დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის N9 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 31/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 310111, 31/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170040.21.014.016009 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №1
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში (სსმ III, 22.10.2010 წ., №136, მუხ. 1972) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2011 წლის პირველ მარტამდე.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. თითოეული რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“–„მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები სატენდერო განცხადებაში შეტანილ უნდა იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „დ“, „თ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირდება სატენდერო განცხადებაში.“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე შეიტანოს ცვლილება სატენდერო განცხადებაში მითითებულ მონაცემებში, გარდა ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილებისა.“.
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სატენდერო განცხადება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ველში მითითებული ინფორმაციის გარდა, სისტემაში განთავსებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სისტემის მეშვეობით ავტომატურად ეგზავნება გამოსაქვეყნებლად გაზეთ „24 საათს“. განცხადების გაზეთ „24 საათში“ განთავსების ხარჯებს ფარავს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია“.
4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი/დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია ტენდერის ტიპისა და შესყიდვის ობიექტის ცვლილება.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადება ძალაშია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ ან „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის დადგომამდე.“.
6. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე.“.
7. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს 101 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. დისკვალიფიკაცია
1. სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სისტემის მეშვეობით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.
2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;
ბ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას;
გ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
დ) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით;
ე) თუ ის არის ამ წესის მე-12 მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პრეტენდენტი და უარს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას;
ვ) თუ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.“.
8. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის შემდეგ ელექტრონული გარანტია უბრუნდება პრეტენდენტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
ბ) პრეტენდენტი შეყვანილია შავ სიაში შესაბამისი ტენდერის ჩატარების შედეგად;
გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ამ წესის 101 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.
9. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. ინტერესთა კონფლიქტი იმ საწარმოს შემთხვევაში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
თუ საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან ასეთი საწარმოს შვილობილი საწარმო, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში როგორც პრეტენდენტი ან მიმწოდებელი, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობა.“.
10. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11 კანონის მოთხოვნებისა და გამარტივებული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის მიმართ გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების ის ნორმები, რომლებიც ეხება შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებას.“.
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები