"ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.016046
  • Word
223
02/12/2010
სსმ, 158, 03/12/2010
170050000.22.027.016046
"ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 223

2010 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის                31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბ:

      მუხლი 1

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., 33, მუხ. 514) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6-მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. გამოცდის ეტაპები და პროცედურები

1. გამოცდა მოიცავს ორ ეტაპს პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს), რომლებიც ტარდება ტესტირების ფორმით. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული პროგრამის ან სხვა საშუალების გამოყენებით.

2. კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარებული ტესტირების დასრულებისას ამობეჭდილ უნდა იქნეს კანდიდატის მიერ დამუშავებული ელექტრონული ტესტების შეფასების ამონაწერის 2 ეგზემპლარი. ერთი გადაეცემა კანდიდატს, ხოლო მეორე რჩება საგამოცდო კომისიას.

3. პირი გათავისუფლდება გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან/მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან უკავია მოსამართლის თანამდებობა.

    მუხლი 7. გამოცდის პირველი ეტაპი  პროფესიული ნაწილი

1. გამოცდის პირველი ეტაპის – პროფესიული ნაწილისათვის განკუთვნილი ტესტები უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას (დანართი №2).

2. გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება ასი საკითხის შერჩევის გზით.

3. საგამოცდო ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პა­სუ­ხი არის სწორი.

4. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან აირჩიოს სწორი პასუხი.   

5. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.

6. გამოცდის პირველი ეტაპის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასებაა - 100.

7. თუ გამოსაცდელმა გამოცდის პირველ ეტაპზე დააგროვა 75 ან მეტი ქულა, იგი უფლებამოსილია გავიდეს გამოცდის მეორე ეტაპზე.

    მუხლი 8. გამოცდის მეორე ეტაპი ზოგადი უნარ-ჩვევები

1. გამოცდის მეორე ეტაპის ჩატარების წესს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა პალატა.

2. გამოსაცდელმა გამოცდის მეორე ეტაპზე უნდა დააგროვოს 70 ან მეტი ქულა.“.

3. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდის თითოეული ეტაპის ჩატარების დღეს ყველა გამოსაცდელი გამოცდის ჩატარების ადგილას უნდა გამოცხადდეს წინასწარ განსაზღვრულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტუებელი დოკუმენტი.

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საგამოცდო დრო   

1. გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს გამოცდის თითოეული ეტაპისათვის ეძლევა 3 საათი.

2. გამოსაცდლები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით და 15 წუთით ადრე.“.

5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე

საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი გამოცდის დაწყებამდე ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ჩაბარებისთვის.“.

7. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ შეფასება არ არის სწორი, იგი ვალდებულია შეცვალოს შეფასება.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

„დანართი №2

 ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა

შინაარსი

1. საკონსტიტუციო სამართალი

 2. სამოქალაქო სამართალი

 3. სამოქალაქო სამართლის პროცესი

 4. ადმინისტრაციული სამართალი

 5. სამეწარმეო სამართალი

6. ნოტარიატი

 სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცნე­ბა, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ბა (ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვა)

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცნე­ბა, არ­სი და იუ­რი­დი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ნორ­მე­ბის ად­გი­ლი სა­მარ­თლის სის­ტე­მა­ში. კონ­სტი­ტუ­ცია – მიმ­დი­ნა­რე კანონმდებლო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი ბა­ზა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის უზე­ნა­ე­სო­ბა.

თე­მა II. სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის კონ­სტი­ტუ­ცია

სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს კონ­სტი­ტუ­ცია – ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი დო­კუ­მენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სის­ტე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღებისა და გა­და­სინ­ჯვის წე­სი.

თე­მა III. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­ლე­ბის ცნე­ბა და არ­სი. სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა­ში ხალ­ხის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფორ­მე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შექ­მნი­სა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის წე­სი. სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა. სა­ხელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია. კონსტიტუციური შეთანხმება.

თე­მა IV. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ცნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის წე­სი და სა­ფუძ­ვლე­ბი.უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი. ბავ­შვე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეც­ვლის წე­სი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის წე­სი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ საქ­მე­თა გა­დაწ­ყვე­ტის წე­სი.

თე­მა V. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

ადამიანის ძირითადი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის ცნე­ბა და იუ­რი­დი­უ­ლი ბუ­ნე­ბა. ძირითადი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი, მა­თი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­ჩივ­რი­სა და პე­ტი­ცი­ის უფ­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა არა­კა­ნო­ნი­ე­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბის უფ­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლო წე­სით დაც­ვის (სამართლიანი სასამართლოს) უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. უც­ხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ­მქო­ნე პი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თავ­შე­საფ­რის უფ­ლე­ბა.

თე­მა VI. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებრი­ვი მოწ­ყო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი. ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი – ქა­ლა­ქი, მუნიციპალიტეტი, სო­ფე­ლი, და­ბა, თე­მი.

თე­მა VII. სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა. მა­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და საქმიანობის კონ­სტი­ტუ­ციუ­რი პრინ­ცი­პე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის ცნე­ბა და სის­ტე­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­შტო­ე­ბა­თა შო­რის კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ლან­სის მე­ქა­ნიზ­მი.

