საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4648-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110513014, 13/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.016295
  • Word
4648-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110513014, 13/05/2011
010240010.05.001.016295
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2011, 010240010.05.001.016197) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − გარემოს ეროვნული სააგენტო) ფუნქციები, რომლებიც უკავშირდება გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან და სივრცულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში ჩაითვალონ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლეებად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4648-Iს