საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4429-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317059, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016240
  • Word
4429-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317059, 17/03/2011
020000000.05.001.016240
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 591 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულირების ობიექტის მიერ საქმიანობის ადგილის მიხედვით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – გარემოს დაცვის ინსპექციისთვის გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით..

2. 841 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 841. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება

ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე..

3. 962 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.“.

4. 963 მუხლი ამოღებულ იქნ.

5. 1461 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის უფლებამოსილმა პირმა ადგილზე არ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

6. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 222. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 103-ე1031, 1461, 151-ე, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.

3. ამ კოდექსის 1461 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს..

7. 2293 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2293. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო

ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის პროცესში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 47-ე, 56-ე, 57-ე, 572, 962 და 1735 მუხლებით..

8. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ კოდექსის 47-ე–491, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე–603, 611–792, 82-ე–86-ე, 89-ე–893, 103-ე1031, 104-ე, 1461, 151-ე, 1582, 1735, 1778 და 1779 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების ორგანოები.“;

ბ) 29-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.“;

გ) 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 47-ე, 56-ე, 57-ე, 572, 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“;

დ) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4მე-5 ნაწილებით, აგრეთვე ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების ორგანოებთან ერთად).“;

ე) 56-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოები..

9. 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ტყით სარგებლობის ან ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების ორგანოების უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.“.

10. 246-ე მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის თანამდებობის პირებს – გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში.“.

11. 248-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა..

12. 262-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ ამ კოდექსის 48-, 49-, 491, 51-, 512, 514, 515, 52-, 53-, 531, 532, 54-, 541, 551, 554, 56-, 57-, 571, 58-, 581, 59-–603, 611–792, 82-–85-, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 89-–893, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 14 დღის ვადაში..

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში წარდგინოს საქართველოს პარლამენტს აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4429-Iს