საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ

  • Word
საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 06/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
72
25/02/2001
სსმ, 20, 06/03/2001
010.340.000.05.002.001.
საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №72

2001 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ

საქართველოს რეგიონებში თანამედროვე მცირე სიმძლავრის საწარმოთა შექმნაში კერძო სექტორისადმი სახელმწიფო მხარდაჭერამ ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და საბიუჯეტო და სავალუტო შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარებისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით:

1. დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა საპრეზიდენტო პროგრამა.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) და საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ზ. ნოღაიდელი) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2002 წლის და შემდგომი წლების ინდიკატური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების ფორმირებისას, ფინანსური შესაძლებლობის კვალობაზე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინის­ტროს მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე განიხილონ საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ბიზნეს­გეგმების შემუშავებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის საკითხი.

3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი):

ა) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტროსთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინის­ტროსთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს საქართველოში საშენ მასა-ლა­თა წარმოების განვითარებას;

ბ) თანამედროვე მშენებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაააქტიუროს მუშაობა ახალ პერსპექტიულ საშენ მასალათა წარმო­ების ორგანიზაციისათვის მათი გამოყენების არეალის გაფართოებისა და პოტენციურ ინვესტორებზე ინფორმაციის მოპოვებისათვის;

გ) საშენ მასალათა წარმოების განვითარების საქმეში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კოორდინაცია გაუწიოს საშენ მასალა­თა საწარმოების რეაბილიტაციას, ხელახალ ტექნიკურ აღჭურვას, ახალ მასალათა წარმოების ორგანიზაციისა და ათვისების ბიზნესგეგმების შემუშავებას;

დ) განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში წარმოებულ და იმპორტირებულ საშენ მასალათა სრულ სერტიფიცირებას, სამშენებლო ობიექტებისათვის მაღალხარისხოვანი, გარანტირებული მარკით და სათანადო დოკუმენტაციით აღჭურვილი მასალების მიწოდებას, ნებაყოფლობით გაერთიანებულ მწარმოე­ბელთა მიერ სავაჭრო-საბითუმო ბაზების შექმნას;

ე) კოორდინაცია გაუწიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების _ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დიდი ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, აბრეშუმის გზის აღდგენის, ნავსადგურების, ტერმი­ნა­ლების, სარკინიგზო და საავტომობილო გზების, მათი ინფრა­-სტრუქტურის მშენებლობის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოე­ბისათვის მაღალხარისხოვან საშენ მასალათა შერჩევისა და მიწოდების საქმეს.

4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ბაზრის შესწავლისა და მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიიღოს ზომები საშენ მასალათა წარმოების განვითარებისათვის უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ე. შევარდნაძე

საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა საპრეზიდენტო პროგრამა

საქართველო საშენ მასალათა წარმოების უძველესი ტრადიციე­ბის მქონე ქვეყანაა.

80-იანი წლების ბოლოსათვის საშენ მასალათა მრეწველობას ქვეყ­ნის ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა თავისი მნიშვ­ნელობით, წარმოების მოცულობით, ასორტიმენტით, ტვირთბრუნვით.

უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკო­ნომიკური ცვლილებების, გატარებული რეფორმების შედეგად დღეი­სათვის აღარ არსებობს ერთიანი საშენ მასალათა მრეწველობის დარგი.

პროდუქციის გასაღების ბაზრის უქონლობამ, ენერგეტიკულმა კრიზისმა, ენერგოშემცვლელების, სატრანსპორტო ტვირთზიდვის ტარი­ფების ზრდამ, გასულ წლებში არსებულმა კრიმინოგენურმა სიტუაციამ განაპირობეს დარგის საწარმოთა მნიშვნელოვანი ნაწილის კატას­ტროფულ მდგომარეობამდე მიყვანა.

დარგის საწარმოთა და სამეცნიერო-ტექნიკურ ორგანიზაციათა იძულებითმა უმოქმედობამ ან საერთოდ გაუქმებამ გამოიწვია ათეული წლების განმავლობაში მომუშავე დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა წასვლა და პროფესიის შეცვლა, დაგროვილი გამოცდილებისა და მეცნიერული გამოკვლევების დაკარგვა.

დღეს პრივატიზებული საწარმოების მეპატრონეები, ხელმძღვა­ნელები თავიანთი პროფესიით ხშირ შემთხვევაში საწარმოში მუშაობის ცოდნისა და გამოცდილების უქონლობის გამო სწორად ვერ აფასებენ მათ წინაშე მდგომ პრობლემებს, ვერ პოულობენ ოპტიმალურ გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინამდებარე მასალის მიზანია:

– დაეხმაროს მათ და მიაწოდოს ინფორმაცია დარგის ძირითადი საწარმოების ადრინდელი სიმძლავრეების, პროფილის, ასორტიმენტის, წარმოების სქემაში არსებული ვიწრო ადგილების, ნედლეულის ბაზის, არსებული შრომითი რესურსების და გადასაწყვეტი პრობლემების შესახებ;

– განიხილოს დღეისათვის შექმნილი მდგომარეობა ქვედარგებისა და თითოეული საწარმოს მიხედვით;

– შიდა და საგარეო ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ცალკეულ საწარმოთა ამოქმედებისა და რეაბილიტაციის მიზანშეწონილობა;

– ამის შესაბამისად განსაზღვროს არსებულ საწარმოო სიმძ­ლავრეთა საჭირო მოცულობით გამოყენების ოპტიმალური ვარიანტი და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები;

– ნედლეულის გარე ტრადიციულ მომხმარებელთან კავშირ­ურთიერთობის გაწყვეტის გამო შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად გასცეს რეკომენდაციები ადგილობრივი საბადოების, წარმოების ნარჩენებისა და გადახსნითი ქანების გამოყენების თაობაზე;

– შეიმუშაოს რეკომენდაციები გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირების, ასორტიმენტის გაზრდისა და კონკურენტუნარიანი ნაწარმის გამოშვების შესახებ;

– განსაზღვროს საქართველოს რეგიონში არსებული ნედლეულის ბაზის შესაბამისად ადგილობრივი მოთხოვნილების მქონე საშენ მასალათა წარმოების განვითარების ღონისძიებები;

– განსაზღვროს ქვეყანაში საშენ მასალებზე, მათ შორის, ადგილობრივსა და იმპორტულზე არსებული მოთხოვნილებები მათი სახეობების მიხედვით;

– გასცეს რეკომენდაციები იმ სახეობათა საშენი მასალების წარმოების ორგანიზაციაზე, რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში არ იწარმოება და ხასიათითა და დანიშნულებით პერსპექტიულ მასალებს წარმოადგენენ;

– დაეხმაროს საწარმოთა მეპატრონეებს, ბიზნესმენებს, რომ­ლებიც აპირებენ საშენი მასალების დარგში ინვესტიციების ჩადებას, სწორი ორიენტაციის შერჩევაში, წარმოების ორგანიზაციის ოპტიმალური ვარიანტის განსაზღვრაში, აგრეთვე ბიზნესგეგმების შემუშავებაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში, კოორდინაცია უნდა გაუწიოს საქართველოში საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრის საქმეს.

წინამდებარე მასალა არ ისახავს მიზნად თითოეულ ცალკეულ წარმოებას განუსაზღვროს საწარმოო პროგრამა და ასორტიმენტი.

ზემოაღნიშნული ყოველი კონკრეტული შემთხვევა გათვლილ უნდა იქნეს ბიზნესგეგმაში ბაზრის მოთხოვნისა და ინვესტიციის მოცულობის შესაბამისად.

საშენ მასალათა დარგში არსებული სიმძლავრეები, მათი ამოქმედების შესაძლებლობები, ადგილობრივი ნედლეულისა და სათბობის გამოყენების რეკომენდაციები ქვედარგებისა და ცალკეული ობიექტების მიხედვით

80-იანი წლების ბოლოს საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობა თავისი მოცულობითა და მრავალფეროვნებით ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი. არსებული სიმძლავრეები (ცემენტის ქარხნების გარდა) არა მარტო აკმაყოფილებდნენ არსებულ მოთხოვნილებას, არამედ მასალების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს აწვდიდნენ მოკავშირე რესპუ­ბლიკებსაც (რბილი სახურავი, ლინოლეუმი, პერლიტი, შპალერი და სხვ.).

დღეისათვის, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, არსებული სიმძლავრეები ცალკეულ საწარმოებში გამოიყენება 3-5 %-ის დონეზე ან სრულიად უმოქმედოდ არის, ან საერთოდ აღარ არსებობს.

ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი ნიშნები, საშენ მასალათა ცალკეული სახეობების მომძლავრებული იმპორტი მიგვითითებს არსებული სიმძლავრეების აღდგენისა და გამოყენების აუცილებლობაზე; ამ მხრივ საქმიანობა მიზნად უნდა ისახავდეს არა მარტო ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, არამედ იმასაც, რომ არსებული რეზერვების ამოქმედების გზით (თვითღირებულება, ხარის­ხი) წარმოებულ იქნეს საექსპორტო პროდუქცია.

საბჭოთა პერიოდში არსებული პრაქტიკის საპირისპიროდ, როდესაც ამა თუ იმ სახეობის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისას უგულებელყოფილი იყო გადაზიდვის მანძილები, ქვეყნის ტერიტორიაზე სიმძლავრეთა თანაბარი განაწილების პრინციპები, ნედლეულის მცირე საბადოთა გამოყენების შესაძლებლობები, დღეს საჭიროა არსებული სიმძლავრეები ამოქმედდეს და ახლად აშენებული სიმძლავრეები საექსპლუატაციოდ გადაიცეს მხოლოდ გარანტირებული ეკონომიკური მაჩვენებლების შემთხვევაში, რაც გულისხმობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში რენტაბელობის შენარჩუნებას და მოხმარების ბაზრის არსებობას.

საშენ მასალათა არსებული სიმძლავრეებით ნაწარმოებ პროდუქ­ციის თითქმის ყველა სახეობაზე არსებობს მოთხოვნილება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში იგი იმდენად მცირეა წარმოების შესაძლებ­ლობასთან შედარებით, რომ საჭიროა კარგად იქნეს განსაზღვრული საწარმოს შემდგომი ბედი, მისი არსებობის მიზანშეწონილობა, პერსპექ­ტივები, მოთხოვნილების მოსალოდნელი ზრდა, მოდერნიზაცია, ტექ­ნოლოგიის მისადაგება სხვა სახის პროდუქციასთან და ა.შ.

სიმძლავრეთა აღდგენისა და ამოქმედებისათვის საჭიროა წინას­წარ იქნეს შესწავლილი მოხმარების როგორც შიდა, ისე გარე ბაზარი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის წარმოების, მომხმარებლამდე მიტანის საჭიროების შემთხვევაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები.

ცემენტის წარმოება

ცემენტის მრეწველობა ქვეყანაში წარმოდგენილია სააქციო საზოგა­დოებების „კასპიცემენტისა“ და „რუსთავცემენტის“ ქარხნებით.

საშენ მასალათა სხვა სახეობებთან შედარებით ცემენტი, მართალია, ძალიან შეზღუდულია, მაგრამ მაინც გარკვეული მოთხოვნილებით სარგებლობს.

ენერგოშემცველებისა და სატრანსპორტო ტარიფების გაძვირების, პროდუქციის შეზღუდული მოცულობით წარმოების პირობებში გამოშვებული პროდუქცია თავისი მაღალი თვითღირებულების გამო ვერ იკვლევს გზას ქვეყნის გარეთ მომხმარებლამდე.

ამავე დროს ორივე წარმოებას აქვს საკმაოდ დიდი რეზერვები, რათა მცირე მოცულობის ინვესტიციების მოზიდვის, შიდა საქარხნო ორ­განიზაციული და ქარხნის გარედან მომარაგების საკითხთა გადაწყვეტის შემთხვევაში მაღალი ხარისხისა და დაბალი სარეა­ლიზაციო ფასების საშუალებით იმუშაოს ცემენტის ექსპორტისათვის.

კასპის ცემენტის ქარხანა (სს „კასპიცემენტი“) არსებული მდგომარეობა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები

ქარხანაზე რიცხული ცემენტის წარმოების წლიური სიმძლავრე შეადგენს 930 ათას ტონას.

წარმოების ძირითადი საამქროების გათვლითი სიმძლავრეები უზრუნველყოფენ აღნიშნული ოდენობის ცემენტის გამოშვებას.

ქარხნის ტექნიკური მდგომარეობა დღეისათვის არადამაკმა­ყოფილებელია. 1990 წლიდან წარმოებას არ მიუღია არც ერთი სახის სამარაგო ნაწილი, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა.

შექმნილმა ენერგეტიკულმა კრიზისმა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოწოდებაში არსებულმა შეფერხებებმა, ხშირმა გა­მო­რ­თვებმა, დაბალმა სიხშირემ მომაკვდინებლად იმოქმედეს როგორც ძირითად ტექნოლოგიურ მოწყობილობათა ფიზიკურ მდგომარეობაზე (მბრუნავი ღუმელები, ამონაგი და ა.შ.), ისე ელექტროძრავებზე, რომელთა ახლით შეცვლა შეუძლებელია და მხოლოდ შემორჩენილი სათადარიგო ნაწილებით ხდება მათი აღდგენა.

ამჟამად ქარხანა ძირითადი ნედლეულით მარაგდება კავთისხევის კარიერიდან (კირქვა) და ადგილობრივი კარიერიდან (თიხა).

კავთისხევის კარიერზე არსებული კირქვის სამსხვრევი მოწყო­ბილობა თავისი ხანდაზმულობის მიუხედავად უზრუნველყოფს საბა­დოზე დარჩენილი ნედლეულის გადამუშავებას. საბადოზე დარჩენილი კირქვის მარაგი არსებული მონაცემებით უზრუნველყოფს დაახლოებით 1500 ათასი ტონა ცემენტის გამოშვებას.

არსებული სიმძლავრიდან გამომდინარე, საბადოზე მხოლოდ 2 წლის მარაგია დარჩენილი.

კავთისხევის კირქვის კარიერზე მარაგის მოსალოდნელ ამოწუ­რ­ვასთან დაკავშირებით 70-იან წლებში მცხეთის რაიონში დაძიებულ და დამტკიცებულ იქნა სასხორის კირქვის საბადოს მარაგი. შესრულდა კარიერის მშენებლობის სამუშაოები, მოხდა მისი გადახსნა და აშენდა მისასვლელი გზა. დაიწყო კირქვის სამსხვრევი საამქროს მშენებლობა ყველა დამხმარე მეურნეობით. პროექტით გათვალისწინებული იყო ქარხნამდე კირქვის საბაგირო გზით ტრანსპორტირება.

კავთისხევის საბადოზე კირქვის მარაგის ამოწურვის შემდეგ გათვალის­წინებულია ცემენტის წარმოებისათვის საჭირო თიხის კარიერის გახსნა. თიხის მარაგი აგრეთვე დაძიებული და დამტკიცებულია.

ამრიგად, ქარხანას არსებულ საბადოთა რესურსის ამოწურვის შემდეგ აქვს მყარი, პერსპექტივის მქონე კირქვისა და თიხის ნედლეულის ბაზები.

გადასაწყვეტია სასხორის კარიერიდან ქარხნამდე კირქვის ტრანს­პორტირების საკითხი – გზისა და ტრანსპორტის სახეობის შერ­ჩევით.

გადაწყვეტას მოითხოვს აგრეთვე კირქვის დამსხვრევის საკითხი.

კავთისხევიდან ქარხნამდე მოქმედი საბაგირო გზა საჭიროებს საფუძვლიან შეკეთებასა და წესრიგში მოყვანას.

ნედლეულის ზიდვის ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში საჭი­როა შემოწმდეს საყრდენები და მათი აღჭურვილობა, შეივსოს ვაგონე­ტების პარკი.

ნედლეულის გადამუშავების საამქრო ქარხნის საერთო ტექნო­ლოგიურ სქემაში ვიწრო ადგილს წარმოადგენს. წისქვილის არსებული პარკი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური შლამის ავზები თავისი აღ­ჭურ­ვილობით ტექნიკურ განახლებას საჭიროებს. საერთოდ მთლიანად საამქროს შენობაც მოუხერხებელია აგრეგატების ექსპლუატაციისა­თვის და მოძველებულია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საამქროს შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს წარმოება ნედლეულით მისი სიმძლავრის 60-70%-ის დონეზე. ამიტომ ნედლეულის საამქროს საკით­ხი უნდა გადაწყდეს გლობალურად მისი რეკონსტრუქციის ან ახლის მშენებლობის გზით, საამქროს სიმძლავრე კი უნდა განისაზღვროს ქარ­ხ­ნისათვის მაქსიმალური რეალურად არსებული ბაზრის მიხედვით.

ქარხნის საერთო ტექნოლოგიურ სქემაში შედარებით უკეთესი მდგო­მარეობაა გამოწვის საამქროში. სამი მოქმედი მბრუნავი ღუმელი­დან 2 რეკონსტრუირებულია 1988 წელს, ხოლო მე-3, ახალი, ღუ­მელი საექსპლუატაციოდ გადაეცა იმავე წელს.

ქარხნის მზა პროდუქციის სასაწყობო მეურნეობა სავსებით უზ­რუნ­ველყოფს გამოშვებული ცემენტის მიღებასა და დატვირთვას სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე. საწყობის მოცულობა უზრუნველყოფს ორ კვირაში წარმოებული პროდუქციის შენახვას.

არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ცემენტის შესაფუთ განყოფილებაში, სადაც ექსპლუატაციაშია ძველი, ამორტიზებული და­ნადგარი. აქ პრაქტიკულად შეუძლებელია ექსპორტისათვის და საზღ­ვაო ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებული პროდუქციის შე­ფუთ­ვა, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საგარეო-სავაჭრო ურთი­ერ­თობების დამყარების დროს, რის გამოც განყოფილება ძირეულ ტექნიკურ განახლებას მოითხოვს.

არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ქარხნის საკომპრესო­რო განყოფილებაში.

ამჟამად ექსპლუატაციაშია ძველი ამორტიზებული საკომპრე­სორო განყოფილება, რომელიც პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს წარმო­ებას საჭირო ოდენობის შეკუმშული ჰაერით.

ახალი, ქარხნის რეკონსტრუქციის დროს აშენებული საკომპრესორო განყოფილება არ მუშაობს მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების, არასწორი ექსპლუატაციის, სათადარიგო ნაწილების უქონლობისა და მათი შეძენის შეუძლებლობის გამო (კომპრესორები დამზადებულია ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში).

ქარხნის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებე­ლია საკომპრესორო განყოფილების წესრიგში მოყვანა, მისი აღჭურვა საჭირო სიმძლავრის კომპრესორებით.

ამ საკითხის გადაწყვეტისას შეიძლება განხილულ იქნეს ცენტრა­ლი­ზებული საკომპრესორო განყოფილების მაგივრად შეკუმშული ჰაე­რის მომხმარებელი მსხვილი აგრეგატების მცირე სიმძლავრის ავტო­ნომიური კომპრესორებით დაკომპლექტებისა და დამონტაჟების საკითხი. ღონისძიება შეიძლება შესრულდეს ეტაპობრივად, მცირე დანახარჯებით. აგრეგატების ჰაერით ავტონომიური უზრუნველყოფა ქარხნის მცირე სიმძლავრით მუშაობის პირობებში გამორიცხავს ზედმეტად გამომუშავებული ჰაერისა და მისთვის გაწეული ხარჯების დანაკარგებს.

ქარხნის გარედან სარკინიგზო ტრანსპორტით შემოზიდული ნედ­ლეულის სასაწყობო მეურნეობა თავისი მოცულობითა და მდგომარეობით უზრუნველყოფს საჭირო ოდენობის ნედლეულის მიღებასა და დამუშავებას.

სარემონტო სამუშაოებს მოითხოვს ხიდური ამწეები და მათი სავალი გზები.

კაპიტალურ შეკეთებას მოითხოვს აგრეთვე ქარხნის გამგებ­ლობაში არსებული რკინიგზის ჩიხები.

როგორც აღინიშნა, ძირითადი ნედლეულით (კირქვა, თიხა) ქარ­ხანა მარაგდება რაიონში განლაგებული საკუთარი კარიერებიდან.

აქტიური მინერალური დანამატი (პემზა) შემოდიოდა სომხეთიდან, თაბაშირის ქვა – უკრაინიდან.

დღეისათვის ორივე ნედლეულით ქარხნის უზრუნველყოფა პრობლე­მად იქცა მაღალი სატრანსპორტო დანახარჯების გამო.

საქართველოში არსებული ბუნებრივი აქტიური დანამატებიდან შესწავლილია ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში არსებული წიდის საბადოები.

მათი გამოყენება ცემენტის წარმოებაში დღეისათვის რთულდება არსებული მარაბდა ახალქალაქის რკინიგზის ხაზის დაბალი გამტარუნა­რიანობის, სეზონურობისა და მაღალი სატრანსპორტო ხარჯების გამო.

შესწავლილია და მაღალი ტექნოლოგიური თვისებებით გამოირ­ჩევა მცხეთის რაიონში არსებული ტუფების საბადო, რომლის გამოყენება სრულად გადაწყვეტს დანამატის პრობლემას.

შედარებით რთულ პრობლემას წარმოადგენს წარმოების თაბა­შირის ქვით მომარაგების საქმე.

საქართველოში ცნობილი საბადოებიდან ექსპლუატაციაშია ახალ­ციხის რაიონში არსებული წყალთბილას საბადო.

ამ საბადოზე მოპოვებული თაბაშირის ქვა თაბაშირის დაბალი შემცველობისაა, გაჭუჭყიანებულია თაბაშირის ქვის მაღალი შემცვე­ლობით. მათი მოპოვებისათვის საჭიროა გადახსნითი, გზის გაყვანის და სხვა სამუშაოების შესრულება, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამჟამად წარმოება მარაგდება ამბროლაურის რაიონში არსებული თაბაშირის ქვის საბადოდან. საბადო შეუსწავლელია, ძიება არ არის დამთავრებული, მოპოვებული რაოდენობა მცირეა და ქარხანაში ცემენტის წარმოების დონის მომატებისას ვერ უზრუნველყოფს მას თაბაშირის ქვით.

საბაჟო საჭიროებს სრულ დაძიებას, მექანიზებული მოპოვებისა და ტრანსპორტირების საკითხის გადაწყვეტას.

თაბაშირის ქვის გარკვეული ზედაპირული გამოვლინებებია ზუგ­დი­დის რაიონში, რომელიც აგრეთვე შესწავლის და დადებითი შედე­გების შემთხვევაში კარიერის მშენებლობის, მოპოვებისა და ტრანს­პორტირების ორგანიზებას მოითხოვს.

ამგვარად, კასპის ცემენტის წარმოების ნედლეულით მომარა­გების საქმეში გადასაწყვეტია აქტიური მინერალური დანამატებითა და თაბაშირის ქვით უზრუნველყოფის საკითხი.

ცემენტის წარმოება დაკავშირებულია თერმულ პროცესებთან და დიდი ოდენობით სათბობს მოითხოვს.

კასპის ცემენტის ქარხანაში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში სათბობის ძირითად სახეობას ბუნებრივი აირი, ხოლო სარეზერვოს – მაზუთი წარმოადგენს.

უკანასკნელ წლებში წარმოების ბუნებრივი აირით მომარაგება ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გადაიქცა. მისმა მაღალმა ფასმა საგრძნობლად გააძვირა ცემენტი, ხოლო თვითღირებულებაში მისთვის გაწეულმა დანახარჯებმა 60-65% შეადგინა.

ბუნებრივ აირზე გადასვლამდე კასპის ცემენტის ქარხანა უკრაინის ნახშირზე მუშაობდა, ჰქონდა ნახშირის დაფქვის საამქრო.

არსებობს რეალური შესაძლებლობა ადგილობრივი – ტყიბულის ნახშირის გამოყენებისა, რისთვისაც საჭიროა მის რეალურ მონაცე­მებზე შესწავლილ იქნეს საზღვარგარეთის ტრადიციულად ცემენტის მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილება დაბალთბოუნარიანი ნახშირის გამოყენებისა ცემენტის წარმოებაში.

ამ საკითხის გადაწყვეტა დადებითად იმოქმედებდა არა მარტო ცემენტის ქარხნების, არამედ ნახშირის მრეწველობისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოს ორივე ცემენტის ქარხნის ნახშირ­ზე გადაყვანის შემთხვევაში მასზე მოთხოვნილებამ შეიძლება 400-500 ათასი ტონა შეადგინოს წელიწადში.

არსებობს მაზუთის ძირითად საწვავად გამოყენების ყველა პირობა, რაც შეიძლება პერსპექტივაში დადებითად გადაწყდეს ქვეყა­ნაში ნავთობსადენების ამოქმედებისა და საკუთარი ნავთობის გაჩენის შემდეგ.

ამგვარად, კასპის ცემენტის ქარხანა ზემოთ ჩამოთვლილი საკით­ხების ეტაპობრივად გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება გაყვანილ იქნეს წელიწადში 500,0 -600,0 ათასი ტონა ცემენტის წარმოებაზე.

კასპის ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციის შესახებ

კასპის ცემენტის ქარხანაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღო­ნისძიების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის ტექნიკურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მის ნორმალურ ფუნქციო­ნირებას სწორი ექსპლუატაციის პირობებში 8-10 წლის განმავლობაში.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არ იქნება გადაჭრილი ის პრობ­ლემები, რომლებიც ხელს უშლის წარმოებაში მაღალი ხარისხისა და დაბალი თვითღირებულების მქონე, საერთაშორისო ბაზარზე კონკუ­რენტ­უნარიანი ცემენტის წარმოებას.

ამის ძირითადი მიზეზია წარმოებაში მოქმედი ნედლეულის მომზა­დებისა და კლინკერის გამოწვის სველი მეთოდი, დაკავშირებული სათ­ბო­ბის დიდ ხარჯთან. მისი ხვედრითი წილი კლინკერის წარმოებაში 60-65% შეადგენს და ცემენტის გაძვირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.

ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ქარხნის ნაწილობ­რივი რეკონსტრუქციით და მოდერნიზაციით.

არსებულ საწარმოო მოედანზე ძველი დემონტირებული 80-მეტ­რი­ანი 2 ღუმელის ადგილას და მოქმედი ნედლეულის მომზადების საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიდგას მშრალი მეთოდით ნედლეულის მომზადების საამქრო და გამოსაწვავი ღუმელი, საჭი­როების შემთხვევაში შეიძლება დემონტირებულ იქნეს მიმდებარე ერთი ღუმელი თავისი კომუნიკაციებით.

შენარჩუნებულ და გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი ცემენტის დაფქვის, დასაწყობებისა და რეალიზაციის უბნები.

ამგვარად, ახალ მშენებლობასთან შედარებით ნაკლები დანახარჯებით მიღებულ იქნება საერთაშორისო ბაზარზე გასატანი დაბალი თვითღირებულების მქონე ცემენტი.

ამავე დროს აუცილებელია ცემენტის ტარირების კვანძის რეკონ­სტ­რუქცია ახალი მოწყობილობის დაყენების გზით.

შემდგომში მიზანშეწონილი იქნება სველი მეთოდით მომუშავე გამოწვისა და ნედლეულის მოსამზადებელი საამქროების გაუქმება და მშრალ მეთოდზე მომუშავე მე-2 ხაზის დაყენება.

იმის მიხედვით, თუ რა სიმძლავრის ღუმელები იქნება დაყენე­ბული, შეიძლება ეტაპობრივად განხორციელდეს ცემენტის დაფქვის მცი­რე მწარმოებლობის (25 ტ/სთ) წისქვილების შეცვლა უფრო დიდი (50 ტონა/სთ) მწარმოებლობის მქონე წისქვილებით.

ამგვარად, აღნიშნული ღონისძიების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება ეტაპობრივად ქარხნის ნაწილობრივი მოდერ­ნიზაცია, კლინკერის დამამზადებელი უბნის სრული განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა, თანდათანობით ტექნოლო­გიურ ხაზში ვიწრო ადგილების ლიკვიდაციითა, რაც საბოლოო ანგარი­შით მნიშვნელოვნად გაზრდის ცემენტის წარმოების მოცულობას – 400-500 ათას ტონამდე წელიწადში.

ამავე დროს მიღწეული იქნება მთავარი მიზანი – კლინკერის თვით­ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირება. ეს კი წარმოებას ნედლეულის ახალ ბაზებზე (სასხორის კირქვა, კავთისხევის თიხა) გადასვლით გამოწვეული გაზრდილი დანახარჯების დაფარვისა და ცემენტის სარეალიზაციო ფასის შემცირების და საერთაშორისო ბა­ზარზე გასვლის საშუალებას მისცემს.

რუსთავის ცემენტის ქარხანა (სს „რუსთავცემენტი“)

ქარხანაზე რიცხული ცემენტის წარმოების წლიური სიმძლავრე 860,0 ათას ტონას შეადგენს.

წარმოების ძირითადი საამქროების გათვლითი სიმძლავრეები უზრუნველყოფს საერთო სიმძლავრით გათვალისწინებული ცემენტის წარმოებას. ქარხნის ტექნიკური მდგომარეობა დღეისათვის არადამაკ­მა­ყოფილებელია, რაც ძირითადად გამოწვეულია ბოლო 7 წლის გან­მავ­ლობაში ქარხნის არარიტმული მუშაობით, ხანგრძლივი უმოქმე­დობით (6-7 თვე), მოულოდნელი გაჩერებებით, ელექტროენერგიის დაბალი სიხშირით, სამარაგო ნაწილებისა და მასალების უკმარისობით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო აუცილებელი სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობით.

წარმოებას საკუთარი ნედლეულის ბაზიდან მხოლოდ თიხის კარიერი აქვს. აქვე ხდება თიხის დამუშავება სათქვეფელებში და მილსადენით ქარხნის ნედლეულის საამქროში მიწოდება.

მილსადენები ავარიულ მდგომარეობაშია – გაცვეთილია და თითქმის მთლიანად შეცვლას მოითხოვს.

ცემენტის წარმოების ნედლეულით საამქროს რიტმული მუშაო­ბისათვის აუცილებელია ვერტიკალური შლამის აუზების გაწმენდა, რევიზია და რემონტი, შლამის სატუმბი განყოფილების ხელახალი ტექნიკური აღჭურვა.

აუცილებელია ნედლეულის წისქვილების სარემონტო სამუშაოთა შესრულება, ჯავშნიანი ამონაგის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში და დამფქვი სხეულებით დადგენილ ნორმამდე შევსება, რაც ხელს შეუწყობს ნედლეულის ხარისხიან დამუშავებას და ელექტროენერგიის ხარჯის მნიშვნელოვან შემცირებას.

გამოწვის საამქროში 3 მოქმედი ღუმელიდან ერთი მოითხოვს ამონაგის სრულ შეცვლას და კორპუსის მონიკელებას.

ცემენტის დაფქვის განყოფილება დაკომპლექტებულია შვიდი ცამეტმეტრიანი წისქვილით.

აუცილებელია წისქვილების დამფქვი სხეულებით ნორმამდე დატვირთვა ცემენტის დაფქვის სიწმინდისა და მარკიანობის ასამაღ­ლებლად, აგრეთვე ელექტროენერგიის ხარჯის შესამცირებლად.

კლინკერის საწყობში გასამაგრებელია ხიდური ამწეების სავალი გზები, აღსადგენია ხიდური ამწე.

მზა პროდუქციის სასაწყობო მეურნეობა თავისი მოცულობით და ტექნიკური მდგომარეობით აკმაყოფილებს მოთხოვნებს ცემენტის მაქ­სი­მალური წარმოების პირობებში.

ქარხანაში აშენებული და დამონტაჟებულია თანამედროვე მოწ­ყო­ბილობით აღჭურვილი ცემენტის შესაფუთი განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ცემენტის შეფუთვას ევროსტანდარტით გათვა­ლის­წინებული ნორმებით.

ნედლეულის მიმღები სასაწყობო მეურნეობა აკმაყოფილებს წარმოების მოცულობის მოთხოვნებს. საჭიროა ხიდური ამწის აღდგენა და სავალი გზების გამაგრებითი სამუშაოების შესრულება.

ქარხნის საკომპრესორო განყოფილებაში, რომელიც რეკონს­ტრუირებულ იქნა 80-იან წლების დამდეგს და აღიჭურვა ყოფილი გერმა­ნიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამზადებული მოწყობი­ლობით, დღეს შექმნილია მძიმე მდგომარეობა, ძირითადად სამარაგო ნაწილების უქონლობის გამო.

ამავე დროს განყოფილება დიდი სიმძლავრისაა, რადგან გათვა­ლისწინებული იყო ქარხნის ყველა უბნისა და აგრეგატის ჰაერით ცენტ­რა­ლიზებულად მომარაგება.

ამჟამად წარმოების მცირე სიმძლავრით მუშაობის პირობებში განყოფილება პრაქტიკულად უქმად მუშაობს, წარმოიქმნება დიდი დანაკარგები, რაც მძიმე ტვირთად აწვება პროდუქციის თვით­ღირებულებას. ამ შემთხვევაშიც მიზანშეწონილია გადაწყდეს ცალკე­ული უბნებისა და აგრეგატების დაწნეხილი ჰაერით ავტონომიური მომარაგების საკითხი.

ქარხნის გამგებლობაში არსებული რკინიგზის ჩიხები და სალიან­დაგო მეურნეობა მთლიანად კაპიტალურ შეკეთებას მოითხოვს, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ცემენტის წარმოებისათვის საჭირო ძირითადი ნედლეულით – თიხით ქარხანა მარაგდება ადგილობრივი – გარდაბნის რაიონში არსებული თიხის საბადოდან, ხოლო კირქვით – დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე მომუშავე სააქციო საზოგადოება „არწივის ხეობის“ და აქვე განლაგებული მეტალურგიული ქარხნის კირქვის მომპოვებელი წარმოებიდან წვრილფრაქციული კირქვის ნარჩენებით და სადახლოში მეტალურგიული ქარხნის ყოფილი, ამჟამად დახურული საბადოს კარიე­რიდან.

ცემენტის ქარხნის რუსთავში აშენების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო მაღალხარისხოვანი აქტიური მინერალური დანამატების ადგილობრივი ბაზა, რომელსაც წარმოადგენდა მეტალურგიული ქარხ­ნის ბრძმედებიდან გამოსული წიდა. დამდნარი წიდა ბრძმედებიდან სპეციალური სარკინიგზო ჩამჩებით მიეწოდებოდა ცემენტის ქარხნის წიდის გრანულირების საამქროს, ხოლო აქედან (დამუშავების შემდეგ) – ცემენტის დაფქვის საამქროს.

ამჟამად მეტალურგიულ ქარხანაში ტექნოლოგიური ცვლილე­ბების და წარმოების საერთოდ გაჩერების გამო წარმოიშვა ცემენტის წარმოების აქტიური დანამატით უზრუნველყოფის პრობლემა.

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც კასპის ცემენტის ქარხნის შემთხვევაში, წარმოების დანამატებით უზრუნველყოფის საქმეში არსებობს 2 რეალური ვარიანტი – ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონში არსებული ვულკანური წიდები და მცხეთის რაიონის ძეგვის ტუფის საბადოები. თაბაშირის ქვით და სათბობით წარმოების მომარაგების პრობლემაც ანალოგიურია. მისი გადაწყვეტაც ორივე წარმოებისათვის ერთდროულად უნდა მოხდეს.

გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, რუსთავის ცემენტის ქარხანას დღეისათვის არსებული მდგომარეობით შეუძლია ნედლეულით, სათბო­ბით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის შემთხვევაში აწარმოოს 200 ათასი ტონა ცემენტი წელიწადში, ხოლო საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების თანდათანობით გადაჭრის შემთხვე­ვაში – 500,0 ათასი ტონა.

ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობა

თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პირობებში არსებუ­ლი ცემენტის საწარმოების ფუნქციონირებასთან ერთად შეიძლება განხილულ იქნეს ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობის რამდენიმე ვარიანტი.

ვარიანტები განიხილება ცემენტის წარმოებისათვის საჭირო ნედ­ლეულის ბაზების განლაგების ენერგო და სატრანსპორტო არტერიების, მომხმარებლის სიახლოვის შესაბამისად.

ასეთ ვარიანტებს ძირითადად წარმოადგენენ სასხორის კირქვისა და კავთისხევის თიხის და კასპის და მცხეთის რაიონებში არსებულ საბადოებთან და ჭიშურის კირქვისა და თიხის საბადოებთან თერჯოლის რაიონში ახლომდებარე ტერიტორიები.

