On Approval of Timeframes, Service Fee Amounts, and Fee Payment Procedure for Services Rendered by the Legal Entity under Public Law - the Public Service Development Agency Operating within the Ministry for Justice of Georgia, and for Services Rendered by Consular Officials within Delegated Powers

  • Word
On Approval of Timeframes, Service Fee Amounts, and Fee Payment Procedure for Services Rendered by the Legal Entity under Public Law - the Public Service Development Agency Operating within the Ministry for Justice of Georgia, and for Services Rendered by Consular Officials within Delegated Powers
Document number 508
Document issuer Government of Georgia
Date of issuing 29/12/2011
Document type Ordinance of the Government of Georgia
Source and date of publishing Website, 30/12/2011
Registration code 010240060.10.003.016668
Consolidated publications
  • Word
508
29/12/2011
Website, 30/12/2011
010240060.10.003.016668
On Approval of Timeframes, Service Fee Amounts, and Fee Payment Procedure for Services Rendered by the Legal Entity under Public Law - the Public Service Development Agency Operating within the Ministry for Justice of Georgia, and for Services Rendered by Consular Officials within Delegated Powers
Government of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (30/12/2011 - 31/01/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 508

2011 წლის 29 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდ ული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 121 მუხ­ლის მე‑6 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თან­და­რთული საქართველოს იუსტიციის სამი­ნი­სტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდ ული პირის – სამოქა­ლაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგ­ლებში სა­კონ­სულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომ­სახუ­რების ვადები, მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდე­ნობები და საფასურის გადახდის წესი.

  მუხლი 2. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე‑2 მუხლის მე‑11, 39‑ე, მე‑40 და 41‑ე პუნქტებისა, მე‑8 მუხლის პირველი და მე‑17 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

  მუხლი 3. ამ დადგენილების დანართის მე‑2 მუხლის მე‑11 და 39‑ე პუნქტები, მე‑8 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

  მუხლი 4. ამ დადგენილების დანართის მე‑2 მუხლის მე‑40 და 41‑ე პუნქტები, მე‑8 მუხლის მე‑17 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ‑მინისტრი  ნ . გილაური

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები, მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებ ოდენობები და საფასურის გადახდის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს დანართი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და დელე­გირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამ­დებო­ბის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებსა და საფა­სუ­რების ოდენობებს, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუ­ნების და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პი­რობებს.

    მუხლი 2. მომსახურების ვადები და საფასურების განაკვეთები

1. საქართველოს მოქალაქის 32‑გვერდიანი პასპორტის და საქართ­ველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამ­გ­ზავ­რო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 55 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 125 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 35 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი.

2. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქა­რთ­ველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიო­მეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 90 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი.

3. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომად­გენ­ლის მეშვეობით 32‑გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 105 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 105 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

4. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასურის გა­ნაკვეთი 35 ლარი.

 5. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწ­მობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალა­ქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 ლარი.

6. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 5 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 10 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსა­ხურების საფასური 25 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 50 ლარი.

7. პირადობის ნეიტრალური მოწმობის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 10 ლა­რი.

8. ქორწინების:

ა) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარი­ ტუალო მომსახურების გარეშე რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით მომსახურების საფასური არ გადაიხ­ დევინება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარიტუ­ ალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასური 50 ლარი;

გ) ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით მომსახურების საფასური:

გ.ა) შაბათს და კვირას 150 ლარი;

გ.ბ) ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათისა და კვირისა, – 90 ლარი;

დ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ რე­ გისტ­ რაციისათვის, რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასური 170 ლარი.

9. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგის­ტრა­ციისა და მოწმობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 45 ლარი.

10. სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობა), ასეთი შეცვლიდან/ნამდვილად ცნობიდან გამომ­ დინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დად­ გენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასუ­რი 50 ლარი;

ბ) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასუ­რი 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 170 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 300 ლა­რი.

11. ისტორიული გვარის აღდგენისა და ასეთი აღდგენიდან გამომ­ დი­ ნარე შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სავალდებულო ცვლი­ლების, შესწორების ან /და დამატების შეტანის ჩათვლით, განაცხადის შეტანიდან:

ა) 45-ე კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფა­სური 300 ლარი;

ბ) 30-ე კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფა­სური 300 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

12. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და და­მატების (გარდა მამობის დადგენის და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), მათ შორის, მშობლის (მშობლების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის ცვლი­ ლების, შესწორების და დამატების შეტანის შემთხვევებში არასრულ­ წლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მშობლის (მშობლების) მონაცემის სავალდებულო ცვლი­ ლების, შესწორების და დამატების შეტანის ჩათვლით, განაცხადის შე­ტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს შეტანისათვის – მომსახურების საფა­სური 10 ლარი;

ბ) 5 კალენდარული დღის ვადაში შეტანისათვის – მომსახურების სა­ფა­სური 10 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლა­რი.

13. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწ­მობის ან ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური – 2 ლარი;

ბ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფა­სუ­რი 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 15 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 2 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 25 ლარი.

14. უფლებამოსილი პირის განაცხადის საფუძველზე, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის, თუ შესაბამისი სამოქა­ლაქო აქტის ჩანაწერი არ ინახება მოწმობის ან ცნობის გამცემ საა­გენტოს ტერიტორიულ სამსახურში და საჭიროა მისი გამოთხოვა საა­გენტოს სხვა ტერიტორიული სამსახურიდან – მომსახურების საფასუ­რი 20 ლარი.

15. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების სა­ფასური 50 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლა­რი;

გ) მე-40 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლა­რი;

დ) 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსა­ხურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 250 ლარი.

16. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30‑ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) მე-10 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსა­ხურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 200 ლარი.

17. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი;

გ) 30-ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლარი;

დ) 10 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – დაჩქა­რებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

19. მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის განაცხადის შეტა­ნიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – საფასური არ გადაიხ­დევინება;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსა­ხუ­რების საფასური 30 ლარი;

გ) მე-3 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების სა­ფასური 75 ლარი.

20. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 200 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 200 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლა­რი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახუ­რების საფასური 200 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

21. საქართველოს მოქალაქეობის დადასტურების შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფა­სური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 5 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 10 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 25 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 50 ლარი.

22. ემიგრაციის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 60 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლა­რი.

23. დროებითი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 210 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი;

გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.

24. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 180 ლარი;

ბ) 20 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 180 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი.

25. მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი.

26. ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცე­მისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი.

27. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოდან გასვლის ვალ­დებულების გადავადებისათვის:

ა) მომსახურების საფასური 50 ლარი, თუ იგი განაცხადს წარად­გენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისას ან კანონი­ერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;

ბ) მომსახურების საფასური 180 ლარი, თუ იგი განაცხადს წარად­გენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამო­წურვის შემდეგ 10 დღიდან 3 თვემდე პერიოდში;

გ) მომსახურების საფასური 360 ლარი, თუ იგი განაცხადს წარა­დგენს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამო­წურვიდან 3 თვის შემდეგ;

დ) მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება:

დ.ა) ავადმყოფობის ან მშობიარობის შემთხვევაში, თუ, ექიმის დასკვნით, პირის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს უქმნის მის ჯანმ­რთელობას;

დ.ბ) თუ გადაულახავი წინააღმდეგობის ან გაუთვალისწინებელი გარემოების გამო ან სხვა საპატიო მიზეზით პირს არ შეუძლია სა­ქართველო დატოვოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფ­ნის ნებართვით განსაზღვრულ პერიოდში;

დ.გ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთისას პირი იძულებული ხდება გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 72 სა­ათზე მეტი დროით;

დ.დ) თუ გადავადების ინიციატორი საქართველოს სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.

28. დოკუმენტის აპოსტილით განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფა­სური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასუ­რი 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 ლა­რი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 ლარი.

29. დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-8 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფა­სური 20 ლარი;

ბ) მე-4 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფა­სური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) მე-2 სამუშაო დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფა­სური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს ლეგალიზაციისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 ლარი.

30. ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდ­ გე­ ნილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი.

31. სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკით­ხებზე უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის (ინფორმაციის) გამოთ­ხოვისა­თვის – მომსახურების საფასური 20 ლარი.

32. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ საინ­ფორ­მაციო ბარათის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 2 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომ­სახუ­რების საფასური 5 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების სა­ფასური 10 ლარი.

33. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნო­ბის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახუ­რების საფასური 2 ლარი;

გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – დაჩქარებული მომსა­ხურების საფასური 5 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 10 ლარი.

34. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შე­სახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი;

ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის – მომსახურების საფა­სური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;

გ) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 30 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი.

35. სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურში ფოტოსურათის გადაღებისათვის – მომსახურების საფასური 3 ლარი.

36. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლებისა და შესაბამისი დასკვნის მომ­ზადებისათვის – მომსახურების საფასური 10 000 ლარი.

37. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით ადგილზე მომსა­ხურება – მომსახურების საფასური 100 ლარი. ამ პუნქტით გათვალის­წინებული საფასური არ მოიცავს შესაბამისი მომსახურებისა და დაჩ­ქარებული მომსახურების საფასურს.

