„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 12/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.001.093
  • Word
1527
21/06/2002
სსმ, 21, 12/07/2002
120.260.020.05.001.001.093
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 17.09.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც, რომლის ვადა არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვა „პასპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით „პირადობის მოწმობის“;

გ) მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-5–8 პუნქტებში სიტყვები „სამხედრო კომისარიატს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას“; ამასთან, ზემოაღნიშნულ ქვეპუნქტებსა და პუნქტებს ბოლოში დაემატოს შემდეგი სიტყვები „ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას)“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა

1. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი), რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებია 27 წელი, მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში და იწოდება კურსანტად. სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში კურსანტს, რომელმაც იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში.

2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე რეზერვში მყოფი მოქალაქე, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხებიან სამხედრო სასწავლებელში და იწოდებიან მსმენელად. მსმენელი ითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) ან კადრის სამხედრო სამსახურში მყოფად.“.

4. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატები“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებები, ხოლო რეზერვისტებისას – სამობილიზაციო განყოფილება“.

5. მე-13 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატები“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებები“, სიტყვები „31 მარტამდე“ – სიტყვებით „30 აპრილამდე“, ხოლო რიცხვი „17“ – რიცხვით „15“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილება მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული სრული მონაცემების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატები“ შეიცვალოს სიტყვებით „სამობილიზაციო განყოფილება“.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი“;

ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების უფროსი;“.

7. მე-16 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისრის“ – სიტყვებით „კომისიის თავმჯდომარის“;

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქართველოს“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „სამობილიზაციო განყოფილებაში“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში“, ხოლო სიტყვა „წარმომადგენლობაში.“ – სიტყვებით „წარმომადგენლობაში, რეზერვისტები კი – სამობილიზაციო განყოფილებაში.“;

დ) მე-4 პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების ან სამობილიზაციო განყოფილების“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისარიატს“ – სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას ან სამობილიზაციო განყოფილებას“.

8. მე-19 მუხლის:

ა) სათაურში, პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „რეზერვის ოფიცერთა“ შეიცვალოს სიტყვით „რეზერვისტთა“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამხედრო კათედრებზე მოსამზადებელ რეზერვისტთა რიცხოვნობას სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.“.

9. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოქალაქეს, რომელმაც სამხედრო მომზადება გაიარა უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრაზე კაპრალის (სპეციალისტის), უმცროსი სერჟანტის ან უმცროსი ლეიტენანტის რეზერვისტთა მომზადების პირველადი სამხედრო წოდების სპეციალური პროგრამით, ენიჭება შესაბამისი სამხედრო წოდება. ამ კატეგორიის რეზერვისტი სამხედრო სამსახურში შეიძლება გაწვეულ იქნეს ნებაყოფლობით ან განსაკუთრებულ შემთხვევაში – 30 წლის ასაკამდე, ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

10. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „მოქალაქეთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სავალდებულო“, სიტყვები „სამხედრო კომისარიატი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გაწვევას – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.“.

11. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „გ“ ქვეპუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების უფროსი;“.

12. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისია წვევამდელს წარადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების სახეობას და გვარეობას, სადაც წვევამდელმა უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური.“.

13. 26-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვების „იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ამავე ბრძანებულებით განისაზღვრება ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე.“, ხოლო სიტყვა „კი–“ შეიცვალოს სიტყვით „იქმნება“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს სიტყვების „სახელმწიფო კანცელარიის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თავდაცვის,“.

14. 28-ე მუხლში სიტყვები „სამხედრო კომისარიატის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს“, ხოლო სიტყვა „კომისრის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის“.

15. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

16. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვებით „საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას პირს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი.“.

17. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტებისა და მიჩმანებისათვის – 50 წელი;“.

18. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 და მეტი კალენდარული წელი, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით (გადადგომით), სამხედრო პენსიის დანიშვნის უფლებით.“.

19. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამხედრო ძალებში წესდება სამხედრო მოსამსახურეთა შემდეგი შემადგენლობა და სამხედრო წოდებები:

ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – რიგითების (მატროსების) და ეფრეიტორების შემადგენლობა:

ა.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: რიგითი (კურსანტი), ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი;

ა.ბ) საზღვაო სამხედრო წოდებები: მატროსი (კურსანტი), უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი;

ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა:

ბ.ა) კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ბრიგადის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი;

ბ.ბ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

ბ.გ) კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი;

ბ.დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი;

გ) კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა:

გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

გ.ბ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;

გ.გ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი;

გ.დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეზერვის რიგითებს (მატროსებს), ეფრეიტორებს (უფროს მატროსებს), მეორე კლასის ეფრეიტორებს (მეორე კლასის მატროსებს) და პირველი კლასის ეფრეიტორებს (პირველი კლასის მატროსებს) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისად ენიჭებათ კაპრალის (საზღვაო კაპრალის), უმცროსი სერჟანტის (უმცროსი მიჩმანის), სერჟანტის (მიჩმანის) და უფროსი სერჟანტის (უფროსი მიჩმანის) სამხედრო წოდებები.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სამხედრო ძალებში სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამუშაოდ გადმოსული (გადმოყვანილი) სპეციალური წოდების მქონე პირები სამხედრო ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება ვადაზე ადრე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.“;

ე) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) დროებით სამხედრო წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი. ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) დროებითი სამხედრო წოდება ენიჭებათ უმაღლესი ოფიცრების საშტატო თანამდებობებზე დანიშნულ უფროს ოფიცრებს. თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მათ უნარჩუნდებათ ძველი სამხედრო წოდება;“;

ვ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. დასაშვებია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) მუდმივი წოდების დამტკიცება, თუ სამხედრო მოსამსახურემ პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) წოდებით იმსახურა არანაკლებ 5 წელი და ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) თანამდებობაზე – არანაკლებ 3 წელი, ან ინიშნება უფრო მაღალ თანამდებობაზე.“;

ზ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ოფიცერს პირველად სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შესაბამისი უწყების ან სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) პირველადი სამხედრო წოდება – კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, უმცროსი ლეიტენანტი – ენიჭებათ რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამით სამხედრო კათედრის კურსდამთავრებულებს;

ბ) პირველადი სამხედრო წოდება – ლეიტენანტი – ენიჭებათ უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ან უმაღლესი საოფიცრო კურსის კურსდამთავრებულებს (კურსანტებს, მსმენელებს). უმაღლესი საოფიცრო კურსების გავლის ვადა და წესი განისაზღვრება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით.“;

თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და კადრის ოფიცრებისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, გარდა შესაბამისი თანამდებობებისა, დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი ვადა:

ა) კაპრალიდან (საზღვაო კაპრალიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 6 თვე;

ბ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 6 თვე;

გ) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 1 წელი;

დ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 2 წელი;

ე) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) ბატალიონის სერჟანტამდე (ხომალდის მიჩმანამდე) – 2 წელი;

ვ) ბატალიონის სერჟანტიდან (ხომალდის მიჩმანიდან) ბრიგადის სერჟანტამდე (შტაბის მიჩმანამდე) – 2 წელი;

ზ) ბრიგადის სერჟანტიდან (შტაბის მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 2 წელი;

თ) მთავარი სერჟანტიდან (მთავარი მიჩმანიდან) სერჟანტ-ლეიტენანტამდე (მიჩმან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;

ი) უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე – 1 წელი;

კ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;

ლ) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;

მ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (მე-3 რანგის კაპიტნამდე)– 3 წელი;

ნ) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;

ო) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.“;

ი) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გაიარეს სამხედრო სწავლება უმაღლესი ან სპეციალური სასწავლებლის სამხედრო კათედრაზე კაპრალის (სპეციალისტის), უმცროსი სერჟანტის, უმცროსი ლეიტენანტის რეზერვისტთა მომზადების სპეციალური პროგრამით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად;

ვ) არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად და გაიარეს სამხედრო შეკრება 6 თვემდე ვადით. სამხედრო შეკრების ვადა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

21. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის შემადგენლობა იყოფა სამ თანრიგად:

ა) პირველი თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან 30 წლამდე ასაკის რეზერვისტები, რომლებსაც სურთ, იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში კონტრაქტის საფუძველზე და ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კვალიფიკაციის დონით აკმაყოფილებენ სამხედრო რეზერვის პირველი თანრიგის მოთხოვნებს;

ბ) მეორე თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კვალიფიკაციის დონით აკმაყოფილებენ სამხედრო რეზერვის მეორე თანრიგის მოთხოვნებს;

გ) მესამე თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან როგორც საქართველოს სამხედრო ძალებიდან წელთა ნამსახურობის გამო დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე პირველი თანრიგის რეზერვისტები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ საკუთარი სურვილით, კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხონ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. საქართველოს სამხედრო ძალების პირველი თანრიგის რეზერვისტები გათანაბრებულნი არიან სამხედრო მოსამსახურეებთან და სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდი მათ ჩაეთვლებათ სამხედრო სამსახურად.“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „12 თვეს;“ შეიცვალოს სიტყვებით „12 თვეს, გარდა პირველი თანრიგის რეზერვისა;“.

23. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საქართველოს სამხედრო ძალების პირველი თანრიგის რეზერვში ჩარიცხვა ნებაყოფლობითია და სამხედრო შეკრებიდან გათავისუფლებას არ ექვემდებარება.“.

24. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში სამხედრო წოდებები ენიჭება:

ა) საქართველოს სამხედრო ძალების პირველი თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ამ კანონით დადგენილი წესით;

ბ) მეორე თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში რეზერვისტს ამ კანონით დადგენილი წესით, სამხედრო შეკრების დასრულებისას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ;

გ) მესამე თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში რეზერვისტს მორიგი სამხედრო წოდება არ ენიჭება.“.

25. 45-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების“;

ბ) მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „სამხედრო კომისრის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის ან სამობილიზაციო განყოფილების“, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვები „სამხედრო კომისარიატის“ – სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების ან სამობილიზაციო განყოფილების“.

26. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-5–8 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 28-ე მუხლი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.“.

27.     47-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის №861-Iს დადგენილება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ.“.

    მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები შემდეგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში:

ა) დებულება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“;

ბ) დებულება „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“;

გ) დებულება „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის შესახებ“.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1527-IIს