საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.128
  • Word
1631
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
090.000.000.05.001.001.128
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 08.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 606-ე მუხლის მესამე ნაწილს სიტყვის „ინვალიდობის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხანდაზმულობის ასაკის“.

2. 608-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვის „ავადმყოფობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ხანდაზმულობის ასაკის“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის შუამდგომლობით ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირის, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადებულის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება (დადგენილება) მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.“.

გ) მეორე ნაწილში სიტყვის „ავადმყოფობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ხანდაზმულობის ასაკის“.

3. 616-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვის „ავადმყოფობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ხანდაზმულობის ასაკის“.

4. 617-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვების „სასჯელის მოხდისაგან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხანდაზმულობის ასაკის გამო ან“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1631რს