„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4385-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317015, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.016196
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4385-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317015, 17/03/2011
010240010.05.001.016196
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლებისა და მეცნიერების;

ბ) გარემოს დაცვის;

გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;

დ) ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების;

ე) თავდაცვის;

ვ) იუსტიციის;

ზ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის;

თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა;

ი) საგარეო საქმეთა;

კ) შინაგან საქმეთა;

ლ) სოფლის მეურნეობის;

მ) ფინანსთა;

ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;

ო) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა;

პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის;

ჟ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა.“.

 

მუხლი 2

1. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლეიც უკავშირდება:

ა) პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხება; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ნიადაგების კონსერვაციას და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლეიც უკავშირდება:

ა) მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან (ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა და ფონდიდან ამორიცხვა) დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი ფუნქციები შესრულდეს და უფლებამოსილებანი განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

10. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო)  ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში ჩაითვალოს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №46 48 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №450 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

12. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

13. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

14. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

15. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

16. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

17. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

18. ( ამოღებულია – 25.03.2013, №450).

19. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების − გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, აგრეთვე სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მანამ, სანამ მათი უფლებამონაცვლე უწყებები არ გამოსცემენ ახალ აქტებს.

20. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი .

 №4 385 I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4648 - ვებგვერდი,13.05.2011წ.

2. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №450 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.