„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
226
03/08/2010
სსმ, 97, 10/08/2010
000000000.00.000.000000
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 226

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №47, მუხლი 521) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფოთის თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს 2010 წლის 15 ნოემბერი.“.

2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფოთის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრისა უზრუნველყოს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება:

ა) „თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანებაში მითითებული:

ა.ა) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონკრეტული სახეობისა და ტექნიკა-დანადგარების შეძენა-მონტაჟი და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ა.ბ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემის ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით, გამოსახულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ხმის ჩამწერი საშუალებებით;

ა.გ) შენობა-ნაგებობებში სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ტექნიკით აღჭურვა;

ბ) „თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის შემთხვევაში ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა.“.

3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თიზის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ ორგანიზატორი/ადმინისტრატორი 2010 წლის პირველ დეკემბრამდე უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების 21 მუხლით გათვალისწინებულ დანართში მითითებული ტვირთის რენტგენოკონტროლის მობილური სისტემის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებას.“.

4. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 15 ოქტომბრისა საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური