საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიის შესახებ

  • Word
საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 27/04/2001
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.002.001.
  • Word
139
18/04/2001
სსმ, 42, 27/04/2001
320.110.000.05.002.001.
საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №139

2001 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიის შესახებ

საქართველოს საფოსტო დარგის განვითარებისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის ერთიან ქსელში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით:

1. საფოსტო დარგის განვითარება აღიარებულ იქნეს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

2. დამტკიცდეს საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების თანდართული სტრატეგია.

3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინის­ტრომ (მ. ადეიშვილი) ორ თვეში წარმოადგინოს საქართველოს საფოსტო დარგის სტრატეგიის რეალიზაციის კონკრეტული პროგრამა.

4. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინის­ტრომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (ი. მანაგაძე) ქვეყნის მთელი ტერიტორიის საბანკო და საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით ორ თვეში შეიმუშაონ და განსახილველად წარმოადგინონ წინადადებები საფოსტო საწარმოებისათვის ზოგიერთი საბანკო ფუნქციების შესრულებისათვის უფლებების მიცემის შესახებ და ამის საფუძველზე საფოსტო და საბანკო სისტემათა ფართო ინტეგრაციის თაობაზე.

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ი. ქავთარაძე) და მისმა ტერიტორიულმა ორგანოებმა უზრუნველყონ „საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს საფოსტო კავშირისა და პრესის გავრცელების სამსახურის სრულ­ყოფისა და განვითარების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 15 ივლისის №137 განკარგულების მე-7 პუნქტის მოთხოვნათა სრულად შესრულება და საფოსტო საწარმოებს, სადაც სახელმწიფო 100-პროცენტიანი წილით არის წარმოდგენილი, მათ მიერ დაკავებული ის შენობა-ნაგებობანი, რომლებიც დღეისათვის იმყოფება სახელმწიფო მფლობელობაში, გადასცენ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.

6. საფოსტო გზავნილებათა შეუფერხებელი გადაზიდვის მიზნით, საფოსტო ტრანსპორტის შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნ­ველსაყოფად „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 10 აგვისტოს №364 ბრძანებულების №2 დანართში შეტანილ იქნეს „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

ე. შევარდნაძე

საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგია

1. შესავალი

ქვე­ყ­ნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება და მოსახლე­ო­ბის კეთილდღეობის საერთო ზრდა, მისი ეკონომი­კური, სო­ციალური და პოლიტიკური აქტივობის განვითარება განუყოფლად და­კავ­ში­რე­ბულია საზო­გადოებრივი ურთიერთობის ფორმათა გაღრმავე­ბას­თან. მათ შორის, საფოსტო კომუნიკაციები მოსახ­ლეობის სოცია­ლური, ეკო­ნო­­მი­კუ­რი და პოლიტი­კუ­რი ინტეგრაციის ერთ-ერთ უმნიშვნელო­ვანეს სა­შუ­ა­ლებას წარმოადგენს.

თანამედროვე მსოფლიოში კავშირგაბმულობის ელექტრონული ფო­რ­მების გამოყენების უპრეცენდენტო გაფართოების პროცესში ფოსტა კვლავ­ინ­დებურად ინარჩუნებს თავის უნიკალურ ადგილს. კავშირგაბმუ­ლო­ბის მო­მსახურების სისწრაფის, საიმედოობის, ხარისხისა და სახეობების მი­მართ პრინციპულად ახალ მოთხოვნილებათა გარემოში თანამედროვე ტექნიკური ფორმებით აღჭურვილი ფოსტა ისევ რჩება ქვე­­ყანაში სამეურნეო და სოციალურ ურთიერთობათა მომსახურე უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად, რომელიც კავშირგაბმულობის ბაზარზე დიდ როლს ასრულებს.  

საქართველოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონო­მი­კურ გარემოში პრინციპულად შეიცვალა ფოსტის ფუნქციონირების პი­რობები და მის წინაშე დაყენებული ამოცანები. რადიკალურად შეიცვალა ფოსტის მიმართ სამომხმარებლო მოთხოვნილების ხასიათი და სტრუქტურა, ცვლილება განიცადა საფოსტო გადაზიდვათა ტექნოლოგიამ, შეიცვალა ფო­სტის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ეკონომიკური მექანიზმები და მეურნეობის ფორმა, ფოსტა აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკის კონკურენ­ტულ გარემოში არსებობისა და ეფექტური ფუნქციონირების აუცილებ­ლო­ბის წინაშე; ფოსტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში სახელმწიფოს როლმა და ფუნქციამ სრულიად ახალი და ტრადიციულისაგან პრინცი­პუ­ლად განსხვავებული შინაარსი შეიძინა. ყოველივე ამან მოითხოვა ფოს­ტის ადმინისტრირებისა და მართვის ორგანიზაციის ახალი ფორმის ჩამო­ყალიბება, მასში ახალი პროფესიონალური ცოდნისა და ჩვევების დამკ­ვიდ­რება, აგრეთვე, ფოსტის მენეჯმენტისა და შრომის საერთო კულტურის გარ­და­ქმნა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს სრულიად ახლებურ მიდგომებს და დარგის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარებას.

საქართველოს ახალ ვითარებაში ფოსტის განვითარების სტრატეგია, უპირველეს ყოვ­ლი­სა, არის მისი მდგრადი და ეფექტური ფუნქციონირების ფუ­ძემდებლურ პირობათა გააზრება. სწორედ ამ ახალ კონცეფტუალურ სა­ფუძველზე ყალიბდება ფოსტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძი­რითადი ამოცანები, განისაზღვრება მათი გადაწყვეტის ორგანიზაციული ფორმები და შეირჩევა შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტები.

2. საქართველოს საფოსტო დარგის არსებული მდგომარეობა და ძირითადი პრობლემები

საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა) 66 რაიონული და საქალაქო საფოსტო საწარმო და 1201 ქალაქის და სოფლის ტი­პის საფოსტო განყოფილებაა, სადაც დასაქმებულია 4500-ზე მეტი მუშაკი.  გარდა ამისა, ქვეყანაში ოთხი კერძო საერთაშორისო საფოსტო მომსახურების საწარმოა. საფოსტო მომსახურება ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოი­ცავს, რომელიც თავისი ორგანიზაციული სტრუქტურით, ადმინისტრირების წესით და ფუნქციონირების გეოგრაფიული პირობებით უაღრესად არაერთ­გვაროვანია.