თე­მა VIII. სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ხე­ე­ბი. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და მი­სი სტა­დი­ე­ბი.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საარჩევნო სისტემა, მისი თავისებურებანი.

თე­მა IX. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი – სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და, კომ­პე­ტენ­ცია და სტრუქტურა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სი. სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის ხა­სი­ა­თი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აქ­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სე­სი­ე­ბი და პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბი. საკა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სი და მისი სტადიები.

თე­მა X. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სი და პი­რო­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი. პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რი. პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი. ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცია. პრეზიდენტის უფლებამოსილებანი, დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან. პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ნი, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. სუს­პენ­ზი­უ­რი ვე­ტოს უფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის წე­სი (იმ­პიჩ­მენ­ტი). სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თალ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა.

თემა XI. საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი სტატუსი. მთავრობის შემადგენლობა, სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი. მთავრობის წევრთა უფლებამოსილების მოხსნის წესი და პირობები. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან. მთავრობის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.

საქართველოს პროკურატურის სტატუსი, პროკურატურის ორგანოთა სისტემა. უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

თე­მა XII. სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი

სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მა. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღლესი საბ­ჭო, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მა, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო, მი­სი ფორ­მი­რე­ბის წე­სი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლო­ე­ბი.

სააპელაციო სასამართლოები.

მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს შექ­მნის წე­სი, კომ­პე­ტენ­ცია. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბით შეს­ვლის უფ­ლე­ბა.

მო­სა­მარ­თლე­თა საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტი­ე­ბი.

საქართველოს ადვოკატურა.

თე­მა XIII. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი საფუძვლები

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ცნე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­ს სის­ტე­მა. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს კონ­სტი­ტუ­ცია.

საქართველოს კონსტიტუციური კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი “სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შესახებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ”.

საქართველოს კა­ნო­ნი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი „კონტროლის პალატის შესახებ“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

 

 სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის ად­გი­ლი სა­მარ­თლის სის­ტე­მა­ში. კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­მარ­თა­ლი. სამოქა­ლა­ქო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნო­ნის შეს­ვლა ძა­ლა­ში. კანო­ნი­სა და სა­მარ­თლის ანალოგია. სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­თა უკუქ­ცე­ვი­თი ძა­ლა. სამოქალა­ქო კა­ნონ­თა მი­ზა­ნი.

კერ­ძო სა­მარ­თლის სის­ტე­მა. სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის სის­ტე­მა. ზო­გა­დი ნა­წი­ლის ცნე­ბა, მნიშვნელო­ბა და სა­ხე­ე­ბი.

დის­პო­ზი­ცი­უ­რი და იმ­პე­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალ­ში.

თე­მა II. პი­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თალ­ში

ა) ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი

უფ­ლე­ბა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა. ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ცნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა. ქმედუუნაროდ პი­რის მიჩ­ნე­ვის სა­ფუძ­ვლე­ბი (ასა­კი, ჯან­მრთე­ლო­ბა). შეზ­ღუ­დუ­ლი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

სა­ხე­ლის უფ­ლე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ხე­ლი. კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ხე­ლი.

პი­რა­დი არა­ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი: სა­ხე­ლი, პა­ტი­ვი, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვრე­ბის                       საიდუმ­ლოება, პი­რა­დი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია.

უფ­ლე­ბა სა­კუ­თარ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე. პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა გარდაცვალების შემ­დეგ.

საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. რამ­დე­ნი­მე საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. არ­ჩე­ვით საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და კა­ნო­ნით საც­ხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. საც­ხოვ­რე­ბე­ლი ადგილის გა­უქ­მე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა პი­რის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

პი­რის აღი­ა­რე­ბა უგ­ზო-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად, მისი შე­დე­გე­ბი.

პი­რის გა­მოც­ხა­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლად და მისი შე­დე­გე­ბი.

ბ) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ცნე­ბა და ნიშ­ნე­ბი. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­ხე­ე­ბი: კერ­ძო სა­მარ­თლი­სა და              სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი. სა­მე­წარ­მეო (კომერციული) და არა­სა­მე­წარ­მეო                        (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი.

სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი და მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სამოქალაქო-სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კერ­ძო­ სა­მარ­თლებრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა. ზო­გა­დი და სპე­ცი­ა­ლუ­რი უფლებაუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­ხელ­წოდე­ბა (საფირმო სახელწოდება).

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება, რეგისტრაცია, წესდების სამართლებრივი ბუნება. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიული პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი (გაერთიანება).

თე­მა III. გა­რი­გე­ბა­ნი

ზო­გა­დი ნორ­მე­ბი გა­რი­გე­ბა­თა შე­სა­ხებ.

გა­რი­გე­ბის ცნე­ბა. ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ნამ­დვი­ლო­ბა. მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ამო­რა­ლუ­რი                 გა­რი­გე­ბა­ნი. გა­რი­გე­ბის ბა­თი­ლო­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის                არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის, ქმე­დუ­უ­ნა­რო­ბის ან ფსი­ქი­კუ­რი მოშ­ლი­ლო­ბის გა­მო. მოჩ­ვე­ნე­ბი­თი და              თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბა­ნი. ფორ­მის და­უც­ვე­ლად და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა. გა­რი­გე­ბის კონ­ვერ­სია. გა­რი­გე­ბის ნა­წი­ლის ბა­თი­ლო­ბა. და­დას­ტუ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­რი­გე­ბა­თა ბა­თი­ლო­ბი­სას.

ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რო­გორც გა­რი­გე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის პი­რო­ბა.

არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­ერ და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა. არას­რულ­წლო­ვა­ნის ემან­სი­პა­ცია.                              წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა.

გა­რი­გე­ბის ფორ­მა.

სა­ცი­ლო გა­რი­გე­ბა­ნი.

შეც­დო­მით და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი. მოტ­ყუ­ე­ბით და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი. იძუ­ლე­ბით                       და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი.

პი­რო­ბი­თი გა­რი­გე­ბა­ნი.

პი­რო­ბი­თი გა­რი­გე­ბის ცნე­ბა. ამო­რა­ლუ­რი პი­რო­ბა. ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და              ნე­გა­ტი­უ­რი პი­რო­ბა. გა­რი­გე­ბე­ბი გა­და­დე­ბის და გა­უქ­მე­ბის პი­რო­ბით.

თან­ხმო­ბა გა­რი­გე­ბებ­ში.

წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გა­რი­გე­ბებ­ში.

თე­მა IV. ვა­დე­ბი. ხან­დაზ­მუ­ლო­ბა

ვა­დე­ბის გა­მოთ­ვლა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბა. მოთ­ხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბი არ ვრცელ­დე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დე­ბი. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დაწ­ყე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დე­ნის შე­ჩე­რე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის დე­ნის შეწ­ყვე­ტა. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­და სა­ნივ­თო                მოთ­ხოვ­ნა­თა მი­მართ. ვალ­დე­ბუ­ლი პი­რის უფ­ლე­ბა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლი­სას.                       და­მა­ტე­ბი­თი მოთ­ხოვ­ნის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­და. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის შეც­ვლის და­უშ­ვებ­ლო­ბა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით.

სა­ნივ­თო (ქო­ნებ­რი­ვი) სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ქო­ნე­ბა

ქო­ნე­ბის ცნე­ბა. ნივ­თის სა­ხე­ე­ბი. არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თის ცნე­ბა. აქ­ცე­სო­რუ­ლი და შეზ­ღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი. ნივ­თი­სა და უფ­ლე­ბის ნა­ყო­ფი.

თე­მა II. მფლო­ბე­ლო­ბა

მფლო­ბე­ლო­ბის ცნე­ბა და სა­ხე­ე­ბი. მფლო­ბე­ლო­ბის შეწ­ყვე­ტა, მე­სა­კუთ­რედ ყოფ­ნის პრე­ზუმ­ფცია. კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მფლო­ბე­ლი, მი­სი უფ­ლე­ბე­ბი, არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი                მფლო­ბე­ლი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მფლო­ბე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნა                     ხან­დაზ­მუ­ლო­ბით.

თე­მა III. სა­კუთ­რე­ბა

სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი. უკა­ნო­ნო მფლო­ბე­ლო­ბი­დან ნივ­თის გა­მოთ­ხო­ვის უფ­ლე­ბა.   მე­სა­კუთ­რის მი­ერ ნივ­თით სარ­გებ­ლო­ბის ხე­ლის­შემ­შლე­ლი მოქ­მე­დე­ბის აღ­კვე­თის მოთ­ხოვ­ნა.              სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა.

 თემა IV. საკუთრების შეძენა და დაკარგვა

საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე. პირობადადებული საკუთრება. საკუთრების შეძენა უპატრონო ნივთზე. ნაპოვარი. განძი. თანასაკუთრება შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

თე­მა V. სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნა უფ­ლე­ბებ­სა და მოთ­ხოვ­ნებ­ზე

უფ­ლე­ბებ­სა და მოთ­ხოვ­ნებ­ზე სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მოთ­ხოვ­ნის დათ­მო­ბა. ვა­ლის გა­და­კის­რე­ბა.

თე­მა VI. ბი­ნის სა­კუთ­რე­ბა მრა­ვალ­ბი­ნი­ან სახ­ლებ­ში

მრა­ვალ­ბი­ნი­ან სახ­ლებ­ში ბი­ნის სა­კუთ­რე­ბის ცნე­ბა. ბი­ნის უპი­რა­ტე­სი შეს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა.                 წი­ლის გან­საზ­ღვრა სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა­ში. ბი­ნის სა­კუთ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია სა­ჯა­რო რე­ეს­ტრში. ურ­თი­ერ­თო­ბა­ნი ბი­ნის მე­სა­კუთ­რე­თა შო­რის.

თე­მა VII. სხვი­სი სა­კუთ­რე­ბით შეზ­ღუ­დუ­ლი სარ­გებ­ლო­ბა

ა) აღ­ნა­გო­ბა

აღ­ნა­გო­ბის ცნე­ბა. აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი.

აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა. საზ­ღა­უ­რი აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბი­სათ­ვის. აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია. აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა.

ბ) უზუფ­რუქ­ტი

უზუფ­რუქ­ტის ცნე­ბა. უზუფ­რუქ­ტის სა­ხე­ე­ბი. უზუფ­რუქ­ტუ­ა­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი.        უზუფ­რუქ­ტის შეწ­ყვე­ტა.

