საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 08/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
398
08/10/2001
სსმ, 107, 08/10/2001
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/10/2001 - 09/09/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №398

2001 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების შესახებ

საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მართლზომიერების დადასტურების გამო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს ოფიციალური სახელმ­წიფოს სიმბოლოს, შესრულების წესი.

1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნია კოტე ფოცხვერაშვილის ნაწარმოები „დიდება“ (მუსიკალური და პოეტური ტექსტი მისივე) და გათვალისწინებულია საორკესტრო ან საგუნდო შესრულებისათვის.

2. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სადღესასწაულო ცერემონიებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამართული სხვა ღონისძიებების დროს:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს, ფიცის დადე­ბის  ცერემონიის შემდეგ;

გ) საქართველოს პარლამენტის მუშაობის გახსნისა და დახურვის დროს;

დ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის, საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობის წევრების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმ­ძღვანელებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევ­რების თანამდებობებზე დანიშვნის დროს;

ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის დროს;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიცი­ალურ პირთა დახვედრისა და გაცილების დროს (ამ შემთხვევაში საქარ­თველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სტუმრის  ქვეყნის სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შემდეგ);

ზ) ძეგლების ან ძეგლის დასადგმელი ადგილის საზეიმო გახსნის დროს;

თ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისა და დახურვის დროს.

3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტრანსლაცია საქართველოს სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობით ხდება ყოველდღე მაუწყებ­ლობის დაწყებისა და დასრულების დროს (24-საათიანი მაუწყებლობის შემთხვევაში ადგილობრივი დროით 6.00 საათზე და 24.00 საათზე).

4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, სასაზღვრო ნაწილებში და სამხედრო გემებზე რეგლამენტირებულია საქართველოს შეიარაღე­ბული ძალების წესდებით.

5. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სავალდებულო გამოყე­ნე­ბის სხვა შემთხვევებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

6. საქართველოს ფარგლებს გარეთ ოფიციალურ ღონისძიებათა გამართვის დროს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქარ­თველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით.

7. დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ოფიციალური სპორტული შეჯიბრებების დროს სპორტულ ორგანი­ზაციებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

8. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალ­დებულოა მამაკაცების ფეხზე ადგომა და ქუდის მოხდა, გარდა სამ­ხედრო პირებისა (საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევებისა, როდესაც კონფესიური დოგმის გამო ქუდის მოხდა არ შეიძლება.

9. იმ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს დროშის აღმართვა, დამ­სწრენი უნდა შეტრიალდნენ პირით დროშისკენ.

10. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქარ­თველოს სახელ­მწიფო მინისტრის მოადგილეს თ. ისაკძეს.

ე. შევარდნაძე