დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
"აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/11/2010 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 07/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016014 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (07/12/2010 - 27/07/2015)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (დროშა, გერბი; თან ერთვის ესკიზი და ესკიზის განმარტება).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №91 განკარგულება „აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე დ. თოფურია
აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:
გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი და იყოფა სამ ნაწილად: I ნაწილი – ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი – ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი; III ნაწილი – მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი, ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდ ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „აბაშა“.
აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი სამ ნაწილად. დროშის I ნაწილი წარმოადგენს ლაჟვარდის ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5. II ნაწილი (დროშის ცენტრალური ნაწილი) წარმოადგენს თეთრ ველს, რომელზეც გამოსახულია მეწამული ვარსკვლავი და უჭირავს დროშის სიგანის 3/5. III ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის სიგანის 1/5.
დროშის პროპორციაა 2/3.
დოკუმენტის კომენტარები