უმაღლესი შემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
უმაღლესი შემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 478
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/11/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 27/11/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.002.
  • Word
478
24/11/2001
სსმ, 126, 27/11/2001
470.230.000.05.002.002.
უმაღლესი შემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №478

2001 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

უმაღლესისშემდგომი სამედიცინო განათლების სისტემის განვითარებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი პირობაა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განათლების სათანადო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დონის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიღწევის ძირითადი საშუალება, უმაღლესი სამედიცინო განათლების შემდგომ სრულყოფასთან ერთად, არის უმაღლესისშემდგომი პროფესიული განათლების – ცალკეულ სპეციალობებში დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) და ექიმ სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლების (პროფესიული მზადების) – სისტემის რეფორმა და შემდგომი განვითარება, სამედიცინო პერსონალის ერთიანი, უნიფიცირებული სერტიფიცირების პროცესის სრულყოფა და რესერტიფიცირების სისტემის დამკვიდრება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის), უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გდამზადების სისტემების ჩამოყალიბება ქვეყნის გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროცესებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება.

სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლების პროცესის სრულყოფისა და განვითარების, ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიზნით:

1. დაეკისროს დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას სამედიცინო პერსონალის უმაღლესის – შემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა) და უწყვეტი სამედიცინო განათლების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვაში საბაზისო დაწესებულების ფუნქცია.

2. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას ეწოდოს „საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია“ (შემდგომში – აკადემია).

3. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის განვითარების სტრატეგიული ხუთწლიანი თანდართული პროგრამა.

4. დამტკიცდეს საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის რეორგანიზაციის თანდართული კონცეფცია.

5. „დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №565 ბრძანებულებით დამტკიცებულ დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის წესდება“.

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიის ძირითადი ფუნქციაა სამედიცინო პერსონალის უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურა) და უწყვეტი სამედიცინო განათლების, საექიმო პერსონალის სერტიფიცირებისა და რესერტიფიცირების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კადრების მართვისათვის ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა“.

გ) მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 24-ე აბზაცი.

დ) მე-7 მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი აბზაცები:

„ – დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) სასწავლო პროგრამების სააკრედიტაცო ექსპერტიზა, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

– ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების სასწავლო პროგრამების სააკრედიტაციო ექსპერტიზა, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

– მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში ექიმთა გადამზადების მოკლევადიანი (1 წლამდე) სასწავლო პროგრამების შემუშავების, მათი განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

– სპეციალობათა „პასპორტის“ (სპეციალობაში შემავალი საკითხების ჩამონათვალის) მომზადება;

– სამედიცინო და ფარმაცევტული დარგების სპეციალისტთა სერტიფიცირებისათვის საჭირო საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელება სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებისა და კრედიტსაათების რაოდენობის შეფასების გზით;

– სასერტიფიკაციო გამოცდების შემდეგ პროფესიის მიღმა დარჩენილი სამედიცინო პერსონალის გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში არსებული მოთხოვნილებების შესაბამისად;

– ცალკეულ საექიმო დარგში სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი სასწავლო კურსების ჩამოყალიბება, რომელთა მიზანია მოცემული სპეციალობის ამა თუ იმ სუბსპეციალობაში მედიცინის უახლესი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სწავლების ორგანიზება; აგრეთვე, ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მოულოდნელად აღმოცენებული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზაცია;

– ოჯახის ექიმის პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) და ოჯახის ექიმთათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

– სპეციალისტთა რეგისტრის შექმნა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდება ქვეყნის რეგიონების საექიმო კადრებით უზრუნველყოფის მონიტორინგი;

– მაღალმთიანი, დაშორებული, საზღვრისპირა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით პრიორიტეტული რეგიონების სამედიცინო კადრებით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მომიჯნავე სპეციალობებში მოხსენიებული რეგიონებისათვის დეფიციტურ სამედიცინო სპეციალობებში გადამზადების მოკლევადიანი (1 წლამდე), რეზიდენტურასთან გათანაბრებული სასწავლო პროგრამების და კურსების მომზადებისა და ამოქმედებისათვის ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

– საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება;

– უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების მწარმოებელთა პედაგოგიური კადრების საკვალიფიკაციო სასწავლო კურსების ჩამოყალიბება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის სტანდარტიზაციისა და მუდმივი განახლების მიზნით“.

6. აკადემიამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოს ჯანდაცვის სამხარეო მართვის ადმინისტრაციებში უწყვეტი სამედიცინო განათლების ფუნქციური რგოლების შქმნა, რაც საფუძველს ჩაუყრის უწყვეტი სამედიცინო განათლების ერთიანი ინტეგრალური ქსელის შექმნას სასწავლო ტელეკომუნიკაციების ამოქმედების ბაზაზე.

7. აკადემიის პერიოდული ბეჭდვითი ორგანო –ჟურნალი –შეტანილი იქნეს სახელმწიფო გამოცემათა რეესტრში.

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) განსაზღვროს რეგიონებში ექიმთა კადრების დეფიციტი სპეციალობების მიხედვით, მომიჯნავე სპეციალობებში სპეციალისტთა გადამზადების რეგლამენტი რეზიდენტურის შემოკლებული კურსების გავლის გზით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე, სპეციალისტთა ადგილზე დამაგრების რეგლამენტი;

ბ) საერთაშორისო და უცხოური დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხელი შეუწყოს აკადემიის ბაზაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის ჩამოყალიბებას;

გ) ხელი შეუწყოს აკადემიის ჩართვას „უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის სააკრედიტაციო საბჭოსა“ და „მედიკოს სპეციალისტთა ევროპული გაერთიანების“ საქმიანობაში;

დ) უზრუნველყოს აკადემიის მონაწილეობა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში.

9. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შერწყმის პროცესის დასრულებისთანავე საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გათვალისწინებით განიხილონ შერწყმის შედეგად წარმოშობილი სააქციო საზოგადოებისა და „დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების საკონტროლო პაკეტების მართვის უფლების გადაცემის საკითხი და უზრუნველყონ საკონკურსო პირობების შემუშავება და კონკურსის გამოცხადება.

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართონ მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი) სათანადო სახელისუფლო სტრუქტურებთან აკადემიის თანამშრომლობის შესახებ ამ ქვეყნების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებთან სამედიცინო პერსონალის უმაღლესისშემდგომი განათლებისათვის საჭირო ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ 2003 წლის ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმის პროექტში გაითვალისწინონ ხარჯები დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის), უწყვეტი სამედიცინო განათლების, ექიმთა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადებისათვის და უზრუნველყონ აკადემიის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო ხარჯების შეტანა საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.