,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 07/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
214
07/04/2010
სსმ, 36, 07/04/2010
0000.00.00.000000
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №214

2010 წლის 7 აპრილი

 ქ. თბილისი

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ. №73, მუხ. 685) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

81. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პერსონალური და სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.“;

ბ) ბრძანებულების №1 დანართიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე“, ,,საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“, ,,საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, ,,საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი“, ,,საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი