Comments

Japaridze's picture
Japaridze (Teimuraz)
სხვა
Registration Date: 2011/07/02
Last visit: 2022/11/30 11:00:13
Contact - All comments

ეს რა რაიმე კოდია?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

კანონპროექტის მიზანი აღადგინოს კანონიერება და სამართლიანობა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული, ყველასათვის მისაღებია. ამასთანავე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა საჩივრის საფუძველზე კომისია იკვლევს საჩივარში მითითებულ გარემოებებს და ადგენს მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობას ან არარსებობას, ხოლო ამავე კანონპროექტის მე–20 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს დასკვნას მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის შესახებ ან მართლმსაჯულების ხარვეზის არარსებობის შესახებ, ამავე კანონპროექტის მე–21 მუხლის შესაბამისად, კომისიის დასკვნა არის სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის ე.ი გამოდის, რომ კომისია აფასებს სასამართლო გადაწყვეტილებას და კომისიის დასკვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ შეიძლება გაუქმდეს, შეიცვალოს სასამართლო გადაწყვეტილება. საქართველოს კონსტიტუციის 82–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები, ხოლო 83–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, 84–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება , შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ამდენად, მიზანშეწონილია, კანონპროექტის შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის შესახებ ან მართლმსაჯულების ხარვეზის არარსებობის შესახებ საკითხი განიხილოს სასამართლოებმა (რა თქმა უნდა იმ მოსამართლეებმა ვინც არ ღებულობდა მონაწილეობას ზემოხსენებული საქმეების განხილვაში) და არა სპეციალურმა კომისიამ.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ. N386-IIს) შესაბამისად, აღნიშნული კანონის 77–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა 1 1 პუნქტი „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“. ზემოხსენებული პუნქტით სამსახურებრივი დაწინაურების საკითხის განხილვისას იზღუდება იმ საჯარო მოხელეთა უფლებები, რომლებიც მუშაოებენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81–ე მუხლისა და 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გავლილი აქვთ ატესტაცია, მაგრამ არ არიან დანიშნული კონკურსის წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ერთერთი ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. ამდენად, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და გავლილი აქვთ ატესტაცია, იგივე უფლება უნდა ჰქონდეთ სამსახურში დაწინაურების, როგორც იმ პირებს, რომელთაც ერთი წელი მაინც აქვთ ნამსახურები და დანიშნული არიან კონკურსის წესით. ამასთანავე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–7 მუხლის „c“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები (მათ შორის საქართველო) აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს: თითოეულისათვის უფრო მაღალი სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტსა და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ) მე–7 მუხლის „c“ ქვეპუნქტს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით ან გავლილი აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაცია და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ. N386-IIს) შესაბამისად, აღნიშნული კანონის 30–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა “თ„ ქვეპუნქტი, რომლითაც, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. ზემოხსენებული მუხლი დასახვეწია, ვინაიდან, ხელს უშლის მოხელეების სამსახურში გადაყვანის პროცესს, მაგალითად: მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად, მშენებლობის განყოფილება გადავიდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში, შესაბამისად, მშენებლობის განყოფილების თანამშრომლები გადაყვანილ უნდა იქნენ ინფრასტრუქტურის სამსახურში, მაგრამ ზემოხსენებული კანონის კანონის 30–ე მუხლის პირველ პუნქტის “თ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გადაყვანილ იქნას სხვა თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის კონკურსის წესით არის დანიშნული. საჯარო სამსახურში მოხელეთა უმრავლესობა დანიშნულია უკონკურსოდ, ე.ი იმ, მოხელის გადაყვანა ვინც უკონკურსოდ არის დანიშნული შეუძლებელია, ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან არ სდევს შტატების შემცირება, ე.ი. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თუ, დამსაქმებელი გადაიყვანს უკონკურსოდ დანიშნულ მოხელეს სხვა თანამდებობაზე ის დაარღვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლის პირველი პუნქტის “თ„ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ხოლო თუ, გაანთავისუფლებს მოხელეს სამსახურიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან არ სდევს შტატების შემცირება, დაარღვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ამდენად, ორ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შორის დამსაქმებელმა უნდა აირჩიოს ერთი, კერძოდ: უკანონოდ უნდა გადაიყვანოს სხვა თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშნული მოხელე.
ზემოხსენებული ხარვეზი გასასწორებელია, კერძოდ: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს უნდა დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე“ მოხელეები – იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ ეს მოხელეები დანიშნული არიან 2012 წლის 10 აგვისტომდე, კონკურსის წესით მოხელის დანიშვნის მოთხოვნის შემოღებამდე“.