38. საქართველოს მოქალაქის პირადობის, საქართველოში მუდ­მივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმ­ქონე პირის ბინადრობის მოწმობების გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შექმნა – მომსახურების საფასური 10 ლა­რი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელ­მოწერის სერტიფიკატი გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

39. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი სასა­მართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრა­ციის შემდეგ განქორწინების მოწმობების გაცემისათვის (გარდა გან­ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის გაცე­მისა) მომსახურების საფასური გადაიხდევინება ამ მუხლის მე‑9 პუ­ნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

40. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადები­სათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე‑80 კალენდარულ დღეს – მომსახურების საფასური 150 ლარი;

ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში – მომსახურების საფასური 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლარი.

41. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტუ­რებელი მოწმობის გაცემისათვის განცხადების შეტანიდან:

ა) მე‑10 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური არ გადაიხ­დევინება;

ბ) მე‑5 სამუშაო დღეს – დაჩქარებული მომსახურების საფასური 5 ლარი;

გ) მე‑3 სამუშაო დღეს – დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 ლარი;

დ) 24 საათის გასვლისთანავე – დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 25 ლარი;

ე) იმავე დღეს – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

    მუხლი 3. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული  განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების  ვადები და საფასურები

1. იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (სააგენტოს ინ­ტერნეტგვერდის საშუალებით) დამყარებული პირდაპირი ვიზუალუ­რი კონტაქტის გზით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა) საქართველოს მოქალაქის 32‑გვერდიანი პასპორტის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსა­ხურების საფასური 205 ლარი;

ბ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა (რეგისტრაციის გან­სახორციელებლად აუცილებელი შესწორების შეტანის ჩათვლით) და შესაბამისი მოწმობის განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 350 ლარი;

გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და დამა­ტების განაცხადის წარდგენიდან მე-15 კალენდარულ დღეს შეტანი­სათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ე) დოკუმენტის მისი წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 80 ლარი;

ვ) ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დასამოწმებლად წარდგე­ნილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი;

ზ) სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ საინ­ფორ­მაციო ბარათის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადა­ში მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

თ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნო­ბის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომზადე­ბისათვის – მომსახურების საფასური 15 ლარი;

ი) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შე­სახებ ცნობის განაცხადის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომ­ზადებისათვის – მომსახურების საფასური 90 ლარი;

კ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებუ­ლი მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხა­ტვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭების დადასტურებისათვის – მომსახურების საფასური 40 ლარი.

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განაცხა­დების საფუძველზე ამ დანართის მე-2 მუხლის მე-15 – 27‑ე პუნქტე­ბით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის საფასურები გადაიხდევინება იმავე პუნქტებით გათვალისწინებული განაკვეთე­ბით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურებების (გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) მისაღებად მიმართვისას, სააგენტოს უფლებამოსილე­ბისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭი­რო თანხმობის გამოხატვისათვის ან მესამე პირისათვის წარმომადგენ­ლობითი უფლებამოსილების მინიჭებისათვის მომსახურების საფასუ­რი არ გადაიხდევინება.

    მუხლი 4. საზღვარგარეთ გადასახდელი საფასურები და მომსახურების ვადები

1. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადე­ბი­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.

3. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 აშშ დოლარი.

4. დროებითი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახუ­რების საფასური 130 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსა­ხურების საფასური 130 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 აშშ დოლარი.

5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახუ­რების საფასური 130 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსა­ხურების საფასური 130 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 80 აშშ დოლარი.

6. ემიგრაციის ნებართვის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახუ­რების საფასური 40 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს ნებართვის გაცემისათვის – მომსახუ­რების საფასური 40 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.

7. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 140 აშშ დოლარი.

8. განაცხადის მიღებიდან 8 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დო­ლა­რი.

9. აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შე­საძლებელია გადახდილ იქნეს საქართველოში, ანალოგიური მომსა­ხურებისათვის ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული საფასურის შესაბამისად. მომსახურების საფასურის საქართველოში გადახდის და­მადასტურებელი ქვითარი წარედგინება სააგენტოს, რომელიც ამას ატ­ყო­ბინებს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარ­მომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

    მუხლი 5. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული  მომსახურების ვადები და საფასურები

დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თა­ნამდებობის პირის მიერ :

) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი;

) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 65 აშშ დოლარი;

) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 65 აშშ დოლარი;

) განქორწინების რეგისტრაციისათვის , შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით – მომსახურების საფასური 100 აშშ დოლარი;

) სახელის , გვარის შეცვლის რეგისტრაციის , ასეთი შეცვლიდან გამომდინარე , შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მათ შორის , მშობლის (მშობლების ) მიერ სახელის , გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების ) სახელზე შედგენილ სამო­ქალაქო აქტის ჩანაწერში , სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩა­თვლით (გარდა ქორწინების , განქორწინების , მამობის დადგენის , შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), და სახელის , გვარის შეცვლის მოწმობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 აშშ დოლარი;

) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების , დამატებისა და ცვლილების (გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა ), მათ შორის , მშობლის (მშობლების ) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემის შესწორების , დამატებისა და ცვლილების შეტანის შემთ­ხვევებში არასრულწლოვანი შვილის (შვილების ) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში , მშობლის (მშობლების ) მონაცემის სა­ვალდებულო შესწორების , დამატებისა და ცვლილების შეტანის ჩათ­ვლით , შეტანისათვის – მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი;

) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი;

) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწი­ნებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დო­ლარი.

    მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი

1. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შე­სახებ განაცხადის შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ან­გარიშსწორებით. განაცხადის შეტანის შემდეგ საფასურის გადახდის შემთხვევაში, იგი გადაიხდება განაცხადის შეტანის დღესვე.

2. თუ მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს განაცხადის შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანამდე. საჯარო დაწე­სებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომ­სახურების გაწევის შემდეგ, მიუხედავად მომსახურების გაწევის ვა­დისა.

3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

4 . დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადა­იხდება როგორც ნაღდი , ისე უნაღდო ანგარიშსწორებით . მომსა­ხუ­რების საფასური ჩაირიცხება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომა­ტიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ანგარიშზე , რის შემდეგაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე .

 5 . ამ მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად საზღვარგარეთ სა­ქართ­ველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწე­სებულების მიერ სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვასთან დაკავში­რებული საბანკო მომსახურების ხარჯები დაიფარება მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხებიდან .

6 . ამ დანართის მე‑4 და მე -5 მუხლებით გათვალისწინებული მომ­სახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში . იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში . ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერ­ტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვა­ლუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი . საქართველოს ეროვ­ნული ბანკი არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემ­ბრისა აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საა­გენტოს მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ , ადგილსამყოფელი ქვეყ­ნის ვალუტის გაცვლით კურსს .

    მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი სა­ფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ გა­ნაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღება­ზე;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა დაინტერესებული პირის მოთ­ხოვნა არ დაკმაყოფილდა სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.

3.თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესა­ბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს დადგენილება ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად და­ბ­რუნება.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შე­მთხვევაზე, როდესაც შესაბამის ვადაში მომსახურების გაწევა ვერ გა­ნ­ხორციელდა სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

5.თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ დანართის მე-2 მუხ­ლის პირველი – მე-14, 34-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსა­ხუ­რების გაწევაზე, მის სახელზე შედგენილ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის ან/და კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გა­მო, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემ­თხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-15 – 27‑ე პუნქტებით გათვალის­წი­ნებული მომსახურების მიღების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასუ­რი არ დაუბრუნდება.

7. თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ დანართის მე-2 მუხლის 28-ე, 29‑ე და 30-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსა­ხურების გაწევაზე, მას გადახდილი საფასური სრულად დაუბრუნ­დება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ლეგალიზაციისათვის ან აპოს­ტილით დასამოწმებლად წარდგენილი იყო გაყალბების ნიშნების მქო­ნე/ყალბი დოკუმენტი.

8. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტოს მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არა­სწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომ­სახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვე­ვაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას გადახდილი საფასური უნდა დაუბრუნდეს.

9. თუ საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ­ზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ საფა­სურის ოდენობას შორის.

10. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინ­ტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვა­დაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწი­ლობ­რივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახ­დიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფა­სური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდ­გენა დაუშვებელია.

    მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსა­ზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მყოფი პირი, თუ ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს აღნიშნულ და­წესებულებაში.

2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-9 – მე­‑10, მე‑12 – მე‑13 პუნქტებით და მე‑5 მუხლის „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურე­ბის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევ­ნილად ცნობილი პირი.

3. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე‑5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასუ­რის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ სამოქალაქო აქტის რე­გისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ ან/და შესასწორებელი სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან სამედიცინო დაწესებულების განცხა­დების (შეტყობინების , მიმართვის ) საფუძველზე და შეცდომა გამოწვე­ულია განმცხადებლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

4. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე­‑5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასუ­რის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯა­ხების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევ­რები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს.

5. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით და მე‑5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ შესაბამისი ცნობა აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორ­გა­ნოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დანიშვნის ან გადა­ან­გარიშებისათვის.

