დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2132 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25(32), 02/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.603 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1772 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1772. სტატისტიკის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა
სტატისტიკის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა, ე.ი. სტატისტიკური დაკვირვებების პირველადი მონაცემების გაყალბება, დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში მათი წარუდგენლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასორმოცდაათ ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებისათვის სტატისტიკური მონაცემების უტყუარობის შემოწმებაში ხელის შეშლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 229-ე მუხლი:
„მუხლი 229. სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოები
1. სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1772 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
2. სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
ა) ამ კოდექსის 1772 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის – სახელმწიფო სტატისტიკის რაიონული და საქალაქო ორგანოების ხელმძღვანელებს;
ბ) ამ კოდექსის 1772 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეებს, სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის საქალაქო სამმართველოს და სტატისტიკის სამხარეო სამმართველოების უფროსებს.“.
3. 208-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს რიცხვი „1772“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივნისი.
№2132–IIს
დოკუმენტის კომენტარები