დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულების დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 29/01/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4(11), 05/02/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №34
1999 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულების დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 თავის მე-6 მუხლის ბოლოს დაემატოს სიტყვები:
,,და თავმჯდომარის თანაშემწე კადრების დარგში“.
2. მე-3 თავის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე, მასი მოადგილე და თავმჯდომარის თანაშემწე კადრების დარგში. თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და თანაშემწეს კადრების დარგში ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე“.
3. დებულების მე-3 თავის მე-17 და 27-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,საინსპექციო განყოფილება“ და მის სანაცვლოდ შეტანილ იქნეს „ინსპექცია“.
4. მე-3 თავი მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დეპარტამენტის სტრუქტურა:
- დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;
- დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი;
- ინსპექცია;
- სასაზღვრო ძალების განთავსების სამმართველო;
- სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
- კადრებთან მუშაობის სამმართველო;
- ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო;
- საგეგმო-საფინანსო სამმართველო;
- სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და მშენებლობის სამმართველო;
- საინფორმაციო-ანალიზური სამმართველო;
- სამედიცინო სამმართველო;
- კულტურისა და სპორტის სამმართველო;
- პრესის სამსახური;
- სასაზღვრო-ძალების შტაბი.
5. მე-3 თავი 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსპექცია თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების ქვედანაყოფების საქმიანობაში კანონიერების, სასაზღვრო ძალების წესდებისა და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს, დეპარტამენტის შეუფერხებელი საქმიანობის, მისი ობიექტებისა და პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, აწყობს სამსახურებრივ მოკვლევას.
6. ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დებულებაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდეს დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები