ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.174.016146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
05/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
010250000.35.174.016146
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/02/2016 - 13/04/2018)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის  და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის   მუნიციპალიტეტის გერბი №1, დანართის თანახმად (№1 დანართი თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ გორის   მუნიციპალიტეტის დროშა  №2, დანართის თანახმად (№2 დანართი თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი



დანართი №1

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გერბის

აღწერილობა

       გერბის ფარი გადაკვეთილია ჰორიზონტალურად  ქონგურისებურად ორ ნაწილად ლაჟვარდის და მეწამულ ველებად.

       I ნაწილის ლაჟვარდის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს გასაღები და ვერცხლის მთა.

      II ნაწილის მეწამულ ველზე გამოსახულია ორი მდინარის შეერთება ვერცხლის სტილიზებული ტალღოვანი შემცირებული სარტყლით.

      ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს გარს არტყია შესამკობელი ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.

       ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის  ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი ,,გორი“.

      სადევიზო ბაფთის ორივე მხარეს გამოსახულია ორი მცირე მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.


დანართი №2

 

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დროშა

აღწერილობა

 

          მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის მარჯვნივ გადაბრუნებული ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელიც დროშას ჰყოფს სამ ნაწილად.

         დროშის მარჯვენა ნაწილში, ლაჟვარდის ველზე, ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოქროს გასაღები.

         დროშის პროპორციები:  2:3

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.