გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016519
73
13/07/2018
ვებგვერდი, 17/07/2018
010250050.35.148.016519
გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2018 წლის 13 ივლისი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის  და  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გერბი №1 დანართის თანახმად.
მუხლი 2
დამტკიცდეს გორის   მუნიციპალიტეტის დროშა  №2 დანართის თანახმად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1

 

გერბი

  გორის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად) ვერცხლის თეთრი ჯვრით, რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი.

პირველი ნაწილი – მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული  ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.

მეორე ნაწილი – ლაჟვარდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი.

მესამე ნაწილი – ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია ოქროს ძნა.

მეოთხე ნაწილი – მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „გორი“.

 


 

დანართი №2

დროშა

     გორის მუნიციპალიტეტის დროშის ველი თეთრქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხნაწილად.

დროშის პირველი და მეოთხე ნაწილი  მეწამულია, ხოლო მეორე და  მესამე ნაწილი ლაჟვარდისფერი.

ზედა მარჯვენა მეწამულ ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.

დროშის პროპორცია 2/3.