საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27(34), 06/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.607
  • Word
2148
23/06/1999
სსმ, 27(34), 06/07/1999
020.000.000.05.001.000.607
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 მუხლი:

    „მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობის, სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და მისი გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ორმოცდაათ ლარამდე.

საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან სამას ლარამდე.

საავტომობილო ტრანსპორტზე სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და მისი გამოყენების წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ორას ლარამდე.

2. 209-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვების 127-ე მუხლებით შემდეგ დაემატოს სიტყვები 1271 მუხლის მე-3 ნაწილით;

ბ) მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები 125-ე და 127-ე მუხლებით შეიცვალოს სიტყვებით 125-ე, 127-ე მუხლებით და 1271 მუხლის მე-3 ნაწილით;

გ) მე-2 ნაწილის მე-3 პუნქტში სიტყვები და 127-ე მუხლის პირველი ნაწილითშეიცვალოს სიტყვებით 127-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1271 მუხლის მე-3 ნაწილით.

3. 214-ე მუხლის:

ა) სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები საქალაქო და საქალაქთაშორისო სამგზავრო;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვების ამ კოდექსის შემდეგ დაემატოს სიტყვები 1271 მუხლით.

4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე ნაწილი:

28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები.

5. 242-ე მუხლში სიტყვები 125-ე და 127-ე მუხლებით შეიცვალოს სიტყვებით 125-ე, 127-ე მუხლებით და 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 23 ივნისი.

№2148-IIს