დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის N9 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 08/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 09/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170040.21.014.016007 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №13
2010 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში (სსმ III, 22.10.2010 წ., №136, მუხ. 1972) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დადასტურების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები.“;
ბ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია). ყოველ კონკრეტულ ტენდერში ელექტრონული გარანტიის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მეთოდით, რის თაობაზეც შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით ატყობინებს სააგენტოს;“.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტს „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სატენდერო განცხადებაში შეტანილ უნდა იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „დ“, „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირდება სატენდერო განცხადებაში.“.
3. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს:
ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ;
ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყების შემდეგ.“.
4. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს:
ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 30 კალენდარული დღით ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან.
ბ) ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში – არანაკლებ 60 კალენდარული დღით ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპიდან.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, რის თაობაზეც შემსყიდველი ორგანიზაცია წერილობით ატყობინებს სააგენტოს.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5-მე-7 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ ელექტრონული გარანტია უბრუნდება პრეტენდენტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
ბ) პრეტენდენტი შეყვანილია შავ სიაში შესაბამისი ტენდერის ჩატარების შედეგად;
გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტიის პრეტენდენტისათვის დაბრუნება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაუბრუნოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ხდება ელექტრონული გარანტიის წარდგენა და საფასურის გადახდა სისტემის გამოყენების გარეშე, ელექტრონული გარანტიის დედანი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტების ასლი მიღებისთანავე წერილობით გააგზავნოს სააგენტოში. აღნიშნული ასლის გაგზავნა ასევე უნდა მოხდეს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე info@procurement.gov.ge.“.
5. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-15 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. გარდამავალი დებულებები
1. 2010 წლის ასიგნებების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონეტარული ზღვრების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ერთგვაროვნების დადგენის მიზნებისათვის გათვალისწინებული არ იქნება 2010 წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების, ფასთა კოტირების და ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დასრულება განხორციელდება იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ამ პროცედურების დაწყების დღისათვის.“
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები