სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 06/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.008346
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/128
28/03/2006
სსმ, 47, 06/04/2006
040030000.22.028.008346
სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/04/2006 - 25/09/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.346

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/128

2006 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლა დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლის თანდართული დებულება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის №65 ძიუდოს სასპორტო სკოლა (შემდგომში – სკოლა) წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მიერ შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე  დამოუკიდებლად ახორციელებს სასპორტო საქმიანობას.

2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების შესაბამისად.

3. სასპორტო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები შესაბამის საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სასპორტო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „სპორტის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულების შესაბამისად.

5. სკოლა საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და საკუთარი სახელით გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

6. სკოლის იურიდიული მისამართია: ახმეტა, რუსთაველის ქ. №74.

    მუხლი 2. სკოლის ძირითადი მიზნები და საქმიანობის საგანი

1. სასპორტო სკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება;

ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება;

გ) კრივის სახეობაში ქალაქის, ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება.

დ) სასპორტო სკოლის მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის), ქალაქის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობში მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა;

ე) თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვით,  საკუთარი სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის შემუშავებითა და შესრულებით სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა;

ვ) სამინისტროს ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის წარმოება, მონაწილეობის მიღება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის, სპორტის სახეობათა ფედერაციების და სხვა სპორტულ ორგანიზაცია-დაწესებულებათა მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებში და სხვა;

ზ) სკოლის მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის) სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება;

თ) სასპორტო სკოლის თანამშრომელთა და სპორტსმენთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სკოლა ეტაპების შესაბამისად ახორციელებს შემდეგ სკოლისგარეშე სასპორტო საწვრთნელ საქმიანობას სპორტის ფეხბურთის სახეობაში:

ა) პირველი (დაწყებითი-საბაზო) ეტაპის საწვრთნელი სასპორტო საქმიანობა მოიცავს:

ა.ა) ფიზიკური ვარჯიშების სრულყოფასა და ფიზიკური კონდიციების ამაღლებას;

ა.ბ) სპორტის სახეობის დაუფლებაზე ორიენტირებულ მომზადებას, უნარ-ჩვევების გაღრმავებას და შესაბამის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

ა.დ) დამოუკიდებლად წვრთნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას;

ა.ე) მოსწავლე-სპორტსმენის მომზადებას, შესაბამისად, შემდგომი წვრთნის ეტაპზე გადასასვლელად.

ბ) მეორე (საშუალო) ეტაპის – სპორტული დახელოვნებისა და სრულყოფის სასპორტო საქმიანობა მოიცავს:

ბ.ა) წვრთნის პროცესის აქტივიზაციას;

ბ.ბ) სპორტის სახეობაში შეძენილი სპორტული მომზადების, სპორტული ცოდნისა და უნარ-ჩვევების რეალიზებას;

ბ.გ) სპორტულ შეჯიბრებებზე მაქსიმალურად მაღალი შედეგების ჩვენებას და უმაღლესი სპორტული შედეგების მისაღწევად მომზადებას;

ბ.დ) მოსწავლე-სპორტსმენის მომზადებას შესაბამისად შემდგომი წვრთნის ეტაპზე გადასასვლელად;

გ) მესამე (უმაღლესი) ეტაპის – უმაღლესი სპორტული დაოსტატების სასპორტო საქმიანობა მოიცავს:

გ.ა) მაღალი სპორტული შედეგების ჩვენებას, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებზე, მათ შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე;

გ.ბ) მოსწავლეთა მზადებას ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის ან წევრობის კანდიდატობისათვის.

3. სკოლის საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს:

ა) ჯგუფური საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები;

ბ) ინდივიდუალური წესით მეცადინეობები, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია დახელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე;

გ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ).

4. სასპორტო მომზადებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე (ვარჯიშის შესრულება) და პერიოდული (სპორტული შეჯიბრებები, ნაჩვენები შედეგები და სხვა).

5. თითოეული სასპორტო-წვრთნის ეტაპის დასრულებისას და შესაბამისი მოთხოვნების შესრულების დაკმაყოფილებისას სკოლადამთავრებულს ეძლევა მოწმობა, რომელიც გაიცემა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

    მუხლი 3. სკოლის მოსწავლეთა (სპორტსმენთა) უფლებამოსილებანი

1. სკოლის მოსწავლეები (სპორტსმენები) უფლებამოსილნი არიან:

ა) ისარგებლონ სკოლის სპორტული ბაზით, ინვენტარით და სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობით;

ბ) მოითხოვონ მათ მიერ სკოლასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება.

2. სასპორტო სკოლის მოსწავლეები (სპორტსმენები) ვალდებულნი არიან შეასრულონ სასპორტო სკოლის დებულება, ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობები.

    მუხლი 4. სკოლის სტრუქტურა

1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს დირექციას (რომლის შემადგენლობაშიც შედიან დირექტორი და მისი მოადგილეები), პედაგოგთა (მწვრთნელთა) საბჭოსა და სპორტულ განყოფილებებს.

2. სკოლაში ახალი სპორტული განყოფილების გახსნა ხორციელდება შესაბამისი ეროვნული ფედერაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 5. სასპორტო სკოლის მართვა

1. სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი (საკუთარი ინიცატივით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციით).

2. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება.

3. სკოლის  დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სკოლის საერთო და სასწავლო-სპორტულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინაშე – ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი) მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; პედაგოგთათვის (მწვრთნელთათვის) მინიჭებული სამეცნიერო ხარისხისა და საპატიო წოდების გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაკვეთის დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, არსებული დაფინანსების ფარგლებში სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს მისაღები კონტინგენტის რაოდენობას, წყვეტს მოსწავლეების (სპორტსმენების) სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის ან სხვა სპორტულ ორგანიზაციაში მათი გადაყვანის საკითხს;

ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს (შინაგანაწესში აისახება: სასპორტო სკოლაში მოსწავლეთა მიღების წესი და საკონკურსო მოთხოვნები, ასევე გადმოყვანის პირობები; სპორტული წვრთნის კონკრეტული ეტაპისა და ვარჯიშის ხანგრძლივობა, კვირეული დატვირთვა, ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა; სასპორტო სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა, (მათ შორის, სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის შესახებ); მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა და პირობები.)

თ) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;

ი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს წინადადებას სკოლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე სკოლის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

კ) ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორის მოადგილეებს სამინისტროსთან შეთანხმებით;

ლ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები;

მ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.

    მუხლი 6. პედაგოგთა (მწვრთნელთა) საბჭოს ფუნქციები

1. სასპორტო სკოლის პედაგოგთა (მწვრთნელთა) საბჭოში შედის სკოლის ყველა პედაგოგი (მწვრთნელი).

2. პედაგოგთა (მწვრთნელთა) საბჭო:

ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზოგადი მეთოდიკის და ეროვნული სასპორტო-საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს სასპორტო სკოლის სასწავლო და სასპორტო-საწვრთნელ გეგმას;

ბ) მონაწილეობს წლის შედეგების განხილვაში;

გ) რეკომენდაციებს უწევს სასპორტო სკოლის პედაგოგებს (მწვრთნელებს) საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;

    მუხლი 7. სასპორტო სკოლის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

1. სკოლა დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფოს მიერ მისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების ბაზაზე, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. სასპორტო სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი (ადგილობრივი) ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებანი;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ე) სპორტულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 8. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სასპორტო სკოლა უფლებამოსილია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობითა და თვითმმართველობასთან შეთანხმებით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასპორტო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

    მუხლი 9. სკოლის  საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

1. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

2. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი

1. სკოლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობას.

2. სკოლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

3. სკოლა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.

    მუხლი 11. სასპორტო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სასპორტო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 12. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.