ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
06/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

                                                                                                                                      დანართი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-III თავის მოთხოვნათა შესასრულებლად ამ კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და მის შემადგელობაში მყოფ მაგისტრატ სასამართლოებში (მესტია, ჩხოროწყუ, წალენჯიხა)  2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულია 42 განცხადება.

მათ შორის:

  1. ,,EMC -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან’’ - 7;

  2. ,,სახალხო დამცველის აპარატიდან’’ -4

  3. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ,,აი ფაქტი’’-დან -1

  4. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან’’ - 3;

  5. ,,ახალგაზრდა ადვოკატების’’ - 1;

  6. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრიდან’’ - 1;

  7. ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრიდან’’ -1;

  8. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან’’  - 2

  9. ,,შპს აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი’’-1

  10. მოქალაქეებისგან -21

 

შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა - 28;

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა -3 ;

არ დაკმაყოფილდა - 9.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად   -28 მოთხოვნა დაკმაყოფილდა:

,,EMC -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან’’ შემოსული 5 განცხადება შემდეგი სახის ინფორმაციის მოთხოვნით:

1. საშტატო ნუსხით დასაქმებულ პირთა რაოდენობის, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე მიღებული და თანამდებობიდან გათავისეუფლებული პირების რაოდენობის, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შეცვლილი საშტატო ნუსხის და არსებული ვაკანტური თანამდებობის შესახებ;

2. 2015 წლიდან 18.04.2018 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე, 2411-ე, 242-ე, 243-ე, 244-ე და 245-ე მუხლებით (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულებიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის ასლების გადაცემა.

3. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკის ასლები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მასში ცვლილებების შეტანის პერიოდულობის და საფუძვლის მითითებით;

2) სასამართლოში პროგრამის შეფერხებისას საქმეთა რიგითობის წესით განაწილებაზე პასუხისმგებელი პირის რანგი და პოზიცია, მისი დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევებისა და საფუძვლების მითითებით;

3)  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი და მასში ცვლილება/დამატებების ამსახველი სამართლებრივი აქტები;

4) საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თითოეულ მოსამართლეზე განაწილებული საქმეების რაოდენობა, მოსამართლეთა შვებულებების, მათ შორის დეკრეტული შვებულების მითითებით;

5) ელექტრონული პროგრამის შეფერხებისას საქმეთა რიგითობით განაწილების წესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი, 2017 წლის 31 დეკემბრიდან მასში ცვლილებების შეტანის პერიოდულობის მითითებით;

6)  2017 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებები ამა თუ იმ მოსამართლის დატვირთულობის გაზრდის ან შემცირების თაობაზე;

7)  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილების 1/56 მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად საქმის სხვა მოსამართლისთვის გადაცემის შემთხვევები, შესაბამისი საფუძვლისა და თარიღის მითითებით. ასევე იმ პიროვნების მითითება თუ ვინ აფასებს მითითებულ მუხლში არსებული გარემოების არსებობას და ვინ იღებს გადაწყვეტილებას საქმის სხვა მოსამართლისთვის დროებით გადაცემის თაობაზე;

8) 2017 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე გახდა თუ არა საქმეთა განაწილებისას სასამართლოს აპარატის მიერ განხორციელებული ქმედება დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი, შესაბამისი თარიღის მითითებით.

4. 2014 წლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 1431, 1433, 150-ე, 253-ე, 254-ე და 255-ე მუხლებით განხილული განაჩენის ასლების გადაცემა.

5. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ მონაცემების გადაცემა;

სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული სამი მოთხოვნა:

1. 2017 წლის განმავლობაში მომხდარი ქალის მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების (რომელსაც მოჰყვა დაზარალებულის გარდაცვალება) ფაქტზე ინფორმაცია და განაჩენის ასლების გადაცემა;

2. 2015 წლიდან დღემდე რამდენმა მსჯავრდებულმა მიმართა სასამართლოს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ასლების გადაცემაზე, რამდენ მათგანს გადაეცა სისხლის სამართლის საქმის ასლები და რამდენ მათგანს გადაახდევინეს ასლებისთვის დაწესებული მოსაკრებელი.

3. 2017-2018 წლებში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 170-ე, 240-ე და 2401-ე მუხლებით გამოტანილი განაჩენის ასლები გადაცემა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ,,აი ფაქტი’’-ს განცხადება 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 16 იანვრამდე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით განხილული საქმეების განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ;

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ განცხადება 2015 წლიდან დღემდე რამდენმა საჯარო მოსამსახურემ მომართა სასამართლოს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 134 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე;

,,ახალგაზრდა ადვოკატების’’ მიერ მოთხოვნილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

1) 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით ვინ იკავებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას, ასევე სპეციალიზებული კოლეგიის/პალატის (სამოქალაქოს, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით) თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას;

2) ინფორმაცია 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ასევე სპეციალიზებული კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეების წარმოებაში არსებული საქმეების ოდენობისა და განხილული საქმეების სტატისტიკის შესახებ წლების მიხედვით;

3)  ინფორმაცია 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ასევე სპეციალიზებული კოლეგიის /პალატის თავმჯდომარე- ების წარმოებაში რამდენი მიმდინარე საქმე ირიცხება;

4) ინფორმაცია 2015,2016,2017 და 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით რამდენი საქმე იქნა რეგისტრირებული სასამართლოში სპეციალიზაციების მიხედვით;

5) ინფორმაცია 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით რამდენი მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას სასამართლოში.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ განცხადება:

ა) 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXI თავებით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ, კერძოდ: 108-ე, 109-ე; 116-ე, 120-ე, 124-ე,126-ე, 128-ე, 11-ე, 11-ე, 117-ე, 118-ე, 121-ე, 127-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 132-ე, 1331, -ე, 1332-ე და 134-ე მუხლებით  მიღებული განაჩენები, სადაც დაზარებულია ქალი;

ბ) 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII და XXIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ მიღებული განაჩენები, სადაც დაზარებულია ქალი 143-ე, 150-ე, 157-ე, 138-ე, 139-ე, 142-ე, 1422 -ე,1431ე, 1433-ე,144-ე,1441-ე, 1442-ე, 1443 -ე, 145-ე, 149-ე, 1511-ე, 152-ე, 153-ე, 156-ე, 1571-ე, 158-ე, 159-ე, 162-ე, 167-ე, 168-ე მუხლებით;

გ) 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლთან მიმართებაში, საქართველოს სსკ-ის 1261, 150-ე, 151-ე და 1511-ე მუხლებით მიღებული განაჩენები, სადაც დაზარალებულს წარმოადგენს ქალი;

დ) 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე, 117-ე, 126-ე, 1332-ე, 1441-ე,1443-ე, 155-ე,156-ე,166-ე, 2391-ე და 258-ე მუხლებით.

ე) 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები, სადაც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია საქართველოს სსკ-ის 531 მუხლი და დაზარალებულია ქალი ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი.

ვ) 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ქალი ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა.

,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის’’ განცხადება:

ა)  რა სახის და რა ფასიანი დაზღვევით სარგებლობენ თანამშრომლები;

ბ) რამდენია თანამშრომელთა ანაზღაურება, როგორც დარიცხული, ასევე პრემია და დანამატი;

გ) როგორია უწყებაში პრემიებისა და დანამატების გაცემის წესი;

დ) დაზღვევის გარდა სოციალური დაცვის რა გარანტიებით სარგებლობენ თანამშრომლები;

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’  ორი განცხადება:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე ბოლო სამი თვის განმავლობაში გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის მოთხოვნით;

2. სტატისტიკური ინფორმაცია 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების თაობაზე;

2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 1261 და მე-111 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ;

შპს ,,აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის’’ განცხადება:

ა) 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით (ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების ცალ-ცალკე აღრიცხვით) მოსამართლე ირაკლი აბშილავას წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის შესახებ;

ბ) 2018 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, რა რაოდენობის (ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების ცალ-ცალკე აღრიცხვით) საქმე იყო მოსამართლე ირაკლი აბშილავას წარმოებაში, მათ შორის რამდენი იყო წინა თვის ნაშთი და რამდენი საქმე იყო ახალი შემოსული;

გ) მოსამართლე ირაკლი აბშილავას მიერ მის წარმოებაში არსებული საქმეებიდან 2018 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რა რაოდენობის საქმეები (ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების ცალ-ცალკე აღრიცხვით) განიხილა და რამდენი საქმე (ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების ცალ-ცალკე აღრიცხვით) დარჩა წარმოებაში 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით.

მოქალაქეებისგან შემოსული განცხადებები:

გოგა ხატიაშვილის  ორი განცხადება:

1. საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე მიღებული განაჩენის ასლის გადაცემა;

2. 2016 წლის ნოემბერსა და 2017 წლის ნოემბერში სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 111 და 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე მიღებული განაჩენის ასლის გადაცემა;

მარიამ მხატვარის განცხადება 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თითოეულ მოსამართლეზე დაწერილი საქმეების რაოდენობა და ასევე საქმეთა განაწილების პროგრამის ამოქმედებიდან თითოეული მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების ჯამური მაჩვენებლები (მოსამართლეების სახელისა და გვარის მითითებით).

გენო მორჩილაძის განცხადება 2014 წლიდან 2018 წლამდე საგადასახადო კატეგორიის დავებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია, მიღებული შედეგების მითითებით (რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დარჩა განუხილველი და შეწყდა).

დავით ნატრიაშვილის განცხადება 2017 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 24 მარტამდე საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლით განხილულ საქმეებზე მიღებული განაჩენის გადაცემა.

დოქტორანტ დავით ბესტავაშვილის განცხადება საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა.

ხატია თანდილაშვილის განცხადება:

ა) 2014-2018 წლებში საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პროკურორის რამდენი დადგენილება გასაჩივრდა დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის

შესახებ, რამდენი საჩივარი დაკმაყოფილდა, რამდენი არ დაკმაყოფილდა, რამდენი დარჩა განუხილველი;

ბ) 2014-2018 წლებში საქართველოს სსსკ-ის 106-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად, პროკურორის რამდენი დაგდენილება გასაჩივრდა გამოძიების ან/და სისხლის- სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რამდენი საჩივარი დაკმაყოფილდა, რამდენი არ დაკმაყოფილდა და რამდენი დარჩა განუხილველი.

გიორგი ვაშაკიძის განცხადება:

ა) 2008 წლიდან დღემდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ გამოიყენა ,,საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’;

ბ) 2008 წლიდან დღემდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ორგანოების მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის, სამკვიდრო მოწმობის, დაბადების მოწმობის ან სამოქალაქო მდგომარეობის დამადასტურებელი რომელიმე სხვა აქტის ცნობაზე;

გ) 2008 წლიდან დღემდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ გაითვალისწინა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ორგანოების მიერ დადგენილი კანონმდებლობა;

დ) 2008 წლიდან დღემდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ გამოიყენა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 44-54 მუხლები.

ნინო აღდგომელაშვილის განცხადება 2018 წლის იანვრიდან მაისამდე საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა.

თამარ ჩინჩალაძის განცხადება:

ა) 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივნისის თვემდე საქართველოს სსკ-ის 1261, 111 120-ე; 111 109, 111 108-ე, 111 117-ე, 111 126-ე;111115-ე, 111126-ე, 111 137-ე;111 138-ე;111 140-ე მუხლებთან მიმართებით;

ბ) ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე 2016- 2018 წლებში რამდენი საქმე შემოვიდა სასამართლოში, რამდენი საქმის განხილვა დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, რამდენი განაჩენი იქნა გამოტანილი სსკ-ის 1261, 111 109, 111 108-ე, 111 117-ე, 111 126-ე;111115-ე, 111126-ე, 111 137-ე;111 138-ე;111 140-ე მუხლებით;

გ) მოცემულ საქმეებში რამდენია ქალი, მამაკაცი, არასრულწოვანი; დაზარალებული პირების მონაცემები: ასაკი, დამნაშავესთან დამოკიდებულება;

დ) რამდენი გამამართლებელი და რამდენი გამამტყუნებელი განაჩენია დადგენილი აღნიშნულ დანაშაულებზე.

ე) გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში რა სახის სასჯელი შეეფარდა, რამდენ მათგანს შეეფარდა პატიმრობა და რამდენს ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით რამდენ მათგანს მიესაჯა სასჯელის მინიმალური ზომა.

თამარ გეგელიას განცხადება  - 2010 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე და 372-ე მუხლებით შემოსულ სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკურ მონაცემები და აღნიშნულ მუხლებზე გამოტანილი  განაჩენის ასლების გადაცემა.

