.  ასეთ ქვეყანასა და კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის დავასთან დაკავშირებით (1) პუნქტის დებულებები არ გამოიყენება.

(3) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა განცხადება მე-(2) პუნქტის დებულებების შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით უკან  გამოითხოვოს განცხადება.

 

მუხლი  29

[ხელმოწერა, ენები, დეპოზიტარის ფუნქციები]

(1) (a) ამ აქტზე ხელი მოეწერება ერთ პირად ფრანგულ ენაზე  და დეპოზიტზე   წარედგინება   შვედეთის   მთავრობას.

(b) ოფიციალური ტექსტი ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, პორტუგალიურ, რუსულ და ესპანურ ენებზე, და სხვა ისეთ ენებზე, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს ასამბლეამ, დგინდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ.

(c) სხვადასხვა ენაზე ტექსტების ინტერპრეტაციის თაობაზე აზრთა განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს.

(2) ეს აქტი ღიაა ხელმოსაწერად 1968 წლის 13 იანვრამდე სტოკჰოლმში.

(3) გენერალური დირექტორი ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის შვედეთის მთავრობის  მიერ  დამოწმებულ  ორ  ასლს  უგზავნის  კავშირის  ყველა  წევრი ქვეყნის მთავრობას და მოთხოვნის შემთხვევაში - ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას.

(4) გენერალური დირექტორი ამ აქტის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული   ერების   ორგანიზაციის   სამდივნოში.

(5) გენერალური დირექტორი კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობას ატყობინებს ხელმოწერების, რატიფიკაციის ან მიერთების თაობაზე დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენის და ნებისმიერი იმ განცხადების შესახებ, რომლებსაც შეიცავს ასეთი დოკუმენტები, ან რომლებიც გაკეთებულია მე-20(1)(c) მუხლის შესაბამისად, ამ აქტის ნებისმიერი დებულების ძალაში შესვლის, დენონსაციისა და 24-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინების შესახებ.

 

 

მუხლი  30

[გარდამავალი  დებულებები]

(1) პირველი გენერალური დირექტორის  მიერ  თანამდებობის  დაკავებამდე, ამ აქტში ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროზე ან გენერალურ დირექტორზე მითითება ითვლება მითითებად  კავშირის  ბიუროზე  ან  მის  გენერალურ დირექტორზე   შესაბამისად.

(2) კავშირის ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ აღებული მე-13-დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეუძლიათ ორგანიზაციის დამფუძნებელი    კონვენციის    ძალაში    შესვლიდან    ხუთი    წლის    გავადაში

სურვილისამებრ, ისარგებლონ, ამ აქტის მე-13-დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, ისე თითქოს ეს მუხლები მათთვის სავალდებულოა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს ისარგებლოს ასეთი უფლებებით, ამ მიზნით გენერალურ დირექტორს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელიც ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან. ასეთი ქვეყნები ითვლება ასამბლეის წევრებად აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.

(3) ვიდრე კავშირის ყველა ქვეყანა არ გახდება ორგანიზაციის წევრი, ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო აგრეთვე ფუნქციონირებს, როგორც კავშირის ბიურო, ხოლო გენერალური დირექტორი - როგორც აღნიშნული ბიუროს დირექტორი.

(4) მას შემდეგ, რაც  კავშირის  ყველა  ქვეყანა  გახდება  ორგანიზაციის წევრი, კავშირის ბიუროს უფლებები, მოვალეობები და ქონება გადაეცემა ორგანიზაციის  საერთაშორისო  ბიუროს.