„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2082
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24(31), 26/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.000.581
  • Word
2082
09/06/1999
სსმ, 24(31), 26/06/1999
370.030.000.05.001.000.581
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, აპრილი, 1996 წ., №007) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-5 პუნქტები:

,,3. მაღალმთიან რეგიონებში მიწა შეიძლება იყოს კერძო, სათემო და სახელმწიფო საკუთრებაში.

4. მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სათემო ტრადიციები, მოქმედებს საძოვრების ფლობის სათემო წესი.

5. საძოვრები მაღალმთიან რეგიონებში საერთო სასოფლო და სათემო საკუთრებაა. სოფლებს შორის საძოვრების საზღვრები დგინდება ტრადიციულად არსებული მიჯნით, მოსაზღვრე სოფლების საკრებულოების შეთანხმების საფუძველზე. უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო. სათიბები არის საკომლო საკუთრება, მათ კომლთა შეთანხმების საფუძველზე ანაწილებს საკრებულო.”.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

,,6. სოფლის ყოფილ მუდმივად მცხოვრებ პირთაგან მსურველებს სოფელი ან თემი აძლევს სოფელში უკან დაბრუნების საშუალებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სათიბი ფართობის გამოყოფით. დაცლილ სოფლებში დასახლების საკითხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთობლივად წყვეტენ სადაბო და სასოფლო თვითმმართველობის ორგანოები.

7. სოფლის საკრებულო ახლად დასახლებულებს ფინანსურ დახმარებას უწევს ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ფონდიდან, რომელიც იქმნება შემოწირულობების, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის, საძოვრების გაქირავების, სხვადასხვა საწარმოო საქმიანობის, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯზე.”.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3. დედოფლისწყაროს და მარნეულის რაიონების ტერიტორიაზე ზამთრის საძოვრების განსაზღვრული ფართობი მუდმივი სარგებლობისათვის გადაეცემა ახმეტის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებს. შესაბამისად, დედოფლისწყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონებს ახმეტის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების მაღალმთიან რეგიონებში მუდმივი სარგებლობისათვის გადაეცემათ საზაფხულო საძოვრები.

4. მაღალმთიან რეგიონებში არსებული ეროზიული მიწების დაცვისა და აღდგენისათვის სახელმწიფო გამოყოფს მიზნობრივ თანხებს.”.

4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია იჯარით ან გადაცემულია საკუთრებაში.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  

თბილისი,

1999 წლის 6 ივნისი.

№2082-IIს