გ) სერ­ვი­ტუ­ტე­ბი

სერ­ვი­ტუ­ტის ცნე­ბა. სერ­ვი­ტუ­ტის პი­რო­ბე­ბი. ნა­გე­ბო­ბის მოვ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მი­წის გა­ყო­ფის შე­დე­გე­ბი. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. პი­რა­დი სერ­ვი­ტუ­ტი.

თე­მა VIII. სა­კუთ­რე­ბა, რო­გორც მოთ­ხოვ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა

ა) გი­რავ­ნო­ბა

ცნე­ბა. მოძ­რა­ვი ნივ­თე­ბი­სა და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის და­გი­რა­ვე­ბის წე­სი. გირავნობის სახეები. რეგისტრირებული გირავნობა. გარიგების დადება გირავნობის საგანზე. გი­რავ­ნო­ბის გა­უქ­მე­ბის  სა­ფუძ­ვლე­ბი. გი­რავ­ნო­ბის საგ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია. გი­რა­ოს გას­ხვი­სე­ბის შე­დე­გე­ბი.

ბ) იპო­თე­კა

ცნე­ბა. სა­ერ­თო იპო­თე­კა. იპო­თე­კის რე­გის­ტრა­ცია. ნივ­თის დატ­ვირ­თვა იპო­თე­კით                            რამ­დენ­ჯერ­მე. მე­სა­კუთ­რის უფ­ლე­ბა კრე­დი­ტო­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სას. იპო­თე­კის გა­დას­ვლა ახალ                კრე­დი­ტორ­ზე. იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ნივ­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სი. ნივ­თის იძუ­ლე­ბით მარ­თვა (სეკ­ვეს­ტრი).

თე­მა IX. სა­ჯა­რო რე­ეს­ტრი

სა­ჯა­რო რე­ეს­ტრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. რე­ეს­ტრში ჩა­ნა­წე­რის უტ­ყუ­ა­რო­ბი­სა და სის­რუ­ლის პრე­ზუმ­ფცია. რე­გის­ტრი­რე­ბულ უფ­ლე­ბა­თა რი­გი­თო­ბა.

ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­თი სა­მარ­თა­ლი

ზო­გა­დი ნა­წი­ლი

თე­მა I. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ

ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ცნე­ბა და სა­ხე­ე­ბი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­სა­დე­ბად გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ანაზ­ღა­უ­რე­ბა.

თე­მა II. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და სა­ხე­ე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის                       და­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

 თე­მა III. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის წე­სი (ოფერ­ტი, აქ­ცეპ­ტი). ქუ­ჩა­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის               თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა.

თე­მა IV. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი (არ­სე­ბი­თი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, შემ­თხვე­ვი­თი პი­რო­ბე­ბი).                             ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი. მე­სა­მე პირ­თა სა­სარ­გებ­ლოდ და­დე­ბუ­ლი                         ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

თე­მა V. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გას­ვლა

თე­მა VI. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა

თე­მა VII. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა

ზი­ა­ნის ანაზ­ღა­უ­რე­ბის მოთ­ხოვ­ნა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­სა­და­გე­ბა შეც­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სად­მი. უა­რი გრძელ­ვა­დი­ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბით ურ­თიერ­თო­ბებ­ზე. მო­ვა­ლის მი­ერ ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დროს.

თე­მა VIII. მოთ­ხოვ­ნის უზ­უნ­ველ­ყო­ფის და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, ბე, მო­ვა­ლის გა­რან­ტია.

თე­მა IX. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა

ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა მი­სი შეს­რუ­ლე­ბით, ნო­ვა­ცი­ით, დე­პო­ნი­რე­ბით,                                           ურ­თი­ერ­თმოთ­ხოვ­ნა­თა გაქ­ვით­ვით, ვა­ლის პა­ტი­ე­ბით. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა, რო­ცა მო­ვა­ლე და კრე­დი­ტო­რი ერ­თი და იგი­ვე პი­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა მო­ვა­ლის ან                           კრე­დი­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის გა­მო.

თე­მა X. კრე­დი­ტორ­თა ან მო­ვა­ლე­თა სიმ­რავ­ლე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში

სო­ლი­და­რუ­ლი კრე­დი­ტო­რე­ბი. სო­ლი­და­რუ­ლი მო­ვა­ლე­ე­ბი.

 გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი

თე­მა XI. ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. გამ­ყიდ­ვე­ლი­სა და მყიდ­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ნივ­თის შემ­თხვე­ვით და­ღუპ­ვის რის­კის გა­დას­ვლა. ნას­ყი­დო­ბა გა­დახ­დის გან­ვა­დე­ბით. გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა. ოფ­ცია. უპი­რა­ტე­სი შეს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა. ნას­ყი­დო­ბა ნივ­თის                     მო­წო­ნე­ბის პი­რო­ბით.

თე­მა XII. გაც­ვლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

თე­მა XIII. ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. ჩუ­ქე­ბის ხალ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა. სა­ჩუქ­რის და­პი­რე­ბა. შე­წი­რუ­ლო­ბა. ჩუ­ქე­ბის გა­უქ­მე­ბა და გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი ნივ­თის გა­მოთ­ხო­ვა.

თე­მა XIV. ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა.

თავი XV. ლიზინგის ხელშეკრულება

თე­მა XVI. იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მი­სი გან­სხვა­ვე­ბა ქი­რავ­ნო­ბის                                        ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­სა­გან. მი­წის იჯა­რა ინ­ვენ­ტარ­თან ერ­თად. იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოშ­ლა.

თე­მა XVII. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა.

თე­მა XVIII. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. სეს­ხის ზე­პი­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა. პრო­ცენ­ტი               სეს­ხი­სათ­ვის. ვა­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოთ­ხოვ­ნის უფ­ლე­ბა. სეს­ხის შე­პი­რე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის            შეწ­ყვე­ტა.

თე­მა XIX. და­ვა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

და­ვა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. და­ვა­ლე­ბის                   გა­დან­დო­ბა მე­სა­მე პი­რი­სათ­ვის. და­ვა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა. მარ­წმუ­ნებ­ლი­სა და                 რწმუ­ნე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­დე­გე­ბი.

თე­მა XX. სა­კუთ­რე­ბის მინ­დო­ბა

სა­კუთ­რე­ბის მინ­დო­ბის ცნე­ბა. მინ­დო­ბი­ლი მე­სა­კუთ­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. მინ­დო­ბი­ლი მე­სა­კუთ­რი­სათ­ვის ხარ­ჯე­ბის ანაზ­ღა­უ­რე­ბა. მინ­დო­ბი­ლი მე­სა­კუთ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

თე­მა XXI. შუამავლობის ხელშეკრულება

შუამავლობის ხელშეკრულების ცნება და შინაარსი. ექსკლუზიური დავალება. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა. შუამავლობა ბინის ქირავნობისას. შუამავლობა სესხებისას.

თე­მა XXII. მი­ბა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

მი­ბა­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მხა­რე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი.                   გვა­როვ­ნუ­ლი ნივ­თის მი­ბა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. სას­ტუმ­რო­ში მი­ბა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი.

თე­მა XXIII. ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის (ამ­ხა­ნა­გო­ბის) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

ამ­ხა­ნა­გო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა. ამ­ხა­ნა­გო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი.    ამ­ხა­ნა­გო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან ერთ-ერ­თი                    მო­ნა­წი­ლის გას­ვლის შე­დე­გე­ბი. ამ­ხა­ნა­გო­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი და წე­სი.

თე­მა XXIV. სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

სა­მის­დღე­შიო რჩე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ცნე­ბა და ში­ნა­არ­სი. მარ­ჩე­ნა­ლი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი            ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა. მარ­ჩე­ნა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის            შე­დე­გე­ბი.

სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ქორ­წი­ნე­ბის წე­სი და პი­რო­ბე­ბი

ქორ­წი­ნე­ბის ცნე­ბა. და­ქორ­წი­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი. და­ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ქორ­წი­ნე­ბის                      და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ხელ­მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბის წე­სი.

თე­მა II. ქორ­წი­ნე­ბის შეწ­ყვე­ტა

ქორ­წი­ნე­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი. გან­ქორ­წი­ნე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბა. გან­ქორ­წი­ნე­ბის წე­სი.               ქორ­წი­ნე­ბის აღ­დგე­ნა გარ­დაც­ვლი­ლად გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბი­სას.                            მსჯავ­რდა­დე­ბულ მე­უღ­ლეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის წე­სი.

თე­მა III. ქორ­წი­ნე­ბის ბა­თი­ლო­ბა

ქორ­წი­ნე­ბის ბა­თი­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ქორ­წი­ნე­ბის ბა­თი­ლო­ბის მო­მენ­ტი.

თე­მა IV. მე­უღ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი

მე­უღ­ლე­თა პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბი. კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. მე­უღ­ლე­თა სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მე­უღ­ლე­თა ურ­თი­ერ­თრჩე­ნის             მო­ვა­ლე­ო­ბა.

თე­მა V. შვი­ლე­ბა

შვი­ლე­ბის ცნე­ბა. შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია. მშვი­ლე­ბე­ლი.              შვი­ლად აყ­ვა­ნა მე­უღ­ლე­ე­ბის მი­ერ. მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბა გაშ­ვი­ლე­ბი­სას. მე­ურ­ვე­ო­ბა­ში მყო­ფი            ბავ­შვის შვი­ლე­ბა. ათი წლის ასაკს მიღ­წე­უ­ლი ბავ­შვის შვი­ლე­ბა. ნაშ­ვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ნი ღვიძლ მშობ­ლებ­თან. შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­უქ­მე­ბა და მი­სი შე­დე­გე­ბი. შვი­ლად აყ­ვა­ნის ბა­თი­ლად ცნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლე­ბი.

თე­მა VI. მე­ურ­ვე­ო­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა

მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ცნე­ბა. მე­ურ­ვე­ო­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა. მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და               მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი. მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის და­წე­სე­ბა. მე­ურ­ვის ან მზრუნ­ვე­ლის და­ნიშ­ვნის წე­სი. მე­ურ­ვის და მზრუნ­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბი. მე­ურ­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. მე­ურ­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­, შეზ­ღუდ­ვა. მე­ურ­ვი­სა და მზრუნ­ვე­ლის                     გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბი­სა­გან. მე­ურ­ვე­ო­ბის შეწ­ყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი.

მემ­კვიდ­რე­ო­ბითი სა­მარ­თა­ლი

თე­მა I. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი

მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცნე­ბა. მამ­კვიდ­რე­ბე­ლი. მემ­კვიდ­რე­ე­ბი. თა­ნა­მემ­კვიდ­რე­ე­ბი. უღირ­სი                   მემ­კვიდ­რე. სამ­კვიდ­რო (სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბა). სამ­კვიდ­როს გახ­სნა. სამ­კვიდ­როს გახ­სნა კომ­ლში.

თე­მა II. მემ­კვიდ­რე­ო­ბა კა­ნო­ნით

კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ე­ბი. კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­თა რი­გი­თო­ბა. არაშ­რო­მი­სუ­ნა­რი­ან პირ­თა                უფ­ლე­ბე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სას. მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ცოც­ხლად დარ­ჩე­ნი­ლ           მე­უღ­ლი­სათ­ვის. უმ­კვიდ­რო ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა ხა­ზი­ნა­ზე.

თე­მა III. მემ­კვიდ­რე­ო­ბა ან­დერ­ძით

ან­დერ­ძის ცნე­ბა. ერ­თობ­ლი­ვი ან­დერ­ძი. წი­ლის გან­საზ­ღვრა მო­ან­დერ­ძის მი­ერ. ან­დერ­ძით               მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა.

თე­მა IV. ან­დერ­ძის ფორ­მა

სა­ნო­ტა­რო ფორ­მა. ში­ნა­უ­რუ­ლი ან­დერ­ძი. და­ხუ­რუ­ლი ან­დერ­ძი.

თე­მა V. მემ­კვიდ­რის მემ­კვიდ­რის და­ნიშ­ვნა

თე­მა VI. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლი

სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის ცნე­ბა. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის გან­საზ­ღვრა. უა­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბა­ზე. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა.

თე­მა VII. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რი (ლე­გა­ტი)

ლე­გა­ტის ცნე­ბა. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რის სა­გა­ნი. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რის შეს­რუ­ლე­ბის                     ფარ­გლე­ბი და ვა­და. სა­ან­დე­რძო და­ნა­კის­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბი­სას. უა­რი სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რის მი­ღე­ბა­ზე. სა­ან­დერ­ძო და­ნა­კის­რი სა­ერ­თო სა­სარ­გებ­ლო მიზ­ნით.

თე­მა VIII. ან­დერ­ძის შეც­ვლა ან მოშ­ლა

ან­დერ­ძის შეც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ან­დერ­ძის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მოც­ხა­დე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი.

თე­მა IX. ან­დერ­ძის აღ­სრუ­ლე­ბა

თე­მა X. სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა და უა­რი მის მი­ღე­ბა­ზე

სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა. სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის ვა­და და ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა. სამ­კვიდ­როს გან­კარ­გვის და­უშ­ვებ­ლო­ბა. მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ტრან­სმი­სია. უა­რის თქმა სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა­ზე.

თე­მა XI. სამ­კვიდ­როს გა­ყო­ფა

სამ­კვიდ­როს გა­ყო­ფის წე­სის გან­საზ­ღვრა მო­ან­დერ­ძის მი­ერ. სა­ჩუქ­რის ჩათ­ვლა მო­ან­დერ­ძის წილ­ში. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის გა­ყო­ფა მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის. სა­ად­გილ­მა­მუ­ლო მე­ურ­ნე­ო­ბის გა­დას­ვლა მემ­კვიდ­რე­ო­ბით. ჩა­სა­ხუ­ლი მემ­კვიდ­რის უფ­ლე­ბა სამ­კვიდ­როს გა­ყო­ფი­სას. წი­ლის        მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. წი­ლის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა. წი­ლის გა­თა­ნაბ­რე­ბა.              მემ­კვიდ­რის გა­მო­უც­ხა­დებ­ლო­ბის შე­დე­გე­ბი. უპი­რა­ტე­სი მემ­კვდრე­ო­ბის უფ­ლე­ბა.

თე­მა XII. კრე­დი­ტო­რე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­თა მი­ერ

თე­მა XIII. სამ­კვიდ­როს დაც­ვა

თე­მა XIV. სამ­კვიდ­რო მოწ­მო­ბა

სამოქალაქო სამართლის პროცესი

თე­მა I. სასამართლო

სამართალწარმოების ძირითადი დებულებები. უწყებრივი ქვემდებარეობა. განსჯადობა. სასამართლოს შემადგენლობა. აცილება. პროცესის ხარჯები. საპროცესო უზრუნველყოფა. საპროცესო ვადები. სასამართლო შეტყობინება და დაბარება.

თე­მა II. მხარეები

მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. საპროცესო თანამონაწილეობა. მესამე პირები. წარმომადგენლობა სასამართლოში.

თე­მა III. სასამართლო მტკიცებულებები

მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა. ადგილზე დათვალიერება. მხარეთა ახსნა-განმარტებები. წერილობითი მტკიცებულება. მოწმეთა ჩვენება. ნივთიერი მტკიცებულება. ექსპერტის დასკვნა.

­ თე­მა IV. სასარჩელო წარმოება

საქმეების განხილვა I ინსტანციით. შეგებებული სარჩელი. სარჩელის უზრუნველყოფა. საქმის მომზადება მთავარ სხდომაზე განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო განჩინება. სასამართლო ოქმი.