საბჭოურ პერიოდში საქართველოში აიგო განვითარებული საფოსტო მომსახურების ქსელი, იმ დროისათვის მატერიალურად კარგად აღჭურ­ვი­ლი, პროფესი­ონა­ლური კადრებით დაკომპლექტებული და ეფექტურად ფუნქ­ციონირებადი. სა­ქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების ეკონო­მი­კური ნგრევისა და პოლიტიკური დაპირისპირების მოვლენებმა ფოს­ტას უდიდესი ზი­ა­ნი მია­ყე­ნა. ქვეყნის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური სი­რ­თულეების გარე­მო­ში ვერ მოხერხდა ფოსტის მატერიალური აღჭურვა, მი­სი ფუნქციონი­რე­ბის რაციონალური ეკონომიკური ფორმებისა და ეფექტური მართვის ჩამო­ყა­­ლიბება. ყოველივე ამან, საქართველოს საფოსტო დარგი  უდი­დესი მა­ტერი­ალური, ორ­განიზაციული და კონცეფტუალური პრობლემე­ბის წინაშე და­აყენა.

ა. მატერიალური მდგომარეობა

საქართველოს ფოსტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ფიზიკუ­რად გა­ცვეთილი და მორალურად მოძველებულია. ამ პირობებში დარგ­ში სამუშაოთა 80% ხელით შრომას ემყარება. ფოსტის სატრანსპორტო საშუალებები ამორტიზირებულია; საფოსტო შენობები კაპი­ტა­ლურ რემონტს საჭიროებენ;  მნიშვნელოვანწილად განადგურებულია სა­ფოსტო ინვენტარი. განსაკუთრებულად მძიმეა რაიონული და სოფლის საფოსტო განყო­ფი­­ლებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა. ადგილობრივ სატელეფონო ქსელებში არსებული სირთულეების გამო სოფლის საფოსტო განყოფილებათა უმრავლესი ნაწილი ტელეფონიზირებული არ არის.

ბ. ეკონომიკური პირობები

საქართველოს ფოსტის საწარმოები ასრულებენ სახელმწიფო დავალებებს და სოციალურად ორიენტირებული არიან  მაშინ, როცა აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად გაწეული დანახარჯების საკომპენსაციოდ სახელმწიფო არანაირ სუბსიდირებას არ უწევს. ფოსტა მთლიანად სა­­კუთარი სამეურნეო შემოსავლის ხარჯზე ფუნქციონირებს. ამავე დროს, საბაზრო გარემოში და საკუთარი სამეურნეო ანგარიშის საფუძველზე მოქმედ ფოსტას არ შეექმნა ფუნქცი­ო­ნი­რებისა და განვითარების ადეკვატური ორგანიზაციული და ეკონომიკური პირობები. ფოსტის მუშაობის ეკონომიკური საფუძვლების მოუგვარებლობა მისი განვითარების უმნიშვნელოვანეს მუხრუჭად ისახება. კერძოდ, ამ პრო­ბლემას შემდეგი ძირითადი ფაქტორები აპირობებს:

● საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უმალ აისახა საფოსტო მომსახურების ყველა სახეობაზე მოსახლეობის მოთხოვნილების  შემცირებით. მატერიალური გაცვლის ბუნებ­რი­ვი პროცესის ინ­ტენსივობამ მოსახლეობაში რამდენიმე რიგით დაიკლო, რამაც თვითდაფინან­სების პირობებში მოქმედ ფოსტაზე უმძიმესი ეკონომიკური შედეგი იქონია;

● სადღეისოდ, სახელმწიფო შეკვეთების ერთ-ერთ ძირითად სახეობად ეკონომიკური და პენსია-დახმარებების მოსახლეობისათვის ბინაზე მიტანა წარმოადგენს, რომელიც საფოსტო დარგიდან მოითხოვს საკმაოდ დიდი რაოდენობის საფოსტო საწარმოთა და მომსახურე პერსონალის არსებობას. ამავე დროს, ფოსტის მიერ სა­პენსიო მომსახურების ტარიფი განვლილი ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ შემცირდა, რაც გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს;

● საფოსტო მომსახურების ტარიფებს სახელმწიფო განსაზღვრავს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ გამოყოფილი საფოსტო მომსახურების ის ფორმები, რომლებიც ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს. საფოსტო დარგში დღეისათვის მოქმედებს 5 წლის წინათ დადგენილი ტარიფები, მაშინ, როცა მისი ფუნქციონირებისათვის აუცულებელი რესურსების ღირებულება უკვე მრავალჯერ გაიზარდა (საწვავი – 300%-ით; ელექტროენერგია – 500%-ით) და, ამასთანავე, შემოღებულია სხვადასხვა დამატებითი გადასახადები. არსებულ მდგომარეობას ართულებს საფოსტო ტარიფების შეცვლის უაღრესად მოუქნელი ბიუროკრატიული სისტემა. მაშინ, როცა საქართველოში მოქმედ სხვა კერძო საფოსტო მომსახურების საწარმოებს აქვთ ტარიფების დამოუკიდებელი რეგულირების საშუალებები. აღნიშნული კიდევ უფრო ართულებს სახლმწიფო საფოსტო დარგის საწარმოთა ფუნქციონირებას და არაკონკურენტუნარიანს ხდის მათ;

● სახელმწიფო ფოსტა ვალდებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველ დასახლებულ პუნქტს გაუწიოს უნივერსალური საფოსტო მომსახურება ხარჯებთან შეუსაბამო ტარიფებით. ფოსტა, რომელიც სახელმწიფოსაგან არავითარ შესაბამის კომპენსაციას არ ღებულობს, ფაქტობრივად საკუთარი ძირითადი რესურსების ცვეთის ხარჯზე მუშაობს;

● კავშირგაბმულობის დარგში ჩატარებული რესტრუქტურიზაციისა და კომერციალიზაციის პროცესი წარიმართა სახელმწიფო ინტერესებისა და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის ნათლად ჩამოყალიბების გარეშე. სახელმწიფოს მიერ არარეგლამენტირებულ საბაზრო გარემოში საფოსტო მომსახურების სფეროში შემოსულმა კერძო ფირმებმა ხელი მოჰკიდეს ამ სფეროს განსაკუთრებით მომგებიანი მომსახურების სახეობას. შესაბამისად, უაღრესად დაბალი ტარიფებით მოქმედმა სახელმწიფო ფოსტამ, არაკონკურენტუნარიან პირობებში საქმიანობის გამო, დაკარგა საფოსტო მომსახურების ტრადიციული და მომგებიანი სახეები, რაც მისი განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი უნდა ყოფილიყო;

● ქვეყნის ეკონომიკური კანონმდებლობის დამუშავებისას ზოგჯერ არ ხდე­­ბა საფოსტო დარგის ფუნქციონირების სპეციფიკური პირობების გათ­ვა­ლისწინება. ეს გარემოება ამძიმებს ფოსტის ეკონომიკურ მდგომარეობას;

● ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემა ერთობლიობაში განაპირობებს  საფოსტო დარგის არარენტაბელობას. ეს გარემოება, ერთდროულად, საქართველოს საფოს­ტო დარგს უარყოფით სა­ინვესტიციო იმიჯს უქმნის.

დღემდე საქართველოში არ დამუშავებულა სახელმწიფო ფოსტის   განვითარე­ბის გრძელ­­­ვადიანი პროგრამა და ორგანი­ზა­ციული მომზადების გარეშე ფოსტისათვის ყველა სახის და­ფი­ნანსების შე­წყვეტამ და სრული თვითდაფინანსების ფორმაზე გადაყვანამ მას უმძიმესი ეკონომიკური პრობლემა შეუქმნა. ამ მდგომარეობაში ყოფნის უმნიშვ­ნე­ლოვანესი მიზეზებია: ეკომიკურად გაჭირვებულ გადახდისუუნარო მოსახლეობის საფოსტო მომსა­ხუ­რებაზე მოთხოვნილების შემცირება-დაცემა; პენსია-დახმარებების არარეგულარული და არასრული დაფინანსება; თვითღირებულებაზე ბევრად დაბალი ტარიფები, რაც სახელ­მწი­ფოს მიერ შესაბამისად არ არის კომპენსირებული; ფუნქციონირების არაკონკურენტუნარიან პირობებში ჩაყენებულ საფოს­ტო საწარმოთა მიერ საერთაშორისო საფოსტო გადაზიდვების ბაზრის მნიშვნელოვანი წილის და­კარ­გვა – ასეთ პირობებშიც ფოსტის ეკონომიკურ პრო­ბ­ლემებს მხოლოდ კერძო საწარმოს პრობლემის ხასიათი ენი­ჭებო­და და მისი გადა­წყ­ვე­ტა არ განიხილებოდა როგორც სახელმწიფო პოლიტიკის აქტუა­ლური ამო­ცა­ნა.

გ. საფოსტო გადაზიდვათა ორგანიზაცია და ფოსტის მართვა

საბაზრო პირობებში ფუნქციონირებამ და განსაკუთრებით თვითანა­ზ­ღაურების ფორმაზე გადასვლამ საფოსტო დარგის წინაშე მართვის ორგანიზაციის სრუ­ლიად ახალი ამოცანები დააყენა. დარგში მოქმედი ზოგიერთი ნორმატიული და საკანონმდებლო აქტები მოძველებულია. ფოსტას არ აღმოაჩნდა საბაზრო პირობებში ფუნქციონირების ეფექტური მოქ­მე­დე­ბისათვის სწრაფად გადაწყობის უნარი.

დღეს, როდესაც საფოსტო გზავნილების ყო­ველი სახეობის დამუშავებას სპეციფიკური ტექ­ნოლოგია, შესაბამისი ორგანი­ზა­ცი­ული მოწყობა და მენეჯერული უზრუნველყოფა სჭირდება, სახელმწიფო ფოსტა  კვლავ მოძველებული ტექნოლო­გი­ური სტრუქტურით მო­ქმედებს, ვინაიდან დარგის დღევანდელი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა არ იძლევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების და გადაიარაღების საშუალებას.

საქართველოში საფოსტო დარგის ეფექტური ფუნქციონირების და განვითარების განსაკუთრებულ სირთულეს მისი მართვის სისტემაში არსებული პრობლე­მე­ბი ქმნიან. ეს პრობლემები დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მკაფიო პოლიტიკის არარსებობით. ამ ტიპის პრობლემათა შორის გან­სა­კუთ­რებით მწვავეა:

● ფოსტაში განხორციელებული მცირე და მნიშვნელოვანი ცვლილებები, ასევე, მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტა ხდება ფოსტის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბების გარეშე. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ვერ ხდება სახელმწიფო ინტერე­სე­ბის სრული ასახვა და სახელმწიფო მიდგომის განხორციელება. ამგვარი მდგომარეობა ფოსტას აყენებს მიმდინარე კონიუნქტურის, აგრეთვე სხვადასხვა ინტერესების ძლიერი ზეწოლის ქვეშ, რომელთა დასაძლევად ფოსტის ხელმძღვანელობას არ გააჩნია აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავების ის საფუძველი, რომელიც სტრატეგიამ უნდა შექმნას;

● ფოსტა რეალურად სუსტად არის დაცული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მხრიდან, მის სამეურნეო საქმიანობაში არაფორმალური ჩარევისაგან;

● ჩამოუყალიბებელია ფოსტის, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოს მართვის კონცეფცია და შესაბამისი ინსტიტუციონალური მოწყობის ფორმა;

● საფოსტო დარგის საწარმოთა ფუნქციონირება ძირითადად დამოკიდებულია მომიჯნავე საწარმოთა ურთიერთობებზე, რომელთა (ავტოტრანსპორტი, რკინიგზა, ავიაცია და სხვა) ტარიფები თავისუფალია და ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სისტემატურად იზრდება, ხოლო სახელმწიფო ფოსტის ტარიფები სახელმწიფოს მიერ რეგულირებადია და ვერ უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებასთან ადაპტირებას. მაშინ, როცა საფოსტო მომსახურების კერძო საწარმოებს ამის საშუალება გააჩნიათ, რის გამოც სახელმწიფო ფოსტა არაკონკურენტუნარიანია;

● ფოსტა მოქმედებს მოძველებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზით; კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებენ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოები; არ არის უზრუნველყოფილი ამ კანონის შესაბამისად ყველა ტიპის მეწარმის ფუნქციონირება. კომერციულ საფუძველზე მოქმედი კერძო კომპანიები საკუთარი ხარჯების მინიმიზაციას გადაზიდვათა ხარისხის დაცემით ახდენენ. დღეისათვის არსებული კერძო საფოსტო საწარმოთა საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის სისტემა არაეფექტურია;

