„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 4417-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317047, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 370020000.05.001.016228
  • Word
4417-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317047, 17/03/2011
370020000.05.001.016228
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 43, 30.10.1997, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანო

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო)..

2. მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნს.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს საქართველოს მთავრობა..

4. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნს.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი გაანგარიშდება ამ კანონის №1 დანართში მოცემული თანხების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4417Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.