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2011/09/27
Last visit: 2016/04/27 11:08:45
Contact - All comments

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, უშუალოდ სტაჟიორისათვის და არა მოხელისათვის, მინიმუმ დამამთავრებელი კურსის სტუდენტობის გათვალისწინება ეწინააღმდეგება აღნიშნულ ჩანაწერს, რადგან გამოდის, რომ სტაჟიორის მიმართ უფრო დიდი სტანდარტია წაყენებული, ვიდრე უშუალოდ მოხელედ მისაღები პირისათვის:)

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს 30-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში, მაგრამ კანონში არ არის დაკონკრეტებული, თუ, რომელ თვითმმართველობის ორგანოზეა (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) საუბარი. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულს ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს მე-18 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება პროფესიული განათლების სფეროში, მაგრამ კანონში არ არის დაკონკრეტებული, თუ, რომელ თვითმმართველობის ორგანოზეა (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) საუბარი. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულს ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს ტყის კოდექსის მე-13 მუხლში და მთლიანად კანონში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან. ასევე, დასაკონკრეტებელია, თუ, რომელ თვითმმართველობის ორგანოზეა (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) საუბარი. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულს ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

lentexis sakrebulo's picture
lentexis sakrebulo (ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2018/02/09 12:43:46
Contact - All comments

ხომ არ იქნება დარღვევა, თუ გამგეობას მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას აწარმოებდეს საკრებულოს აპარატი?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 25 ივლისის N158 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე–2 კარის მე–8 პუნქტში, მე–11 პუნქტში სიტყვა "ინვალიდი" შესაცვლელია სიტყვებით: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" ვინაიდან, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 33–ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა „ინვალიდი“ შეცვალონ სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

სატრანსპროტო საშუალებათა იძულებითი წესით გასაჩერებლად სპეციალური საშუალებების “ზღარბი დიანას” და “სპეციალური ბადეს” გამოყენების მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე–8 პუნქტში სიტყვა "ინვალიდი" შესაცვლელია სიტყვებით: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" ვინაიდან, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 33–ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა „ინვალიდი“ შეცვალონ სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის,ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს N239/ნ ბრძანების დანართი 1–ის პირველი მუხლის მე–4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტში სიტყვა "ინვალიდი" შესაცვლელია სიტყვებით: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" ვინაიდან, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 33–ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან ყველა კანონქვემდებარე აქტში სიტყვა „ინვალიდი“ შეცვალონ სიტყვებით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი".

sandro385's picture
sandro385 (ალექსანდრე ამაშუკელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2012/07/05
Last visit: 2023/12/08 22:01:12
Contact - All comments

გაუგებარია, რატომ დევს საიტზე ცვლილებები შრომის კოდექსშიც და ორგანულ კანონშიც, რომელი იცვლება საბოლოო ჯამში? ამას კიდევ იმიტომ ვკითხულობ, რომ არსებული კოდექსის აჩეხვა-დაჩეხვას ჯობია სრულიად ახალი, საკუთარ სისტემაზე მორგებული კოდექსი მივიღოთ, თუ როდესმე დაადგება საშველი!

tamar111 (ჭკუასელი თამარ )
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/02/12
Last visit: 2013/11/19 17:07:42
Contact - All comments

თუ ერთიდაიგივე ორგანიზაციის ზოგ თანამშრომელს 5 დღიანი სამუშა კვირა აქვს, ზოგს კი 6 დღიანი, ანაზღაურებადი შვებულების გამოანგარიშებისას 24 სამუშაო დღიანი შვებულება კამათს იწვევს, რადგან გამოდის, რომ 5 დღიანი სამუშაო პირობებით უფრო დიდი შვებულება ექნება. სასურველია ერთ სისტემაში იქნას მოყვანილი შვებულების დაანგარიშება, როგორც ანაზღაურებად, ასევე უხელფასოს დროს და კალენდარული დღეების რაოდენობა იყოს მითითებული.

prokura's picture
prokura (ლევანი ვეფხვაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/05/09
Last visit: 2015/11/13 15:40:58
Contact - All comments

როგორც წესი სასჯელის შთქნთქმის პრინციპს განაჩენის გამომტანი სასამართლოები განიხილავე ზეპირი მოსმენის გარეაშე და მაინც საჭიროა სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის შეტანა?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბატონო ნიკა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332 1 მუხლში შეცდომა არ არის დაშვებული, იქ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილზე, რომლითაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუ­ძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთო­ბლიო­ბის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსე­ბუ­ლი რედაქციის შესაბამისად, ე.ი. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილზე და არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 65 2 -ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი "ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.", უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა –თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.", ვინაიდან, ზემოხსენებული ორგანული კანონის 65 2-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით თვითმმართველობის კომპეტენციაა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, (საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233) ამ კანონის მე-4 1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და არა ადგილობრივი თვითმმართველობები. ამდენად, ზემოხსენებული ორი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი„საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, ამოსაღებია ვინაიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 115-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის IV და V კარით.

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
Registration Date: 2012/03/05
Last visit: 2015/02/19 17:17:39
Contact - All comments

რას ნიშნავს ტერმინი "იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერი"? რამდენად სწორი ფორმულირებაა? :-)

rati90's picture
rati90 (რატი ბახტაძე)
სხვა
Registration Date: 2013/05/20
Last visit: 2022/12/28 12:55:25
Contact - All comments

ვთვლი რომ საკონსულო აღრიცხვაზე არ დადგომა არ უნდა იწვევდეს ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. საინტერესოა პრაქტიკაში რამდენად ხშირად გამოიყენება ეს მუხლი. განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასიურად გადინება ხდება ქვეყნიდან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბატონო რატი, საკონსულო აღრიცხვაზე არ დადგომა ავტომატურად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, კერძოდ: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომ – კანონი) 32–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 35–ე მუხლის შესაბამისად, წარდგინებას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო), ამავე, კანონის 36–ე მუხლის თანახმად, სააგენტო მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს (დასკვნას) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო კანონის 33–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. აქვე, აღსანიშნავია, რომ კანონის, მე–7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება თავისთავად არ იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. ამდენად, პრაქტიკაში იშვიათად ხდება ალბათ ისე, რომ კანონის 32–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პირი მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში მან დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა.

qatamadze (თეიმურაზ ქათამაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/06/03
Last visit: 2014/03/17 20:41:54
Contact - All comments
qatamadze (თეიმურაზ ქათამაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/06/03
Last visit: 2014/03/17 20:41:54
Contact - All comments
qatamadze (თეიმურაზ ქათამაძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/06/03
Last visit: 2014/03/17 20:41:54
Contact - All comments
ნინო ბაგაშვილი (ნინო ბაგაშვილი)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/06/03
Last visit: 2013/06/14 07:03:35
Contact - All comments

ცუდია

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტში, მე-4 პუნქტში, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, მე-3 პუნქტში, მე-4 პუნქტში, სიტყვები: „გამგეობის (მერიის) რწმუნებული“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“, ვინაიდან, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობას, ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.) შესაბამისად, გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის (მერიის) რწმუნებულის თანამდებობა შეიცვალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობით. აქვე აღსანიშნავია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი, კერძოდ: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზი უნდა გასწორდეს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტთან, კერძოდ: “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს უნდა დაემატოს სიტყვები „გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა“ და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხევევისა, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.“

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლი რომლითაც, დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა, ეწინააღმდეგება, “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით განსაზღვრულია მომსახურების საფასური- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც აღემატება ასლის გადაღების საფასურს, მაგალითად, არქივში დაცული მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ (11-20 წლის პერიოდი)ინფორმაციის გაცემის საფასურია- 50 ლარი და სხვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის გაწევისათვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილია საფასური."

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შებამისად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ანდამატებითი სხვა ტარიფი, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. ამავე, კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის . ამდენად, “რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ (სატარიფო რეგულირება) არ შეიძლება განისაზღვროს დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება და შესაბამისი ტარიფიც არ უნდა იქნას განსაზღვრული, ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით უკვე განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის მოთხოვნებს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში „მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა და დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა“ სიტყვები: “და დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა“ ამოსაღებია, ვინაიდან რეგულირებად ტარიფი არ შეიძლება იყოს დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა შემდეგ გარემოებათა გამო: “რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შებამისად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ანდამატებითი სხვა ტარიფი, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. ამავე, კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის . ამდენად, “რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ (სატარიფო რეგულირება) არ შეიძლება განისაზღვროს დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება და შესაბამისი ტარიფიც არ უნდა იქნას განსაზღვრული, ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით უკვე განსაზღვრულია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 23 ივლისის N619 ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოსაღებია, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ( ცვილებების გათვალისწინებით -საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.) მე-3 მუხლის მე-4 1 პუნქტის მოთხოვნებს.

tamar111 (ჭკუასელი თამარ )
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/02/12
Last visit: 2013/11/19 17:07:42
Contact - All comments

ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაც უნდა მიეთითოს კალენდარულ დღეებში, რადგან ერთიდაიგივე ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილი შაბათს არ ისვენებს, ნაკლები ხანგრძლივობის შვებულება გამოუვა, ვიდრე ამავე ორგანიზაციის იმ თანამშრომლებს, ვისაც შაბათიც დასვენების დღე აქვთ. თუკი თანამშრომელი კვირაში 2 დღიან სამუშაო განრიგზეა შეთანხმებული, სამი თვე ხომ არ ექნება შვებულება?