 ● სატრანსპორტო კომპანიები იყენებენ საკუთარ მონოპოლიურ მდგომარე­ო­ბას საფოსტო გადაზიდვათა ტარიფების დადგენისას. სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ პროცესის რეგულირებას როგორც ამ ტარიფების რეგული­რების, ასევე ამ კომპანიებთან სატენდერო პირობების განსაზღვრის ფორ­მით;

● ფოსტის თანამშრომლობა საბანკო სისტემასთან არ არის სტრატეგიუ­ლად გააზრებული და შესაბამისად ორგანიზებული. საკანონ­მდე­ბ­ლო ბაზა ვერ ქმნის ფოსტისა და ბანკის ინტეგრაციის ეფექტურ პირო­ბას;

● საპენსიო სახსრების დარიგების მთელი სისტემის მონაწილეებია საპენ­სიო ფონდი,  სხვადასხვა ბანკი და ფოსტა. ფონდს, ბანკებსა და ფოს­ტას შორის ანგარიშსწორების ტარიფების კორექცია არ ხდება საფოსტო საწარმოთა მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულების შესაბამისად, რადგან აღნიშნული ტარიფი დამოკიდებულია ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ სახსრებზე, რის გამოც ზარალდება საფოსტო დარგი.

დ. კადრები

ქვეყანაში შე­ცვლილ სო­ციალურ და ეკონომიკურ გარემოში ფოსტამ დაკარგა დამოუკი­დებელი და­რგისათვის მნიშვნელოვანი სოცია­ლუ­რი ნიშნები – დაბალია ფოსტის სოციალური იმიჯი და სტა­ტუსი. ძალზედ დაბალია შრომის ანაზღაურება. ყოველივე ეს არ უწყობს ხელს საფოსტო სფეროში ახალი და ენერგიული კადრების მოზიდვას.

ფოსტის საკადრო პრობლემებიდან განსაკუთრებულად აქტუალურია:

● ბოლო პერიოდის ეკონომიკური სირთულეების პირობებში ფოსტამ და­­კარგა დიდი რაოდენობის გამოცდილი კადრები. შტატების შემ­ცი­რე­­­ბის მეშვეობით ფოსტაში ხარჯების ეკონომიის მიღწევის რესურ­სი პრაქტი­კუ­ლად უკვე ამოწურულია; თანამშრომელთა შემდგომი შე­­მ­ცირების შე­მთხვევაში ფოსტა ვეღარ შეძლებს თავისი უმნიშვნელოვანესი სოცია­ლუ­რი ფუნქციის შესრულებას;

● განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს ფოსტალიონთა ინსტიტუტის შენარჩუნება, რო­მელ­საც უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციის შესრულება შეუძლია. ფოსტალიონის შრომის უნიკალური თავისებურება – უშუალო და ყოველდღიური კონტაქტი მოსახლეობასთან, ათწლეულების განმავ­ლო­ბაში ოჯახებთან პირადი ნაცნობობისა და ურთიერთნდობის ჩამო­ყა­ლიბება არის სახელმწიფოსათვის ეფექტური სოციალური პოლიტიკის რე­­ალიზაციის კაპიტალი. ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგო­მარეობის ფონზე იკარგება ფოსტალიონისა და სოციალური მუშა­კის ფუნქციათა შეთავსებით მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტის მიღ­წევის უნიკალური შესაძლებლობა;

● დღევანდელ პირობებში ახალგაზრდობის ფოსტაში მუშაობისაკენ სწრა­ფ­ვა და ინტერესი უაღრესად სუსტია. ეს მნიშვნელოვანწილად გამოწვე­უ­ლია დარგში ხელით შრომის ჯერ კიდევ დი­დი ხვედრითი წილით, შრომის დაბალი ანაზღაურებით.

3. საქართველოში საფოსტო დარგის განვითარების რესურსები

საქართველოში საფოსტო დარგის სადღეისო მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მის წინაშე მრავალი უმძიმესი პრობლემა დგას; მოსახლეობის გადახდისუუნარობის გამო მნიშვნელოვნად შემცირებულია საფოსტო მომსახურების მოცულობა; კარდინალურ განახლებას მოითხოვს ფოსტის საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; საბაზრო ეკონომიკის გარემოში მოქმედი სახელმწიფო ფოსტის საწარმოთა დანახარჯები, რომლებიც მუშაობენ გაწეულ დანახარჯებთან შეუსაბამო ტარიფებით, რაც არ არის კომპენსირებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც კონკურენციის პირობებში ფუნქციონირებამ სახელმწიფო ფოსტას დააკარგვინა საფოსტო გადაზიდვების ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი; ჩამოუყალიბებელია ფოსტის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ეკონომიკური საფუძველი; დაუმუშავებელია ფოსტის განვითარების სტრატეგია, არაეფექტურია ფოსტის, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოს მართვის ორგანიზაცია, მართვის პოლიტიკური და სამეურნეო ფუნქციები არ არის გამიჯნული, რაც განპირობებულია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ხელშეუწყობლობით.

ქვეყნის საფოსტო დარგის განვითარების პერსპექტივები შემდეგია:

უპირველესად სახელმწიფო საფოსტო სისტემას გააჩნია უმდიდრესი რესუ­რ­­სი – საბჭოურ პერიოდში ჩამოყალიბებული საფოსტო მომსახურების ფარ­თო ქსელი (საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნა­გებობები განლაგებული დასახლებული პუნქტების ცენტრალურ უბნებში, საფოსტო კომუნიკაციები, საწარმოო ინფრასტრუქტურა). ეს ქსელი, როგორც ერთიანი საწარმოო და ორგა­ნიზაციული სისტემა არის უდიდესი კაპიტალი, რომლის დანაწევრება და ცალკეული ნაწილების დამოუკიდებელი გამოყენება დაუშვებელია. ქსელის ძალა და ფასი – მის მთლიანობაშია. სწორედ ამ მთლიანობის ფა­ქტორის მაქსიმალური გამოყენება უნდა გახდეს ფოსტის განვითარების ძი­რითადი მიმართულება, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 15 ივლისის №137 განკარგულება.

მეორე. საფოსტო მომსახურების ბაზრის რადიკალური გაფართო­ე­ბის რესურსი

საფოსტო ქსელის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს სა­ქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყოველ ოჯახთან, ყოველ მოქალაქესთან რეგულარული მატერიალური და ინფორმაციული გაცვლის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს საფოსტო მომსახურების ფორმები, რომლებიც მოსახლეობის ფართო მასებს მოიცავს. მაგალითად, მოსახლეობისაგან კომუნალური, სხვა სახის გადასახადე­ბის მიღება, რაც ხელს შეუწყობს გადასახადების აღრიცხვიანობის სრულყოფას; საბანკო მომსახურების გარკვეული ფუნქციების შესრულება; ელექტრონული ვაჭრობა; მოსახლეობის ინტერნეტით მომსახურება; დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარების ხელშეწყობა; სახელმწიფო შეკვეთების შესრულება, მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოების და საკანცელარიო საქონლის გავრცელება, რისთვისაც ფართოდ იქნეს გამოყენებული როგორც შიდა, ასევე გარე ვაჭრობის ფორმები.

მესამე. ფოსტის ფუნქციონირების ეკონომიკური მექანიზმების გაჯანსაღების რესურსი

ეს გულისხმობს საფოსტო მომსახურების ტარიფებში ფოსტის რეალური საწარმოო დანახარჯების ობიექტური ასახვის სისტების ჩამოყალიბებას, რომელიც არ დაუშვებს ფოსტის ფუნქციონირებას მისი ყველა სახის ძირითადი რესურსების ცვეთის ხარჯზე, საფოსტო საქმიანობაში ბუნებრივი მონოპოლიური მიმართულების და თავისუფალი სეგმენტის განსაზღვრას.

მეოთხე. საფოსტო დარგის ტექნოლოგიური და ტექნიკური გადაიარაღების რესურსი

პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს საფოსტო გზავნილებათა გადაზიდვების რეგიონალურ პრინციპებზე გადასვლას. შემდგომ ეტაპზე აუცილებელია ფოსტაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და ფოსტის ტექნიკური მოდერ­ნიზაცია, სატრანსპორტო საშუალებათა განახლება-მოდერნიზაცია. საფოსტო გზავნილებათა შეუფერხებელი გადაზიდვის მიზნით საფოსტო ავტოტრანსპორტისათვის სპეციალური ოპერატიული სტატუსის მინიჭება.

4. სტრატეგია

საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიის ზოგადი მიზანია ქვეყანაში საფოსტო მომსახურების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ფოსტის ყველა ტიპის რესურსების ეფექტური გამოყენებით და საკუთარ შემოსავალზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საფოსტო მომსახურების სფეროში სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებათა სრულფასოვან შესრულებას. სტრატეგია, რომელიც უახლოესი ხუთი წლის პერსპექტიული ხედვით არის დამუშავებული, განსაზღვრავს საქართველოში საფოსტო დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას. ამ სტრატეგიის დამუშა­ვე­ბის ძირითადი პირობა ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამომდი­ნა­რე განისაზღვრა. იგი იმაში მდგომარეობს, რომ სადღეისოდ სახელმწიფოს არ გააჩნია სა­ფოს­ტო სფეროში ინვესტირების ან მისთვის კრედიტის გამო­ყო­ფისათვის სა­ჭირო ფინანსური რესურსი. ამდენად, სტრატეგიაში მთელი ყურადღება გადატანილია ფოსტის ორგანიზაციის, მისი მართვის და ფუქციონირების ჯანსაღი და ეფექტური ეკონომიკური მექანიზმების ფორმირებაზე. სახელმწიფოს რეალური თანამონაწილეობა და ამ საქმეში მისი უდიდესი შენატანი არის ყველა აუცილებელი ინსტიტუციონალური გარ­დაქმნის ჩატარების პოლიტიკური ნება და ადმინისტრაციული ძალის­ხმევა, რომელიც დასახული სტრატეგიის ცხოვრებაში გატარებას სჭირდება.

საქართველოს საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიის მიხედვით განისაზღვრება ოთხი ძირითადი მიმართულება – საფოსტო დარგის განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება; საფოსტო მომსახურების სპექტრის გაფართოება; საფოსტო და საბანკო სისტემათა სისტემური ინ­ტეგრაცია; ფოსტის ფუნქციონირების ეკონომიკური პირო­ბები­ს გაუმჯობესება და მართვის სისტემის სრულყოფა. ყველა ამ მიმარ­თუ­ლების შესაბამისად დასახულ ღონისძიებათა რეალიზაცია მნიშვნელოვნად დაგვაახლოებს ძირითად მიზანს – მოიცვას ქვეყნა ერ­თიანი, საიმედო და მთელი მოსახლეობისათვის მარტივად მისაწვდომი, მაღალეფექტური საფოსტო ქსე­ლით.

ა. საფოსტო მომსახურების სპექტრის გაფართოება

საბაზრო ეკონომიკის გარემოში სამეურნეო ფორმით მოქმედი ფოსტის მომსახუ­რების სპექტრის გაფართოება არის მისი არსებობის და განვითარების სა­სიცოცხლოდ აუცილებელი პირობა. სწორედ ამის გამო, ფოსტის განვითა­რე­ბის პოლიტიკაში ამ საკითხს უმაღლესი პრიორიტეტი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, იგი სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალური ამოცანა უნდა გა­ხ­დეს. იმისათვის, რომ ფოსტას საშუალება ჰქონდეს ახალ ეკონომიკურ პი­რო­ბებში სრულად და ხარისხიანად შეასრულოს მასზე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული უმნიშვნელოვანესი სოციალური და პოლიტიკური ფუნ­ქ­ცია, საჭიროა სპეციალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის გარკვეული საფოსტო სახეობებით გარანტირებულ მომსახურებას. დღეისათვის სახელმწიფოს არა აქვს ფოსტის განვითარების ინვესტირების საშუალება, მაგრამ მას შეუძლია ფოსტას გამოუყოს მომსახურების ბაზრის სეგმენტი და დაიცვას მასზე ფოსტის ექსკლუზიური უფლება ისევე, როგორც  მსოფლიოს უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებშია.

