„აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის N387/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 397/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 07/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016019
  • Word
397/ნ
07/12/2010
სსმ, 160, 07/12/2010
470230000.22.035.016019
„აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის N387/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №397/ნ

2010 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის №387/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 24 ნოემბრის №387/ნ ბრძანებით (სსმ III, 2009 წელი, 145, მუხ.1690) დატკიცებული „აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების“ პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. აფთიაქს შიდა და გარე პერიმეტრზე უნდა გააჩნდეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.

შენიშვნა:აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების“ პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა 2011 წლის 1 თებერვლიდან სავალდებულოა მხოლოდ ქ. თბილისში ფუნქციონირებადი აფთიაქებისათვის. სხვა ტერიტორიებზე ფუნქციონირებადი აფთიაქებისათვის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობის მოთხოვნა შემოღებული იქნება ეტაპობრივად..

    მუხლი 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოს ქ. თბილისში ფუნქციონირებადი აფთიაქების ინფორმირება შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობის აუცილებლობის შესახებ.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ურუშაძე