საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 333
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 08/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.002642
  • Word
333
06/07/2003
სსმ, 69, 08/07/2003
010340000.05.002.002642
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №333

2003 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998  წლის  8  ივლისის  №405 ბრძანებულებით  დამტკიცებულ  „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანის შესახებ

1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები  და  დამატებები:

ა) დებულების III თავის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მოვალეობების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და თავმჯდომარის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.

ერთ-ერთი მოადგილე დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებითა და მის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს თავმჯდომარის არყოფნისას.“;

ბ) დებულების III თავის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე და თავმჯდომარის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში. თავმჯდომარის მოადგილეებს და თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.“;

გ) დებულების III თავის მე-11 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დეპარტამენტის ორგანოთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს და გადააადგილებს, სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებს, იწვევს უცხო სახელმწიფოს სამხედრო სპეციალისტებს კონტრაქტის წესით, სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს სამხედრო მოსამსახურეებს თადარიგში ან გადააყენებს მათ;“;

დ) დებულების III თავის მე-11 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) უფლება აქვს დადგენილი წესით გამოიყენოს სპეცსახსრები, გრანტები, დახმარებები  და  ქველმოქმედებით  მიღებული  სახსრები.“;

ე) დებულების III თავის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17.  დეპარტამენტის სტრუქტურა:

- დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;

- სამდივნო;

- სასაზღვრო ძალების შტაბი;

- სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველო;

- ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო;

- შიდა ინსპექცია;

- საკადრო რესურსების, პერსონალთან მუშაობისა და პროფესიული მომზადების სამმართველო;

-  სასაზღვრო ძალების განვითარების სამმართველო;

- სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

-  ინფორმატიზაციისა  და  ანალიზის  სამმართველო;

- სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და უზრუნველყოფის სამმართველო;

- საგეგმო-საფინანსო სამმართველო;

- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესის სამმართველო;

- პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

- საორგანიზაციო სამმართველო.“;

ვ) დებულების III თავის 18-33 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სამდივნოს ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტში შესული და დეპარტამენტიდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, მისი და მისი მოადგილეების მითითებების შესრულების კონტროლი; მოქალაქეთა მიღების ორ-განიზება და აღრიცხვა; პროტოკოლის სამსახურის სამუშაოს შესრულება; ადმინისტრაციის დაცვისა და უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზება.

19. სასაზღვრო ძალების შტაბი ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო საზღვრის  დაცვასა და სასაზღვრო კონტროლს, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის განხორციელებას; უზრუნველყოფს მონაცემების ოპერატიულ-ტექნიკურ გათვლას და წინადადებების მომზადებას მეთაურის გადაწყვეტილების მისაღებად, სასაზღვრო ძალებისათვის ამოცანის დროულ დასახვას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზაციის დაგეგმვას.

20. სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველო ორგანიზაციას უწევს საქართველოს ტერიტორიული ზღვის კონტროლს, საქართველოს ნავსადგურებში კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის შესრულების კონტროლს, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, მიმდებარე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა გემების საქმიანობის კონტროლს; როგორც დამოუკიდებლად, ისე საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისათვის პასუხისმგებელ სხვა ორგანოებთან ურთიერთმოქმედებით ახორციელებს სასაზღვრო, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, მიგრაციულ, ოპერატიულ-სამძებრო, გარემოს დაცვით, ძებნა-გადარჩენისა და საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, საქართველოს საზღვაო სივრცეში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომების მიღებას; უზრუნველყოფს სანაპირო დაცვას დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისათვის ამოცანის დროულ დასახვას და საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის კონტროლის ორგანიზების დაგეგმვას; ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ასრულებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმ-წიფო დეპარტამენტსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებს შორის საზღვაო საქმიანობის სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

21. ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო ზონაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უზრუნველყოფა, სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი ხასიათის წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება და მათზე სამართლებრივი რეაგირება.

22. შიდა ინსპექცია დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ახორციელებს დეპარტამენტისა და სასაზღვრო ძალების საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს, დანაშაულისა და დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელშემწყობი გარემოებების გამოვლენას, დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, აწარმოებს ადმინისტრაციულ (სამსახურებრივ)  მოკვლევას.

23. საკადრო რესურსების, პერსონალთან მუშაობისა და პროფესიული მომზადების სამმართველო უზრუნველყოფს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, საკონტრაქტო სისტემის დანერგვას; საორგანიზაციო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისებრივ გაუმჯობესებას; პერსპექტიულ გათვლებს, რეზერვთან მუშაობას; პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას – მათ შორის ატესტაციის, ტესტირების მოწყობის გზით, ფიზიკური მომზადებისა და მხედრული სულისკვეთების ამაღლებას, მათი უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

24. სასაზღვრო ძალების განვითარების სამმართველო შეიმუშავებს და განახორციელებს სასაზღვრო ძალებისა და სტრატეგიული რეზერვების განვითარების კონცეფციებს.

25. სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს სახელმწიფოთა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოსაზღვრე სახელმწიფოებთან საზღვრის დაცვის საკითხებისა და საერთაშორისო შეთანხმებების რეალიზაციას; მონაწილეობს სასაზღვრო პოლიტიკის სფეროს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; კოორდინაციას უწევს სასაზღვრო წარმომადგენელთა მუშაობას.

26. ინფორმატიზაციისა და ანალიზის სამმართველო ინფორმაციისა და ვითარების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიული გადაწყვეტილებებისათვის; 24-საათიან რეჟიმში აგროვებს ინფორმაციას; აწარმოებს სახელმწიფო საზღვრის თემატიკასთან დაკავშირებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებსა და კვლევებს; აყალიბებს და მართავს დეპარტამენტის კომპიუტერულ-საინფორმაციო ქსელებს და სისტემებს.

27. სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს დეპარტამენტის ორგანოთა სამეურნეო და ზურგის მომარაგების უზრუნველყოფას და სახელმწიფო შესყიდვებს, ორგანიზაციას უწევს მათ ბაზირებას, შენობა-ნაგებობათა საკომუნიკაციო ქსელების, ენერგორესურსების დაპროექტებასა და მშენებლობას, მათი ექსპლუატაციის კონცეფციების შემუშავებასა და რეალიზაციას.

28. საგეგმო-საფინანსო სამმართველო ორგანიზაციას უწევს საფინანსო პოლიტიკის გატარებას და აკონტროლებს დეპარტმენტის ორგანოთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

29. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესის სამმართველოს დანიშუნლებაა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ასევე საზოგადოებისათვის საქართველოს სასაზღვრო ძალებში მიმდინარე პროცესების თაობაზე კანონით დადგენილი წესით უწყების პროპაგანდა, სასაზღვრო ძალების შესახებ ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

30. საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ურთიერთობათა კოორდინაციას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან; უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით საქმიანობას, ნორმატიული აქტების შემუშავებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, სისტემატიზაციასა და აღრიცხვას.

31. საორგანიზაციო სამმართველო ახორციელებს რეკომენდაციების შემუშავებას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამახურის რეორგანიზაციისათვის, დეპარტამენტისა და მისთვის დაქვემდებარებული დანაყოფებისათვის საქმიანობის სფეროს განსაზღვრას, განახორციელებს კონტროლს და შესრულების თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მუდმივ ინფორმირებას.

32. დეპარტამენტს, როგორც სასაზღვრო სამსახურის მოკვლევის ორგანოს, ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, ხოლო მისი საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

33. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

2. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დებულებაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდეს დამტკიცებული რიცხოვნობისა და მისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

ე. შევარდნაძე