– სახელმწიფოსათვის, საფოსტო დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე ფოსტა აღიარებულ იქნეს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;

– საფოსტო მომსახურების სპექტრის გაფართოების ერთ-ერთი უმნი­შვ­ნე­ლოვანესი პირობაა ქვეყანაში მოსახლეობიდან კომუნალური და სხვა გადასახდელთა მიღების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;

– საფოსტო მომსახურების სპექტრის გაფართოების სტრატეგიის შემად­გენელი ნაწილი ფოსტის მიერ დამატებითი სოციალური ფუნ­ქ­ციების აღე­ბის პოლიტიკა უნდა გახდეს. ამისათვის აქტიურად უნდა იქნეს გა­მოყე­ნე­ბუ­ლი ფოსტალიონთა კორპუსი, რომელსაც შეუძლია მოსახ­ლე­ო­ბის მრავალი სხვადასხვა ყოფითი პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა (ავადმყო­ფე­ბის, მოხუცების და ბავშვების დახმარება, კომუნალურ გადასა­ხა­დთა ბინაზე მიღება, სხვა სამსახურის გაწევა). თავად, სოციალური მუშა­კის ინს­ტი­ტუ­ტი ქვეყანაში შეიძლება კონცეფტუალურად ფოსტით დამკვი­დრ­დეს. ეს პოტენციალი არ არის ამოქმედებული. მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს ფოს­­ტის ინსტიტუტის საზოგადოებრივი იმიჯის ამაღ­ლე­ბას, ფოსტისაკენ მო­­სახლეობის მოდინებას, რაც არის ამგვარი პოლი­ტი­კის პრაგმატული კომ­პონენტი.

ამგვარი სისტემის ძირითადი დადებითი შედეგები იქნება:

● საფოსტო სისტემის უაღრესად განშტოებული და ქვეყნის მთელი ტერი­ტო­რიის მომცველი ქსელი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ქვეყნის ტერიტორიის ნებისმიერი ადგილიდან, მარტივად და საკუთარი დროის მინიმალური ხარჯვით განახორციელოს, მის მიერ მიღებული ყველა სახის მომსახურებისათვის, ანგარიშსწორება;

● შეიქმნება მომსახურების სფეროს მიერ მიღებული შემოსავლების, მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების და რეალურად არსებულ დავალიანებათა სრული აღრიცხვის სისტემა;

● სახელმწიფოს ყველა უმნიშვნელოვანეს სოციალურ ვალდებულებათა მო­მსახურების სისტემაში დამყარდება ორგანიზაციული და ფინანსური დისციპლინა;

● შეიქმნება უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი – ქვეყანაში რეალურად მო­ქ­მედი სისტემის სახით, როდესაც მოსახლეობასა და ორგანიზაციათა შო­რის ფულადი ანგარიშსწორების ნაკადები ორგანიზებული და სის­ტემა­ტი­ზირებული ფორმით წარიმართება საბანკო ქსელის მეშვეობით; ჩამო­ყალიბდება შესაბამისი სტანდარტები და ფორმები, შეიქმნება ამ პროცე­სის ავტომატიზაციისა და მისი მოხმარების ნორმები;

● შეიქმნება პირობა იმისა, რომ ამ სისტემის ბაზაზე და მისი შემდგომი გა­­­­ფართოებით (მასში სავაჭრო ორგანიზაციების ფართო ჩართვით, ასევე ანგარიშსწორების თანამედროვე არაფულადი ფორმების – ჟიროს – და­ნერგვით) ქვე­ყანაში დაიწყება საბანკო ქსელით ფინანსურ ანგარიშ­სწო­რებაზე მა­სი­უ­რი გადასვლის პროცესი;

● ქვეყანაში შეიქმნება საფინანსო სისტემის განვითარების მძლავრი ინსტი­ტუციური სტიმული;

● ქვეყნის ერთიანად მომცველი სპეციალიზირებული საიფორმაციო ქსე­­ლის ექსპლუატაციის პროცესში ჩამოყალიბდება ამგვარი სისტემის უპი­რატესობების გაგება და მისი მოხმარების კულტურა; შეიქმნება მომსა­ხუ­რების თანამედროვე სტანდარტებისა და ნორმების დანერგვის, ინ­ფორ­მაციის კონფიდენციალურობის დაცვის და მისი გადაცემის მიმართ სიჩ­ქარის გაზრდის, აღრიცხვიანობისა და სტატისტიკური დამუშა­ვე­ბის, დოკუმენტბრუნვის ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართ თვისობრივად ახალი მოთხოვნილება, რაც ამგვარი სისტემებისა და სა­ერთოდ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნი­შვ­ნელოვანი პი­რო­ბაა.

საფოსტო მომსახურების სფეროს შემდგომი და უაღრესად მნიშვნე­ლოვანი გაფართოება დაკავშირებულია საფოსტო და საბანკო  მომსახურებების ერთიან სისტემაში ინტეგრირების საკითხ­თან. ეს საკითხი, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, დამოუკიდებელი სტრატეგიული ამოცანის სახით არის ჩამოყალიბებული.

ბ. საფოსტო და საბანკო სისტემათა ინტეგრაცია

ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სრული თვითანაზღაურების ფორმით მოქმედი საფოსტო დარგის განვითარების ძირითად რესურს ქვეყანაში არსებული საფოსტო ქსელი წარმოადგენს.  ეს ქსელი, როგორც უკვე ჩამოყალიბებული სისტემა, ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას მოიცავს – ფიზიკურად არსებული შენობებით, მომსახურე პერსონალით, მათ შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების დადგენილი წესითა და ნორმებით, კომუნიკაციის საშუალებებითა და არხებით. თავისთავად, უკვე მარტო ამ ქსელის, როგორც ქვეყნის მოსახლეობის ერთიანი და დაუნაწევრებელი მომსახურების სისტემის, არსებობა ფოსტის განვითარების უდიდესი კაპიტალია (ამ ქსელის სადღეისო ფიზიკური და მორალური მდგომარეობის მიუხედავად). ამ კაპიტალს ის კომერციული ინტერესები ქმნის, რომელთათვისაც საფოსტო ქსელი მათი განვითარების სტრატეგიულ პირობად მიიჩნევა. ამ პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით (მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით) განსაკუთრებული მნიშვნელობა საფოსტო და საბანკო სისტემათა ინტეგრაციას ენიჭება.

