„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1821
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 20/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.001.168
  • Word
1821
03/12/2002
სსმ, 32, 20/12/2002
010.190.010.05.001.001.168
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13–14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლში სიტყვის „მიზნით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს პარლამენტში,“ ხოლო სიტყვა „კომიტეტში“ ამოღებულ იქნეს.

2. პირველი მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დამატებით მიკუთვნებული ადგილი ეკუთვნის პარტიას/საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ზემოაღნიშნულ კომიტეტში ერთზე მეტი წევრი არა ჰყავს, ნდობის ჯგუფის წევრად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც არ არის ამ კომიტეტის წევრი.“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიციისაგან ნდობის ჯგუფის წევრებად შეიძლება აირჩეს თითო წევრი იმ პირთაგან, რომლებიც იყვნენ იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი და რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. თუ ასეთი პარტია/საარჩევნო ბლოკი ერთია, ორივე ადგილი მას მიეკუთვნება, ხოლო თუ მათი რაოდენობა ორზე მეტია, თითო ადგილი მიეკუთვნება მათგან უკეთესი შედეგის მქონეთ (მიღებული ხმების რადენობის მიხედვით).

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ნდობის ჯგუფის დანარჩენი წევრები აირჩევიან იმ პირთაგან, რომლებიც იყვნენ იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი. თუ ასეთ პარტიათა/საარჩევნო ბლოკთა რაოდენობა ოთხზე მეტია, თითო ადგილი მიეკუთვნება მათგან უკეთესი შედეგის მქონეთ (მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით), ხოლო თუ მათი რაოდენობა ოთხზე ნაკლებია, დამატებით თითო ადგილი (ოთხამდე შესავსებად) მიეკუთვნება მათგან უკეთესი შედეგის მქონეთ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1821–Iს