,,ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“

  • Word
,,ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 23/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 080.240.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
18
17/01/2008
სსმ, 10, 23/01/2008
080.240.000.08.002.004
,,ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2008 - 02/04/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №18

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ

1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესი (დანართი №1);

ბ) ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა (დანართი №2).

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

დანართი №1

ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესი

1. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზებას, მისი სპეციალური საშუალებებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორიზმთან ბრძოლის განმახორციელებელი სუბიექტების (შემდეგში – სუბიექტები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით.

3. კონტრტერორისტული საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (შემდეგში – კონტრტერორისტული ცენტრი) მითითებები და მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა სუბიექტებისათვის.

4. სუბიექტები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონტრტერორისტულ ცენტრს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხის“ შესაბამისად.

5. მოპოვებული მასალების საფუძველზე კონტრტერორისტული ცენტრი უზრუნველყოფს ერთგვაროვანი და ურთიერთშეჯერებული საინფორმაციო ბაზის შექმნას კონტრტერორისტული ვითარების და მისი დინამიკის შესახებ, ასეთი ინფორმაციის ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე ადგენს ტერორიზმის სავარაუდო საფრთხეს, შეიმუშავებს ღონისძიებებს ტერორისტული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით.

6. კონტრტერორისტული საქმიანობის სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას კონტრტერორისტულ ცენტრსა და სუბიექტებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობები, მათი ქონება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

7. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ კონტრტერორისტული ცენტრი განსაზღვრავს იმ უფლებამოსილ კომპეტენტურ სუბიექტს (სუბიექტებს), რომელიც განახორციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრტერორისტულ საქმიანობას.

8. კონტრტერორისტული ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი მასალები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან.

9. კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად დამატებითი ინფორმაციის მიღებისას კონტრტერორისტული ცენტრი განსაზღვრავს სპეციალური ღონის-ძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.

10. კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ანგარიშს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

დანართი №2

ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა

ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხას მიეკუთვნება ინფორმაცია (მონაცემები):

ა) სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების, სხვა სახელმწიფო და პოლი-ტიკურ მოღვაწეთა სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის მცდელობის ნიშნების შესახებ;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა ან/და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საქართველოში (დროებით) მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი ადგილის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ტერორისტული ქმედებების მომზადების ან ჩატარების ნიშნების შესახებ;

გ) საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა, ასევე ოფიციალური დელეგაციების მიმართ ორგანიზებული და დაგეგმილი ტერორისტული ქმედებების შესახებ;

დ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების, გაუჩინარების ან დაღუპვის შესახებ, თუ აღნიშნული ქმედება კავშირშია ტერორიზმთან;

ე) ტერორიზმის ნიშნების გამოვლენის შესახებ;

ვ) უცხო ქვეყნის ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული და ტერო-რისტული ქმედებების ორგანიზება და განხორციელება;

ზ) ტერორისტებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ფიზიკური და იურიდიული პირების თანამშრომლობის შესახებ;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ;

ი) საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების შესახებ;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების და ტერორისტული ხასიათის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ;

ლ) ბირთვული, რადიაქტიური, ქიმიური და ბაქტეორიოლოგიური იარაღის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების უკანონო დაუფლების, აგრეთვე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ტერორისტული მიზნით ხელში ჩაგდების შესახებ.