თე­მა V. გამარტივებული წარმოება

თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა. დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი.

თემა VI. უდავო წარმოება

ზოგადი დებულებები. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება. მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება. დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდენო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება). ქონების უპატრონოდ ცნობა. შვილად აყვანა.

თემა VII. საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებები

საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი. წარმოება რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

თემა VIII. სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

აპელაციის დასაშვებობა. საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კასაციის დასაშვებობა. საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი.

თემა IX. საქმის წარმოების განახლება

განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი. გარდამავალი დებულებები.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

ადმინისტრაციული სამართალი

 თე­მა I. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი

 ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულება, სამართლებრივი დახმარების პირობა და ფარგლები, უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, სამართლებრივ დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება,

დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება, საზოგადოებრივი ექსპერტი, საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა, საექსპერტო დასკვნის იურიდიული ძალა, საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა.

თე­მა II. ინფორმაციის თავისუფლება

 პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა, საჯარო რეესტრი, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია, პერსონალური მონაცემების საიდუმლოება, მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურება.

 თე­მა III. ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მიმართვის უფლება

თე­მა IV.  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, გაცემა და გაცემაზე უარი

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა.

თე­მა V. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სახეები

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები.

თე­მა VI. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა.

თე­მა VII. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

სა­მე­წარ­მეო სა­მარ­თა­ლი

ზოგადი ნაწილი

თე­მა I. სა­მე­წარ­მეო (კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­მი­ა­ნო­ბის ცნე­ბა

სა­მე­წარ­მეო (კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­მი­ა­ნო­ბის მარ­თლზო­მი­ე­რე­ბა, არა­ერ­თჯე­რა­დო­ბა, მო­გე­ბის               მი­ზა­ნი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა. არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) საქ­მი­ა­ნო­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის ცნე­ბა.

თე­მა II. სა­წარ­მო­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მე­ბი

სა­წარ­მოს ცნე­ბა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მო. სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა (სპს). კო­მან­დი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (კს). შეზ­ღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა (შპს).              სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (სს). კო­ო­პე­რა­ტი­ვი. პარ­ტნი­ო­რის ცნე­ბა. ფი­ზი­კუ­რი პი­რი, იუ­რი­დი­უ­ლი              პი­რი და სა­ხელ­მწი­ფო, რო­გორც პარ­ტნი­ო­რე­ბი. რე­გის­ტრა­ცი­ის ცნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ცნე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ზო­გა­დი უფ­ლე­ბა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

თე­მა III. საწარმოს და­ფუძ­ნე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი

სა­მე­წარ­მეო რე­ეს­ტრის ცნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა. სა­წარ­მო­თა რე­გის­ტრა­ცი­ის მოთ­ხოვ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. რე­გის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ფაქ­ტე­ბი. რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა.                         რე­გის­ტრა­ცი­ის სის­წო­რის პრე­ზუმ­ფცია. რე­გის­ტრა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრე­ზუმ­ფცია.

თე­მა IV. სა­წარ­მო­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ცნე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პი­რო­ბე­ბი. კრე­დი­ტო­რის ცნე­ბა. მე­სა­მე პი­რის ცნე­ბა. შე­სა­ტა­ნის ცნე­ბა. ფუ­ლა­დი და არა­ფუ­ლა­დი შე­სა­ტა­ნე­ბი. შე­სა­ტა­ნის შე­ტა­ნის წე­სი. შე­სა­ტა­ნის შემ­ცი­რე­ბა სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის შემ­ცი­რე­ბით. პარ­ტნი­ორ­თა თა­ნას­წო­რუფლე­ბი­ა­ნო­ბის                      პრინ­ცი­პები.

 თე­მა V. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი. სა­ერ­თო კრე­ბა.                                 ხელმძღვა­ნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­თა შეზ­ღუდ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლობის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა. კონ­კუ­რენ­ცი­ის აკრძალ­ვა.                სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მტკი­ცე­ბის ტვირ­თი. იმ­პე­რატიული ნორ­მა                   რეგ­რე­სუ­ლი ანაზ­ღა­უ­რე­ბის მოთ­ხოვ­ნის შე­სა­ხებ. სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის                      უზრუნ­ველ­ყო­ფა. სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო.

თე­მა VI. ხან­გრძლი­ვო­ბა. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია. ლიკ­ვი­და­ცია   

ხან­გრძლი­ვო­ბა. სპს-ის, კს-ის, შპს-ის, სს-ისა და კო­ო­პე­რა­ტი­ვის ლიკ­ვი­და­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლიკ­ვი­და­ციისას ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­წარ­მო­თა შერ­წყმა, გა­ყო­ფა ნა­ტუ­რით.

თე­მა VII. ხან­დაზ­მუ­ლო­ბა. გა­სა­ჩივ­რე­ბის ვა­დე­ბი

ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ცნე­ბა. პრე­ტენ­ზი­ის ცნე­ბა.

თე­მა VIII. ფი­ლი­ა­ლე­ბი

ფი­ლი­ა­ლის ცნე­ბა. ფი­ლი­ა­ლის რე­გის­ტრა­ცია. საზ­ღვარ­გა­რე­თის სა­წარ­მო­თა ფი­ლი­ა­ლის                  რე­გის­ტრა­ცია.

