„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 721
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 20/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.08.
  • Word
721
19/10/2009
სსმ, 127, 20/10/2009
310.150.000.08.
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №721

2009 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №73, მუხ. 685) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამინისტროებისათვის შეიძლება გაიზარდოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით დადგენილი სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 დანართში სიტყვების: „საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი