საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4651-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110513017, 13/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016298
  • Word
4651-Iს
05/05/2011
ვებგვერდი, 110513017, 13/05/2011
020000000.05.001.016298
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 48-ე და 49-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება

წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 49. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. დაცული ტერიტორიი საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.

3. 491 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 591 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 601 და 602 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. 62-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 651 და 652 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. 66-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენბით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენბით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.

3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენბით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 662 მუხლი:

     „მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების  საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“                        კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას                        გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა

  ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩია და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობებ დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

10. 691, 692  და 693 მუხლები ამოღებულ იქნეს.

11. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 792  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების  დარღვევა

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდდარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

13. 84-ე და 841 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 84. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა

გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით, ხოლო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის   მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა

გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გაორმაგებას.

3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის  ხელის შეშლა

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა)

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 841. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით.“.

14. 1282 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა

1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

4. ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.

6. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის   კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის   კონფისკაციით.

8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესების დარღვევით ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო  მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ (საჭაპნე ტრანსპორტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა არ მოითხოვება), გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან ამავე აქტით დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენუფლებამოსილია დათვალიეროს პირველადი გადამუშავების ადგილები, გააჩეროს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოთხოვოს მოქალაქს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.“.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1283−1285 მუხლები:

     „მუხლი 1283. ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ანგარიშის (მათ შორის, ყოველთვიური ანგარიშის) ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, ასევე სპეციალური ფირნიშის ან/და მისი საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, უკანონო               ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო               ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

5.  ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო              ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.

    მუხლი 1284. იმპორტირებული ხე-ტყის მარკირებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. იმპორტირებული ხე-ტყის მარკირებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.

    მუხლი 1285. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური  ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა

1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, აგრეთვე მათი აღრიცხვის წესების დარღვევა, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების დაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით წარუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.

16. 1461 მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

17. 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.

18. 1582 მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე,      88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე,    150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872,     189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლი პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

20. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 222. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე-60, 603, 611,    63-ე65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031, 1283−1285, 151-ე მუხლებით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

2. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572, 962 და 1735 მუხლებით.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო უფლებამოსილ თანამშრომლებს.“.

21. 2293 მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ კოდექსის 48-ე–49-ე, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−86-ე, 89-ე–893, 1031, 104-ე, 1282–1285, 151-ე მუხლებით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41−43 ნაწილები:

41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს  უფლებამოსილი თანამშრომლები.

42. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 511, 512, 531 , 554, 58-, 581, 582, 59-ე, მე-60, 603, 611, 63-ე , 631, 641 და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 661–69-ე, 694 და 695 მუხლებით, 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 73-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე, 791, 792, 82-ე და 821 მუხლებით, 822 მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით, 84-ე, 85-ე−855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებისა), 89-ე–893, 912, 1282 მუხლებით (გარდა 1282 მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებისა), 1461 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალ- დარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

43. ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“;

გ) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-4−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან ერთად).“.

23. 246-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით სააგენტოს ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში.“.

24. 261-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განიხილონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, სამართალდამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.“.

25. 262-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები ამ კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებ განიხილავენ თოთხმეტი დღის ვადაში.“.

26. 290-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სასამართლო დადგენილების ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

    მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 5 მაისი.

№4651I