დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 04/06/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.014697 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.014.697
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №444
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხ. 1881) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) ინსტრუქცია „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №22);“.
2. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1):
ა) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული (რომლის დასახელება და საქონლის კოდი არ არის მითითებული) ამ საბაჟო დეკლარაციით.“;
ბ) მე-8 მუხლის 52-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „მოსაკრებელი სულ“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის პარტიაზე გადასახდელი მოსაკრებელი;“;
გ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეკლარანტის წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი.“;
3. ბრძანების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციისა“ და „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხის“ შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5):
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ (შემდგომში – დეკლარაცია) ივსება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ ბარგით ან/და ხელბარგით დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის გადაადგილებისას.“;
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
დეკლარაციის II ნაწილში – „ინფორმაცია პირის შესახებ“:
ა) პირველ პუნქტში აღინიშნება პირის გვარი;
ბ) მე-2 პუნქტში აღინიშნება პირის სახელი;
გ) მე-3 პუნქტში აღინიშნება პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი, ზუსტი მისამართის მითითებით;
დ) მე-4 პუნქტში აღინიშნება პირის მოქალაქეობა;
ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება პირის სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის; ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების პირადობის მოწმობა) ნომერი და პირადი ნომერი;
ვ) მე-6 პუნქტში აღინიშნება პირის დაბადების თარიღი;
ზ) მე-7 პუნქტში აღინიშნება ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პირი;
თ) მე-8 პუნქტში აღინიშნება ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პირი;
ი) მე-9 პუნქტში აღინიშნება მგზავრთან ერთად გადაადგილებული ბარგის ან/და ხელბარგის ერთეულების (შეკვრების) რაოდენობა;
კ) მე-10 პუნქტში აღინიშნება მგზავრისაგან დამოუკიდებლად გადაადგილებული ბარგის ერთეულების (შეკვრების) რაოდენობა.“;
გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“ (დანართი №7) (შემდგომში – ნუსხა) ივსება დეკლარაციის III ნაწილის პირველი პუნქტის:
ა) „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის შემთხვევისა;
ბ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქონლის საქართველოდან გატანის დროს) დადებითი პასუხის არჩევისას (შემოხაზვისას), გარდა ამ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა.“.
4. ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №6
ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი
1. საქართველოში შემოსვლა
2. ტრანზიტი
3. საქართველოდან გასვლა
II. ინფორმაცია პირის შესახებ
1. გვარი............................................................................................................
2. სახელი.........................................................................................................
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № ..................................
6. დაბადების თარიღი .................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................
9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული
10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ
1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა
ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
დიახ არა
გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება
დიახ არა
დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
დიახ არა
ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი
დიახ არა
ვ) მცენარე და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი
დიახ არა
ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება
დიახ არა
თ) რადიოაქტიური მასალა
დიახ არა
ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
დიახ არა
კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი. (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)
დიახ
2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–„თ” ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
| № | საქონლის დასახელება | რაოდენობა (კგ., ცალი) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (დანართი №7), გარდა ამ საქონელზე სატვირთო- საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის წარდგენის შემთხვევისა.
4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (დანართი №7) ან წარადგინოთ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4, ან განახორციელოთ სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირება.
თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი)
მოგესალმებათ საქართველოს საბაჟო ! ! !
საქართველოს საბაჟო სამსახური ვალდებულია აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. საბაჟო ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, საბაჟო ორგანოს თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. საბაჟოს თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერია 077.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
3. იმპორტისას საბაჟო გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, საერთო წონით არა უმეტეს 30 კგ-ისა კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევა-ში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან/და 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა), ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. თუ თქვენს მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ით ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი; ან
ბ) საქონელი თქვენს მიერ მითითებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე გადააადგილოთ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. თუ თქვენს მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით. “.