მცხეთის რაიონში სოფ. სასხორთან ცემენტის ქარხნის მშენებ­ლობის საკითხი განიხილებოდა 1984 წლიდან საქართველოს ყოფილ საშენ მასალათა მრეწველობის და საკავშირო სამინისტროების მიერ.

1985 წელს ხარკოვის საპროექტო ინსტიტუტ „იუჟგიპროცემენტის“ მიერ დამუშავებულ იქნა ცემენტის ქარხნის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების 2 ვარიანტი – ცემენტის ქარხნის მშენებ­ლობა კასპთან კავთისხევის კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე და მცხეთის რაიონში სასხორის კირქვის საბადოს მიმდებარე ტერიტო­რიაზე. ორივე ვარიანტი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით დამაკმაყოფილებელი იყო. საქმის შემდგომი მსვლელობა შეჩერდა და პროექტებისა და მშენებლობისათვის საჭირო თანხების უქონლობის გამო.

1991 წლიდან კვლავ წამოიწია სასხორში ცემენტის ქარხნის მშენებლობის საკითხმა.

ამჯერად საქმეში ჩაება საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარ­მო „საქამერცემენტი“.

ამ მიმართულებით გაწეული გარკვეული მუშაობისა და საქარ­თველოს მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად სახსრების უქონლობის გამო მუშაობა ამ მიმართულებით გაჩერდა.

სოფ. სასხორთან ცემენტის ქარხნის მშენებლობა მიზანშეწონილი და პერსპექტიულია.

მის მიზანშეწონილობას განაპირობებს არსებული სანედლეულო ბაზა (სასხორის კირქვა, კავთისხევის თიხა, ძეგვის ტუფი) როგორც აქტიური მინერალური დანამატი, მათი სიახლოვე და ხარისხიანობა.

ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო საწარმოო მოედანი თავი­სუფალია, არ არის სავარგული, დაშორებულია დასახლებულ პუნქტებს და ხელსაყრელია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით.

ნედლეულის არსებული მარაგის გათვალისწინებით, ქარხნის სა­წა­რ­მოო სიმძლავრე შეიძლება იყოს ნებისმიერი რენტაბელობის მქონე მოცულობა, რომელიც არ იქნება შეზღუდული მოხმარების ბაზრით და სატრანსპორტო არტერიების ტვირთგამტარობით.

ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობის ალტერნატიულ ვარიანტს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, თერჯოლის რაიონ­ში ასაშენებელი ქარხნის ვარიანტი. აქ არსებული ჭიშურის კირქვის მარაგი (დამტკიცდა 1999 წლის დასაწყისში) 152 მლნ. ტონას და თიხის მარაგი 50 მლნ. ტონას შეადგენს.

სავარაუდოდ ქარხნის საწარმოო მოედნად შეიძლება შეირჩეს თბილის-ქუთაისის გზატკეცილის მარცხენა, სოფ. ნახშირღელეს მოპირ­დაპირე მხარეს მდებარე ტერიტორია.

ქარხნის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების დროს დადებით მახასიათებლებთან ერთად კარგად უნდა იქნეს შესწავლილი:

– კირქვის საბადოზე კარიერის მოწყობისა და მოპოვების დროს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა იქ არსებული კარსტული მღვიმეების არსებობის გამო;

– უნდა გამოირიცხოს საბადოს მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის დაზიანების შესაძლებლობა;

– გასაანგარიშებელია ის დანახარჯები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს საბადოების მიმდებარე სოფლების გადატანის აუცი­ლებლობამ;

– მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმებები გარემოს დაცვის ორგა­ნოებთან.

ამგვარად, ზემოთ ჩამოთვლილი ცემენტის წარმოების გაზრდისა და განვითარების ვარიანტები შესაძლებლობას იძლევა გამოშვებულ იქნეს ცემენტის ის ოდენობა, რომელიც ქვეყნის განვითარების სხვა­დასხვა ეტაპზე დააკმაყოფილებს ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე მოთხოვნილებებს.

საკედლე მასალების წარმოება

საქართველოში არსებული საკედლე მასალების მწარმოებელი მსხვილი ქარხნებიდან მოქმედებენ: სააქციო საზოგადოება „მეტეხის კერამიკის“ ბულგარულ მოწყობილობაზე მომუშავე კერამიკული აგურის ქარხანა და იქვე სააქციო საზოგადოება „მეტეხის“ ნახევრად მშრალი წნეხვის აგურის ქარხანა და მცირე მწარმოებლობის ტყიბულის, დედოფლისწყაროსა და სხვა რამდენიმე წარმოება.

მოქმედ წარმოებებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა „მეტეხის კერამიკის“ ქარხანაში. შედარებით თანამედროვე ტექნოლო­გიური მოწყობილობით აღჭურვილი ეს წარმოება გასაღების ბაზრის, აგრეთვე სათბობის, ელექტროენერგიის და არსებული სხვა ტექნიკური პრობლემების პირობებში დაბალი დატვირთვით მუშაობს წელიწადში 4-5 თვის განმავლობაში. იგი სხვა ზემოთ ჩამოთვლილ წარმოებებთან ერთად აკმაყოფილებს თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს მშენებელთა მოთხოვნილებას აგურზე.

ქარხნის წარმოების სქემა შედგება ორი დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზისაგან საერთო საპროექტო სიმძლავრით 60 მლნ. ცალი აგური წელიწადში.

მოწყობილობა დამზადებულია ბულგარეთში. ძირითადად ევროპის მოწინავე ქვეყნების: იტალიის, გერმანიის, შვედეთის და სხვა ლიცენზიებით, ხოლო აგრეგატები და ცალკეული კვანძები დაკომპლექტებულია ამ ქვეყნებში დამზადებული ელექტრო და მექა­ნიკური სტანდარ­ტული მოწყობილობით.

უკანასკნელ წლებში შექმნილი ვითარების, აგრეთვე ფულადი სახსრების უქონლობის გამო წარმოებას არ მიუღია სამარაგო ნაწილები, რამაც თავისი უარყოფითი გავლენა მოახდინა ტექნოლო­გიური ხაზების მუშაობაზე, მწარმოებლურობაზე, რიტმულობაზე. გაიზარდა აგრეგატების მოცდენები.

არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ალიზის საშრობ მეურნეობაში. კოროზირებულია საშრობის თაროების საყრდენები, შემბერი ვენტილატორების ფრთები, კარები და ჩარჩოები. ამის გამო დაბალია მწარმოებლურობა, გაზრდილია შრობის ხანგრძლივობა.

საშრობების აღდგენა ტექნიკურად სიძნელეს არ წარმოადგენს. ძირითადი პრობლემაა ფულადი სახსრების უქონლობა.

ორი გამოსაწვავი ღუმელიდან ექსპლუატაციაშია ერთი ღუმელი. სამარაგო ნაწილებისა და კვანძების უქონლობის გამო მეორე ღუმელიდან მოხსნილი და გადმოტანილია მოქმედ ღუმელზე ძრავები, ვენტილატორები, გაზის სანთურები. საჭიროა მისი დაკომპლექტება, რაც აგრეთვე ფულად სახსრებთან არის დაკავშირებული.

ქარხანა მუშაობს ადგილობრივი თიხის საბადოზე. ტექნოლოგიით გათვალისწინებულია თიხაში გამამჭლევებლის დამატება, რისთვისაც ქარხნის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული იყო და აშენდა შამოთის დამამზადებელი საამქრო. საამქროს პრაქტიკულად არ უმუ­შავია უხარისხოდ შესრულებული მშენებლობისა და მონტაჟის გამო. ამასთან წარმოებული შამოთი საგრძნობლად ზრდიდა აგურის თვითღირებულებას და არარენტაბელურს ხდიდა წარმოებას.

აგურის კაზმში დანამატად შერჩეულ იქნა მარნეულის ბაზალტის ქვიშა, რომელიც გამოიყენებოდა ამ დანიშნულებით 1992 წლამდე.

შემდგომში ქვეყანაში შექმნილი ვითარების, სატრანსპორტო გადაზიდვების გაძვირების გამო შეწყდა მისი გამოყენება.

ამჟამად ქარხანა მუშაობს გამამჭლევებლის გარეშე, ამის გამო გაზრდილია შრობის ხანგრძლივობა და მასთან დაკავშირებული დანაკარგები, გაუარესდა აგურის ხარისხი, იგი მყიფე და მსხვრევადია. ამიტომ აუცილებელია დანამატის საკითხის გადაწყვეტა.

საჭიროა განხორციელდეს ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების: ქვიშა-ქვის, მდინარის ჩამონატანის, ტუფისა და სხვათა შესწავლა.

ქარხანაში არსებული მდგომარეობით, ენერგოშემცველებით უზრუ­ნ­ველყოფის შემთხვევაში, შეიძლება წელიწადში წარმოებულ იქნეს 12-15 მლნ. ცალი აგური. მეორე ღუმელის საშრობების აღდგენის, სამარაგო ნაწილების შეძენის შემთხვევაში წლიურმა მწარმოებ­ლურობამ შეიძლება 37-40 მლნ. ცალს მიაღწიოს.

მეტეხში მოქმედი სააქციო საზოგადოება „მეტეხის“ მშრალი წნეხვის აგურის ქარხანა მთლიანად ამორტიზებულია. მის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს ყინვაგამძლეობის, გეომეტრიული ზომების, გარეგანი სახის და ხშირად დაბალი მექანიკური გამძლეობის გამო. ამიტომ იგი ძირითადად გამოიყენება ერთსართულიანი ნაგებობებისა და ტიხრების ასაშენებლად. არის შესაძლებლობა წარმოების ფუნქციონირების­გაგრძელებისა, თუ მოზიდულ იქნება სახსრები ორი ახალ წნეხის შესაძენად, მოწესრიგდება 70-იანი წლების ბოლოს აშენებული სამი ღუმელი, დამზადდება საჭირო რაოდენობის გამოსაწვავი ვაგონეტები.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება აგურის წარმოების ფუნქცი­ონირება კიდევ 8-10 წლის განმალვობაში წელიწადში 12-15 მლნ. ცალის მწარმოებლობით.

სიდიდით მესამე კერამიკული აგურის ქარხანა საგარეჯოში გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს ენერგოშემცვლელების, მუშახელისა და მომხმარებლის არარსებობის გამო.

აღსანიშანვია, რომ საგარეჯოს ქარხანა საბჭოთა პერიოდში მუშა­ობის დროს მთლიანად დაკომპლექტებული იყო ქარხანასთან არსებული კოლონიის სპეცკონტიგენტით.

ქარხნის საწარმოო შენობების სახურავები ავარიულ მდგო­მარე­ობაშია. ძირითადი მოწყობილობა, ღუმელები მოითხოვს აღდგე­ნას.

ამ წარმოებაშიც პრობლემატურია კაზმში დანამატის საკითხი, რის გარეშეც აგურის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია.

საერთოდ, მთლიანად წარმოება მოითხოვს რევიზიას, ხოლო მისი აღდგენის მიზანშეწონილობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მყარი გასაღების ბაზრის არსებობის შემთხვევაში.

კერამიკული საშენი აგური ძირითადად ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იწარმოება. იგი გავრცე­ლე­ბუ­ლი საშენი მასალაა.

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში (სამთო რეგიონების გარდა) მრავლად მოიპოვება დაძიებული და დამტკიცებული აგურის წარმო­ებისათვის ვარგისი თიხის საბადოები; ამიტომ აგურზე ადგილობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და მისი ღირებულების შემცირების მიზნით მიზანშეწონილია თიხის საბა­დო­ებით მდიდარ რეგიონებში, ადგილობრივი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მცირე (3-5 მლნ/წ) და საშუალო (10-15 მლნ/წ)მწარმოებლურობის მქონე პერიოდული და უწყვეტი ციკლით მომუშავე ქარხნების მშენებლობა.

საწარმოთა წლიური მწარმოებლურობა ყოველ ცალკეულ შემთხ­ვევაში გათვლილი უნდა იქნეს რეგიონში მშენებლობის მოცულობის დონით და მისი ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია საქართველოს რაიო­ნებში არსებული აგურის წარმოების ორგანიზებისა და განვითარებისათვის საჭირო თიხის საბადოების ჩამონათვალი ძირითადი მაჩვენებლებით.

სილიკატური აგურის მწარმოებელი ავჭალის ქარხნის ამუშავებისათვის პირველ რიგში საჭიროა იაფი და ხარისხიანი ნედლეული. ავჭალის წარმოების ქემფერის ქვიშის საბადო უხარისხო და ძვირადღირებულია სიშორის გამო. არის შესაძლებლობა მისი მცირე სიმძლავრით (3-5 მლნ.) ამუშავებისა ადგილობრივი – ავჭალის ქვიშაქვების გამოყენებით.

ავჭალის ქარხანას სხვა პროდუქციის წარმოების დანერგვამდე შეუძლია აამოქმედოს აგრეთვე საკუთარი კირის წარმოება. მისი ძირითადი მომხმარებელია მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი.

აჯამეთის ქარხანას საკუთარი ნედლეულის ბაზა არ გააჩნია. იგი ქვიშით მარაგდებოდა ჭიათურიდან და საჩხერიდან, კირქვით – ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ხალცედონის წარმოებიდან. დღეისათვის ჩამოტანილი ქვიშა ძვირია ტრანსპორტირების ხარჯების გამო.

შეუძლებელია აგურისათვის საკუთრად კირის წარმოების ამუშავებაც მყარი სათბობის (ანტრაციტი, კოქსი) უქონლობის გამო.

ჭიათურის სილიკატური აგურის ქარხანას, მიუხედავად ძირითადი ნედლეულის – ქვიშის სიახლოვის, ქარხნის მცირე მოცულობისა და აღდგენისათვის საჭირო სახსრების სიმცირისა, საკუთარი პრობლემები აქვს.

ქარხანას არა აქვს საკუთარი კირის წარმოება. ამ საკითხის ავჭალიდან კირის შემოტანის გზით გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი საკუთარი საქვაბე მეურნეობისა და ტექნოლოგიური ორთქლის უქონლობის გამო დღეისათვის შეუძლებელია აგურის წარმოება.

ამასთან ერთად წარმოებული პროდუქციის ძირითადი მომხმა­რებელი ჭიათურისა და საჩხერის რაიონებია. ამ რეგიონში მოთხოვნილება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია რენტაბელური პროდუქციის წარმოება.

მომავალში მოთხოვნილების ზრდისა და მეზობელი რკინა-ბეტონის ქარხნის ამოქმედების შემთხვევაში (ტექნოლოგიური ორთქლი) შესაძლებელი იქნება წარმოების ამუშავება. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, სილიკატური აგურის ქარხნებში შესაძლე­ბელია მოსახერხებელი გახდეს ისეთი საკედლე მასალის გამოშვება, რომლის წარმოების ტექნოლოგიას ბევრი რამ აქვს საერთო სილიკატური აგურის წარმოებასთან.

ასეთი საკედლე მასალაა უჯრედოვანი ბლოკები. მისი დამზადებისათვის საჭირო კაზმი შედგება ქვიშის, კირის, ცემენტისა და ალუმი­ნის წვრილდისპერსული ფხვნილისა (პუდრის) და წყლისაგან. ამასთან ქვი­შისა და კირის ხარჯი პროდუქციის ერთეულზე რამდენჯერმე ნაკ­ლე­ბია, ვიდრე სილიკატური აგურის შემთხვევაში. ამასთან, ტექნოლო­გიურ ხაზში ბევრი საერთო აგრეგატი აქვთ (ავტოკლავი, ამრევი, წისქვილი, კირის წარმოება, ნედლეულის მიმღები კვანძი და სხვ.), რომელთა გამოყენებაც შეიძლება უჯრედოვანი ბლოკების წარმოებაში.

აჯამეთისა და ჭიათურის აგურის ქარხნები კირით შეიძლება მომარაგდეს ავჭალის ქარხნიდან.

ავჭალის ქარხანაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობ­რივი იაფი ქვიშა ან ითავაზის საბადოს ქვიშა.

საწარმოთა მოდერნიზაციისათვის საჭირო ინვესტიციების გამონახ­ვის შემთხვევაში მოკლე დროში შეიძლება ათვისებულ იქნეს უჯრედოვანი ბლოკების წარმოება.

ამ მასალაზე მოთხოვნილება სწრაფი ტემპით იზრდება მისი თბოსაილოზაციო თივსებებისა და დაბალი წონის გამო.

სხვა საკედლე მასალებიდან საშენ აგურთან ერთად ფართო გამოყენებას პოულობს წიდა-ცემენტის წვრილი საკედლე ბლოკები.

 ამ ნაკეთობის მწარმოებელი ქარხნები და საამქროები მრავლად იყო ქვეყანაში. მისი ტექნოლოგია და მოწყობილობა გამოირჩევა სიმარტივით, წარმოების ორგანიზება იმ პერიოდისათვის არ წარმოა­დგენდა სირთულეს, საჭირო ნედლეული და მასალები იაფი და ხელმისაწვ­დომი იყო, ამიტომ ასეთი წარმოება თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში იყო ორგანიზებული.

წვრილი საკედლე ბლოკების საწარმოთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზე. ეს იყო წვრილი კოოპერატივები, რომელთა უმრავლესობა დაიხურა ქვეყანაში 90-იანი წლების დამდეგს მომხდარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების შემდეგ.

წარმოების მოცულობით და პროდუქციის ხარისხით გამოირჩეოდ­ნენ კასპის, მეტეხის, სამტრედიის, საგარეჯოს, ტყვარჩელის სა­წარ­მოები.

ძირითად ნედლეულად გამოიყენებოდა სომხეთიდან შემოზიდული კარმარაშენისა და ანის საბადოების წიდა და პემზა. შემდგომში იგი ნაწილობრივ შეიცვალა ნინოწმინდისა და ახალქალაქის საბადოებზე მოპოვებული პემზით.

ზემოთ ჩამოთვლილი მსხვილი საწარმოები დღეისათვის გაჩერებულია ძირითადი მომხმარებლისა და ნედლეულის სიმცირის გამო.

ნედლეულის მოპოვება საქართველოში დღეისათვის წარმოებს ნინოწმინდის რაიონში, მაგრამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და სიძვირის გამო, შეზღუდული მოხმარების პირობებში მცირე მოცულობით მოიპოვება.

მოქმედი საწარმოები იყენებენ რუსთავის მეტალურგიული ქარხ­ნის ბრძმედისა და მარტენის ღუმელების ნაყარ წიდას, რომელიც ნაკლებად ხარისხიანია მასში ლითონის დიდი შემცველობისა და ცემენტის მაღალი ხარჯის გამო.

ბლოკების მწარმოებელ მსხვილ საწარმოთა მთელი სიმძლავრით ამუშავება მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, ალბათ, შეუძლებელი იქნება მცირე მოცულობის საწარმოთა სიმრავლის გამო.

ბლოკის წარმოების ზრდა არ მოითხოვს ინვესტირებას და სპეციალურ პროგრამას, რადგან წარმოების სიმარტივის გამო მისი ორგანიზება ადვილად გადასაწყვეტია ნებისმიერი დონის ბიზნესმენისათვის. ამიტომ ეს საკითხი არ მოითხოვს დაწვრილებით განხილვას.

არამადნეული მასალების წარმოება

90-იანი წლების ბოლოსათვის საქართველოს არამადნეული მასალების წარმოებას მძლავრი ბაზა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული მშენებლობის მოცულობის ზრდის პირობებში იგი მაინც დეფიციტს წარმოადგენდა და მის დასაფარავად გათვალისწინებული იყო მთელი რიგი ახალი საწარმოების მშენებ­ლობა. ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობა განპირობებული იყო აგ­რეთვე მოქმედ საწარმოთათვის გამოყოფილ ნაკვეთზე ნედლეულის ამოწურვით, ხოლო ახალი ტერიტორიების საკითხი ვერ წყდებოდა ბუ­ნებ­რივი რესურსების დაცვისათვის მომძლავრებული მწვანეთა მოძრა­ობის გამო. ეს განსაკუთრებით ეხებოდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მდინარეთა ჩამონატანებზე მომუშავე საწარმოებს.

ამ მიზეზით, როგორც აღინიშნა, მთელი რიგი საწარმოები და­იხურა.

ამ პერიოდში აქტიურად იხილებოდა ახალი დიდი სიმძლავრის ქარხნების მშენებლობა მდ. ენგურზე და ცხენისწყალზე. შემდგომში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო არა თუ არ აშენდა, მოქმედი წარმოებებიც კი გაჩერდა და მრავალმა მათგანმა ძარცვისა და გაპარტახების გამო არსებობა შეწყვიტა.

ქვეყანაში მოპოვებული არამადნეულ მასალათა სახეობიდან ყოველთვის დეფიციტური იყო მაღალი მოდულის მქონე,რკინა-ბეტონის ნაკეთობათა წარმოებისათვის ვარგისი საშენი ქვიშა.

საშენი ბუნებრივი ქვიშის მოპოვება ძირითადად ხდებოდა ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში (დარკვეთისა და იტავაზის საბადოები), მარნეულის რაიონში მდ. ალგეთზე, ხელვაჩაურის რაიონში (მდ. ჭოროხზე), ქარელის რაიონში (მდ. მტკვარზე) და ა.შ.

ბაზალტის დამსხვრეულ ქვიშას აწარმოებდა მარნეულის სამსხვრევ-დამხარისხებელი ქარხანა.

ამჟამად ქვეყანაში შემორჩენილია არამადნეულ მასალათა მწარმოებელი ქარხნები, რომელთაც საკმაოდ დიდი პოტენცია აქვთ და მათი ამოქმედების შემთხვევაში უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში მშენებლები უზრუნველყოფილი იქნებიან ამ მასალით.

სააქციო საზოგადოება „დარკვეთი“

ქარხანა, რომლის წლიური სიმძლავრე შეადგენდა 600.0 მ3 საშენ ქვიშას, მუშაობდა დარკვეთისა და იტავაზის საბადოების ქვიშებზე. წარმოებული საშენი ქვიშა გამოირჩევა მაღალი ხარისხით, თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა საშენ მასალათა ნაკეთობებს შორის მიიღო ხარისხის ნიშანი, რომელიც დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ქვეყნის ბაზარზე.

წარმოება პრაქტიკულად შენარჩუნებულია. მუშაობს გარეცხილ ქვიშაზე სპეციალური დაკვეთის დროს, წლიური სიმძლავრის 3-5%-ის დონეზე. ძირითადი მიზეზია სარეალიზაციო ბაზრის უკმარისობა, მაღა­ლი თვითღირებულება (ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები კარიერიდან), დაშორება ძირითადი მომხმარებლისაგან (ქ.თბილისი) და რკინიგზის მაღალი სატარიფო განაკვეთები. ამასთან ქვიშის ძირითადი მომხმარებლები კერძო მშენებლები არიან, რომლებიც იყენებენ კარიერიდან მოპოვებულ გაურეცხავ ქვიშას. ტრანსპორტირება ხდება კარიერიდან ავტომანქანებით, რაც ბევრად ამცირებს მის ღირებულებას.

წარმოების გამართული მუშაობისათვის, თვითღირებულების შემცირებისათვის საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა, რაც გასაღების ბაზართან არის დაკავშირებული.

საჭიროა გადაწყდეს წარმოებისათვის იტავაზის საბადოზე ძველი გამომუშავებული ტერიტორიის ნაცვლად ახლის გამოყოფის საკითხი. დარკვეთის ქარხნის 60% სიმძლავრით ამოქმედების შემთხვევაში მთლიანად დაკმაყოფილდება ქვეყნის მშენებელთა მოთხოვნები ქვიშაზე (სხვა წარმოებებთან ერთად) უახლოესი 5-7 წლის განმავლობაში.

სააქციო საზოგადოება „ბაზალეტი“

მარნეულის არამადნეული მასალების ქარხანა. ძირითადი პრო­დუქციაა ბაზალტის ღორღი და დამსხვრეული გარეცხილი ქვიშა. აქვს საკუთარი ბაზალტის საბადო 1150 ათ.მ3  საპროექტო სიმძლავრით. წარმოების ორი ტექნოლოგიური ხაზიდან ერთი მუშა მდგომარეობაშია, მეორე ხაზი მოითხოვს აღდგენით სამუშაოებს, სათანადო თანხებს კარიერზე მოქმედი მექანიზმების აღსადგენად.

წარმოების ამუშავებისა და პროდუქციის მოცულობის ზრდასთან ერთად საჭიროა მაღალი ტვირთამწეობის თვითმცლელი ავტომან­ქანების პარკის გაზრდა ახლის შეძენისა და არსებულის აღდგენა საბურავებითა და სამარაგო ნაწილებით დაკომპლექტების გზით.

გადასაწყვეტია წარმოების ელექტროენერგიით რიტმული უზრუნველყოფის საკითხი.

ჩამოთვლილ ღონისძიებათა განხორციელებით შესაძლებელია პირველ ეტაპზე გამოშვებულ იქნეს 250-300 ათ.მ3 არამადნეული მასალები წელიწადში, ხოლო შემდგომში წარმოების თავისუფალი თანხების, კრედიტებისა და ინვესტიციების საშუალებით აღდგეს მე-2 ხაზიც.

არამადნეული მასალების სხვა წარმოებიდან აღსანიშნავია ჭოროხის, ჩოლაბურის, ქარელის, ქუთაისის ქარხნები, რომელთა წესრიგში მოყვანა და საჭირო სიმძლავრით ამუშავება არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, მაგრამ შეძლებისდაგვარად უნდა შემცირდეს მდინარეთა კალაპოტებიდან ნედლეულის ამოღება. ეტაპობრივად ყველა ქარხანა უნდა იქნეს გადაყვანილი (შესაძლებლობის შემთხვევაში) სამთო ქანების მოპოვება-დამუშავებაზე.

ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოებთან ერთად ქვეყანაში თითქმის ყველა რაიონში მოქმედებს მცირე მოცულობის წარმოებები, რომლე­ბიც სრულიად აკმაყოფილებენ ადგილობრივ მოთხოვნილებებს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არამადნეული მასალების საჭირო ოდენობით წარმოებისათვის (დღევანდელი მდგომარეობისა და უახლესი 10 წლის პერსპექტივის გათვალისწინებით) ქვეყანაში გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს.

მოსაპირკეთებელი მასალები ბუნებრივი ქვისაგან

საქართველოში ბუნებრივი ქვისაგან მოსაპირკეთებელი ფილები­სა და ნაკეთობათა მწარმოებელი ქარხნები ძირითადად თავმოყრილი იყო ყოფილ საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სისტემაში, აგრეთვე რამდენიმე წარმოება – ადგილობრივი მრეწველობის და კო­მუნალური მეურნობის სამინისტროების, ცეკავშირისა და გეოლოგიის სამმართველოს სისტემაში.

მარმარილოს, ტეშენიტის, ბაზალტის, ტუფისა და სხვა ქვებისაგან დამზადებული ნაწარმის ხარისხი არათუ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი მოქმედი სტანდარტების მოთხოვნასაც კი ვერ აკმა­ყოფილებს.

ქვის დამმუშავებელ წარმოებებში არსებული სამამულო (საბჭო­ური) მოწყობილობა ვერ უზრუნველყოფდა ნაკეთობის გეომეტრიული ზომების ზუსტ დაცვას, დაბალი იყო გაპრიალების ხარისხი, გამო­სავლიანობა და მექანიკური გამძლეობა.

მიუხედავდ იმისა, რომ რამდენიმე წარმოებაში განხორციელდა ახალი იმპორტული მოწყობილობის მონტაჟი (სადახლოს, ხაშურის, დუშეთის წარმოებები), მაინც ვერ გაუმჯობესდა ხარისხი, რადგან ვერ მოხერხდა, თანხების უქონლობის გამო, სწრაფცვეთადი ნაწილების შეცვლა ახლით.

დღეისათვის ქვეყანაში არსებული დიდი სიმძლავრის ქვის დამმუშავებელი ქარხნები (თელავის, ქუთაისის, კურსების, სადახლოს, ბოლნისის, ვაშლიჯვარის და სხვ.) მოითხოვენ სრულ ტექნიკურ განახლებას, რადგან არსებულ მოწყობილობაზე დამზადებული ქვები არაკონკურენტუნარიანი იქნება იმპორტული ნაკეთობებით ბაზრის ავსების პირობებში.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ნედლეულის ბაზა.

ამჟამად საბადოებზე მოქმედი საკარიერო მეურნეობებიც უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ქვის მომპოვებელი მოწყობილობით. უნდა გაფართოვდეს მოსაპოვებელი ქვების ჩამონათვალი, ხელმეორედ იქნეს განხილული იმ საბადოთა ნუსხა, რომელთა მარაგიც საბჭოთა პერიოდში არ დამტკიცდა მისი შედარებით მცირე მოცულობის გამო.

მიზანშეწონილია საბადოთა დამუშავებისა და ქვის მოპოვების სპეციალიზებული საწარმოს შექმნა.

მოსაპირკეთებელი ქვების დარგის განვითარებაში ძირითადი აქცენ­ტი გადატანილ უნდა იქნეს საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე.

მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილებისა და საშენი ნახევარფაიფურის სანტექნიკურ ნაკეთობათა წარმოება

საქართველოში კედლის მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილების მწარმოებელი იყო თბილისის კერამიკული კომბინატი (ამჟამად სს „ქაშანური“), იატაკის ფილებისა – თბილისის საშენ მასალათა კომბინატი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია, და ჩხარის იატაკის ფილების ქარხანა (ამჟამად შპს „ჩხარიფილების ქარხანა“).

რაოდენობრვიად ამ ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებდა ქვეყნის მშენებელთა და საცალო ვაჭრობის მოთხოვნილებებს. წარმოებული პროდუქციის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტის მოთხოვნებს გარეგნული სახით და გეომეტრიული ზომებით.

თერჯოლის რაიონში, სოფელ ჩხარში, 80-იანი წლების ბოლოს აშენდა, მაგრამ საექსპლუატაციოდ არ გადაცემულა იატაკის მოსაპირ­კეთებელი კერამიკული ფილების ქარხანა.

სააქციო საზოგადოება „ქაშანური“

1992 წლიდან ძირითადი წარმოება არ ფუნქციონირებს. წარმოების გაჩერების მიზეზი თავდაპირველად იყო ენერგოშემც­ველების დეფიციტი, შემდგომში – ნედლეულისა და მასალების უკმარობა, დაბალი ხარისხის გამო შემცირებული მოთხოვნილება პროდუქციაზე.

დღეისათვის ქარხანაში არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობა ფიზიკურად და მორალურად მოძველებულია, ვერ უზრუნველ­ყოფს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას.

როგორც უკვე აღინიშნა, იმპორტული კერამიკული ფილებით და ნახევარფაიფური სანტექნიკური ნაწარმით ქვეყნის შიდა ბაზარი გაჯერებულია. ასეთ პირობებში ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციის შესაძლებლობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამიტომ კერამიკული ფილებისა და საშენი ნახევარფაიფურის სანტექნიკურ ნაკეთობათა წარმოების სრული ან თუნდაც მესამედი სიმძლავრით ამოქმედება მიზანშეუწონელია.

როგორც ითქვა, შესაძლებელია დროებით სანტექნიკურ ნაკეთო­ბათა წარმოების ამოქმედება ქარხანაში დარჩენილი ნედლეულისა და მასალების ნაშთის გამოყენებით არა გვირაბისებური, არამედ პერიოდული მოქმედების ღუმელების ამოქმედებით. ამ ნაკეთობებმა შეიძლება მცირე მოცულობით იპოვოს გასაღების ბაზარი დაბალი გასაყიდი ფასის გამო.

ქვეყანაში აღნიშნული ნაკეთობების მცირე რაოდენობით მოხმა­რების, ადგილობრივი ნედლეულისა და მასალების არარსებობის გამო ეჭვს იწვევს ქარხნის სრული ტექნიკური განახლების მიზანშეწონილობა უახლოეს მომავალში.

აღნიშნული საკითხი შეიძლება განხილული იქნეს რუსეთში (ჩრდილოეთი კავკასია) და საქართველოში (აფხაზეთი) მდგომარეობის ნორმალიზაციისა და სარკინიგზო არტერიების ამოქმედების შემდეგ. ამასთან წარმოების რენტაბელობის უზრუნველყოფის მიზნით გათვა­ლისწინებული უნდა იყოს მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი) არსებული მოთხოვნილება ამ ნაკეთობებზე.

ქვეყანაში სახურავი მასალისა და კერამიკული კრამიტის წარმოების პრაქტიკულად არარსებობის პირობებში შეიძლება განხილულ იქნეს მცირე მოცულობით ამ ნაკეთობის წარმოების მოგვარების საკითხი.

ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას ხელს შეუწყობს წარმოე­ბაში არსებული მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობა – გვირაბისებური და პერიოდული მოქმედების ღუმელები, სანტექნიკური ნაწარმის საშრობები, წნეხები, ნედლეულის დამმუშავებელი მოწყობილობის ნაწილი. საჭირო იქნება მოწყობილობის მცირეოდენი ნაწილის დამატება და ტექნოლოგიური ხაზისათვის საჭირო არასტანდარტული აღჭურვილობის დამზადება-შეძენა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩხარის ფილების ქარხანა“

როგორც აღინიშნა, 90-იანი წლების ბოლოს ჩხარში აშენდა, მაგარმ საექსპლუატაციოდ არ გადაცემულა წელიწადში 6000 ათ. კვ.მ. იატაკის ფილების სიმძლავრის ქარხანა. ძირითადი ნედლეული – თიხა წარმოებას ადგილზე აქვს (ზოვრეთის საბადო). იმავე პირობებით – მდგომარეობის ნორმალიზაციის, უმოკლესი სარკინიგზო გზით რუსეთიდან და უკრაინიდან შემოზიდული სხვა საჭირო მასალების შემოტანის შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნეს ქარხნის მშენებლობაზე დარჩენილ სამუშაოთა დაფინანსებისა და წარმოების მცირე სიმძლავრით ამუშავების საკითხი.

სავსებით შესაძლებელია, რომ დაბალი თვითღირებულების პირო­ბებში წარმოებულმა იატაკის ფილებმა თავისი ხარისხით დააკმაყოფილოს საშუალო შეძლების მომხმარებელთა მოთხოვნილება და დაიმკვიდროს ადგილი ქვეყნის შიდა ბაზარზე.

ჩხარის წარმოებაში ყურადღებას იმსახურებს ფილების ძველი ქარხნის გამოყენების საკითხი.

ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, არსებული ნედლეულის დამმუშავებელი საშრობი გვირაბების, წნეხებისა და პერიოდული მოქმედების ღუმელების გამოყენებით შესაძლებელია რამდენიმე სახის მოწყობილობის დამატებით ორგანიზებულ იქნეს მცირე სიმძლავრის კერამიკული კრამიტის წარმოება. აღნიშნული პროდუქციის მომხმარებელი შეიძლება იყოს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა და წარმოებები.

საშენი თაბაშირის, კირისა და გაჯის წარმოება

ქვეყანაში საშენი თაბაშირის წარმოება ხდებოდა ყოფილი რუს­თავის საშენ მასალათა კომბინატში (სს „პერლიტი“) და ახალციხის წყალთბილას თაბაშირის ქარხანაში.

რუსთავის წარმოება, რომელსაც საკუთარი ნადლეულის ბაზა არ გააჩნია, თავისი ტექნიკური მდგომარეობით მზადაა ნედლეულის არსებობის შემთხვევაში აწარმოოს 40.0 ათ.ტონა საშენი თაბაშირი. მისი ნედლეულით მომარაგების საკითხი განხილულ უნდა იქნეს ცემენტის ქარხნების თაბაშირის ქვით მომარაგების ანალოგიურად.

ახალციხის წარმოებას შეუძლია აწარმოოს მცირე მოცულობით საშენი თაბაშირი არსებულ პირობებში.

სასაქონლო კირის ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაში იყო ყო­ფილი ავჭალის სილიკატური საკედლე მასალების ქარხანა, აგრეთვე მოწამეთის და დედოფლისწყაროს ქარხნები.

მოთხოვნილების ზრდასთან ერთად არსებობს ყველა შესაძ­ლებლობა კირის წარმოებისა 40 ათ. ტონამდე წელიწადში.

გაჯის წარმოება ძირითადად ხდებოდა თბილისის ორხევის ქარხანაში. ამჟამად ორგანიზებულია მისი წარმოება შპს „ვაზიანში“ და რამდენიმე წვრილ საწარმოში, რითაც მთლიანად კმაყოფილდება ბაზრის მოთხოვნილება.

გაჯის წარმოების მოცულობის გაზრდა ქვეყანაში მისი ტექნო­ლოგიური სიმტკიცისა და საბადოების სიმრავლის შემთხვევაში მოხმა­რების ზრდასთან ერთად სირთულეს არ წარმოადგენს.

 

სახურავი მასალების წარმოება

სახურავი მასალების წარმოება საქართველოში წარმოდგენილი იყო შიფერით (კასპის ცემენტის ქარხანა) და რბილი სახურავით – რუბეროიდი, პერგამინი – ( გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხანა).

შიფერი გათვალისწინებული იყო შიდა მოხმარებისათვის და გამოიყენებოდა სოფლის ობიექტების მშენებლობაზე.

რბილი სახურავის 85% მიეწოდებოდა მოკავშირე რესპუბლიკებს, დანარჩენი მოიხმარებოდა ადგილზე საბინაო და სამრეწველო ობიექ­ტების ბრტყელი სახურავების გადასახურავად.

შიფერის წარმოება ამჟამად გაჩერებულია ნედლეულის (აზბესტი) უქონლობის გამო. აღნიშნული ნედლეულის მომწოდებელია ურალისა და ყაზახეთის წარმოება. მის ტრანსპორტირებაზე გაწეული დანახარჯები აძვირებს პროდუქციას, დღეისათვის შიდა ბაზრის მოთხოვნილების, მცირე მოცულობისა და არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო არარენტაბელურს და არაკონკურენტუნარიანს ხდის წარმოებულ შიფერს. ამასთან როგორც პროდუქციის ნედლეულის (აზბესტის) ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის გამო(კანცეროგენული) მიზანშეუწონელია ამ წარმოების ამოქმედება.

რბილი სახურავის წარმოება გარდაბნის ქარხანაში მიმდინა­რეობს პერიოდულად, მცირე მოცულობით. ქარხანა ზოგიერთი ფინანსური და ტექნიკური საკითხის დადებითად გადაჭრის შემთხვევაში შეძლებს წელიწადში 15-20 მლნ. კვ.მ რბილი სახურავის წარმოებას, რაც სავსებით საკმარისია ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი) მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. პარალელურად უნდა მოიძებნოს ინვესტორები არსებული საწარმოო ფართობების, კომუნიკაციებისა და ცალკეული საწარმოო უბნების გამოყენებით ახალი თანამედროვე სახურავი მასალების წარმოების მოსაწყობად.

ამგვარად, ზემოთ მოყვანილ მასალებიდან ჩანს, რომ დღეისათვის ქვეყანას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი ისეთი სახის საშენ მასალათა წარმოებისათვის, როგორიცაა: ცემენტი, აგური, წვრილი სა­კედლე ბლოკი, არამადნეული მასალები, გაჯი, კირი, თაბაშირი, რბილი სახურავი, მოსაპირკეთებელი ნაკეთობები ბუნებრივი ქვისაგან, იატაკის ფილები.

მცირე დანახარჯებისა და აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

სამეცნიერო-კვლევითი და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები

საქართველოში საშენი მასალების წარმოების განვითარების საქ­მეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ მეცნიერებს. თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, მინე­რალური ნედლეულის ინსტიტუტის, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის შესაბამისი კათედრების მეცნიერთა მიერ შემუშავებული და წარმოებაში დანერგილ იქნა მრავალი ახალი სახის საშენი მასალის ტექნოლოგია. დაიხვეწა არსებული ტექნოლოგიური პროცესები. ნაწარმის ხარისხის ამაღლებისა და თვითღირებულების შემცირების გზით მიღებულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. ქართველი მეცნიერები ამ დარგში მრავალი გამოგონების ავტორები არიან.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვ­ლენებმა თავისი უარყოფითი გავლენა იქონია სამეცნიერო დაწესე­ბულებების საქმიანობაზე. საწარმოთა უმოქმედობამ, სამუშაოთა დაფინანსების წყაროების უქონლობამ პრაქტიკულად სრულ გაჩერე­ბამდე და დაშლამდე მიიყვანა ამ დარგის პროფილით მომუშავე სამეც­ნიერო დაწესებულებები.

საშენ მასალათა დარგის საწარმოთა ამოქმედების საქმეში გან­საკუთრებული როლი ეკისრებათ ქართველ მეცნიერებს. მათთან ერთად ახალი ამოცანების წინაშე დგება საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასულ საწარმოთათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი რესურსების – ნედლეულის, მასალების წარმოების ნარჩენების, გადახსნითი ქანების სრულად გამოყენების საქმე. ადგილობრივ რესურსებზე მომუშავე წარმოებები უფრო ადვილად იკვლევენ გზას საერთაშორისო ბაზარზე ნაწარმის თვითღირებულების, სპეციფიკურობის და ხშირ შემთხვევაში ნედლეულის უნიკალურობის გამო.

გეგმიანი ეკონომიკის პირობებში მომუშავე საწარმოები ადგი­ლობრივი რესურსების არსებობის პირობებშიც კი ხშირ შემთხვევაში ქვეყნის გარედან შემოტანილი ნედლეულით მარაგდებოდნენ. ამიტომ ადგილობრივი რესურსების გეოლოგიური დაძიების და მეცნიერული შესწავლის სამუშაოების დროული დაწყებისა და შესრულების საქმე განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს.

გადაფასებას და ახალ შესწავლას მოითხოვს უკვე დამტკიცებული ნედლეულის საბადოები. საქართველოში მრავლად არის სააგურე თიხები, მაგრამ ძალიან ცოტაა კრამიტის წარმოებისათვის შესწავ­ლილი საბადოები. კრამიტი შეიძლება უახლოეს მომავალში დიდი მოთ­ხოვ­ნილების მასალად იქცეს.

სირთულეებია ცემენტის წარმოებაში თაბაშირის ქვის დეფიციტის გამო.

გადაფასებას და შესწავლას მოითხოვს მოსაპირკეთებელი ქვების ის უამრავი საბადო, რომლებმაც გეგმიანი ეკონომიკის პირობებში ვერ პოვეს გამოყენება იმ დროისათვის საბადოების მიმართ წაყენებული ნედლეულის მოცულობის ნორმების დაუკმაყოფილებლობის გამო.

ენერგოშემცველების დეფიციტის პირობებში განსაკუთრებულ მნი­შვნე­ლობას იძენს არსებული და მშენებარე სახლების თბოიზო­ლირების საკითხი. საიზოლაციო მასალების დამზადებისათვის საჭირო ნედლეულის სიუხვის პირობებში (პერლიტი, პემზა, ბაზალტი, დიატო­მიტი, ფიქალი და სხვ.) ქართველ მეცნიერებს ფართო ასპარეზი ექმნე­ბათ ახალი თბოსაიზოლაციო მასალების კვლევისა და შემუშავების საქმეში.

აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსების საკითხის გადასაწყვეტად საინფორმაციო და პროპაგანდისტული მუშაობაა საჭირო ქართველ მეწარმეთა, ბიზნესმენთა და ინვესტორთა შორის ამ სამუშაოთა მნიშვნელობაზე, პერსპექტივებზე და მოსალოდნელ ეკონომიკურ ეფექტზე, რაც ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ უნდა ითავოს. ამავე სამინისტრომ გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტა­მენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა მიიღონ ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თანხების მოსაზიდად.

წარმოებისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირმა უნდა გადაწყ­ვიტოს არა მარტო ქვეყნის თანამედროვე საშენი მასალებით უზრუნ­ველყოფის საკითხი, არამედ მაღალეფექტიანი პროდუქციის ქვეყნის გარეთ გატანა და ბიუჯეტისა და სავალუტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.

კონკურენტუნარიან საშენ მასალათა წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებები _ რეკომენდაციები სახეობების მიხედვით

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის, გეგმიანი ეკონომიკიდან საბაზ­რო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში ნებისმიერი სფეროს წარმოების სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის ძირითად პირობად იქცა წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნილების არსებობის აუცილებლობა.

გეგმიანი ეკონომიკის პირობებში ახლად შექმნილი წარმოების პროდუქციის გასაღების არეალი ზუსტად იყო განსაზღვრული და სრუ­ლად უზრუნველყოფდა მის რეალიზაციას არსებობის მთელ პერიოდში. ამავე დროს გამორიცხული იყო სხვა წარმოების – კონკურენტის გამოჩენა. ამრიგად, წარმოებას თავის საქმიანობაში გადაწყვეტილი ჰქონდა საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებული ისეთი რთული პრობლემა, როგორიცაა მზა პროდუქციის რეალიზაცია.

გარანტირებული მომხმარებლის არსებობის პირობებში ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო წარმოებული პროდუქციის გეგმური რაოდენობრივი მაჩვენებლების შესრულებაზე. უკანა პლანზე იყო გადატანილი პროდუქციის ხარისხი, მუშაობა, რომელიც წარმოებდა ხარისხის ამაღლების, დიზაინის სრულყოფის, ახალი ტექნოლოგიების შემუშავების, ხარისხის მართვის სისტემების შექმნისა და დანერგვის საქმეში, მატერიალური სტიმულირების არარსებობის პირობებში ნელი ტემპით მიმდინარეობდა და ხშირად ფორმალური ხასიათისა იყო.

მკაცრად იყო განსაზღვრული პროდუქციის სარეალიზაციო ფასები პროდუქციის სახეობების მიხედვით, განსაზღვრული იყო წარმოების რენტაბელობის დონე. ხშირ შემთხვევაში, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებდნენ არამომგებიანი და სახელმწიფო დოტაციის ხარჯზე არსებული ზარალიანი წარმოებები.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველივე ზემოთქმული გამორიცხულია. ნებისმიერმა წარმოებამ თავის შენარჩუნების მიზნით უნდა იბრძოლოს ადგილისათვის გასაღების ბაზარზე – პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, თვითღირებულების და, აქედან გამომდინარე, გასაყიდი ფასის შემცირების, მოგების ზრდის ხარჯზე წარმოების სისტემატური სრულყოფისათვის.

ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობის გამო რთული ამოცანების წინაშე დგას საშენ მასალათა მრეწველობა.

საწარმოებში დღეისათვის არსებული მდგომარეობა, მათი ამოქმედების შესაძლებლობა და ამისათვის საჭირო ღონისძიებები და რეკომენდაციები მოცემულ იქნა წინა ნაწილში. აღინიშნა აგრეთვე, რომ საწარმოთა პოტენციალი ბევრად აღემატება ქვეყნის შიდა ბაზრის როგორც დღეისათვის არსებულ, ისე მომავალი 10-15 წლის განმავ­ლობაში შესაძლებელ მოთხოვნილებებს. ამიტომ ძირითადი ამოცანა, რომელიც უნდა გადაწყვიტონ საწარმოებმა, არის საექსპორტო პროდუქციის შექმნა და ადგილის მოპოვება საგარეო ბაზარზე.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად ქვეყნის საწარმოებს გარკვეული შესაძლებლობები აქვთ. ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, პერსპექტიული სატრანსპორტო არტერიები, ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით განვითარებად ქვეყნებთან ტერიტორიული სიახლოვე, მცირე სატრანსპორტო დანახარჯები და სხვა უნდა გახდეს საექსპორტო პროდუქციის წარმოების მასტიმულირებელი ფაქტორი.

საშენ მასალათა ექსპორტის გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რკინიგზის ტრანსპორტის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას. ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მომგებიანია ისეთი მასალების ექსპორტისათვის, რომლებიც არ მოითხოვენ ტარირებას (კირქვა, ბაზალტის ღორღი, კლინკერი, ინერტული მასალები, მსუბუქი შემვსებლები, კვარცის ქვიშა, პერლიტი, მოსაპირკეთებელი მასალების ბლოკები და სხვ.) და ნებისმიერი მასალის დიდ პარტიებად გაგზავნის საშუალებას იძლევა.

საქართველო-თურქეთის რკინიგზის მშენებლობამ საშუალება უნდა მისცეს ქართულ ექსპორტს შეაღწიოს და დაიმკვიდროს ადგილი თურქეთის აღმოსავლეთ რაიონში მის განვითარებულ რაიონებთან შედარებით ტერიტორიული სიახლოვის მეშვეობით.

ფოთიდან და ბათუმიდან სარკინიგზო-საბორნე ხაზის ამოქმედება საშუალებას გვაძლევს შევაღწიოთ უკრაინის, სამხრეთ რუსეთის და მოლდავეთის ბაზარზე.

საშენ მასალათა ქვეყნის გარეთ გატანას წინ უნდა უძღოდეს დიდი სარეკლამო-საინფორმაციო მუშაობა. პოტენციური მომხმარებელი უნდა ფლობდეს მონაცემებს ქართული მასალების ღირსებაზე, გამოყე­ნების არეზე, უპირატესობაზე სხვა ქვეყნის ანალოგებთან შედარებით და ა.შ.

ამისათვის მიზანშეწონილი იქნება, რომ საშენ მასალათა ფირმებ­მა და ორგანიზაციებმა შექმნან ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე – მოამზადებს ბუკლეტებს, ვიდეომასალებს, მასალებს გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობისათვის, იმუშავებს ქვეყნის გარე ორგანიზაციებთან მასალების ბაზრის განსაზღვრაზე და ა.შ.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად შესწავლილ უნდა იქნეს მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის სასაზღვრო რაიონები, თურქეთი, ირანი, შუა აზიის ქვეყნები) მოთხოვნილება საშენ მასალებზე სახეობების მიხედვით, მოთხოვნილების დაკმაყოფილების არსებული საშუალებები, ბაზრის მოპოვების გზები.

მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა დამუშავდეს ქვეყანაში საშენ მასალათა წარმოების სრულყოფის, არსებულ საწარმოთა ბაზაზე ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ეფექტიანი მასალების წარმოების ათვისების პროგრამა.

პროგრამის მასალები ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ადგილობრივ მეწარმეთა და ბიზნესმენთა, ისე უცხოელ ინვესტორთა ფართო წრისათვის.

მჭიდა მასალები

საქართველოში წარმოებულ მჭიდა მასალებს შორის წარმოების მოცულობის ზრდის, ხარისხის, ტარირებისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნის ყველაზე რეალური შესაძლებლობა არსებობს ცემენტის მრეწველობაში.

კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებს თავისი ტექნოლოგიური აღჭურვილობით ყველა საშუალება აქვთ აწარმოონ ევროსტანდარ­ტების დონეზე 400 მარკის ცემენტი. ქარხნებში ჯერ კიდევ შემორჩენილ კვალიფიციურ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მეოხებით შეუძლია არსებულ პირობებშიც კი სტაბილურად აწარმოოს მაღალი ხარისხის რიგითი ცემენტი. ამის მაგალითი შეიძლება იყოს რუსთავის ცემენტის ქარხანა, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში ენერგოშემცველებით, ნედლეულით და რეალიზაციით შედარებით სტაბილური უზრუნველყოფის პირობებში შეძლო მაღალი აქტივობის კლინკერის და 400-450 კგ/სმ2 მექანიკური სიმტკიცის წინაპორტლანდცემენტის წარმოება.

ორივე ცემენტის ქარხნისათვის წარმოების ელემენტარული პირობების შექმნის (ენერგოშემცველები, ტრანსპორტი ნედლეულის შემოსაზიდად) და არსებული არცთუ რთული და ნაკლებდანახარჯებთან დაკავშირებული პრობლემების (აქტიური დანამატი, თაბაშირის ქვა, სახსრები სამარაგო ნაწილებისა და სარემონტო სამუშაოებისათვის) გადაწყვეტის შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ცემენტის ექსპორტირების საკითხი.

პრობლემა, რომელიც მოითხოვს აუცილებელ გადაწყვეტას და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არის კასპის ცემენტის ქარხანაში ტარირების თანამედროვე კვანძის მოწყობის საკითხი. სათანადო სახსრების გამოძებნის შემთხვევაში (გრძელვადიანი კრე­დიტი, ინვესტიციების მოზიდვა, ქარხანაში სახელმწიფოს წილის პრივა­ტიზება) უზრუნველყოფილ იქნება ცემენტის ტარირებისა და ტრანსპორ­ტირების უზრუნველყოფა ევროსტანდარტების დონეზე.

ამ შემთხვევაში ორივე ქარხნისათვის ცემენტის რეალიზაციის საერ­თაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვებისათვის დასჭირდება ძირი­თა­დი ყურადღების გადატანა ხარისხზე, ასორტიმენტსა და თვითღირებუ­ლებაზე.

ხარისხის საკითხის გადაწყვეტა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არსე­ბული კადრების ცოდნის, გამოცდილების, საწარმოო და ტექნოლოგიური დისციპლინის დონის გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია.

წარმოებებიდან წასული კადრების უკან დასაბრუნებლად უნდა ამოქმედდეს მატერიალური დაინტერესების ფორმები. ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და სწავ­ლე­ბის საქმეს, რადგან დღეისათვის ორივე ქარხანა საკმაოდ ხანდაზმული ასაკის პერსონალით არის დაკომპლექტებული.

წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი წარსულში განისაზღვ­რე­ბოდა ადგილობრივი მოთხოვნილებით, მშენებლობის ხასიათით, მოცულობით და ხანგრძლივობით. ძირითადად იწარმოებოდა რიგითი – „400“ პორტლანდცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი საერთო მშენებლო­ბი­სათვის, პუცოლანიანი „300“ და – „400“ ცემენტი როგორც საერთო ისე მეტროს მშენებლობისათვის, დაბალტუტიანი ჰიდროტექნიკური ცემენტი ენგურის კაშხლის მშენებლობისათვის, აგრეთვე სწრაფმჭიდი ცემენტი და „500“ პორტლანდცემენტი.

დღევანდელ პირობებში, როდესაც ადგილობრივი მოთხოვნილება ცემენტზე როგორც მოცულობით, ისე ასორტიმენტით საკმაოდ შეზღუ­დულია, საჭიროა აქცენტის გადატანა მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მშენებლობების ძირითად მოცულობათა ხასიათზე, გამოყენებული ცემენტების სახეობებზე.

ყაზახეთისა და აზერბაიჯანის დიდი ნავთობის მოპოვების, მისი ტრანსპორტირების, აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხების გადაწყვეტისათვის საჭირო ნავსადგურების ტერმინალების, სარკინიგზო და საავტომობილო გზების მშენებლობის, აღდგენისა და რეკონსტრუქ­ციისათვის, ყოველივე ამის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საჭირო მრავალი სახის სპეციალური ცემენტი.

ქართველ მეცნიერებს ცემენტის ქარხნებთან ერთად შემუშავე­ბული აქვთ ადგილობრივ ნედლეულზე სპეციალური ცემენტის წარმო­ების ტექნოლოგიები. დაბალტუტიანმა ჰიდროტექნიკურმა ცემენტმა, რომლის ტექნოლოგია სპეციალურად ენგურის უნიკალური კაშხლის მშენებლობისათვის დამუშავდა, ბრწყინვალედ გაუძლო გამოცდას.

