საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 14/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.008821
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
291
10/04/2006
სსმ, 57, 14/04/2006
010240030.22.023.008821
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/04/2006 - 22/02/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.446

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 291

2006 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №71 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №129, მუხლი 1147) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს დებულება“ და პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამმართველოს დებულება“;

ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №278 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №105, მუხ. 1169).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის  

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების დაცვას და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო მართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3.

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4.

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 5.

1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ“, „ტმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვა, აგრეთვე წყლის რესურსების, ნარჩენების და ქიმიურ ნივთიერებათა მართვა.

3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაცვისა და მართვის, და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ჰაერდაცვითი, წყალდაცვითი და ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა რეგულირების ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

ე) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

ვ) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევებისა და წყალში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების დაცვის, ასევე ნარჩენების და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ ჰაერში გაფრქვეულ და წყალში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის/ჩაშვების ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობების (ნორმების) განხილვა;

ლ) მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების და წყალში ჩაშვებების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა;

მ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და მასალები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგების ფორმების წარმოების წესის შემუშავებაში;

გ) განიხილოს და შეითანხმოს ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ/ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და ატმოსფერულ ჰაერში და წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად და­სა­შვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტები;

დ) მოამზადოს წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7.

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) აწარმოებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;

ბ) ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოების უფროსებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში;

ვ) პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას.

    მუხლი 8.

1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ბ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის მოვალეობებს.

    მუხლი 9.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო;

ბ) წყლის რესურსების დაცვის სამმართველო;

გ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო.

    მუხლი 10.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

ე) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული მნიშვნელობების (ნორმების) განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

კ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 11.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის რესურსების დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წყლის რესურსების დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;

დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

ე) ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავების ორგანიზება;

ზ) წყლის სახელმწიფო კადასტრის და წყალსამეურნეო ბალანსების შედგენის სამუშაოთა ორგანი­ზე­ბა;

თ) წყლის კომპლექსური გამოყენებისა და დაცვის გენერალური სქე­მე­ბის შემუშავების ორგანიზება;

ი) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად და­სა­შვები ჩაშვების ნორმატივების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

კ) წყალსარგებლობის რეგულირების და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში მეთოდური მითითე­ბე­ბის, ინსტრუქციების, რეკომენდაციების მომზადება;

ლ) განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების გამოყენების ნაწილობრივად ან მთლიანად აკრძალვისათვის სათანადო წინადადებების მომზადება;

მ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

    მუხლი 12.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:  

ა) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

დ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) ნებართვის მიღების მიზნით შემოსული პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, ნარჩენებსა და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საქმიანობებზე;

ვ) ნარჩენებითა და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტ-ექსპორტის საკითხების განხილვა და სათანადო დასკვნის მომზადება;

თ) წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა;

ი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღრიცხვაში, რეგისტრაციასა და გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

კ) საშიში ქიმიური ნივთიერებების აღრიცხვაში, რეგისტრაციასა და ერთიან სახელმწიფო რეესტრის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13.

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.