ფოსტისა და ბანკის მაქსიმალურად ეფექტური ინტეგრაცია მხოლოდ ისეთი კონცეფტუალური და ორგანიზაციული ფორმითაა შესაძლებელი, რო­ცა ამ ინტეგრირებულ სისტემაში უზრუნველყოფილი იქნება თითოეულის განვითარების ინტერესების მაქსიმალური თანხვედრა. ამგვარი სისტემა უკ­ვე კარგად დამუშავებული და გამოცდილია მსოფლიოში. იგი სტანდარ­ტუ­ლ საფოსტო მომსახურებასთან ერთდროულად თავის თავზე იღებს მოსა­ხლეობის ყოფით პრაქტიკაში წარმოშობილი ფინანსური ანგრიშსწორების ფართო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. მომსახუ­რე­ბის სისტემა, რომელიც ბუნებრივად განლაგებულია საქონლის, მომსახუ­რების, ინფორმაციისა და ფულის მოძრაობის ნაკადთა გადაკვეთაზე კარ­გად არის მორგებული მცირე ზომის საოჯახო დანაზოგების შესაგროვებლად, აგრეთვე წარმოადგენს იდეალურ ფინანსურ შუამა­ვალს რეგულარული მომსახურების გადასახადების (ელექტროენერგია, გაზი, ტელეფონი, წყალი და სხვა) მისაღებად; ასევე სახელმწიფოს სოციალური დახმარების გასანაწილებლად (პენსიები, უმუშევრების დახმარება და სხვა) და სავაჭრო მომსახურებისათვის (ვაჭრობა კატალოგებით, საქონ­ლის ბინაზე მიტანა, დისტანციური სწავლება, სამედიცინო მომ­სა­ხუ­რების სპე­ციალური ფორმა და სხვა).

სადღეისოდ, ამგვარი სისტემის განვითარება განუყოფლად დაკავ­ში­რებულია უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მოსახლეობის სხვადა­სხვა ფინანსურ მომსახურებასთან (ე.წ. ჟიროს სისტემა), რომელშიც ორ სუბიექტს შორის ფულადი ანგარიშსწორება მათ საბანკო ანგარიშებს შორის შესაბამისი გადარიცხვებით სრულდება. შედეგად ყალიბდება უაღ­რესად ეფექტურად მოქმედი ერთობლივი სისტემა, რომელშიც ფოსტა ას­რულებს საქონლისა და სხვა მომსახურების პირდაპირი მიმწოდებლის აქტიურ როლს, ხოლო ბანკი წარმოადგენს საშუამავლო ფინანსურ ინს­ტიტუტს, რომელიც ფოსტის ამგვარი მომსახურებისათვის უნაღდო ანგარიშწორების მომსახურებას ეწევა.

საფოსტო ქსელზე დაფუძნებული ბანკი სპეციფიკურ ფინანსურ სამომსახურებო ნიშას იკა­ვებს. მცირე დანაზოგთა მობილიზაციის, მოსახლეობისაგან სტანდარტული გადასახადების მიღების მასიური ხასიათის გამო მასში ფინანსური მომსა­ხუ­რება უნდა იყოს უაღრესად სტანდარტიზირებული, მარტივად გასაგები და ფინანსური რისკისაგან თავისუფალი. ჩვეულებრივთან შედარებით დაბალი ადმინისტრაციული ხარჯები ამ სისტემას უაღრესად კონკურენტუნარიანს ხდის. საფოსტო ქსელში მოსახლეობის სხვადასხვა გადახდათა დიდი ნაკა­დების მიმართვა ხელს შეუწყობს გადასახადების სისტემაში სტანდარტიზა­ციი­სა და აღრიცხვიანობის დამკვიდრებას, ასევე, სახელმწიფოში ეფექტური და სტანდარტიზებული საფინანსო სექტორის საერთო განვითარებას. საფოს­ტო-ფინანსური ქსელი ქმნის ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან, განსაკუთ­რე­ბით ცენტრისაგან დაშორებული ადგილებიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მარტივი და იაფი დაკავშირების ფართო შესაძლებლობას. ეს მნიშვნელოვანია რეგიონებში საწარმოო აქტივობის (აგრეთვე, საერთაშო­რი­სო ტურიზმის) განვითარებისათვის, განსაკუთრებით იქ, სადაც კომერციულ-საბანკო ინფრასტრუქტურამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა შეღწე­ვა.

ფოსტისა და ბანკის ინტეგრირებული სისტემის განვითარების უზ­რუნ­ველყოფის უმნიშვნელოვანესი ვალდებულებებია:

● ფუნქციონირების ახალი პირობების, მისი ინტენსივობისა და ხარისხის მიმართ ახალი მოთხოვნების შესაბამისად პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;

● სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;

● საბანკო მომსახურებაზე დაბალი ტარიფების დაწესება;

● უნაღდო ანგარიშსწორების (ჟიროს სისტემის) დანერგვა;

● მოსახლეობის უნივერსალური მომსახურებით (კომუნალური გადასახადების და სხვათა აკრეფა; მცირე ზომის საოჯახო დანაზოგების მომსახურება; საქონლით ვაჭრობა და სხვა) მთელი საქართველოს მოცვა, ე.ი. მომსახურების ამ ქსელში საქართველოს ყველა საფოსტო განყოფილების ჩართვა.

გ. ფოსტის ფუნქციონირების ეკონომიკური პირობების და მართვის სისტემის სრულყოფა

საფოსტო დარგის საწარმოების, როგორც სამეურნეო ანგარიშზე მყოფი სახელმწიფო სა­წარ­მოების, ეფექტური ფუნქციონირების ერთერთი ძირითადი პირობაა სა­ბა­ზ­რო კონკურენციის ჯანსაღი გარემოს არსებობა და ამ გარემოში სხვებთან თანასწორ პირობებში მოქმედება. ამგვარი პირობების ფორმირების უპირვე­ლესი ამოცანაა საფოსტო მომსახურებებზე ტარიფების მოწესრიგება.

დინამიურად ცვლად ეკონომიკურ გარემოში ტარიფების ერთჯერადი კორექცია სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. საჭირო ტარიფების ფორმირების პოლიტიკის ძირითადი პრინციპის ჩამოყალიბება და შესაბამისი პოლიტიკის გატარების ინსტიტუციური გარანტიის შექმნა. სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპია: საფოსტო მომსახურების ტარიფები უნდა ასახავდეს ფოსტის მიერ გაწეულ საწარმოო დანახარჯებს და ერთდროულად ქმნიდეს ფოსტის შემდგომი განვითარების მდგრად ეკონომიკურ საფუძველს.