თბილისის მეტროს და ქვეყანაში გვირაბებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რთულ ჰიდროგეოლოგიურ პირობებში მშენებლობასა და ექსპლუატაციაში კარგი მაჩვენებლები აქვს პუცოლანიან პორტ­ლანდ­ცემენტს.

მსოფლიოს საუკეთესო ცემენტის მაჩვენებლები აქვს ქართველი მეცნიერების მიერ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისათვის შექმნილ ალუნიტის ცემენტს. ეს ცემენტი მაღალი საექსპლუატაციო მაჩვენებლების გარდა გამოირჩევა ტექნოლოგიური სიმარტივით. მისი წარმოების ათვისება არ წარმოადგენს სირთულეს მოქმედ ქარხნებში და არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს.

ეს ცემენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნავსადგურების წყალდამცავი ჯებირების, მიწისქვეშა გრუნტის წყლების სიუხვის პირობებში მომუშავე ნაგებობების, წყალსაცავების, რეზერვუარების მშენებლობისათვის.

ამ ცემენტების მაღალი საექსპლუატაციო თვისებები – სწრაფმჭიდობა, მექანიკური სიმტკიცის სწრაფი აკრეფა და მაღალი სიმტკიცის მიღწევა, აგრესიული გარემოსადმი გამძლეობა უქმნის მას კარგ სარეკლამო შესაძლებლობას და გზას უხსნის საერთაშორისო ბაზრისაკენ.

ამასთან ერთად, როგორც აღინიშნა, მათი წარმოება არ არის დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან, მაღალ თვითღირებულებასთან. საერთაშორისო ბაზარზე რიგით ცემენტთან შედარებით ასეთი ცემენტი 1,5–2,0-ჯერ მეტი ღირს. ამ შემთხვევაში აღნიშნული ცემენტის დიდი მოცულობით წარმოება საუკეთესო პერსპექტივებს უქმნის დღეს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნებს.

ჰიდროტექნიკურ ცემენტთან ერთად დამუშავებულია განვრცო­ბადი ცემენტის წარმოების ტექნოლოგია. მათი წარმოებაში დანერგვა და გამოშვება აგრეთვე არ წარმოადგენს სირთულეს.

ამ ცემენტის გამოცდებმა მისი უნიკალური თვისებები და გამოყე­ნების ფართო არეალი გამოამჟღავნა. ეს ცემენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გვირაბმშენებლობაში, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ბეტონის ნაგებობათა ნაპრალების შევსებასა და გამაგრებაში, მონოლი­თური მასების ნგრევითი სამუშაოების შესრულებაში და სხვ.

მაშინ, როდესაც ცემენტის რეალიზაციის მსოფლიო ბაზარი დაპყ­რობილი აქვთ ისეთ ქვეყნების მსოფლიოში აღიარებულ ცემენტის მწარმოებელ ფირმებს, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, მექსიკა, რუმინეთი და სხვა, ქართული ცემენტისათვის ადგილის მოსაპოვებლად საჭიროა დიდი მუშაობის გაწევა როგორც ხარისხისა და ასორტიმენტის გასადიდებლად, ისე გასაყიდი ფასის შესამცირებლად.

დღეისათვის წარმოებული ცემენტის გასაყიდი ფასი უტოლდება საერთაშორისო ბაზრის ფასს, მაგრამ ეს სრულიად არ არის საკმარისი ბაზრის მოსაპოვებლად.

მისი აღიარებისათვის საჭიროა გატოლება ყველა მაჩვენებლებში, ზოგიერთებში კი – უპირატესობის მოპოვებაც.

უკანასკნელ წლებში მომხდარი ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ წარმოებული ცემენტის ფაქტობრივ თვითღი­რე­ბუ­ლებაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ენერგოდანახარჯებზე მოდის (60% და მეტი). ეს გამოწვეულია როგორც ენერგოშემცველების გაძვირებით, ისე სხვა დანახარჯების შემცირებით (ხელფასი, აღდგენითი სამუშაოები და სხვ.).

დღეისათვის ცალკეული დანახარჯები ნატურალური გამოსა­ხულებით (ენერგოშემცველები, ნედლეული) ბევრად აღემატება საბჭოთა პერიოდში ცემენტის წარმოებაზე გაწეულ ფაქტობრივ დანახარჯებს.

თვითღირებულების ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის წარმოებული პროდუქციის მცირე მოცულობას, მოცდენებს, ელექტროენერ­გიისა და გაზის ხშირი გამორთვის გამო. დიდია ამ დროს ელექტროე­ნერგიის, გაზის გადამეტხარჯვა, ღუმელების ამონაგის ნგრევა და ისევ მოცდენები და დანახარჯები მათი აღდგენისათვის. ყოველივე ამის აღმოფხვრა დიდად შეუწყობს ხელს თვითღირებულების შემცირებას.

თუ წარმოებები ამ მიმართულებით წარმართავენ მუშაობას და ეტაპობრივად გადაწყვეტენ ყველა საკითხს უახლოეს 2 წელიწადში, ქართული ცემენტი შეიძლება ქვეყნის ექსპორტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი გახდეს.

ცემენტის შემდეგ მჭიდა მასალებიდან ექსპორტის საგანი შეიძლება გახდეს გაჯი.

ეს მასალა ძირითადად საქართველოშია ცნობილი და სხვაგან იგი არ გამოიყენება. მისი უნიკალური მაჩვენებლები – ნედლეულის ბაზები და მოპოვებისა და დამზადების, ტექნოლოგიური მოწყობილობის სიმარტივე ნებისმიერი კერძო ფირმისათვის ხელმისაწვდომს ხდის წარმოების ორგანიზაციას.

გაჯის ადგილზე გამოყენების, მცირე მანძილებზე ტრანსპორტი­რებისა და სწრაფი მოხმარების გამო პრაქტიკულად ყველა წარმოებაში მისი ტარირების საკითხი გადაუწყვეტელია. ეს პროცესი მარტივად ხდება და უმეტეს შემთხვევაში ხელით წარმოებს. ამიტომ გაჯის საექსპორტო საგნად არჩევის შემთხვევაში საჭიროა თანამედროვე დონეზე გადაწყდეს მისი ხარისხის სტაბილურობის, ტარირებისა და ტრანსპორტირების საკითხები. სათანადო სახსრების არსებობის შემთხვევაში შეიძლება შერჩეულ იქნეს მცირე მწარმოებლობის იმპორტული შესაფუთი მანქანები. მცირემწარმოებლობისა იმიტომ, რომ ქვეყანაში მოქმედი ტექნოლოგიური დანადგარების საათობრივი მწარმოებლურობა 5–8 ტონას შეადგენს.

გაჯის ექსპორტირება შესაძლებელია მოსაზღვრე აზერბაიჯანისა და თურქეთის არასაზღვრისპირა რაიონებში, განსაკუთრებით თურქეთის აღმოსავლეთ და შუა კონტინენტურ ნაწილში. მისი ექსპორტირება შეიძლება ირანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში, რუსეთში და სხვ.

იმისათვის, რომ გაჯმა გამოყენება ჰპოვოს ამ ქვეყნებში, საჭიროა მაქსიმალურად დაიხვეწოს მისი წარმოების ტექნოლოგია, გარანტირებულად უზრუნველყოფილ იქნეს ხარისხი და დაბალი ფასი დიდ მანძილზე ტრანსპორტირების ხარჯების კომპენსირებისათვის.

გაჯის პარალელურად ექსპორტის საგნად შეიძლება იქცეს თაბაშირისა და აფუებული პერლიტის ნარევი. ეს მასალა არასაწარმოო დანიშნულების შენობებში გამოიყენება, როგორც შიდა კედლების შესალესი შესანიშნავი საშუალება. იგი სხვა თვისებებთან ერთად თბობგერასაიზოლაციო თვისებების მატარებელია. ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია მაღალმთიან და ცივ რაიონებში.

სახურავი მასალები

საქართველოში წარმოებული სახურავი მასალებიდან გარე ბაზარზე შეიძლება გატანილ იქნეს რბილი სახურავი მასალები – რუბეროიდი, პერგამინი, მინარუბეროიდი.

როგორც ცნობილია, საბჭოთა პერიოდში მოქმედ საწარმოთა მშენებლობის დაგეგმვის პრინციპის შესაბამისად ამიერკავკასიის, შუა აზიის რესპუბლიკებისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის რბილი სახურავით უზრუნველყოფის მიზნით, გარდაბნის რაიონში აშენდა რუბეროიდისა და პერგამინის მწარმოებელი დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომელიც ნედლეულით (მაკულატურა, ხე-ტყე, ბითუმი) ამავე რეგიონებიდან მარაგდებოდა.

დღეს წარმოების მასშტაბის შემცირების პირობებში ქარხანა სათანადო ორგანიზაციული მუშაობის გაწევის შემდეგ შეიძლება ამოქ­მედდეს ადგილობრივ ნედლეულზე.

ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის დაბალი ხარისხის მიუხედავად, მცირე ფასის მეშვეობით მას შეუძლია იპოვოს მომხმა­რებელი სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, შუა აზიის ქვეყნებში. ამასთან ერთად შეიძლება დამზადდეს სახურავის სარემონტო კომპლექტები ტომრებში ჩამოსხმული სახურავი ბითუმისა და მინისტილოსაგან. ასეთი კომპლექტების მოხმარება განსაკუთრებით მომრავლდა თბილისში ბრტყელი სახურავების სარემონტო სამუშა­ოების შესრულებისას.

სრული შესაძლებლობა არსებობს საქართველოში კერამიკული კრამიტის წარმოების აღორძინებისა. ამჟამად ქვეყანაში კრამიტი არ იწარმოება და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აშენებული შენობები ბრტყელი სახურავებით, დახრილი ლითონის სახურავებით არის გადახურული. ერთიცა და მეორეც მოითხოვს სისტემატურ შეკეთებას, აღდგენას, შეღებვას, განიცდის გარემოს ზემოქმედებას და არ გამოირჩევა ხანგამძლეობით.

საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი კერამიკული კრამიტი ეკოლოგიურად სუფთა, გარემოს ზემოქმედებისადმი გამძლეა, არ მოითხოვს აღდგენით სამუშაოებს. ამ ნაკეთობის წარმოების მოწყობა საშუალებას მოგვცემს გადავწყვიტოთ ახალი შენობებისათვის ადგილობრივი სახურავი მასალით გადახურვის და ძველი დახრილი სახურავების ახალ მასალაზე გადაყვანის საკითხი.

ამ საკითხის გადაწყვეტას წინ უნდა უძღოდეს ქვეყანაში კერამიკული კრამიტის იმპორტი, რათა მოსახლეობას გაუჩნდეს მოთ­ხოვნილება ამ მასალაზე.

პარალელურად უნდა მოხდეს ადგილობრივი კრამიტის წარმოების რენტაბელობის გაანგარიშება, დადგინდეს გასაყიდი ფასი და მოხდეს მისი შედარება იმპორტული კრამიტის ფასთან და დადებითი სხვაობის მიღების შემთხვევაში ერთ-ერთ მოქმედ საწარმოში განხორციელდეს მისი წარმოების ორგანიზაცია. ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კრამიტის წარმოების ორგანიზაციის პირველი ეტაპი განხორციელდეს მცირე მოცულობის საწარმოში, პერიოდული მოქმედების ღუმელების გამოყენებით.

ასეთ საწარმოებად შეიძლება შერჩეულ იქნეს სააქციო საზო­გადოება „ქაშანურის“, სააქციო საზოგადოება „საქსაშენმეცნიერების“ საწარმოები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩხარის ფილების ქარხანა“, სადაც მუშაობს პერიოდული მოქმედების გამოსაწვავი ღუმელები.

ეს მოგვცემს საშუალებას ვარეგულიროთ გამოშვებული პრო­დუქციის მოცულობა.

მოთხოვნილების ზრდასთან ერთად მოგვეცემა საშუალება გავზარდოთ ამ პროდუქციის წარმოება.

ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია კრამიტის წარმოების ორგანიზაცია მოხდეს სააქციო საზოგადოება „მეტეხი-კერამიკის“ აგუ­რის ქარხანაში.

ამ წარმოებაში მოქმედებს ორი ტექნოლოგიური ხაზი ორი ღუ­მელით. ერთი ხაზი შეიძლება გადაყვანილ იქნეს კრამიტის დამზა­დებაზე, რადგან იგი დაუტვირთავია და არ მუშაობს. საჭირო იქნება ამ ხაზზე კრამიტის საყალიბო წნეხის დამატება და გამოსაწვავ ვაგო­ნეტებზე ალიზის დასაწყობად სპეციალური ცეცხლგამძლე ლორფინების დამზადება.

მეტეხის რეგიონში არსებული თიხებიდან კრამიტის წარმოე­ბისათვის შესწავლილია მირიანის საბადო. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქსანის თიხის საბადოც.

კრამიტის წარმოების სათანადო კონდიციამდე მიყვანის შემდეგ მან უნდა დაიკავოს როგორც შიდა ბაზარი, ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრები, სადაც ასეთი წარმოება არ არსებობს. შემდგომში იგი შეიძლება ექსპორტირებული იქნეს რუსეთის სამხრეთ რაიონებში, ჩრდილოეთ კავკასიაში.

ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია მოსაპირკე­თებელი ქვების საბადოებით, დღემდე ვერც ერთმა ქვამ ვერ გაიკვლია გზა საერთაშორისო ბაზარზე.

იტალიის ფირმის ცდამ, ადგილი დაემკვიდრებინა საგარეო ბაზარზე სალიეთის მარმარილოსათვის, უშედეგოდ დამთავრდა. მიუხედავად ფაქტურის უნიკალურობისა, სხვა უარყოფითმა მაჩვენებლებმა – ბუნებ­რივმა ბზარიანობამ და სიძვირემ ხელი შეუშალა მას გამხდარიყო საექსპორტო პროდუქცია.

ამავე თვისებებით ხასიათდება ბევრი მოქმედი ქვის საბადო. მცირე გამოსავლიანობის სამთო მასიდან, ბუნებრივი ბზარიანობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის თანამედროვე მოთხოვნებით გათვალის­წინებული მაჩვენებლების ფილებისა და ნაკეთობების დამზადებას.

საბჭოთა პერიოდში მიღებული პრაქტიკის თანახმად საბადოების დამტკიცების ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი იყო მისი მოცულობა. უკეთესი მაჩვენებლების მქონე მცირე მოცულობის საბადოები არ მტკიცდებოდა და არ მუშავდებოდა.

ქვეყნის შიდა ბაზარი დღეს დაპყრობილი აქვს თურქეთის, ირა­ნის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ქვის მწარმოებელ ფირმებს. მათი ნაკეთობები დამუშავებით, მაღალი ხარისხით, სილამაზითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამიტომ მათთვის კონკურენციის გა­წე­ვა ქართული ქვებისათვის მეტად რთული საქმეა.

საქართველოში მრავლად არის მარმარილო და გრანიტის ჯიშის ქვების, ბაზალტის, კირქვების საბადოები, რომლებიც მცირე მოცულობისანი არიან, მაგრამ მაღალი ხარისხის, ნაირფერი და უჩვეულო ფაქტურით გამოირჩევიან.

საჭიროა შესწავლილ იქნეს ასეთი საბადოები, მოხდეს იქ მოპოვებული ქვების შედარება ანალოგიურ იმპორტულ ქვებთან და შერჩე­ულ იქნეს სახეობები, რომლებიც თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით შეძლებენ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ უცხო ბაზარზე.

შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ამ საბადოებზე კარიერების მოწყობა და თანამედროვე მეთოდებით ქვის ბლოკების ამოღება.

ამ ეტაპზე ბლოკები უნდა გახდეს ექსპორტის საგანი.

ბლოკების შემსყიდველმა უცხოურმა ფირმებმა თავისდაუნებურად ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ქვების დამკ­ვიდ­რებას. სამომხმარებლო ბაზარზე ქართულ ქვებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა არსებული ქარხნების ხელახალი ტექნიკური აღჭურვისა და ახლების მშენებლობის მიზნით.

ადგილობრივ წარმოებაში თანამედროვე დონეზე დამზადებული ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ფილებისა და ნაკეთობების გამოშვების შემდეგ უნდა შეწყდეს ქვის ბლოკების ექსპორტი.

ამ გზით შესაძლებელია უახლოეს 2-3 წელიწადში ქართული ქვების ექსპორტის ორგანიზება.

ყურადღება უნდა დაეთმოს ბაზალტის ქვისაგან ფილების, ბორდიურებისა და სხვა ნაკეთობების დამზადების და ექსპორტის საქმეს.

გასულ წლებში ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილება იყო რუსეთში. უნდა მოხდეს ძველი კავშირურთიერთობის აღდგენა და წარმოების მაღალ დონეზე ორგანიზება ქვების მოპოვებისა და ეკოლოგიის დაცვის ყველა წესების გათვალისწინებით.

არამადნეული მასალები

არამანდეული მასალები ძირითადად ადგილობრივი მოხმარების საგანს წარმოადგენს. მათი დაბალი ფასი და გავრცელების ფართო არეალი შეუძლებელს ხდის მის ექსპორტს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროა მაინც შესწავლილ იქნეს მათზე მოთხოვნილება ქვეყნის გარეთ მოსაზღვრე რაიონებში.

გასულ წლებში გარკვეული მოცულობით არამადნეული მასალების ექსპორტი ხდებოდა რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში საგზაო მშენებლობისათვის. ძირითადად გადიოდა კირქვები და მარმარილოსებური კირქვები, მაღალღირებული ნამცეცის სახით.

ძირითადი მიზეზი, რაც ხელს უშლის არამადნეული მასალების ექს­პორტს, არის სატრანსპორტო გადაზიდვების მაღალი ტარიფები, რაც დიდ მანძილზე საგრძნობლად აძვირებს პროდუქციის ღირებულებას.

თუ საშენ მასალებსა და მათ ნედლეულზე სატრანსპორტო ტარიფების შემცირებისათვის რუსეთში დაწყებული კამპანია სასურველი შედეგით დამთავრდა, შესაძლებელი გახდება რუსეთის შავმიწანია­დაგიან ზოლში ამ პროდუქციის ექსპორტი. ამ რეგიონში არამადნეული მასალები პრაქტიკულად არ არის და ამდენად მოთხოვნილება მასზე დიდია.

რაც შეეხება ამ დარგში პროდუქციის მოცულობასა და ხარისხს, ამ საკითხის გადაწყვეტა პრობლემას არ წარმოადგენს.

თბოსაიზოლაციო მასალები

ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები გარკვეულწილად მის თბოსამეურნეო სამსახურებსაც შეეხო. ენერგეტიკულმა კრიზისმა პრაქტიკულად მოსპო ეს სამსახური და მისი მეურნეობა ნულამდე დაიყვანა. ამის გამო მოსახლეობა იძულებულია თვითონ გადაწყვიტოს ბინის გათბობის პრობლემები.

ენერგეტიკული კრიზისი დღის წესრიგში აყენებს ენერგოშემცველების ყაირათიანად ხარჯვისა და, აქედან გამომდინარე, თბოდანა­კარგების მაქსიმალურად შემცირების საკითხს.

კერძო საბინაო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობამ ჩვენში, ისევე როგორც საზღვარგარეთ, გეზი აიღო ისეთი ნაგებობების მშენებლობაზე, სადაც მინიმუმამდე შემცირდება ზამთარში შიდა სითბოს დანაკარგები, ხოლო ზაფხულში უზრუნველყოფილ იქნება შიდა ტემპერატურის შენარჩუნება და გადამეტხურებისაგან კედლების მაქსიმალურად დაცვა.

ასეთი ობიექტების მშენებლობისათვის ჩნდება მოთხოვნილება საკედლე და სახურავ თბოსაიზოლაციო მასალებზე.

დღეისათვის ასეთი მასალების წარმოება ჩვენში არ არსებობს. ამასთან არის პერლიტის, დიატომიტის, პემზისა და წიდის საბადოები, მეტალურგიული წარმოების ნარჩენები წიდების სახით და სხვ. ამ მასალებისაგან შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის საკედლე მასალები მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებებით. ერთდროულად შეიძლება წარმოებულ იქნეს ქაფდიატომიტის, ქაფპერლიტისა და სხვა მსუბუქ შემვსებლებზე ქაფბეტონები როგორც მშენებლობაში, ისე მეტალურგიულ მრეწველობაში, თბომეურნეობის, საშენი მასალებისა და სხვა ნაკეთობების მწარმოებელ მაღალტემპერატურულ რეჟიმში მომუშავე აგრეგატებზე გამოსაყენებლად.

პერლიტის თერმული დამუშავების შემდეგ მიიღება მაღალი, თბოსაიზოლაციო თვისებების მქონე აფუებული ფხვნილი და ღორღი, რომელიც ასევე ფართოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული მშენებ­ლობაში – საკედლე მასალების, სართულშორის გადახურვების, შესალესი ხსნარების დასამზადებლად.

აფუებული პერლიტის წვრილდისპერსიული ფხვნილი საუკეთესო საფილტრავი მასალაა. იგი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწვე­ლობაში (ღვინოების, ლუდის, ზეთის და სხვ.), ნავთობპროდუქტების (ტექნიკური ზეთების, საწვავის და სხვ.) და მეტალურგიულ მრეწ­ველობაში.

აფუებული პერლიტის ფხვნილი საშენი მასალებისა და ფილტრების დასამზადებლად იწარმოება სააქციო საზოგადოება „პერლიტში“ (ყოფილი რუსთავის საშენ მასალათა კომბინატი). საბჭოთა პერიოდში აქ დამზადებული პროდუქცია დიდი რაოდენობით იგზავნებოდა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში.

ამავე, უფრო მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოება შეიძ­ლე­­ბა ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში არსებულ იმპორტულ მოწყობილობაზე მომუშავე პერლიტის ქარხანაში.

შეიძლება მოძებნილ იქნეს ნატეხი (ნედლი) პერლიტის მომხმა­რებელი.

აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა ნინოწმინდის რაიონში არსებული ფარავნის პერლიტის საბადოზე განხორციელდეს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა უნდა განახორციელონ ღონისძიებები უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და მარკეტინგული საკითხების გადასაწყვეტად.

აღნიშნული თვისებების საკედლე მასალების უჯრედოვანი ბლო­კების ყოფილი სილიკატური აგურის ქარხნებში წარმოების ორგანი­ზების საკითხი განხილულ იქნა ამ მასალის წინა ნაწილში. ამ წარმოებებში სილიკატური აგურის გამოშვება, როგორც აღინიშნა, მიზანშეუწონელია. ამიტომ ახალი საექსპორტო ნაკეთობების ათვისება უკვე მოქმედ წარმოებაში ნაკლებ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული და ხელს შეუწყობს მის აღორძინებას და მუშახელის შენარ­ჩუნებას.

უკანასკნელ ოცწლეულში თბოსაიზოლაციო მასალების წარმოე­ბაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ბაზალტის ბოჭკოსაგან დამზა­დებულმა ნაკეთობებმა.

70-იან წლების ბოლოს ყოფილ რუსთავის საშენ მასალათა კომბინატში (სააქციო საზოგადოება „პერლიტი“) ათვისებულ იქნა ბაზალტის სუპერწვრილი ბოჭკოს (ბამბის) წარმოება. 80-იან წლებში მოხდა ამ წარმოების გაფართოება და დაიწყო სუპერწვრილი ბაზალტის ბოჭკოსაგან თბოსაიზოლაციო ლეიბების წარმოების მშენებლობა, მაგრამ იგი აღარ გაგრძელებულა ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო.

ბაზალტის ბოჭკო უნიკალური მასალაა, რომლისგანაც მზადდება არა მარტო თბოსაიზოლაციო, არამედ საოცრად მაღალმექანიკური სიმტკიცის, აგრესიულ გარემოში გამძლე, მსუბუქი, ტენმედეგი მასალები.

ბაზალტის ბოჭკოსაგან მიღებული მასალებით დამზადებული კონსტრუქციები 500-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ფოლადის, ალუმინისა თუ ბეტონისაგან დამზადებული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართვე­ლოში არის უნიკალური ვულკანური წარმოშობის ბაზალტის ამოუწუ­რავი მარაგი. ამ თვისებების მქონე საბადო მხოლოდ აშშ-ში არის აღმოჩენილი. ეს ბაზალტები ყველა სხვა ცნობილი ბაზალტებისაგან გამოირჩევა მაღალი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, ტექნოლოგიური სიმარტივით, სიიაფით.

უკანასკნელ წლებში საქართველოში აშენდა ბაზალტის ბოჭკოს დამამზადებელი ქარხანა 500 ტ/წ სიმძლავრით.

საჭიროა გადაწყდეს ამ მასალისაგან სამშენებლო კონსტრუქ­ციების, არმატურის, მილგაყვანილობის დამზადების საკითხი, რაც მეტად მნიშვნელოვანია სეისმურ ზონაში მდებარე ქვეყნისათვის. აქ საჭიროა სახელმწიფოს დახმარება და თანადგომა.

არასაწარმოო დანიშნულების შენობების თბოიზოლირების პრობ­ლე­მა ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც აწუხებთ. განსაკუთრებით მნიშვნე­ლოვანია იგი სომხეთისათვის, რომელიც მკაცრი ჰავის პირობებშია და საკუთარი ენერგორესურსების ნაკლებობას განიცდის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს საკითხი აზერბაიჯანის, ირანისა და შუა აზიის ქვეყნებისათვის. აქ შენობების დაცვა მზის ენერგიისაგან ცხელი ზაფხულის პირობებში აგრეთვე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ პირველ რიგში შესასწავლია ჩამოთვლილ ქვეყნებში მათზე არსებული მოთხოვნილება და მათი ზრდის შესაძლებლობა პერსპექ­ტივაში. შემდგომში უნდა განხორციელდეს შესაბამისი საინფორმაციო და სარეკლამო მუშაობა.

ამგვარად, საშენი მასალების ეს ახალი სახე შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნისათვის საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყა­რო.

სახელმწიფოს მხარდაჭერა საშენ მასალათა წარმოების განვითარების ძირითად მიმართულებათა პროგრამის განხორციელებისადმი

ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებისა და გადასვლის ძირითად საწარმოო საშუალებათა კერძო სექტორში თავმოყრის, სახელმწიფო რეგულირების მინიმუმამდე შემცირების პირობებში სახელმწიფო არ იხსნის პასუხისმგებლობას კერძო სექტორის მიმართ.

აღმშენებლობისა და განვითარების საპრეზიდენტო პროგრამის შესაბამისად სახელმწიფო კვლავაც გაუწევს დახმარებას კერძო სამრეწ­ველო საწარმოების აღდგენის, განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში დამკვიდრების საქმეში.

მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში არსებული ქვეყნისათვის საექსპორტო პროდუქციის წარმოება სავალუტო სახსრების შემოსვლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ამასთან იგი წარმოების გადარჩენის საუკეთესო გზაა. ამიტომ მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოება არა მარტო მწარმოებლის, არამედ სახელმწიფოს ზრუნვის და ყურადღების საგანია. ნებისმიერი საექსპორტო პროდუქცია მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას მწარმოებელ ქვეყანაზე და ხელს უწყობს მისი იმიჯის ჩამოყალიბებას საერთაშორისო ბაზარზე.

ამიტომ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მასთან დაკავშირებული საკითხები უპირველეს ყურადღებას და გადაწყვეტას მოითხოვს.

თავისი როლი უნდა შეასრულონ პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოებმა, გამოშვებული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხი უნდა გახდეს პირველი რიგის მოთხოვნა, აქ შეღავათები ყოვლად დაუშვებელია. შემმოწმებელი ორგანიზაცია გარკვეულწილად პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ გაცემულ სერტიფიკატზე. შემდგომში ხარისხის შემოწმებისას დაშვებული დარღვევების განმეორებით დადგენის შემთხვევაში არა მარტო საექსპორტო, არამედ რიგითი პროდუქციის წარმოება უნდა აიკრძალოს. პროდუქციის ექსპორტირების შემთხვევაში უნდა მოხდეს დამატებითი ნებართვის გაცემა.

აქ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოჩენილი, რათა ყველა ზემოთ აღწერილი პროცესი გახდეს მეწარმისათვის დახმარების აღმოჩენის და არა კორუფციის წყარო.

ქვეყნის ხელისუფლება ყოველნაირად შეუწყობს ხელს პროდუქ­ციის ექსპორტირებას. განახორციელებს საექსპორტო პროდუქციისათვის საგადასახადო წახალისების, ქართული პროდუქციის იმიჯის ამაღლების, დისკრიმინაციული შეზღუდვებისაგან დაცვის, საერთაშო­რისო ბაზრის ინფორმაციის მიწოდების, უცხოელი პარტნიორების მოძებნის, გამოფენებში მონაწილეობის და სხვა ღონისძიებებს.

სახელმწიფოს მიერ ზრუნვისა და ყურადღების განხორციელება პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართ, მეწარმისადმი მხარ­და­ჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელება კიდევ უფრო ამაღლებს ქართული პროდუქციის ავტორიტეტს საერთაშორისო ბაზარზე.

კონტროლი დაუწესდება საშენ მასალათა ნედლეულის მოპოვების სამთო სამუშაოების წარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსაპირკეთებელი ქვების ბლოკების სამთო მასიდან ამოღების საქმეს. სახელმწიფო არ დაუშვებს სამუშაოთა წარმოებას ძველი, ბურღვა-აფეთქებითი მეთოდებით, რათა ზიანი არ მიადგეს სამთო მასას და არ შეამციროს გამოსავლიანობა, არ გაზარდოს ნარჩენები. ეკოლოგიის დაცვის მოთხოვნები ძირითადი პირობა იქნება მეწარმისათვის სამთო-მომპოვებელი სამუშაოების შესრულებისათვის ლიცენზიის გაცემის დროს. აუცილებელი პირობა იქნება, რომ სამუშაოები შესრულდეს თანამედროვე მეთოდებით, მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით. ყოველივე ეს უზრუნველყოფს არა მარტო ეკოლოგიის მაქსიმალურ დაცვას, არამედ ამოღებული ნედლეულისაგან ხარისხიანი პროდუქციის მიღებას, ნარჩენების შემცირებას, გამოსავლიანობის ზრდას, თვითღირებულების შემცირებასა და კონკურენტ­უნარიანობას ბაზარზე.

წინამდებარე პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის მიზ­ნით, სახელმწიფო მიიღებს ზომებს საერთაშორისო ორგანიზა­ციებიდან საფინანსო რესურსების მოსაზიდად.

ამ სახსრებით დაფინანსდება:

– მშენებლობაში საერთაშორისო გამოცდილების, მიღწევების, განვითარების ძირითადი მიმართულებების, ახალი მასალების გამოყე­ნებისა და წარმოების ორგანიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის მოპო­ვების ღონისძიებები;

– არსებული საწარმოების აღდგენის, რესტრუქტურიზაციის, არსებულ საწარმოო ფართობების სრულად გამოყენების, ახალი საწარმოთა მშენებლობის ბიზნესგეგმების შედგენის სამუშაოები;

– იმპორტირებული ნედლეულისა და მასალების ადგილობრივით შეცვლისათვის საჭიროა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები;

– წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და საერთა­შორისო სტანდარტებთან მისი მიახლოვების მიზნით ახალი ეროვნული სტანდარტების და ნორმების დამუშავების სამუშაოები;

– საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის, საერთაშო­რისო გამოცდილების შესწავლის, მენეჯერთა მომზადებისა და გადამ­ზა­დე­ბის პროგრამების განხორციელება;

– ბუნების დაცვის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის ადრე გამომუშავებული საბადოთა ტერიტორიის აღდგენისა და სოფლის მეურნეობისათვის მათი დაბრუნების სამუშაოები.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტისადმი სახელმ­წიფოს მხარდაჭერა კერძო მეწარმეთა მხრიდან გამოვლენილ აქტიუ­რო­ბასთან და საკითხებისადმი საქმიან მიდგომასთან ერთად უზრუნ­ველ­ყოფს პროგრამის უმოკლეს დროში შესრულებას.

ცხრილი №1

მჭიდა მასალების წარმოების განვითარების ძირითადი მიმართულებები

 

ქვედარგის, ღონისძიებებისა და ობიექტის დასახელება

საორიენტაციო ღირებულება მლნ. $ აშშ.

შესრულების

დრო, წელი

დაფინანსების

წყარო

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

I. ცემენტის წარმოება

 

 

 

 

1.

ტექნოლოგიური მოწყობი-ლობისა და შენობა-ნაგებობების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შესრულება ცემენტის წლიური წარმოების 500-600 ათ. ტ-დე

გაზრდით თიოთეულ ქარხანაში

 

 

 

 

 

1. სააქციო საზოგადოება „რუსთავცემენტი“

2,0-2,5

1,5-2,0

ამორტიზაცია კრედიტი

ინვესტიცია

 

 

2. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტი“

3,0-3,5

2,0-2,5

ამორტიზაცია

კრედიტი ინვესტიცია

 

2.

ცემენტის წარმოების ნაწილობრივი მოდერნიზაცია, კლინკერის დამზადების

სველი მეთოდიდან მშრალ მეთოდზე გადაყვანა 1,2-1,5 მლნ. ტონა კლინკერის წარმოებით წელიწადში

 

 

 

 

 

1. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტი“

30,0-35,0

1,0-1,5

ინვესტიცია

კრედიტი

სასურველია კასპის ცემე-

ნტის ქარხნის კლინკე-

რით მომა-რაგდეს

რუსთავის ქარხანა

ნედლეუ-ლის ბაზის

სიახლოვის და დაბა-

ლი თვითღირე-

ბულების გამო

3.

ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობა

 

 

 

 

 

1. მცხეთა-კასპის რაიონში სასხორის კირქვისა და კავთისხევის თიხის საბადოთა

ბაზაზე საორიენტაციო სიმძლავრით 1,8-2,2 მლნ.ტ ცემენტის წელიწადში

200,0

2,0-2,5

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

2. თერჯოლის რაიონში ჭიშურის კირქვისა და ეწერის თიხის საბადოზე და ბაზაზე

საორიენტაციო სიმძლავრით 1,0-1,5 მლნ.

ტონა ცემენტი წელიწადში

100,0-130,0

2,0-2,5

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

II. საშენი თაბაშირი

 

 

 

 

1.

თაბაშირის ქვის მოპოვება

 

 

 

 

 

1. დამთავრდეს ამბროლაურის რაიონში გამოვლენილი მუხლი-წესის თაბაშირის ქვის საბადოს დეტალური ძიება მარაგის დამტკიცებით

0,15-0,2

1,0-1,5

ბიუჯეტის

სახსრები

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

2. ამბროლაურის რაიონში მუხლი-წესის თაბაშირის ქვის საბადოს მარაგის დამტკი-

ცების შემთხვევაში აშენდეს მომპოვებელი კარიერი

0,4-0,5

1,0-1,5

ინვესტიცია

კრედიტი

კარიერის მშენებლო-ბის დაფი-ნანსების ერთ-ერთი

შესაძლო ვარიანტი –

თაბაშირის ქვის

ძირითად მომხმარე-

ბელთა წილობრივი

მონაწი-ლეობა მშენებლო-

ბაში სს „რუსთავ-ცემენტი“, სს „კასპიცე-მენტი“,  სს „პერლიტი“

 

3. ახალციხის რაიონში თაბაშირის ქვისა და გაჯის საბადოზე სამთო სამუშაოების

შესრულება თაბაშირის ქვით მდიდარი უბნების მოპოვები-სათვის მოსამზადებლად

50,0-100,0 ტონა სიმძლავრით წელიწადში

0,1-0,15

1,0

ინვესტიცია

კრედიტი

 

2.

საშენი თაბაშირის წარმოება

 

 

 

 

 

ტექნოლგიური მოწყობილობისა და შენობა-ნაგებობების სარემონტო-აღდგენითი

სამუშაოების შესრულება სამშენებლო თაბაშირის წლიური წარმოებისა და ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად

 

 

 

 

 

1. სააქციო საზოგადოება „პერლიტი“. წლიური წარმოება 60-70 ათ. ტონა

0,03-0,05

0,5-1,0

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

2. სააქციო საზოგადოება „ვარძია“. წლიური წარმოება 10,0-12,0 ათ. ტონა

0,08-1,5

1,0

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

III. გაჯის წარმოება

 

 

 

 

1.

ტექნოლოგიური მოწყო-ბილობებისა და შენობა-ნაგებობების სარემონტო-აღდგე-

ნითი სამუშაოების შესრულება 8,0-10,0 ათ. ტონა გაჯის წლიური წარმოების უზრუნველსაყოფად

 

 

 

 

 

1. სააქციო საზოგადოება „ვარძია“

0,04-0,05

1,0

ინვესტიცია

კრედიტი

 

2.

ახალი გაჯის ქარხნის მშენებლობა საქართველოში არსებული, დაძიებული

და დამტკიცებული მარაგის მქონე საბადოთა ბაზაზე 15,0-20,0 ათ. ტონა წელ. სიმძლავრით

 

 

 

 

 

1. მარნეულის გაჯის საბადო მდებარეობს რკინიგზის სადგურ მარნეულის ჩრდილო-

დასავლეთით 5 კმ-ზე საავტომობილო

გზით. მარაგი B+C1=800 ათ. ტონა

0,25-0,3

1,0-1,5

ინვესტიცია

კრედიტი

მშენებლო-ბის ღირე-ბულება აღებულია

საორიენ-ტაციოდ

ერთნაირი ყველა

ობიექტი-სათვის

 

2. მზიურის თიხა-თაბაშირის საბადო მდებარეობს რკინიგზის სადგურ რუსთავის სამხრეთ-დასავლეთით 10კმ-ზე. მარაგი B+C1=2534 ათ. ტონა

 

0,25-0,3

1,0-1,5

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

3. ახალი სამგორის თიხა-თაბაშირის საბადო მდებარეობს რკინიგზის სადგურ

რუსთავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კმ-ზე. მარაგი B+C1=3866 ათ. ტონა

0,25-0,3

1,0-1,5

ინვესტიცია

კრედიტი

 

 

4. დედოფლისწყაროს თიხა-თაბაშირის საბადო მდებარეობს დასახლება ტარიბანის დასავლეთით 8კმ-ზე, რაიცენტრ

დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით 30კმ-ზე. მარაგი

B+ C1=1290 ათ.ტონა

0,25-0,3

1,0-1,5

ინვესტიცია

კრედიტი

 

ცხრილი №2

საქართველოში საშენი კერამიკული აგურის წარმოების ორგანიზებისათვის რეკომენდებული თიხის საბადოები

 

საბადოს დასახელება,

ადგილმდებარეობა

საბადოს მოკლე დახასიათება

საბალანსო მარაგი დამტკიცების არიღისა-თვის ათ. 3

მარაგი 1988 წ. 1 იანვრი-სათვის

ათ. მ3

ცნობები დამუ-შავების

შესახებ

პროდუქ-ციის

რეალი-ზაციის

რეგიო-ნები

1

2

3

4

5

6

7

1.

ლანჩხუთის რაიონი

 

 

 

 

 

 

სამების თიხის საბადო მდებარეობს სადგურ ლანჩხუთის ჩრდილოეთით

2 კმ-ზე

მოყვითალო-მოყავისფერო და

რუხი-მოლურჯო თიხა. აკმაყო-

ფილებს სტანდარტის მოთხოვნებს

„100“; „125“ მარკაზე. პირობები

ხელსაყრელია საკარიერო დამუ-

შავებისათვის

641

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

 

ლანჩხუთი

ქ. ფოთი

ოზურ-გეთი

ჩოხა-ტაური

აბაშა

სენაკი

2.

ზესტაფონის რაიონი

 

 

 

 

 

 

არგვეთის თიხის საბადო მდებარეობს ქ. ზესტაფონის

ჩრდილო- აღმოსავლეთით

5 კმ-ზე

მოყვითალო-ყავისფერი თიხა.

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს მარკა „100“. ტექნიკური პირობები ხელსაყრელია

საკარიერო დამუშავებისათვის

160

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ზესტა-ფონი

ქუთაისი

თერჯოლა

 

 

ბოსლევის თიხის საბადო

თიხა ბაცი ჩალისფერი, პლასტიური და ყავისფერი ქვიშაქვიანი.

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს მარკა „100“. პირობები ხელსაყრელია საკარიერო

დამუშავებისათვის

870

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ზესტა-ფონი

საჩხერე

ჭიათურა

ხარაგაუ-ლი

3.

ხონის რაიონი

 

 

 

 

 

 

ხონის თიხის საბადო მდება-რეობს რაიცენტრ

ხონის აღმოსავლე-თით 3კმ-ზე

თიხა ყავისფერი, აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „150“

157

128

მუშავ-

დება

ხონი

სამტრე-დია

აბაშა

ქ. ფოთი

4.

მარტვილის რაიონი

 

 

 

 

 

 

ლესულავის თიხის საბადო მდება-რეობს რაიცენტრ

მარტვილის დასავლეთით

3 კმ-ზე

თიხა ჩალისფერ-ყავისფერი

ფხვიერი და მოყვითალო-ყავის-

ფერი შრეებრივი მჭიდრო. აკმაყო-ფილებს სტანდარტის მოთხოვნებს „125“

1126

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ხონი

აბაშა

წყალტუბო

5.

სამტრედიის რაიონი

 

 

 

 

 

 

ბუკნარი თიხის II საბადო მდება-რეობს რკინიგზის

სადგურ სამტრედიის

 ჩრდილოეთით 15კმ-ზე

თიხა მოყავისფერო-რუხი ფერის.

აკმაყოფილებს სტანდარტის მოთ-ხოვნებს „100“. პირდობები ხელ-

საყრელია საკარიერო დამუშავებისათვის

1041

948

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

სამტრე-დია

ხონი

წყალტუბო

ქ. ქუთაისი

ვანი

6.

ჩხოროწყუს რაიონი

 

 

 

 

 

 

ახუტის თიხის საბადო მდება-რეობს რაიცენტრ

ჩხოროწყუსთან ჩრდილო-აღმო-სავლეთით 2 კმ-ზე

თიხა მოყავისფერო-რუხი ფერის

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „125“. პირობები

ხელსაყრელია საკარიერო დამუ-

შავებისათვის

493

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ჩხოროწყუ

ხონი

წალენ-ჯიხა

7.

ხობის რაიონი

 

 

 

 

 

 

ნოჯიხევის თიხის საბადო მდება-რეობს სადგურ

ნოჯიხევთან

თიხა რუხი ფერის აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „150“.

პირობები ხელსაყრელია საკარი

ერო დამუშავე-ბისათვის

2413

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ხობი

ზუგდიდი

სენაკი

ქ. ფოთი

8.

საჩხერის რაიონი

 

 

 

 

 

 

ლამურის თიხის საბადო

მდებარეობს სადგურ

საჩხერის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ზე

ხრომატის თიხა, მოყავისფერო-

რუხი და მოყავისფერო. ორივე

თიხა აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „125“ და „175“.

პირობები ხელსაყრელია საკა-რიერო დამუ-შავებისათვის

689

560

მუშავ-

დება

საჩხერე

ჭიათურა

ხაშური

ქარელი

9.

სენაკის რაიონი

 

 

 

 

 

 

ნოსირის თიხის საბადო

მდებარეობს სენაკის

აღმოსავლეთით. სადგურ ნოსირიდან 3 კმ-ზე

თიხა მორუხო-მოყავისფერო,

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „125“. პირობები

ხელსაყრელია საკარიერო დამუ-

შავებისათვის

689

560

მუშავ-

დება

სენაკი

აბაშა

ხონი

ქ. ფოთი

სამტრე-დია

10.

თერჯოლის რაიონი

 

 

 

 

 

 

ჩხარის თიხის საბადო

მდებარეობს რაიცენტრ

თერჯოლის ჩრდილოეთით

4 კმ-ზე

თიხა მოყვითალო-ყავისფერი.

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „150“. პირობები

ხელსაყრელია საკარიერო დამუ-

შავებისათვის

658

439

მუშავ-

დება

თერჯოლა

ტყიბული

ზესტა-ფონი

ბაღდათი

11.

ხაშურის რაიონი

 

 

 

 

 

 

ხცისის თიხის საბადო

მდებარეობს ქ. ხა-შურის სამხრეთ-აღმოსავლეთით

სოფ. ხცისის მიდამოებში

თიხა მოყავისფერო-მუქი რუხი

და კრემისფერი. აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „125“.

პირობები ხელსაყრელია საკა-

რიერო დამუშავებისათვის

1756

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ხაშური

ქარელი

ბორჯომი

 

12.

ქარელის რაიონი

 

 

 

 

 

 

ორთუბნის თიხის საბადო

მდებარეობს რკინიგზის

სადგურ ქარელის სამხრეთით 18 კმ-ზე

თიხა რუხი და მოყვითალო

რუხი ფერის. აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „100“.

პირობები ხელსაყრელია საკა-რიერო დამუ-შავებისათვის

1067

373

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ქარელი

ხაშური

გორი

13.

კასპის რაიონი

 

 

 

 

 

 

მეტეხის თიხის საბადო მდე-ბარეობს სადგურ

მეტეხის სამხრეთ-აღმოსავლეთით 0,5 კმ-ზე

თიხა ბაცი ყვითელი ფერის.

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „125“

18160

14057

მუშავ-

დება

კასპი

მცხეთა

თბილისი

დუშეთი

გორი

რუსთავი

ხაშური

 

მირიანის თიხის საბადო მდე-ბარეობს რაიცენტრ

კასპის სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ზე

თიხა რუხი ფერის და ქვიშაქვების

მონაცვლე ფენები. აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „150“

და „250“. პირობები ხელსაყრე-

ლია საკარიერო დამუშავებისათვის

19683

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

კასპი

მცხეთა

თბილისი

დუშეთი

რუსთავი

გორი

ქარელი

ხაშური

14

თიანეთის რაიონი

 

 

 

 

 

 

ჟაბოთის თიხის საბადო

მდებარეობს რაიცენტრ

თიანეთის სამხრეთ-

აღმოსავლეთით 2 კმ-ზე

 

თიხა მუქი რუხი და მოყავისფერო

ყვითელი ფერის. აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „125“.

პირობები ხელსაყრელია საკა-რიერო დამუშა-ვებისათვის

971

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

თიანეთი

ახმეტა

დუშეთი

 

15.

საგარეჯოს რაიონი

 

 

 

 

 

 

საგარეჯოს თიხის II

საბადო უბანი 2 და 3

თიხა მოცისფერო რუხი და

მოყავისფერო რუხი. აკმაყოფი-

ლებს სტანდარტის მოთხოვნებს

„100“. პირობები ხელსაყრელია

საკარიერო დამუშავებისათვის

2011

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

საგარეჯო

თბილისი

გარდაბანი

გურჯაანი

 

საგარეჯოს თიხის II

საბადო (უბანი 4)

მდებარეობს საგარეჯოს

სამხრეთ- აღმო-სავლეთით

1,5 კმ-ზე

თიხა მოცისფერო-რუხი და

მოყავისფერო რუხი. აკმაყოფი-

ლებს სტანდარტის მოთხოვნებს

„100“. პირობები ხელსაყრელია

საკარიერო დამუშავებისათვის

2011

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

საგარეჯო

თბილისი

გარდაბანი

გურჯაანი

16.

გურჯაანის რაიონი

 

 

 

 

 

 

შაბრიანის თიხის II

საბადო მდება-რეობს რაიცენტრ

გურჯაანის სამხრეთ-აღმოსავ-ლეთით 4 კმ-ზე

თიხა მოყავისფერო-რუხი ფერის.

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „100“

1875

1675

მუშავ-

დება

გურჯაანი

ლაგოდეხი

სიღნაღი

ყვარელი

 

კარდანახის თიხის საბადო

მდებარეობს სოფელ

კარდანახის ჩრდილო-აღმოსავ-ლეთით 7 კმ-ზე

თიხა რუხი-მოყვითალო ელფე-

რის. აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „125“. პირობები

ხელსაყრელია საკარიერო დამუ-

შავებისათვის

958

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

გურჯაანი

თელავი

ყვარელი

სიღნაღი

17.

თელავის რაიონი

 

 

 

 

 

 

გულგულის თიხის საბადო

მდებარეობს სადგურ

თელავის ჩრდილო-

აღმოსავლეთით 6 კმ-ზე

თიხა ყავისფერი და მოწითურო

რუხი ფერის. აკმაყოფილებს

სტანდარტის მოთხოვნებს „100“

491

350

მუშავ-

დება

თელავი

ყვარელი

ახმეტა

18.

ოჩამჩირის რაიონი

 

 

 

 

 

 

კვეზანის თიხის საბადო მდება-რეობს სადგურ

ტყვარჩელის სამხრეთით

0,5 კმ-ზე

თიხა მუქი და მუქი რუხი ფერის.

აკმაყოფილებს სტანდარტის

მოთხოვნებს „125“ და „200“.

პირობები ხელსაყრელია საკა-

რიერო დამუშავებისათვის

7388

უცვლე-ლად

არ მუ-

შავდება

ტყვარ-ჩელი

ოჩამჩირე

გალი

ცხრილი №3

საექსპორტო პროდუქციის წარმოების ორგანიზაციის ღონისძიებები მოქმედ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და ახალ საწარმოთა მშენებლობის გზით

№№

საწარმოს და ღონის-ძიების დასახელება

პროდუქციის სახეობა

პროდუქციის

წლიური მოცულობა

შესრულე-

ბის დრო

საორიენ-ტაციო

ღირებუ-ლება

მლნ. აშშ.დოლ

დაფინან-სების

წყარო

1

2

3

4

5

6

7

1.

სს „კასპიცემენტი“

 

 

 

 

 

 

ცემენტის ტარირების

ახალი კვანძის მონტაჟი

პორტლანდ-ცემენტი

პუცოლანიანი

პორტლანდ-ცემენტი

200,0 ათ. ტ

1,0-1,5 წ

1,6-1,8

კრედიტი

ინვესტიცია

მოგება

2.

სს „რუსთავცემენტი“

 

 

 

 

 

 

სპეცცემენტების ნამატე-

ბის მომზადებისა და

დოზირების მოწყობა

წყალგაუმ-ტარი, სწრაფ-

მჭიდი გაფარ-თოებადი

დამძაბავი ცემენტი

50,0-100,0 ათ. ტ

0,5-0,4

0,3-0,4

კრედიტი

ინვესტიცია

მოგება

3.

სს „ვარძია“

 

 

 

 

 

 

ტარირების თანამედრო-

ვე კვანძის მონტაჟი

გაჯი

8,0-10,0 ათ. ტ

0,5-1,0 წ

0.07-0,1

კრედიტი

ინვესტიცია

 

4.

შპს „ვაზიანი“

 

 

 

 

 

 

ტარირების თანამედრო-

ვე კვანძის მონტაჟი

გაჯი

8,0-10,0 ათ. ტ

0,5-1,0

0,07-0,1

კრედიტი

ინვესტიცია

 

5.

მარნეულის, მზიურის,

ახალი სამგორის, დე-დოფლისწყაროს გაჯის

საბადოებზე აშენებული

ქარხნების პროდუქცია, მოყვანილი 1 ცხრილში

გაჯი

60,0-80,0 ათ. ტ

1,0-1,5

1,0-1,2

კრედიტი

ინვესტიცია

 

6.

სს „პერლიტი“

 

 

 

 

 

 

პერლიტ-თაბაშირის სა-

ბათქაშე ნარევის მომ-ზადებისა და ტარირე-ბის უბნის ორგანიზაცია

პერლიტ-თაბაშირის საბათქაშე ნარევი

20,0-30,0 ათ. ტ

0,5-1,0

0,15-0,25

კრედიტი

ინვესტიცია

 

7.

ფარავნის პერლიტის სა-ბადოებზე კარიერის მშენებლობა

ნატეხი პერლიტი

(ნედლი)

150,0-200,0 ათ.ტ

1,5-2,0 წ

0,15-0,2

კრედიტი

ინვესტიცია

 

8.

სს „მშვიდობა“

 

 

 

 

 

 

ტარირების კვანძის მოწყობა

ფილტრო-პერლიტი

10,0-15,0 ათ.ტ

0,5

0,05-0,07

კრედიტი

ინვესტიცია

მოგება

9.

სს „სილიკატი“

 

 

 

 

 

 

უჯრედოვანი ბლოკების

წარმოების ორგანიზაცია

უჯრედოვანი ბლოკები

სატიხრე ფილები

40,0 ათ კბ.

1,0-1,5

0,3-0,4

კრედიტი

ინვესტიცია

 

10.

სს „აჯამეთის აგურის ქარხანა“

 

 

 

 

 

 

უჯრედოვანი ბლოკების

წარმოების ორგანიზაცია

უჯრედოვანი ბლოკები,

სატიხრე ფილები

20,0 ათ. კბ.

1,0-1,5

0,25-0,3

კრედიტი

ინვესტიცია

 

11.

სს „ჭიათურის აგურის ქარხანა“

 

 

 

 

 

 

უჯრედოვანი ბლოკები

წარმოების ორგანიზაცია

უჯრედოვანი ბლოკები

სატიხრე ფილები

20,0 ათ. კბ.

1,0-1,5

0,25-0,3

კრედიტი

ინვესტიცია

 

12.

სს „ქაშანური“

 

 

 

 

 

 

კერამიკული კრამიტის

წარმოების ორგანიზაცია

კერამიკული კრამიტი

500,0 ათ. ც.

0,5-1,0

0,2

კრედიტი

ინვესტიცია

13.

შპს „ჩხარის ფილების

ქარხანა“

 

 

 

 

 

 

კერამიკული კრამიტის

წარმოების ორგანიზაცია

კერამიკული კრამიტი

500,0 ათ. ც.

0,5-1,0

0,2

კრედიტი

ინვესტიცია

14.

სს „მეტეხი კერამიკა“

 

 

 

 

 

 

კერამიკული კრამიტის

წარმოების ორგანიზაცია

კერამიკული კრამიტი

3,0-5,0 მლნ. ც.

0,5

0,2

კრედიტი

ინვესტიცია

15.

სს „პერლიტი“

 

 

 

 

 

 

ბაზალტის სუპერწვრილი

ბოჭკოს (ბამბის) საგე-ბების წარმოების ორგა-ნიზაცია

ბაზალტის ბოჭკოს

საგები

5,0-10,0 ათ. კბმ.

0,5-1,0

0,5-0,6

კრედიტი

ინვესტიცია

16.

შპს „სამთოელი“

 

 

 

 

 

 

ბუნებრივი მოსაპირკეთე-

ბელი ქვის ბლოკების

ამოღების ორგანიზაცია

5-6 საბადოზე

ქვის ბლოკები

1,5-2,0 ათ. კბმ.

0,5-1,0

0,4-0,5

კრედიტი

ინვესტიცია