ანა ჯაოშვილის განცხადება - 2015-2018 წლებში რამდენი გადაწყვეტილება გამოიტანა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით; 2015-2018 წლებში გამოტანილი გადაწყვეტილებებში, რომლებიც ეხება დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციას რამდენ საქმეში იქნა გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები. ასევე რამდენ გადაწყვეტილებაში იქნა გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 და ამავე კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

2017 წელს მომხდარი ქალის გაუპატიურების, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება, უკანონო აბორტის, თანხმობის გარეშე სტერილიზაციის, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ადამიანით ვაჭრობის, წამების, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ფაქტებზე  განხილული სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაცია და განაჩენის ასლების გადაცემა;

განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ გადაეცა მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ სტატისტიკა, ხოლო განაჩენის ასლების გადაცემაზე ეთქვა უარი, რადგან მოცემულ ფაქტებთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეები არ განხილულა.

მარიამ უგულავას განცხადება:

ა) რამდენი დახურული და ნაწილობრივ დახურული სხდომა ჩატარდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში;

ბ) დახურულ სხდომებზე ესწრებოდა თუ არა დაზარალებული და რა რაოდენობით იყო შემთხვევები, როცა სასამართლომ უარი განაცხადა დაზარალებულად ცნობილი პირების დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე;

გ) რა რაოდენობით იყო დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის ან დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის მიერ დადგენილების გაუქმების შემთხვევაში სასამართლოში საჩივრით მიმართვიანობა;

დ) რა რაოდენობით იყო დაზარალებულის მიერ სასამართლოში გასაჩივრებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება;

განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (დაკმაყოფილდა მე-3 და მე-4 მოთხოვნა), პირველ და მეორე პუნქტში მითითებული ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა 2016-2017 წლებში განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული თითოეული სასამართლო სხდომის ოქმის, როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ჩანაწერის დეტალურ დამუშავებას, რაც მოითხოვდა საკმაოდ დიდ დროს და სასამართლოს ადამიანურ რესურსს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეთა ნაწილი გადაგზავნილია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია აღირიცხოს თუ რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე დაიხურა სასამართლო სხდომა ნაწილობრივ, რამდენ დახურულ სხდომას ესწრებოდა დაზარალებული და რამდენ დაზარალებულს ეთქვა უარი დასწრებაზე.

ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძის  განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2016-2018 წლებში შვილის მშობლისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით განხილული დავების შესახებ:

ა) რამდენი დავა გადაწყდა დედის სასარგებლოდ

ბ) რამდენი დავა გადაწყდა მამის სასარგებლოდ

გ) რამდენი დავა დასრულდა მორიგებით

დ) რამდენ დედას შეუჩერდა მშობლის უფლება

ე) რამდენ მამას შეუჩერდა მშობლის უფლება.

განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მიეწოდა სტატისტიკური ინფორმაცია შემოსული საქმეების რაოდენობის და სპეციფიკის შესახებ, ხოლო თუ რამდენი დავა გადაწყდა დედის და მამის სასარგებლოდ ცალ-ცალკე, ასევე რამდენი დავა დასრულდა მორიგებით, რამდენ დავაზე შეუჩერდა მშობლის უფლება დედას და მამას ცალ-ცალკე მათზე მიღებული შედეგებით, აღნიშნულის მოძიებისათვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და ადგილობრივი საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და ადამიანურ რესურს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად არ დაკმაყოფილდა 9 მოთხოვნა:

,,EMC -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის’’ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 27-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით (მამაკაცის მიერ ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა), ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 411 მუხლით (1997 წლის რედაქციით) და 2017 წლის 1 ივლისიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით (ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა მამაკაცის მიერ)   განხილული გადაწყვეტილებების გადაცემა;

განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მითითებული მუხლებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი არ შემოსულა და შესაბამისად არც განხილულა;

გოგა ხატიაშვილის განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს N1/566-16 და 2017 წლის 20 ნოემბერს N1/447-17 საქმეზე გამოტანილი განაჩენის ასლის გადაცემის შესახებ;

განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოთხოვნილი იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები კონკრეტული თარიღებისა და საქმის ნომრის მითითებით, რაც იძლეოდა პროცესის მონაწილეთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცმების გარდა. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებულ მონაცემთა ჩამონათვალს. მოცემულ შემთხვევაში ,,განაჩენი’’ მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად, ასეთი მონაცემების დამუშავებისათვის (მესამე პირებისათვის გადასაცემად) აუცილებელია არსებობდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი მაინც, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო.

