კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე

  • Word
კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 06/06/2000
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000352
  • Word
-
23/06/1979
ვებგვერდი, -, 06/06/2000
000000430.00.003.000352
კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია

ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვაზე

ხელშემკვრელი მხარეები

აღიარებენ რა, რომ ველური ცხოველები თავიანთი ურიცხვი ფორმებით წარმოადგენენ დედამიწის ბუნებრივი სისტემების განუყოფელ ნაწილს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ადამიანთა მომავალ თაობების საკეთილდღეოდ;

ითვალისწინებენ რა, რომ დედამიწის რესურსები ეკუთვნიე აგრეთვე მომავალ თაობებს და ახლანდელ თაობას ეკისრება მათი დაცვის პასუხისმგებლობა, ხოლო მათი გამოყენების შემთხვევაში გონივრული გამოყენების უზრუნველყოფა;

ითვალისწინებენ რა, რომ ველური ცხოველების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება გარემოსდაცვითი, გენეტიკური, სამეცნიერო, ესთეტიკური, რეკრეაციული, კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით;

აღიარებენ რა, რომ ქვეყნები არიან და უნდა იყვნენ დამცველები ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობებისა, რომლებიც ბინადრობენ მათი იურისდიქციის საზღვრებში ან გადაკვეთენ მათ;

დარწმუნებულნი არიან, რა რომ ველური ცხოველების სახეობების დაცვა და ეფექტური მართვა მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს იმ ქვეყნებისაგან რომელთა ეროვნულ საზღვრებშიც ეს სახეობები ატარებენ თავიანთი სასიცოცხლო ციკლის რაიმე გარკვეულ ნაწილს;

ეყრდნობიან რა, ადამიანის გარემოსადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიღებულ მოქმედებათა გეგმის 32-ე რეკომენდაციას (სტოქჰოლმი, 1972), რომელიც აგრეთვე მოწოდებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის 27-ე სესიაზე.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი I. განმარტებები 1. ამ კონვენციის მიზნებისათვის

ა) ”მიგრირებადი სახეობები” ნიშნავს ველურ ცხოველთა მთლიან პოპულაციას, ან ველური ცხოველების დაბალი ტაქსონის მქონე რომელიმე სახეობის პოპულაციის გეოგრაფიულად გამოყოფილ ნაწილს, რომლის წევრებიც მნიშვნელოვანი რაოდენობა ციკლურად და წინასწარგანსაზღვრულად გადაკვეთენ ერთ ან რამდენიმე იურისდიქციულ საზღვარს;

ბ) ”მიგრირებადი სახეობათა საკონსერვაციო სტატუსი” ნიშნავს მიგრირებად სახეობებზე ზეგავლენათა ერთობლიობას რომელმაც შესაძლოა მოახდინოს არასასურველი ზეგავლენა მათ გავრცელებაზე და სიუხვეზე;

გ) ”საკონსერვაციო სტატუსი” მიჩნეულ იქნება ”სასურველად”;

(1) პოპულაციის დინამიკის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიგრირებად სახეობას აქვს უნარი ხანგრძლივად შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, როგორც ეკოსისტემის

(2) არ ხდება მიგრირებადი სახეობათა არეალის არც ამჟამიერი შემცირება და ჯერ ჯერობით არც მომავალში ემუქრება მას

(3) არარსებობს და ახლო მომავალში იარსებებს დამაკმაყოფილებელი ჰაბიტატი, რომელიც მისცემს ხანგრძლივი არსებობის საშვალებას მიგრირებადი სახეობების პოპულაციას

(4) მიგრირებადი სახეობების გავრცელება და სიუხვე უახლოვდება ისტორიულად არსებულს, ამასთან ფიზიკურად არსებო პოტენციურად შესაფერისი ეკოსისტემები და პირობები ველური ფაუნის გონივრული მენეჯმენტისათვის;

