დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4320-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/03/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110322021, 22/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.016249 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 მარტი.
№4320–Iს
დოკუმენტის კომენტარები