ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 02/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.040.000.05.001.000.605
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2139
22/06/1999
სსმ, 25(32), 02/07/1999
040.040.000.05.001.000.605
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/05/2019 - 16/03/2021)

საქართველოს კანონი

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

 

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის არსს, ფორმებსა და ზოგად პრინციპებს.

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მიერ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც ხელს უწყობს ამ კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის სტიმულირებას და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

      მუხლი 1

1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.

2. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წარმოშობილ სხვა ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა.

საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) ამ კავშირების საქმიანობაში ჰუმანურ და პატრიოტულ ღირებულებათა უპირატესობა და საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების აღიარება;

ბ) ამ კავშირების მიერ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა;

გ) ამ კავშირების დამოუკიდებლობის გათვალისწინება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა არ ვრცელდება პროფკავშირებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე.

    მუხლი 4

1. ბავშვთა კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ბავშვთა კავშირში გაწევრიანებისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 7 წლის ასაკიდან, თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

2. ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ახალგაზრდულ კავშირში გაწევრებისა და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საერთო ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ახალგაზრდული კავშირის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.

3. კავშირს უფლება აქვს ეწოდებოდეს შესაბამისად ბავშვთა ან ახალგაზრდული, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №861 - სსმ I, №13, 15.05.2001 წ., მუხ.45
საქართველოს 2002 წლის 28 თებერვლის კანონი №1306 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.29
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3982 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.350
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

     მუხლი 5

1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები მონაწილეობენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფორმების შემუშავებაში.

2. ამ კავშირებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ;

ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებათა შესატანად წინადადებით მიმართონ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებს;

გ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და განხორციელებაში.

 

თავი II. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ძირითადი ფორმები

    მუხლი 6

საჯარო სამართლის იურიდიული პირიახალგაზრდობის  სააგენტო (შემდგომსააგენტო) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 7

სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის ჩაატაროს ტრენინგ-სემინარები.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 8

ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ, სააგენტოს წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 9

სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო პროგრამებს.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელსაც სააგენტოს წარდგინებით ქმნის საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 11

1. ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც უპასუხებენ ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, უფლება აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღონ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

2. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერა არ აკისრებს მათ დამატებით ვალდებულებებს, გარდა ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

 

თავი III. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების საფუძვლები

    მუხლი 12

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს სააგენტო.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი IV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 15

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი დებულებები:

) ( ამოღებულია – 25.03.2013, №448);

ბ) ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის შესახებ;

გ) სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ;

დ) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

მუხლი 151

1. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

2. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც იღებენ ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ მხარდაჭერას.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

 

თავი V. დასკვნითი დებულება

    მუხლი 16

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2139-IIs

10. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3823-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 9. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 336-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 29/05/2019 - საქართველოს კანონი - 4615-IIს - ვებგვერდი, 10/06/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3030-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 6. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1630-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 5. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 448-რს - ვებგვერდი, 08/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 3. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3982 - სსმ, 48, 22/12/2006 2. 28/02/2002 - საქართველოს კანონი - 1306 - სსმ, 5, 21/03/2002 1. 27/04/2001 - საქართველოს კანონი - 861 - სსმ, 13, 15/05/2001