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

კარგად წაიკითხე დიანა "მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი და არა გასაჩივრებული. დიდი განსხვავებაა

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

მუხლი 38 ნაწილი 5 "თუ ის უქონელია" რა ტერმინია ახლა ეს?! შეიძლება ეწეროს იურიდიული დახმარების შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სიტყვა "უქონელი" პატივისა და ღირსებისსაკითხია :)

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

>:O ნუ კითხულობთ ხალხო მარტო სათაურებს აბა ნახეთმე–7 მუხლი "ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ."

boxua's picture
boxua (kaxa)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2021/11/09 23:13:29
Contact - All comments

48-ე მუხლის მე-7 ნაწილი ბრალდებულს აძლევს უფლებას არ მისცეს ჩვენაბა, საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მაგრამ თუ მისცემს ჩვენების, უნდა თქვას სიმართლე,წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი კოდექსით ნამდვილად არის შესაძლებელი ცრუ ჩვენების მიცემისათვის დასაჯონ. იმედია ამ მანკიერ პრაქტიკას არ დაუშვებენ.

lentexis sakrebulo's picture
lentexis sakrebulo (ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2018/02/09 12:43:46
Contact - All comments

საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი კანონის დღევანდელი რედაქციით მოხსნილია, ხომ არ არის მიზანშეწონილი კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარის მოხსნაც?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.) 2012 წლის 10 აგვისტოდან მოხელე უნდა დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის წესით. ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, 24 –ე მუხლი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის 29–ე მუხლს. სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულერებლად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები), ამასთანავე, ზემოხსენებული კანონის 24–ე მუხლი "მოხელის გამოსაცდელი ვადა" ამოსაღებია, ასევე ამოსაღებია ამავე კანონის 26–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ვ"ქვეპუნქტი, 98–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა"ქვეპუნქტი,რომელიც ეხება გამოსაცდელ ვადას.

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

მე ვფიქრობ, რომ მთლიანი მასალის იმიტომ რომ "იმ მომენტისათვის არსებული მასალის" აქ საუბარია ბრალდებასთან არსებული ყველა მასალა და თუ ნაწილს გადასცემს, გადაცემულიც და გადაუცემელიც დაუშვებელი მტკიცებულება იქნება.

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

საგამონაკლისო უფლება ნამდვილად მონაპოვარია და არ უნდა დაიკარგოს.

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

ბესიკ გაიხსნე მოჭიდავეებმა რომ დაანგრიეს სასამართლოს დარბაზი. მსგავსი სიტუაციების პრევენციისთვის 5000 ლარი ნამდვილად შემაკავებელი ხასიათის იქნება. თუმცა გეთანხმები ვაი და "თვალშ არ მოუხვიდე მოსამართლეს" :-D

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

ამ მუხლში ვფიქრობ აკლია ერთი მომენტი: თუ ზეპირი მოსმენის გამართვის დროს განკარგულების გამომტანი მოსამართლე გადაწყვეტს, რომ მიმართვაში დაფქსირებული დარღვევის გამო მიზანშეუწონელია განკარგულების გამოატანა რას შვრება? კოდექსის მიხედვით მაინც გამოაქვს.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2023/03/02 20:18:12
Contact - All comments

"16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან." ეს ჩანაწერი არის იურიდიულად გაუმართავი! ამიტომ, შესაბამის ტერმინი (ოჯახი) უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: 16. ოჯახი: ა) პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი; აგრეთვე, ბ) პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს („ბ“ ნაწილში აღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–5 პუნქტს, რომლითაც თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ. ამასთანავე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლი ეწინააღდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 2– მუხლის მე–4 პუნქტს, რომლითაც 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება ჰქონდა განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაეწყვიტა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ამდენად, 2013 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ვერ დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი, კერძოდ: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლიდან ამოღებული უნდა იქნეს სიტყვები „ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“ და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით, „სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“