„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 546
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 05/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
546
31/12/2000
სსმ, 2, 05/01/2001
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №546

2000 წლის 31 დკემებერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძა­ნებულებით დამტკიცებული საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VI. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა

25. დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დეპარტამენტის აპარატი;

ბ) პროგრამების სამმართველო;

გ) საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამმართველო;

დ) საგარეო ურთიერთობათა განყოფილება;

ე) იურიდიული სამსახური;

ვ) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;

ზ) სამეურნეო სამსახური.

  26. დეპარტამენტის აპარატი

უზრუნველყოფს დეპარტამენტის საორგანიზაციო საქმიანობას, აწარმოებს გასული და შემოსული კორესპონდენციების აღრიც­ხვი­ანობას, აწესებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, სამმართველოებისა და განყოფილებების დავალებათა შესრულების კონტროლს, ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადებას, დეპარტამენტის სათათბიროს, საბჭოსა და თავმჯდომარის მიერ დანიშნულ სხვა თათბირებს; ასრულებს თავმჯდომარის კერძო დავალებებს, ამზადებს თავმჯდომარის ვიზიტებს ქვეყნის შიგნით; კოორდინაციას უწევს საკადრო საკითხების მოგვარებას, ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას, ოფიციალური კორესპონდენციების მოძრაობას.

27. პროგრამების სამმართველო

სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ავადმყოფი და ინვალიდი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა, ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება, ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა მხარდაჭერა. მოზარდებსა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელშეწყობა, მათთვის მასობრივ ღონისძიებათა, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა, ახალგაზრდებს შორის ეროვნებათშორისი ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.

28. საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამმართველო

ამყარებს ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერებთან, კულტურის დარგის ახალგაზრდა მოღვაწეებთან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან ურთიერთობებს, შეისწავლის მათ პრობლემებსა და საქმიანობას, ახორციელებს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, მოიპოვებს და გადაამუშავებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას;

აწარმოებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პრო­ექტებისა და სხვა საქმიანობის გაშუქებას; კოორდინაციას უწევს საქართველოს ახალგაზრდობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების მომზადებას.

29. საგარეო ურთიერთობათა განყოფილება

განსაზღვრავს საზღვარგარეთის ქვეყნებთან ახალგაზრდობის სფე­როში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, უზრუნ­ველყოფს ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო სამთავრობო და უწყებათაშორის შეთანხმებათა პროექტების მომზადებასა და დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელებას; ამზადებს თავმჯდომარის ვიზი­ტებს ქვეყნის გარეთ.

30. იურიდიული სამსახური

უზრუნველყოფს დეპარტამენტის იურიდიულ-სამართლებრივ საქმიანობას.

31. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური

უზრუნველყოფს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება-ორგანიზაციების გამგებ­ლობაში სათანადო ფინანსური სახსრების დაგეგმვასა და მიზნობრივ გამოყენებას ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესებისა და პირობების, ამასთანავე დეპარტამენტისათვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში; აგრეთვე ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის პროექტების შედგენას, დამტკიცებული ბიუჯეტის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებამდე დაყვანას, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის განაწილებას, დეპარტამენტის სისტემის წლიური და კვარტალური, აგრეთვე ნაერთი ანგარიშების მომზადებასა და შესაბამის უწყებებში წარდგენას, სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

32. სამეურნეო სამსახური

უზრუნველყოფს დეპარტამენტის ქონების მოვლა-შენახვას, ორგტექნიკით, საკანცელარიო ნივთებითა და სამეურნეო საქონლით მომა­რაგებას, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქცი­ონირებას“.

2. დებულების მე-7 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე პუნქტი:

„34. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ე. შევარდნაძე