ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე

  • Word
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000062
  • Word
-
31/07/1992
გაურკვეველი, -, 31/12/1997
000000430.00.003.000062
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ხელშეკრულება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა:

აღიარებენ რა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინტერესებს თანამშრომლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხისათვის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების უზრუნველყოფას;

და აღიარებენ რა განსაზღვრული პრაქტიკული ზომების მიღების საჭიროებას, რათა ხელი შეუწყონ ამ დახმარების ეფექტურობის უზრუნველყოფას;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი I

ბეგარა და სხვა გადასახადები

(ა) პროდუქტები, სურსათ-სანოვაგე და სხვა საქონელი, წარმოდგენილი და გამოყენებული შეერთებული შტატების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, შეიძლება იქნეს იმპორტირებული, ექსპორტირებული ან გამოყენებული საქართველოში დადგენილი საბაჟო ტარიფების, საქონლის იმპორტზე, ექსპორტზე და სხვა გადასახადებისაგან განთავისუფლებით.

(ბ) შეერთებული შტატების ნებისმიერი სამთავრობო ან კერძო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებული შტატების დახმარების პროექტის შესრულებაზე, ან ასეთი კერძო ორგანიზაციის ნებისმიერი მუშაკი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და წარგზავნილია საქართველოში ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შეიძლება განთავისუფლდნენ:

(1) საქართველოს მიერ დაწესებული ნებისმიერი საშემოსავლო, სოციალური დაცვის ან სხვა გადასახადებისაგან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით მიღებულ მოგებაზე ნებისმიერი სახის გადასახადისაგან, და

(2) ნებისმიერი საბაჟო, იმპორტზე ან სხვა გადასახადებისაგან, რომლებიც დაწესებულია ინდივიდუალური მოხმარებისა თუ სამეურნეო ხასიათის საქონელზე, რომლის შემოტანა, გატანა და მოხმარება ხდება საქართველოში და განკუთვნილია ამ მუშაკებისა მათი ოჯახების წევრების პირადი მოხმარებისათვის.

(გ) ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისაგან ან მთავრობისათვის გამოყოფილი თვითმფრინავები და სატვირთო გემები საქართველოს მიერ გათავისუფლდებიან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამოყენების, სანაოსნო, საპორტო, საბაჟო და მსგავსი გადასახადებისაგან.

კარი II

პერსონალის სტატუსი

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით, საქართველოში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი წარდგენილი უნდა  იყოს ადმინისტრაციული და ტექნიკური შტატის შესაბამის სტატუსზე, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის თანახმად. ამ ხელშეკრულებაში განმარტებები არ იქნება მოცემული ისე, რომ სხვა ხელშეკრულების თანახმად, ოდნავ მაინც შეამციროს ამ პერსონალის პრივილეგია და ხელშეუხებლობა.

კარი III

ინსპექცია და რევიზია

მიზნობრივი მოთხოვნის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შეუძლიათ შეამოწმონ ნებისმიერი პროდუქტის, სურსათის და სხვა ქონების გამოყენება ან მომსახურება მათი განლაგებისა და გამოყენების ადგილებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამით; ხოლო იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საქართველო უზრუნველყოფილი იქნება დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ამის შემდეგ სამი თვის განმავლობაში მათ შეუძლიათ შეამოწმონ და გააკონტროლონ ნებისმიერი ოქმები ან სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ დახმარებასთან დაკავშირებით.

კარი IV

დახმარების გამოყენება

ნებისმიერი პროდუქტი, სურსათი ან სხვა ქონება, რომელიც უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამით, გამოყენებული იქნება იმ მიზნებისათვის, რომელთა შესახებ შეთანხმდნენ საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები. თუ ნებისმიერი პროდუქტის, სურსატის ან სხვა ქონების გამოყენება ემსახურება შეთანხმებული პროგრამით გაუთვალისწინებელ მიზნებს, ასეთ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გადაუხდის ამ პროდუქტების, სურსათ-სანოვაგის და სხვა ქონების ღირებულების თანხას აშშ დოლარებში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია გამოიყენოს დახმარების პროგრამისათვის გათვალისწინებული სხვა დანახარჯების დასაფინანსებელი თანხები.

კარი V

სხვა შეთანხმებები

საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები აღიარებენ, რომ შემდგომი ზომები ან შეთანხმებები შეიძლება იყოს აუცილებელი ან სასურველი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების მოწოდების თაობაზე. ამ ხელშეკრულების და შემდგომში მიღებულ სხვა ხელშეკრულებებს შორის შეუთავსებლობის შემთხვევაში, ძალაში შევა შემდგომში მიღებული ასეთი სახის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებებში არ უნდა ფიგურირებდეს ისეთი დებულებები, რომლებიც ზღუდავენ პერსონალისათვის ადრე მინიჭებულ უფლებებსა და იმუნიტეტს.

კარი VI

ძალაში შესვლა

ეს ხელშეკრულება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ ხელის მოწერის დღიდან.

შესრულებულია თბილისში, 1992 წლის 31 ივლისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, დიპლომატიური ნოტების გაცვლამდე პრიორიტეტი ენიჭება ინგლისურ ტექსტს, ხოლო შემდგომ ორივე ტექსტს ექნება თანაბარი ძალა.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)