კერ­ძო ნა­წი­ლი

თე­მა IX. სო­ლი­და­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ცნე­ბა. პარ­ტნი­ორ­თა კრე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. პარ­ტნი­ო­რის კონ­ტრო­ლის                    უფ­ლე­ბა. ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. წი­ლი კა­პი­ტა­ლის გას­ხვი­სე­ბა. პარ­ტნი­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

თე­მა X. კო­მან­დი­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ცნე­ბა. კონ­კუ­რენ­ცი­ის აკ­რძალ­ვა. კო­მან­დი­ტის კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის                     ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. მო­გე­ბა და ზა­რა­ლი. კო­მან­დი­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. კო­მან­დი­ტის წი­ლის                გას­ხვი­სე­ბა ან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მა.

თე­მა XI. შეზ­ღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ცნე­ბა. შპს-ის გან­სხვა­ვე­ბა სს-გან. სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლი. პარ­ტნი­ო­რის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი. წი­ლის გას­ხვი­სე­ბა. წი­ლის ცნე­ბა. წი­ლის გას­ხვი­სე­ბას გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა­ნი. და­მა­ტე­ბი­თი შე­ნა­ტა­ნე­ბის გა­დახ­და.

პარ­ტნი­ორ­თა კრე­ბის მოწ­ვე­ვა. კონ­ტრო­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე. კრებაზე                 გა­დაწ­ყვეტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა.

თე­მა XII. სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ცნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი. აქ­ცი­ა­თა ფორ­მე­ბი. აქ­ცი­ის ცნე­ბა და აქ­ცი­ა­თა სა­ხე­ე­ბი.                             ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი. აქ­ცი­ის ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. აქ­ცი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბის                წე­სი. ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის კა­პი­ტა­ლის სხვა ფორ­მე­ბი.

აქ­ცი­ო­ნერ­თა უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სა­ერ­თო კრე­ბა და მისი კომ­პე­ტენ­ცია.                             სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო და მი­სი კომ­პე­ტენ­ცია. დი­რექ­ტო­რე­ბი.

წლი­უ­რი ან­გა­რი­ში და მო­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ქო­ნე­ბის მოვ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რე­ვი­ზია.                      კა­პი­ტა­ლის შე­ძე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

თე­მა XIII. კო­ო­პე­რა­ტი­ვი

ცნე­ბა. პაი. კო­ო­პე­რა­ტივ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. წევ­რის გას­ვლა კო­ო­პე­რა­ტი­ვი­დან. სა­ერ­თო კრე­ბა.               წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კრე­ბა. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო. გამ­გე­ო­ბა. დი­რექ­ტო­რე­ბი.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997 წ.

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, 1994 წ.

ნოტარიატი

1. ნოტარიატის წარმოშობის ისტორია. ნოტარიატის სისტემები თანამედროვე მსოფლიოში.

2. ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირი.

3. მმართველობა და თვითმმართველობა ნოტარიატის სისტემაში.

4. ნოტარიატის კომპეტენცია და მისი ადგილი სამოქალაქო ბრუნვაში.

5. სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების ძირითადი მოთხოვნები (ვადები, შესრულების გადადება, შეჩერება, უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე).

6. გარიგების დამოწმების ზოგადი წესი, პირობები და შედეგები.

7. კანონით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები. მათი შესრულების ფარგლები და სპეციფიკა.

8. საზღვაო პროტესტი.

9. სანოტარო საქმიანობის განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა და სამსახურებრივი დაზღვევა.

10. მინდობის, დავალების და რწმუნების დადასტურების თავისებურებანი (მათი მოქმედების ვადა. მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები. გადანდობის უფლება).

11. ნოტარიუსის შემოსავლის დაბეგვრის წესი.

12. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები.

13. თანამდებობის პირების მიერ იმ ანდერძებისა და რწმუნებულებების დადასტურება, რომლებიც უთანაბრდება სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს.

14. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ და მათთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი და პირობები.

15. დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის დადასტურების წესი. დუბლიკატი.

16. დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების წესი.

17. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის სანოტარო წესით დადასტურება.

18. მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის სანოტარო წესით დადასტურება.

19. მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის სანოტარო წესით დადასტურება.

20. მოქალაქეთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა განცხადებების მიღების წესი, დოკუმენტთა შესანახად მიღება.

21. ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება.

22. სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

23. ქონების წილზე საკუთრების მოწმობის, მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

24. საზღვარგარეთ სამოქმედოდ გაცემულ დოკუმენტთა სანოტარო წესით დამოწმების წესი და თავისებურებანი „ლეგალიზაცია, აპოსტილი”.

25. საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლება მემკვიდრეობასა და საკუთრებაზე.

26. არასამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფუძნების და რეორგანიზაციისათვის საჭირო დოკუმენტთა დამოწმების წესი და პირობები.

27. სამეწარმეო იურიდიულ პირთა დაფუძნების და რეორგანიზაციისათვის საჭირო დოკუმენტთა დამოწმების წესი და პირობები.

28. საქორწინო ხელშეკრულება, მისი დამოწმების წესი.

29. წილის განკარგვის დადასტურების წესი და პირობები კომერციულ საზოგადოებებში.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ.“

საქართველოს კანონი „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახე“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.