„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/08/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41(48), 31/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
499
23/08/1999
სსმ, 41(48), 31/08/1999
000000000.00.00.000000
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №499

1999 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის  8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების III თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეპარტამენტის სტრუქტურა

– დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

– დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი

– ინსპექცია

– სასაზღვრო ძალების განვითარების სამმართველო

– სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნ­ველყოფის სამმართველო

– კადრებთან მუშაობის სამმართველო

– ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო

– საგეგმო-საფინანსო სამმართველო

– სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და მშენებლობის სამმართველო

– საინფორმაციო-ანალიზური სამმართველო

– ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო

– სამედიცინო სამმართველო

– კულტურისა და სპორტის განყოფილება

– პრესის სამსახური

– სასაზღვრო ძალების შტაბი“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:

„33. ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს ამოცანაა მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო ზონაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უზრუნველყოფა, სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი ხასიათის წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება და მათზე სამართლებრივი რეაგირება.“.

3. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დებულებაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდეს დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.