ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110225025, 02/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8
23/02/2011
ვებგვერდი, 110225025, 02/03/2011
210020010.35.151.016027
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/03/2011 - 30/03/2011)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2011 წლის 23 თებერვალი

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

 შემოღებულ იქნ ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განისაზღვროს მათი განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 იანვრის 6 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლისა (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები), რომელიც ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. მალანია

დანართი 1

    მუხლი 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის

1.        მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ამხანაგობას განახორციელოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად შედგენილი პროექტით განსაზღვრული ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ნებართვაში მითითებული თარიღიდან არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში მითითებულ ვადებში.

2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.

3. მშენებლობის ნებართვის გაცემის (მიღების) ობიექტებია:

ა) არქიტექტურული პროექტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან მათი შემაერთებელი კვანძების მშენებლობის, მონტაჟის ან სხვა სპეციალური სამუშაოების დაწყება და შესრულება, რომლებიც ითვალისწინებენ ახალი არქიტექტურული ობიექტების შექმნას ან უკვე არსებული განაშენიანების ფართობის შეცვლას;

ბ) მშენებარე ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების განახლება და შესრულება, როდესაც სამუშაოები შეჩერებული იქნა კანონის ძალით, შესაბამის ორგანოთა მიერ დარღვევების აღმოჩენის გამო (დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ);

გ) მშენებარე ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შეჩერებული იქნა რაიმე მიზეზით 5 წელზე მეტი ვადით.

 4. მშენებლობის ნებართვის გაცემას (მიღებას) არ ექვემდებარება:

ა) პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების დაწყება და შესრულება, რომლითაც გათვალისწინებულია მხოლოდ არსებული ნაგებობის იერსახის ან მისი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლა, განაშენიანების ფართობის ცვლილების გარეშე;

ბ)სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების დაწყება და შესრულება, რომელთა წინასწარ დაპროექტება არ ხდება არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, მათი გადაუდებელი ხასიათის ან სხვა მიზეზის გამო.

 5. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ წესით გათვალისწინებული მშენებარე ობიექტთა განაშენიანების ფართი.

6. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან ამ წესით დადგენილი ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ამხანაგობები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებსაც სურვილი აქვთ დაიწყონ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

7. მოსაკრებლისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლისგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.

8.მოსაკრებლის განაკვეთი ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ხუთი ლარის ოდენობით.

9.მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

    მუხლი 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

1.        დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთვსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

2.        დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3.        ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

  5. მოსაკრებლის გადამხდელი

  მოსაკრებლის გადამხდელები არიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება.

 6. მოსაკრებლის განაკვეთის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი:

ა) მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად;

ბ) მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც;

გ) მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.

დ) მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისო უფლებამოსილ იურიდიულ პირს;

  ე) მოსაკრებლის განაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს თვეში 0,20 (ოცი) თეთრის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებისათვის 1მ3 15 ლარის ოდენობით (დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები, იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის და დაწესებულებებისათვის) ქვემოთმოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

N

საქმიანობა

ზომის ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა

განაკვეთი თვეში    ( 1მკუბ-15 ლარი

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,04

0,05

2

ოფისები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, ამხანაგობები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,04

0,05

3

სასტუმროები კვების ობიექტებით

ერთ საწოლზე

2,25

2,80

სასტუმრო კვების ობიექტების გარეშე

ერთ საწოლზე

1,78

2,15

4

საავადმყოფო

ერთ საწოლზე

0,8

0,9

5

სტადიონები და სპორტული დარბაზები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,2

0,24

6

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო

ფართობი 1მ.კვ.

0,30

0,37

7

სამრეწველო საქონლის მაღაზიები

სამუშაო

ფართობი 1მ.კვ.

0,25

0,31

8

შერეული მაღაზიები

სამუშაო ფართობი 1მ.კვ.

0,25

0,31

9

აგრარული ბაზრები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,5

0,62

10

სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები

1 მოსწავლეზე 1 ბავშვზე

0,1

0,12

11

ბენზინგასამართი სადგურები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,08

0,1

12

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები

ღია ფართობი 1მ.კვ.

0,3

0,37

დახურული ფართობი 1მ.კვ.

 

0,14

0,17

13

რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები

1 დასაჯდომ ადგილზე

1,7

2,1

14

საცხობები

სამუშაო

ფართობი 1მ.კვ.

0,26

0,32

15

საწარმოთა დანიშნუელბი ობიექტები, ღია ტერიტორიები და სხვა კატეგორიები

საერთო ფართობი 1მ.კვ.

0,08

0,1

 

მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა

მ= წდნ:12Xტ

მოსაკრებელი ერთ თვეზე

წდნ ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა

1მ3 კვ.ნარჩენების გატანის ტარიფი

 7. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლოს კალენდარული დღის მეორე დღიდან ოცი დღის განმავლობაში.

 8. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

    მუხლი 3.კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.

2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეული კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში.

3. შენობა-ნაგებობას მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილი ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.

4. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები;

ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

    მუხლი 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

1. მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები (ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

2.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები;

ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები;

გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

დ) სისტემატური ელექტრონული ფორმის თამაშობა.

3. მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერინცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) კაზინოს (სამორინეს) თ თოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით;

ბ) თითოეული სათამაშო აპარატი კვარტალში 1500(ათას ხუთასი) ლარით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს,ლოტოს თითოეული სალაროზე კვარტალში 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით.

4.        მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

ა) წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტ ლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველი კვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით);

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტ ლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

დ) კაზინოს (სამორინეს) სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.