„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-3
14/01/2011
ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
040030000.22.032.016006
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2011 - 09/01/2012)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-3

2011 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 32 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის 2-44 ბრძანება.

3. ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის არსებული ბეჭდები და ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 მარტამდე.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. კვეზერელი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: 0159 ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 6.

    მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარული რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვა და კომუნიკაცია;

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

 დ) პესტიციდების, აგროქიმიკატების, ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია და კონტროლი;

  ე) წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭება;

ვ) ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა;

თ) კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ი) ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე;

ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

 ნ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;

ო) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს განხორციელება.

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.

2. სააგენტოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

 დ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს, შინაგანაწეს ს, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;

) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;

) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს. ხოლო აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეანხმებით ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სააგენტოს უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

ლ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

მ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;

) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.

4. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს უფროსის წარდგინებით.

5. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისგან, რომლებიც ქმნიან სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სურსათის დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტი;

ზ) მობილური რეაგირების ჯგუფი.

3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თბილისის სამმართველო;

ბ) გურიის რეგიონალური სამმართველო;

გ) იმერეთის რეგიონალური სამმართველო;

დ) კახეთის რეგიონალური სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ი) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

კ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო ;

ლ) აჭარის რეგიონალური სამმართველო;

მ) აფხაზეთის რეგიონალური სამმართველო.

    მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები

1. სურსათის დეპარტამენტი ს ფუნქციებია:

ა) სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ- სანიტარიული მოთხოვნების და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

) სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია;

დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

ე ) რისკის ანალიზის საფუძველზე რისკის შეფასება,მართვა და კომუნიკაცია;

ვ ) ჰიგიენური და ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ზ) ბიზნესოპერატორის საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

თ ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი;

ბ) ეპიზოოტიური მდგომარეობის რისკის ანალიზი;

გ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეგისტრაცია;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა და, შესაბამისად, პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფა;

) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა;

  ) ცხოველთა რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია;

 ზ ) ბიზნესოპერატორების ვეტერინარული მომსახურება;

 თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. ფიტოსანიტარი ის დეპარტამენტის ფუნქციებია:

  ) საკარანტონო ღონისძიებების განხორციელება; მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

  ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება;

  ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;

  ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

  ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

 ვ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი და რისკის ანალიზი;

 ზ) ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

 თ)ბიზნესოპერატორების ფიტოსანიტარული მომსახურება;

  ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, რეგიონალური სამმართველოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

გ) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

  ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება, მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება;

  ) საფინანსო- საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;

  ) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში.

5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა , თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა;

გ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა;

დ) ვეტერინარული და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა.

6. სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის/ ცხოველის საკვების, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სამართალდარღვევის საქმეების განხილვა და შესაბამის რეაგირება;

გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

7. მობილური რეაგირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) განსაკუთრებულ შემთხვევებში სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა ;

ბ) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება , გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებები /ქმედებები განხორციელება .

8. თბილისისა და რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია:

ა) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობისა და ხარისხის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სააგენტოსთვის ამ დებულებით გათვალისწინებულ მოვალეობებ განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა .

    მუხლი 6. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს ქონება შედგება:

 ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

 გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

 3. სააგენტო ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

 ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

 5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

 1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.