მარიამ უგულავას სამი განცხადება 2017 წელს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლით შემოსული კონკრეტული საჩივრის გადაცემის თაობაზე;

განცხადებები არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოთხოვნილი იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლით შემოსული საჩივარი, რომელიც წარმოადგენს მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს და არა სასამართლოს მიერ ნაწარმოებს. ვინაიდან ის განეკუთვნება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, ასეთი მონაცემების დამუშავებისათვის (მესამე პირებისათვის გადასაცემად) აუცილებელია არსებობდეს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი მაინც. მოცემულ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების საფუძველი შეიძლება იყოს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მისი ნამდვილობის კრიტერიუმების გათვალისწინებით ან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი, როდესაც არსებობს მესამე მხარის (ინფორმაციის მომთხოვნი პირი) აღმატებული ინტერესი.

სასამართლო უფლებამოსილია, გასცეს სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება (განაჩენი, დადგენილება, განჩინება) მხოლოდ მხარეთა პერსონალური მონაცემების (სახელის, გვარის, ასაკის, მისამართის, განათლების, სამუშაო ადგილის, პროფესიის და სხვა) გარეშე, ანუ დაშტრიხული სახით, ხოლო სრული სახით სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საქმის მასალების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა (ერთდროულად ორივე მხარის) წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტი, რომ სასამართლოს გაეცა განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემი (მხარის საჩივარი). აღნიშნულიდან გამომდინარე მყარად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მესამე მხარეს და რატომ არის მისი ინტერესი მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ინტერესზე აღმატებული.

თამარ ცერცვაძის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია 2017 წლის 1 ივლისიდან მოცემულ პერიოდამდე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის ახალი რედაქციიდან გამომდინარე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არსებული შრომითი დავების შესახებ.

განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლოში ამ სახის სარჩელები არ შემოსულა და შესაბამისად არც განხილულა.

დოქტორანტ დავით ბესტავაშვილის განცხადება, სადაც მოთხოვნილია საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემა.

არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მოცემული მუხლით სისხლის სამართლის საქმეები არ შემოსულა.

თამარ გეგელიას განცხადება 2010 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებით შემოსული სისხლის სამართლის საქმეებზე მიღები განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ;

განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან სსკ-ის 137-ე მუხლით 2017 წელს შემოვიდა 1 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განხილულია დახურულ სასამართლო სხდომაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების, განჩინებებისა და საქმის მასალების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებზე ან სხვა პირებზე მხარეთა (ერთდროულად ორივე მხარის) წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში. სასამართლოს გადაწყვეტილებები მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომბაზე განხილულ საქმეებზე მხარეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვის შემთხვევაშიც ქმნის მხარეთა იდენტიფიცირების საფრთხეს.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’  განცხადება 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 142-ე, 1421, 155-ე და 156-ე მუხლებით გამოტანილი განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მითითებული მუხლებით სისხლის სამართლის საქმეები არ შემოსულა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ ჩხოროწყუს მაგისტრატ სასამართლოში 2018 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეგისტრირებულია 1 მოთხოვნა, ხოლო წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოში 2.

წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოში შემოსულია 2 განცხადება:

1. ,,EMC -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის’’ განცხადება  - 2014 წლიდან დღემდე საქართველოს სსკ-ის 1431, 1433, 150-ე, 253-ე, 254-ე და 255-ე მუხლებით განხილული განაჩენის ასლების გადაცემა.

2. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ განცხადება  - 2015 წლიდან დღემდე რამდენმა საჯარო მოსამსახურემ მომართა სასამართლოს განცხადებით ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 134 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე;

ჩხოროწყუს მაგისტრატ სასამართლოში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან’’ შემოსულია ერთი განცხადება - 2015 წლიდან დღემდე რამდენმა საჯარო მოსამსახურემ მომართა სასამართლოს განცხადებით ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 134 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე;

ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის №1/328 გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შედის მესტიის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოები, შესაბამისად აღნიშნულ მოთხოვნებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ერთობლივი წერილით გაეცა პასუხი.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები არიან სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი, მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  - ნინო ჩემინავა, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თინათინ შავლაყაძე და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - სასამართლოს მენეჯერი, პირველი რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ლანა ბერიშვილი.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ ყველა  განცხადებებზე პასუხი გაცემულია კანონით დადგენილ ვადაში და ინფორმაციის დამუშავების და გადაცემის დროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე საჩივარი და სარჩელი არ შემოსულა.

 

ლანა ბერიშვილი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

(სასამართლოს მენეჯერი - პირველადი სტრუქტურული

ერთეულის ხელმძღვანელი)