6. ამ დანართის მე-2 მუხლის მე‑17 პუნქტით განსაზღვრული მომ­სახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ დაჩქარებულ ვადებში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვა და შე­საბამისი დასკვნის მომზადება ხორციელდება კომპეტენტური სახელმ­წიფო ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთხო­ვილი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

8. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტით და მე‑4 მუხლის მე‑7 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი სა­ქართველოს პრეზიდენტია.

9. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე‑5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების სა­ფა­სურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალი­დებუ­ლი საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადა­ადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შე­საძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტი­ტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქა­ლა­ქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

ვ) 18 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.

10. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 და 38-ე პუნქტებით განსაზღვ­რული მომსახურების საფასურების გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღე­მატება 70 001-ს;

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტი­ტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მო­ქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

11. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სა­ფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელზედაც სააგენ­ტოს ტერიტორიულმა სამსახურმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ გასცა დამ­ზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.

12. ამ დანართით გათვალისწინებული საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პი­რის დროებითი ბინადრობის ნებართვის და დროებითი ბინადრობის მოწმობის საფასურის და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქა­ლა­ქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც დროებითი ბინადრობის ნებარ­თვის მინიჭების ინიციატორი საქართველოს მთავრობის წევრია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებითი ბინად­რობის ნებართვა და დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა განცხა­დების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

13. ამ დანართის მე-2 მუხლის 37-ე პუნქტით განსაზღვრული მომ­სახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომე­ლ­საც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაად­გი­ლების შესაძლებლობა.

14. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსა­ზღვრული დაჩქარებული მომსახურების საფასური არ გადაიხდე­ვინება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15 . ამ დანართის მე‑5 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საზღვარგარეთ სას­ჯელაღს­რულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში , სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო და­წე­სებულებაში მყოფი პირები , რაც დასტურდება ოფიციალური შეტ­ყობინებით .

16. ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასური არ გადაიხ­დევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმე­ბით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

17. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს ამ დანართის მე‑2 მუხ­ლის მე‑15 და მე‑20 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები უმცირდება 25 პროცენტით.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება სააგენტოში, მის ტე­რიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომა­ტიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან შეტანილ განაცხადებზე .

 

27. 27/08/2025 - Ordinance of the Government of Georgia - 390 - Website, 29/08/2025 26. 21/08/2024 - Ordinance of the Government of Georgia - 271 - Website, 22/08/2024 - Amendment contains transitional provision 25. 07/09/2023 - Ordinance of the Government of Georgia - 356 - Website, 08/09/2023 24. 26/10/2022 - Ordinance of the Government of Georgia - 504 - Website, 26/10/2022 23. 15/07/2022 - Ordinance of the Government of Georgia - 370 - Website, 18/07/2022 - Amendment contains transitional provision 22. 21/04/2022 - Ordinance of the Government of Georgia - 217 - Website, 26/04/2022 - Amendment contains transitional provision 21. 11/05/2021 - Ordinance of the Government of Georgia - 210 - Website, 11/05/2021 20. 29/09/2020 - Ordinance of the Government of Georgia - 603 - Website, 30/09/2020 19. 15/05/2020 - Ordinance of the Government of Georgia - 309 - Website, 15/05/2020 - Amendment contains transitional provision 18. 31/12/2019 - Ordinance of the Government of Georgia - 673 - Website, 31/12/2019 - Amendment contains transitional provision 17. 30/07/2019 - Ordinance of the Government of Georgia - 351 - Website, 02/08/2019 - Amendment contains transitional provision 16. 28/01/2019 - Ordinance of the Government of Georgia - 13 - Website, 29/01/2019 - Amendment contains transitional provision 15. 18/12/2018 - Ordinance of the Government of Georgia - 633 - Website, 27/12/2018 14. 28/06/2018 - Ordinance of the Government of Georgia - 344 - Website, 28/06/2018 13. 16/08/2016 - Ordinance of the Government of Georgia - 399 - Website, 18/08/2016 12. 10/11/2015 - Ordinance of the Government of Georgia - 575 - Website, 11/11/2015 11. 03/09/2014 - Ordinance of the Government of Georgia - 530 - Website, 03/09/2014 10. 07/08/2014 - Ordinance of the Government of Georgia - 476 - Website, 07/08/2014 9. 28/03/2013 - Ordinance of the Government of Georgia - 73 - Website, 01/04/2013 8. 20/09/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 403 - Website, 21/09/2012 7. 22/08/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 341 - Website, 22/08/2012 6. 26/07/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 297 - Website, 27/07/2012 5. 25/06/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 229 - Website, 28/06/2012 4. 08/06/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 208 - Website, 14/06/2012 3. 24/05/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 188 - Website, 29/05/2012 2. 08/05/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 166 - Website, 10/05/2012 1. 31/01/2012 - Ordinance of the Government of Georgia - 31 - Website, 03/02/2012