უაღრესად მნიშვნელოვანია საფოსტო მომსახურების ქსელის ბუნებ­რივმონოპოლიური სტატუსის დადგენა. არსობებს საკმაო საფუძველი იმისა, რომ ფოსტა ბუნებრივ მონოპოლიად ვივარაუდოთ, მაგრამ ეს საკითხი ობი­ექტუ­რი გაანგარიშების საფუძველზე უნდა დადგინდეს, რაც ფოსტის ფუნქ­ცი­ო­ნირების ყველა ეკონომიკური პირობის გათვალისწინებით სპეცია­ლუ­რი გა­ანგარიშებით განისაზღვრება. დაუშვებელია ბუნებრივი მონოპოლიის კონკურენტულ პირობებში ფუ­ნქციონირება. ეკონომიკური თეორია ნათლად აჩვენებს, რომ ასეთ დროს ჩნდე­ბა სამომხმარებლო ფასების ისეთი დეფორმაციის მექანიზმი, რომელიც აღარ იძლევა საწარმოს გრძელვადიანი ინტერესების დაცვის შესაძ­ლებ­ლო­ბას, ანუ საწარმო იწყებს საკუთარი ძირითადი ფონდების ცვეთის ხარ­ჯზე ფუნქციონირებას. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბუნებრივმო­ნოპოლიური საწარ­მოს მონოპოლიური სტატუსი და ერთდროულად უნდა გა­ნუ­საზღვროს მისი რე­ა­ლური საწარმოო დანახარჯების შესაბამისი ტარი­ფე­ბი სპეციალური მარეგულირებელი ინსტიტუტის მეშვეობით.

სახელწიფო ფოსტის მართვის სისტემაში აუცილებელია მართვის პოლიტიკური და სამეურნეო ფუნქციების სრული გამიჯვნა.

საქართველოში საფოსტო მომსახურების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და ამ პოლიტიკის რეალიზაციის ყველა ნორმატიული პირობების განსაზღვრის ფუნქცია უნდა შესრულდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში). ადმინისტრაცია პასუხისმგებელია კავშირგაბმულობის და ფოსტის სახელმწიფო ქსელების მართვაზე; ქვეყანაში საფოსტო მომსახურების მთელი სფეროს ჯანსაღი ფუნქციონირების ყველა პოლიტიკურ პირობათა შექმნაზე; საფოსტო დარგის განვითარების და სრულყოფის პროგრამების შემუშავებაზე და რეალიზაციაზე. ეს მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საფოსტო საწარმოებს. ამ პირობებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ტიპის საფოსტო საწარმოთა მუშაობა, აგრეთვე საფოსტო და კავშირგაბმულობის დარგის სხვა საწარმოთა შორის ცხადად განსაზღვრული და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება. იმავე პირობებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საფოსტო მომსახურების სფეროში კონკურენციის (თუ ასეთი დასაშვებად ჩაითვლება) სამართლიანი პირობების დაცვა. ასევე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა ტიპის მეწარმის მიერ საფოსტო მომსახურების ხარისხის დაცვა.

დაუშვებელია ფოსტის საწარმოთა სამეურნეო საქმიანობაში ზემდგომი ორგანოების ჩარევა, გარდა კანონდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ყველა ზემოთ ნახსენები პირობა მოითხოვს შესაბამისი საკანონ­მდე­ბ­ლო და ნორმატიული ბაზის დამუშავებას, რაც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კომპეტენციას წარმოდგენს, ისევე როგორც, სამინისტროს პრეროგატივაა ქვეყნის საფოსტო დარგის ფუნქციონირების, სრულყოფის და განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა.

*   *   *

საფოსტო დარგის განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ ამო­ცანათა გადაწყვეტისათვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ სა­დღეისოდ შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში ინვესტიციების მოზიდვა უაღრესად რთულ პრობლემას წარმოადგენს, თუ სახელმწიფოს მხრიდან საფოსტო დარგის განვითარება არ იქნება პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარებული. ამიტომ, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სტრატეგიაში განსაზღვრული ძირითადი ორგანი­ზაციუ­ლი და მართვითი ამოცანების გადაწყეტა.

5. უახლოესი მოქმედების ამოცანები

წინამდებარე სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს საფოსტო დარგის გან­ვი­თარების სახელმწიფო პოლიტიკის სრული რეალიზაცია ზოგიერთი წინას­წა­რი სამუშაოს ჩატარებას მოითხოვს. ეს სამუშაო სპეციალური ეკონომი­კუ­რი გაანგარიშების ჩატარებასთან და ზოგიერთი პოლიტიკური შეთა­ნ­ხმების მიღწევასთან არის დაკავშირებული. ყველა საჭირო შეთანხმება არ იქნება მარტივად მისაღწევი, რადგან საბოლოო პოლიტიკური გადაწყ­ვეტი­ლე­ბა დაპირისპირებულ ინტერესებთან კომპრომისულ დიალოგში უნ­და იქ­ნეს მიღწეული.

ამის მიუხედავად, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება, რათა შეიქმნას შემდგომ სრულმასშტაბიან ღონისძიებათა დროულად და ეფექტუ­რად ჩატარების საფუძველი. ამ თვალსაზრისით, სა­ქართველოს საფოსტო სისტემის გარდაქმნის უახლოესი მოქმედების ამოცანებია:

● საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 15 ივლისის №137 განკარგულების მოთხოვნათა აუცილებელი შესრულება საფოსტო საწარმოთა მიერ დაკავებული ფართობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ფოსტისათვის გადაცემის შესახებ;

● ფოსტისა და ბანკის სისტემური ინტეგრაციის საკანონდებლო საფუძვ­ლე­­ბის დამუშავება;

● საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისაგან ყველა კომუნალური და სხვა მომსახურების გადასახადების საფოსტო სისტემის საშუალებით მიღებაზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება;

● ფოსტის საწარმოთა მართვის პოლიტიკურ და სამეურნეო ფუნქციათა სრული ორგანიზაციული გამიჯვნის სამუშაოთა დასრულება;

● საფოსტო საწარმოთა ბუნებრივი მონოპოლიური სტატუსის შეფასება და თავისუფალი სეგმენტის გამოყოფა;

● საფოსტო საწარმოთა მიერ ყველა მომსახურებაზე გაწეული რეალური დანახარჯების შესაბამისი ტარიფების დადგენა, ეკონომიკური პირობების ცვლასთან დაკავშირებით აღნიშნული ტარიფებისა და ურთიერთობების ნორმების ოპერატიული ცვლის ინსტიტუციური უზრუნველყოფა; საფოსტო დარგის ფუქნციონირების ახალი ტექნოლოგიური სქემისა და შესაბამისი ორგანიზაციული რეფორმის ჩატარების პროგრამის დამუშავება და მისი რეალიზაცია;

● განვითარების სტრატეგიის შესაბამისად ახალ ეკონომიკურ, ტექნოლო­გი­ურ და ადმინისტრაციულ პირობებში მოქმედი საფოსტო დარგის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის დამუშავება;

● საქართველოში პროფესიონალური საფოსტო კადრების მომზადების და გადამზადების სის­ტემის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე აყვანა.