5. ბრძანების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №15) „ნაწილი 5. საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| კოდი
| დასახელება
|
| 1
| საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევები;
|
| 2
| საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
|
| 3 | საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;
|
| 4
| უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
|
| 5
| საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად;
|
| 6
| ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;
|
| 7
| საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
|
| 0
| კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გათავისუფლებები;
|
| 9
| შეღავათიანი განაკვეთი – 5 ევრო („საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტის შესაბამისად)
|
| საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას: | |
| 98
| 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე ერთ დეკლარაციაზე (გარდა დროებითი შემოტანისა) – 15 ევროს ეკვივალენტის ლარებში გადახდის ვალდებულება;
|
| 8
| 3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე ერთ დეკლარაციაზე (გარდა დროებითი შემოტანისა) – 180 ევროს ეკვივალენტის ლარებში გადახდის ვალდებულება;
|
| 10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის – საქონლის ყოველ კილოგრამზე 3 თეთრის გადახდის ვალდებულება;
| |
|
10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის დროებითი შემოტანისათვის – 300 ლარს დამატებული 0,9 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე გადახდის ვალდებულება;
| |
| საგამოფენო დანიშნულების საქონლის დროებითი შემოტანისათვის ყოველ კილოგრამზე 7,5 თეთრის გადახდის ვალდებულება
| |
6. ბრძანების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიზიკური პირის მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №22):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია
„სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“
ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი და 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის (გარდა ფიზიკური პირისა) მიერ გაცხადებულია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში.“;
გ) მე-9 მუხლის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირველ გრაფაში მიეთითება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მას მიენიჭება საგადასახადო რეგისტრაციისას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით;“;
გ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მე-3 გრაფაში მიეთითება დეკლარანტის სრული სახელწოდება (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) მე-4 გრაფაში მიეთითება დეკლარანტის სახელი და გვარი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);“;
დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მე-8 გრაფაში არსებულ პატარა უჯრედში მიეთითება საქონლის საერთო წონა კილოგრამებში, ხოლო გრაფის სვეტებში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:
თ.ა) პირველი სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;
თ.ბ.) მე-2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;
თ.გ) მე-3 სვეტის უჯრებში:
თ.გ.ა) მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად, ხოლო საბაჟო გადასახადის დარიცხვის ან გადასახადე-ბისაგან გათავისუფლების შემთხვევაში მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი, თუ ამ ქვეპუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
თ.გ.ბ) უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (საქონელთა ჯგუფის) დეკლარირებისას საქონლის კოდი არ მიეთითება, გარდა ამავე ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დამატებით პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე ერთი მაცივარი, კომპიუტერი და ტელევიზორი) დეკლარირების შემთხვევისა, როდესაც მიეთითება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;
თ.გ.გ) ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (საქონელთა ჯგუფის) დეკლარირების დროს საქონლის კოდი არ მიეთითება;
თ.გ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის (საქონელთა ჯგუფის) დეკლარირების დროს საქონლის კოდი არ მიეთითება;
თ.გ.ე) თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის იმპორტი არ იბეგრება საბაჟო გადასახადით ან/და არ სარგებლობს შეღავათებით ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება არ განისაზღვრება სარეზერვო მეთოდით, საქონლის კოდი არ მიეთითება;“.
7. ბრძანების პირველი მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4“ (დანართი №23) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №23
სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4
| 1. პირის ს/ნომერი -------------------------- ფიზიკური პირის პ/ ნომერი ---------------
|
2. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და პასპორტის გამცემი ქვეყანა
| ||||||||||||
| 3. პირის სახელწოდება
|
4. ფიზიკური პირის სახელი, გვარი
| ||||||||||||
|
5. დეკლარანტი/წარმომადგენელი
|
6. დეკლარაციის რეგისტრაციის N 00000/00000 |
R. რეჟიმი | |||||||||||
|
7. საფოსტო გზავნილის/ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
| |||||||||||||
| -------კგ. 8. საქონლის საერთო წონა და აღწერილობა
|
9. საბაჟო ღირებულება და გადასახდელები | ||||||||||||
| საქონლის დასახელება | რაოდენობა სეს ესნ-ის დამატ. ზომის ერთ. შესაბამისად | საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად | საქონლის ღირებულება | ტრანსპორტირების და სხვა ხარჯი | საბაჟო ღირებუ-ლება | შეღავა-თები | საბაჟო მოსაკრებელი | საბაჟო გადასახადი | დღგ | ||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||
| სულ: |
|
| სულ: | სულ: | სულ: |
|
|
| სულ: | ||||
|
10. რეგისტრაციის თარიღი „-----” „---------------------” 20 წ.
|
11. დეკლარირებულ საქონელზე გადახდილი საბაჟო გადასახდელების საერთო რაოდენობა: | ||||||||||||
|
12. ხელმოწერები: დეკლარანტი ---------------------------- წარმომადგენელი ----------------------- |
13. საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები
| ||||||||||||
|
14. განსაკუთრებული აღნიშვნები: |
15. საბაჟო აღნიშვნები: „-------“ „---------------------“ 20 წ. | ||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები