სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ

  • Word
სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 15/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
364
11/08/2000
სსმ, 73, 15/08/2000
310.150.000.05.002.001.
სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/08/2000 - 17/08/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №364

2000 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ

ბოლო პერიოდში საქართველოს ბიუჯეტზე მყოფ სამინისტროებსა და უწყებებში შეინიშნება სამსახურებრივი ავტომანქანების როგორც რაოდენობის, ისე მათ შესანახად გაწეული ხარჯების ზრდის ტენდენცია.

სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების, დაფინანსების სრულყოფისა და მათი რაოდენობისა და შესანახი ხარჯების შემცირების მიზნით:

1. დაწესდეს იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც სამსახურებრივი სარგებლობისაათვის მოემსახურებათ პერსონალური მსუბუქი ავტომანქანები №1 დანართის შესაბამისად.

2. ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალური ავტომანქანების გარდა საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო დეპარტამენტების ცენტრალური აპარატებისათვის დადგინდეს სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანებისათვის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგი ნორმატივი:

ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის 50 საშტატო ერთეულამდე – 1 ავტომანქანა, 50-100-მდე – 2 ავტომანქანა, 100-150-მდე – 3 ავტომანქანა, 150-225-მდე – 4 ავტომანქანა, 225-300-მდე – 5 ავტომანქანა, 300 და მეტი – 6 ავტომანქანა.

ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა იხელმძღვანელონ აღნიშნული ნორმატივებით.

3. სამსახურებრივი ავტომანქანის შენახვის ხარჯი, ინფლაციისა და ქვეყანაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2001 წლიდან ყოველწლიურად განისაზღვროს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. განისაზღვროს იმ სახელმწიფოებისა და უწყებების ჩამონათვალი, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის სარგებლობენ ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანით №2 დანართის შესაბამისად.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ერთ თვეში მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანების რაოდენობის განსაზღვრის ნორმატივებისა და მათი გამოყენების წესის შესახებ მთავრობის სხდომაზე განსახილველად.

6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) გამოთავისუფლებული ავტომანქანების რეალიზაცია მოახდინოს კანონით დადგენილი წესით.

7. ორგანიზაციებიდან გამოთავისუფლებული ავტომანქანების რელიზაციიდან მიღებული შემოსავლები ჩაირიცხოს ამ ორგანიზაციათა სპეციალური შემოსავლების სახაზინო ანგარიშებზე.

8. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, არჩევითი ორგანოების, აგრეთვე ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისა და მათ დაქვემდებარებული სტრუქტურებისათვის პერსონალური და სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი.

9. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

 

 

 

დანართი N 1

იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით მსუბუქი ავტომანქანები პერსონალური სარგებლობისათვის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

საქართველოს მთავრობის წევრი

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და მინისტრის მოადგილე

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ­– ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

საქართველოს პრეზიდენტის  საპარლამენტო მდივანი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული  ქვედანაყოფის უფროსი, რომელიც ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი

საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

საქართველოს სახალხო დამცველი

დსთ-ს ბიუროს უფროსი

ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის მერი

ქ. თბილისის მთავრობის პრემიერი

რაიონის გამგებელი

საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო  მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს უფროსი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

საქართველოს სახელმწიფო

კანცელარიის უფროსი                                                                                                      პ. მამრაძე

 

 

 

დანართი №2

საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ჩამონათვალი, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობენ ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებით

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი 

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს პროკურატურა

საქართველვოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

 

საქართველოს სახელმწიფო

კანცელარიის უფროსი                                                                                                      პ. მამრაძე

 

15. 02/09/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 681 - ვებგვერდი, 03/09/2013 14. 02/06/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 296 - ვებგვერდი, 110603017, 03/06/2011 13. 12/01/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 15 - ვებგვერდი, 130111, 13/01/2011 12. 10/09/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 723 - სსმ, 118, 16/09/2010 11. 13/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 494 - სსმ, 85, 14/07/2010 10. 07/04/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 214 - სსმ, 36, 07/04/2010 9. 19/10/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 721 - სსმ, 127, 20/10/2009 8. 03/06/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 299 - სსმ, 69, 08/06/2009 7. 19/05/2003 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 221 - სსმ, 47, 29/05/2003 6. 20/10/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 442 - სსმ, 105, 22/10/2002 5. 09/04/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 161 - სსმ, 33, 10/04/2002 4. 18/04/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 139 - სსმ, 42, 27/04/2001 3. 19/02/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 59 - სსმ, 16, 21/02/2001 2. 19/12/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 529 - სსმ, 122, 27/12/2000 1. 17/08/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 376 - სსმ, 75, 23/08/2000
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.