„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისის დებულებისა და ნოტარიუსტა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.016016
  • Word
190
18/10/2010
სსმ, 134, 19/10/2010
170050000.22.027.016016
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისის დებულებისა და ნოტარიუსტა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 190

2010 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 31. 03. 2010 წ., 33, მუხ. 517) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები

1. გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს.

2. გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომლის ასაკი აღემატება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს.”.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;“;

ბ) დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.