დ) ”საკონსერვაციო სტატუსი” მიჩნეულ იქნება ”არასასურველად” იმ შემთხვევაში, თუ პარაგრაფ გ)-ს რომელიმე ქვეპარაგრაფის პირობა არ შესრულდება;

ე) ”საფრთხეში მყოფი” რომელიმე მიგრირებად სახეობასთან მიმართებაში ნიშნავს, რომ ეს სახეობა იმყოფება გადაშენების საფრთხის წინაშე ან მთლიანი არეალის მასშტაბით ან ნაწილობრივ;

ვ) ”არეალი” ნიშნავს მიწის ან წყლის მთელ არეს, სადაც მიგრირებადი სახეობა ბინადრობს, ჩერდება დროებით, გადაკვეთს ან გადაიფრენს მას ნებისმიერ დროს თავის ჩვეულებრივ სამიგრციო გზაზე;

ზ) ”ჰაბიტატი” ნიშნავს მიგრირებადი სახეობის არეალის ნებისმიერ ადგილს, სადაც ამ სახეობისათვის შესაფერისი საბინადრო პირობები არსებობს;

თ) ”არეალის ქვეყანა” ცალკეულ მიგრირებად სახეობასთან მიმართებაში ნიშნავს ქვეყანას ( და ზოგჯერ რომელიმე სხვა მხარეს, მოხსენებულს ამ პარაგრაფის (ლ)-ქვეპარაგრაფში), რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ამ მიგრირებადი სახეობის არეალის რომელიმე ნაწილზე, ან ქვეყნის, რომლის ხომალდებიც დაცურავს ეროვნული (სახელმწიფო) იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ამ მიგრირებად სახეობათა სარეწაოდ;

ი) ”რეწვა” ნიშნავს დაჭერას, ნადირობას, თევზაობას, დატყვევებას, დევნას, წინასწარგამიზნულ მოკვლას ან ასეთ ქმედებებს მცდელობებს;

კ) ”შეთანხმება” ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ეხება ერთ ან მეტ მიგრირებად სახეობას, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციის IV და V მუხლით; და

ლ) ”მხარე” ნიშნავს ქვეყანას ან რომელიმე რეგიონალურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომელიც შედგება სუვერენული სახელმწიფოებისაგან, რომელთაც გააჩნია კომპეტენცია აწარმოონ მოლაპარაკება, დადონ და შეასრულონ საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებსაც ეხება ეს კონვენცია და რომელთათვის ეს კონვენცია ძალაშია.

2. რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კონვენციის მხარეებს, მათ კომპეტენციაში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით ტავისი სახელით განახორციელებენ ამ კონვენციის მიერ მისი წევრი ქვეყნებისადმი დაკისრებულ ვალდებულებებს. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყანას არ ევალება განახორციელოს ასეთი ვალდებულებები ინდივიდუალურად.

3. სადაც ეს კონვენცია იტვალისწინებს, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ან უმრავლესობის 2/3-ის მიერ, ან ერთსულოვნად ”მხარეების მიერ, რომლებიც ესწრებიან და ხმას აძლევენ”, ეს ნიშნავს, რომ ”მხარეები, რომლებიც ესწრებიან და აძლევენ დადებით ან უარყოფით ხმას”. ისინი, ვინც თავს შეიკავებენ ხმის მიცემისაგან, არ ჩაითვლება ”მხარეებად, რომლებიც ესწრებიან და ხმას აძლევენ” უმრავლესობის განსაზღვრისას.

    მუხლი II. ძირითადი პრინციპები

1. მხარეებს ესმით მიგრირებად სახეობათა დაცვის მნიშვნელობა და არეალის ქვეყნების მზადყოფნის მნიშვნელობა განახორციელონ გარკვეული ქმედებები ამ მიმართულებით საჭიროებისა და შეძლებისამებრ და ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიგრირებად სახეობებს, რომელთა საკონსერვაციო სტატუსი არასასურველია და ინდივიდუალურად ან ერთობლივად განახორციელონ საჭირო და მისაღები ნაბიჯები ასეთი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების დასცავად.

2. მხარეებს ესმით საჭიროება განახორციელონ გარკვეული ქმედებები იმისათვის, რომ მიგრირებადი სახეობები არ მივიდნენ გადაშენების პირას.

3. კერძოდ, მხარეები:

ა) განავითარებენ, მხარს დაუჭერენ და ითანამშრომლებენ მიგრირებადი სახეობების კვლევაში;

ბ) შეეცდებიან უზრუნველჰყონ მყისიერი დაცვა იმ მიგრირებადი სახეობებისა, რომლებიც შეტანილი არიან I დანართში; და

გ) შეეცდებიან დადონ შეთანხმებები, რომლებიც შეეხება II დანართში ჩართული მიგრირებადი სახეობების დაცვას და მენეჯმენტს.

    მუხლი III. გადაშენების პირას მყოფი მიგრირებადი სახეობები:

დანართი I

1. I დანართში იქნება შეტანილი გადაშენების პირას მყოფი მიგრირებადი სახეობები.

2. მიგრირებადი სახეობა სეიძლება შეტანილ იქნეს I დანართში, თუ არსებობს სარწმუნო მონაცემები, საუკეთესო სამეცნიერო მონაცემების ჩათვლით, რომლებიც მიუთითებენ რომ მოცემული სახეობა იმყოფება გადაშენების პირას.

3. მიგრირებადი სახეობა შეიძლება ამოღებულ იქნას I დანართიდან, მხარეთა კონფერენცია დაადგენს:

ა) სარწმუნო მონაცემები, საუკეთესო სამეცნიერო მონაცემების ჩათვლით, მიუთითებს, რომ მოცემულ სახეობას გადაშენება აღარ ემუქრება, და

ბ) I დანართიდან ამოღების შედეგად დაცვის მოხსნა არსებული მონაცემების მიხედვით ალბათ აღარ იმოქმედებს სახეობის საკონსერვაციო სტატუსზე.

4. I დანართში ჩართულ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ მხარეებს, შეეცდებიან:

ა) დაიცვან და სადაც შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება, აღადგინონ სახეობათა ის ჰაბიტატები, რომელთა აღდგებაც დაეხმარება მოცემული სახეობის ამოღებას საფრთხეში მყოფი სახეობების სიიდან.

ბ) თავიდან აიცილონ, კომპენსაცია გაუკეთონ, ან მინიმუმამდე დაიყვანონ, სადაც შესაძლებელია და მიზანშეწონილი, ისეთი საქმიანობების მავნე ზეგავლენა ან წინააღმდეგობანი, რომლებიც მნიშვნელოვნად აბრკოლებენ ან ხელს უშლიან სახეობათა მიგრაციას; და

გ) იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნება, აიცილონ თავიდან, შეამცირონ ან გააკონტროლონ ისეთი ფაქტორები, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებენ, ან მომავალში შესაძლებელია დააყენონ ასეთი საფრთხის წინაშე სახეობები, აგზოტიკურ სახეობათა ინტროდუცირების მკაცრი რეგულირების, ან უკვე ინტროდუცირებული სახეობების რეგულირების ან მათი ელიმინირების ჩათვლით.

5. მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ I დანართში ჩამოთვლილი მიგრირებადი სახეობების არეალის ქვეყნებს, აკრძალავენ ასეთ სახეობებს ცხოველების მოპოვებას. ასეთი სახეობების ცხოველების მოპოვებას. ასეთი აკრძალვიდან გამონაკლისი შესაძლოა გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოპოვება ხორციელდება სამეცნიერო მიზნებით;

ბ) მოპოვება ხორციელდება საფრთხეში მყოფი სახეობების აღწარმოების ან გადარჩენის მიზნით;

გ) მოპოვება ხორციელდება ასეთი სახეობების ტრადიციულ მომხმარებელთა საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით; ან

დ) ამას მოითხოვს საგანგებო ვითარება;

იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ზუსტია თავისი შინაარსით და ლიმიტირებულია ტერიტორიალურად და დროის მხრივ. ასეთ რეწვას არ უნდა მოჰყვეს ასეთი სახეობებისათვის არასასურველი შედეგები.

6. მხარეთა კონფერენციას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს მხარეებს, რომლებიც წარმოადგენენ I დანართში ჩართულ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნებს, რომ მათ მიიღონ შემდგომი ზომები, ჩათვლილი მიზანშეწონილად სახეობების საკეთილდღეოდ.

7. მხარეები მაქსიმალურად სწრაფად შეატყობინებენ სამდივნოს ნებისმიერი გამონაკლისის შესახებ, შესრულებულს ამ მუხლის §5-ის თანახმად.

    მუხლი IV. მიგრირებადი სახეობები, რომელზედაც ვრცელდება შეთანხმებები:

დანართი II

1. II დანართში შევა მიგრირებადი სახეობები, რომლებიც ხასიათდებიან არასასურველი საკონსერვაციო სტატუსით რა რომელთა დაცვაც და მარტვა მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებების დადებას, აგრეთვე ისეთი სახეობები, რომელთა საკონსერვაციო სტატუსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, რომლის მიღწევაც შესაძლებელია საერთაშორისო შეთანხმების დადების გზით.

2. თუ კი ამას მოითხოვს გარემოება, მიგრირებადი სახეობები შეიძლება შეტანილ იყვნენ როგორც I, ასევე II დანართში.

3. მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ II დანართში შეყვანილ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნებს, შეეცდებიან დადონ შეთანხმებები, თუ კი ეს დადებით შედეგს გამოიღებს სახეობისთვის, ამასთან მათ პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ იმ სახეობებს, რომელთაც არასასურველი სტატუსი გააჩნია.

4. სასურველია მხარეებმა განახორციელონ ქმედებები შეთანხმების დასადებად, რომლებიც შეეხება სახეობის პოპულაციას, ან პოპულაციის რომელიმე გეოგრაფიულად გამოყოფილ ნაწილს ან ველურ ცხოველთა უფრო დაბალ ტაქსონს, რომელთა წარმომადგენლები პერიოდულად გადაკვეთენ ერთ ან რამდენიმე სახელმწიფო იურისდიქციულ საზღვარს.

5. სამდივნო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი შეტანხმების ასლით, რომელიც დაიდება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების თანახმად.

    მუხლი V. სახელმძღვანელო ინსტრუქციები შეთანხმების დასადებად

1. ყოველი შეტანხმების მიზანია მოცემული სახეობის საკონსერვაციო სტატუსის აღდგენა ”სასურველ სტატუსამდე”, ან მისი შენარჩუნება ასეთ დონეზე. შეთანხმება უნდა მოიცავდეს მიგრირებად სახეობათა დაცვისა და მენეჯმენტის ისეთ ასპექტებს, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს სწორედ ამ მიზმის მიღწევას.

2. ყოველი შეთანხმება უნდა ეხებოდეს მიგრირებადი სახეობების მთლიან არეალს და უნდა იყოს ღია მისაერტაბლად ამ სახეობის არეალის ყოველი ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს იგი ამ კონვენციის მხარეს თუ არა.

3. შეთანხმება შესაძლებლობისამებრ უნდა მოიცავდეს ერთზე მეტ მიგრირებად სახეობას.

4. ყოველმა შეთანხმებამ უნდა:

ა) დაადგინოს შეთანხმების ობიექტი, ანუ მიგრირებადი სახეობა;

ბ) აღწეროს მიგრირებადი სახეობის არეალი და სამიგრაციო გზა;

გ) გაითვალისწინოს ყოველი მხარის მიერ თავისი ეროვნული ორგანოს შერჩევა, რომელსაც დაევალება შეტანხმების განხორციელება; და

დ) დაარსოს საჭიროებისამებრ შესაბამისი მექნიზმები შეთანხმების მიზნების გასაადვილებლად, მისი ეფექტურობის მონიტორინგისათვის და მხარეთა კონფერენციისათვის ანგარიშის მოსამზადებლად;

ე) გაითვალისწინოს პროცედურები შეტანხმების მხარეთა საკამათო საკითხების მოსაგვარებლად; და

ვ) როგორც მინიმუმი აკრძალოს V ეშაპისებრთა მიგრირებადი რომელიმე სახეობის რეწვა, რომელიც არ არის დაშვებული ამ მიგრირებადი სახეობასთან მიმარტებაში რომელიმე სხვა მრავალმხრივი შეთანხმების თანახმად და ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან მოცემული სახეობის არეალის ქვეყნები, გაითვალისწინოს შესაძლებლობა მიუერთდნენ ამ შეთანხმებას.

5. შესაძლებლობისა და შესაბამისობის ფარგლებში ყოველმა შეთანხმებამ უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ამასთან მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს:

ა) მოცემული მიგრირებადი სახეობების საკონსერვაციო სტატუსის პერიოდული განხილვა და აგრეთვე იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც შეიძლება უარყოფითად შეიძლება მოქმედებენ აღნიშნულ სტატუსზე;

ბ) კოორდინირებული საკონსერვაციო და მართვის გეგმები;

გ) კვლევითი სამუშაოები ეკოლოგიის სფეროში და მოცემული მიგრირებად სახეობათა პოპულაციების დინამიკაში, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიგრაციის საკითხს;

დ) მოცემულ მიგრირებად სახეობათა შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ამასტან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის შედეგებისა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების გაცვლას;

ე) იმ ჰაბიტატების დაცვა, და სადაც საჭიროა და შესაძლებელი, არდგენა, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელობა სასურველი საკონსერვაციო სტატუსის შენარჩუნებისათვის და ასეთი ჰაბიტატების დაცვა რღვევისაგან, ამასთან ერთად ეგზოტიკურ სახეობათა ინტროდუცირების მკაცრი კონტროლი და უკვე ინტროდიცირებული სახეობების კონტროლი, თუ ეს სახეობები საფრთხეს უქმნის მიგრირებად სახეობებს;

ვ) შესაფერისი ჰაბიტატების ქსელის შენარჩუნება, რომლებიც შესაბამისად არიან განლაგებულნი სამიგრაციო გზების მიმართ;

ზ) სადაც ეს სასურველი იქნება, მოცემული მიგრირებადი სახეობებისათვის ხელსაყრელი ახალი ჰაბიტეტების სექმნა ნ მიგრირებადი სახეობების რეიტროდუქცია შესაფერის ჰაბიტეტებში.

თ) სესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით ელიმინაცია ან კომპენსაცია იმ მოქმედებებისა და წინააღმდეგობებისა, რომლებიც აძნელებენ ან ხელს უშლიან მიგრაციას;

ი) მიგრირებადი სახეობების ჰაბიტატების ტერიტორიაზე მათთვის მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის თავიდან აცილება, სემცირება ან კონტროლი;

კ) მიგრირებადი სახეობების რეწვის კონტროლი და მართვა, დამყარებული ეკოლოგიურ პრინციპებზე;

ლ) არაკანონიერი მოპოვების შესამცირებლად კოორდინირებული ქმედებების პროცედურები;

მ) ინფორმაციის გაცვლა მიგრირებად სახეობათა მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ;

ნ) საგანგებო პროცედურები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი მიგრირებად სახეობათა სწრაფი და ეფექტური დაცვა, იმ შემთხვევაში, თუ მათი საკონსერვაციო სტატუსი განიცდის მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას; და

ო) შეტანხმების შინაარსისა და მიზნების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

    მუხლი VI. არეალის ქვეყნები

1. სამდივნო მუდმივად აწარმოებს I და II დანართში შეყვანილ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნების აღრიცხვას, მხარეებისაგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით.

2. მხარეები მუდმივად მიაწვდიან ინფორმაციას სამდივნოს I და II დანართში შეყვანილ მიგრირებად სახეობათა შესახებ, რომელტა მიმართებაშიც თვლიან თავს არეალის ქვეყნებად, ამასთან ინფორმაციას თავიანთი ხომალდების შესახებ, რომლებიც აწარმოებენ მოცემული მიგრირებადი სახეობების რეწვას თავიანთი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე შესაძლებლობების ფარგლებში, ინფორმაციას ასეთ რეწვის გეგმების შესახებ მომავალში.

3. მხარეებმა რომლებიც წარმოადგენენ I და II დანართში ჩართულ მიგრირებადი სახეობების არეალის ქვეყნებს, სამდივნო საშუალებით უნდა ჩააყენონ საქმის კურსში მხარეთა კონფერენცია იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ღებულობენ ამ კონვენციის დებულებების განსახორციელებლად, არაუგვიანეს 6 თვისა კონფერენციის ყოველ რიგით შეხვედრამდე.

    მუხლი VII. მხარეთა კონფერენცია

1. მხარეთა კონფერენცია იქნება გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.

2. სამდივნო მოიწვევს მხარეთა კონფერენციის შეხვედრას არაუგვიანეს 2 წლისა ამ კონვენციის შესვლიდან.

3. ამის შემდეგ, სამდივნო მოიწვევს მხარეთა კონფერენციის რიგით შეხვედრას ინტერვალებით არაუმეტეს 3 წლისა, თუ კი კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს და რიგგარეშე სხდომებს ნებისმიერე დროს მხარეთა 2/3-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. მხარეთა კონფერენცია დააწესებს და განუწყვეტლივ განიხილავს კონვენციის ფინანსურ დებულებებს. ყოველ რიგით შეხვედრაზე მხარეთა კონფერენცია მიიღებს ბიუჯეტს მომავალი ფინანსური პერიოდისათვის. ყოველი მხარე შეიტანს თავის შესატანს ამ ბიუჯეტში კონფერენციის მიერ დადგენილი საწევრო გადასახადების სკალის ტანახმად. ფინანსური დებულებები. ბიუჯეტზე დებულებების და შესატანების სკალისა და მათი მოდიფიკაციების ჩათვლით. მიიღება ერთსულოვნად მხარეების მიერ, რომლებიც ესწრებიან და ხმის მიცემაში ღებულობენ მონაწილეობას.

5. ყოველ შეხვედრაზე მხარეტა კონფერენცია განიხილავს ამ კონვენციის განხორციელების მსვლელობას და კერძოდ, მას შეუძლია:

ა) განიხილოს და შეაფასოს მიგრირებად სახეობათა საკონსერვაციო სტატუსი;

ბ) განიხილოს პროგრესი, მიღწეული მიგრირებად სახეობათა, განსაკუთრებით I და II დანართებში შეყვანილი სახეობათა დაცვასთან მიმართებაში.

გ) მიიღოს ისეთი დებულებები და განკარგულებები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს საჭირო სამეცნიერო საბჭოსთვის და სამდივნოსათვის თავისი მოვალეობების შესასრულებლად;

დ) მიიღოს და განიხოლოს ნებისმიერი მოხსენებები, მოწოდებული სამეცნიერო საბჭოს, სამდივნოს, რომელიმე მხარის, ან რომელიმე მუდმივი ორგანოს მიერ, შექმნილი შეთანხმების თანახმად;

ე) მხარეებს მისცეს რეკომენდაციები მიგრირებადი სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის გაუმჯობესებისათვის და განიხილოს პროგრესი მიღწეული ამ შეთანხმების განხორციელებაში;

ვ) იმ შემთხვევაში, როესაც შეთანხმება არ არის დადებული, გასცეს რეკომენდაციები იმ მხარეთა შეხვედრის მოწვევაზე, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე მიგრირებადი სახეობის ან მიგრირებად სახეობათა ჯგუფის არეალის ქვეყნებს, იმ მიზნით, რომ განხილულ იქნას ზომები, მისაღები სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის გასაუმჯობესებლად;

ზ) მისცეს რჩევები მხარეებს კონვენციის ეფექტურობის გასაძლიერებლად; და

თ) მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე დამატებითი ზომის შესახებ, რომელიც უნდა იქნას მიღებული ამ კონვენციის მიზნების განსახორციელებლად.

6. მხარეთა ყოველმა კონფერენციამ უნდა განსაზღვროს შემდეგი შეხვედრის დრო და ადგილი.

7. მხარეთა კონფერენცია ყოველ შეხვედრაზე განსაზღვრავს და მიიღებს პროცედურულ წესებს ამ შეხვედრისათვის, ასეთ შეხვედრაზე მხარეთა კონფერენციას გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდება დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობის 2/3-ის ხმა, იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, როდესაც კონფერენცია სხვაგვარად განსაზღვრავს.

8. გაერო და მისი სპეციალიზირებული სააგენტოები, საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტო, აგრეთვე რომელიმე ქვეყანა, რომელიც არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს და ყოველი ცალკეული შეთანხმებებისათვის - ორგანო, რომელსაც დაასახელებს ამ შეთანხმების მხარეები, შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ დამკვირვებლებად მხარეთა კონფერენციაზე.

9. რომელიმე სააგენტო ან ორგანო, ტექნიკურად კვალიფიცირებული მიგრირებადი სახეობების დაცვისა და მართვის სფეროში, შემდეგ კატეგორიებში, რომლებიც აცნობებენ სამდივნო თავიანთი სურვილის შესახებ დაესწრონ მხარეთა კონფერენციის შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით, მიირებენ ასეთ საშუალებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა 1/3 წინააღმდეგი იქნება:

ა) საერთაშორისო სააგენტოები ან დაწესებულებები, სამთავრობო თუ არასამთავრობო და აგრეთვე ეროვნული სამთავრობო ორგანიზაციები; და

ბ) ეროვნული არასამთავრობო დაწესებულებები ან ორგანიზაციები, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ, სადაც ისინი არსებობენ.

დასწრების უფლების მოპოვების შემდეგ, ასეთ დამკვირვებლებს ექნებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ არ ექნებათ უფლება მისცენ ხმა.

    მუხლი VIII. სამეცნიერო საბჭო

1. თავის პირველ შეხვედრაზე მხარეთა კონფერენცია შექმნის სამეცნიერო საბჭოს საკითხებზე რჩევების მისაღებად.

2. ყველა მხარეს შეუძლია დაასახელოს კვალიფიციური ექსპერტი სამეცნიერო საბჭოს წევრთა. გარდა ამისა, სამეცნიერო საბჭოს შევლენ კვალიფიციური ექსპერტები, რომელტაც წევრებად აირჩევს მხარეთა კონფერენცია; ასეთი ექსპერტების რაოდენობას, მათი შერჩევის კრიტერიუმებს, მათი დანიშვნის ვადებს განსაზღვრავს მხარეთა კონფერენცია.

3. სამეცნიერო საბჭოს შეხვედრა მოეწყობა სამდივნოს მიერ მხარეთა კონფერენციის მოთხოვნით.

4. სამეცნიერო საბჭო იღებს საკუთარ პროცედურულ წესებს, რომლებიც უნდა დამტკიცდეს მხარეთა კონფერენციის მიერ.

5. მხარეთა კონფერენცია განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭოს ფუნქციებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდნენ:

ა) სამეცნიერო რჩევების გაცემას მხარეთა კონფერენციისათვის, სამდივნოსათვის და თუ ეს დამტკიცებული იქნება მხარეთა კონფერენციის მიერ, ნებისმიერ ორგანოსათვის, რომელიც შექმნილი იქნება ამ შეთანხმების ან ამ კონვენციის საფუძველზე, ან რომელიმე მხარესათვის;

ბ) რეკომენდაციების წარდგენას მიგრირებადი სახეობების სამეცნიერო შესწავლისათვის სამუშაოების ჩასატარებლად და ამ სამუშაოების კოორდინირებისათვის; ასეთი კვლევითი სამუშაოების შედეგების შეფასებას მიგრირებად სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის დადგენის მიზნით, და აგრეთვე მოხსენებას მხარეთა კონფერენციისათვის ამ სტატუსის შესახებ და მისი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზომების შესახებ;

გ) მხარეთა კონფერენციისათვის რჩევის მიცემას მიგრირებად სახეობათა I და II დანართებში შეყვანაზე, ასეთ მიგრირებად სახეობათა არეალის განსაზღვრასთან ერთად;

დ) მხარეთა კონფერენციისათვის რეკომენდაციების წარდგენას იმ სპეციფიკური საკონსერვაციო თუ მართვის ზომების შესახებ, რომლებიც უნდა იყოს ჩართული შეთანხმებაში მიგრირებად სახეობათა შესახებ;

ე) მხარეთა კონფერენციისათვის რეკომენდაციების წარდგენას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია ამ კონვენციის განხორციელების სამეცნიერო ასპექტებთან, კერძოდ, მიგრირებად სახეობათა ჰაბიტატებთან.

    მუხლი IX. სამდივნო

1. ამ კონვენციის მიზნების შესასრულებლად შეიქმნა სამდივნო.

2. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის არმასრულებელი დირექტორი უზრუნველჰყოფს სამდივნოს შექმნას. იმდენად, რამდენადაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად და მისაღებად, მას შეიძლება დაეხმაროს შესაბამისი სამთავრობათა შორისო ან ეროვნული სააგენტოები ან ორგანოები, რომელთაც გააჩნიათ ტექნიკური კვალიფიკაცია ველური ცხოველების დაცვაში, კონსერვაციაში და მართვაში.

3. თუ გაეროს გარემოსდაცვით პროგრამას აღარ ექნება საშუალება უზრუნველყოს სამდივნო ფუნქციონირება, მხარეთა კონფერენცია მიიღებს სხვა ალტერნატიულ ზომებს სამდივნოს სამუშაოს უზრუნველსაყოფად.

4. სამდივნოს ფუნქციები იქნება:

ა) შეხვედრების ორგანიზება და მომსახურება;

1. მხარეთა კონფერენციის და

2. სამეცნიერო საბჭოსი;

ბ) კავშირების შენარჩუნება და გაადვილება მხარეებსა, ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოებსა და მიგრირებად სახეობებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის;

გ) ყველა შესაბამისი წყაროებიდან ანგარიშების, მოხსენებების და სხვა ინფორმაციის მიღბა, რომლებიც ემსახურება ამ კონვენციის მიზნების განხორციელებას და ასეთი ინფორმაციის შესაბამისი გავრცელების უზრუნველყოფა;

დ) მხარეთა კონფერენციის ყურადღების მიპყრობა იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება ამ კონვენციის მიზნების განხორციელებას;

ე) მხარეთა კონფერენციისათვის მოხსენებების მომზადება სამდივნოს მუშაობასა და ამ კონვენციის მიზნების განხორციელების შესახებ;

ვ) I და II დანართებში ჩართულ მიგრირებად სახეობათა არეალის ქვეყნების სიის წარმოება და გამოცემა;

ზ) შეთანხმების დადების ხელშეწყობა მხარეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით;

თ) შეთანხმებათა სიის წარმოება და მისი წარდგენა მხარეებისათვის და მხარეთა კონფერენციის მოთხოვნის საფუძველზე ამ შეთანხმების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციით უზრუნველყოფა;

ი) მხარეთა კონფერენციის მიერ გაკეთებული რეკომენდაციების სიის წარმოება და გამოქვეყნება, რომელიც გაკეთდა VII მუხლი მე-5 პუნქტის ე), ვ) და ზ) ქვეპუნქტების თანახმად, ან იგივე პუნქტის ქვეპუნქტი თ)- ს ტანახმად;

კ) საზოგადოების ინფორმირება წინამდებარე კონვენციის და მისი მიზნების შესახებ;

 და

ლ) სხვა ნებისმიერი ფუნქციის შესრულება, რომელიც მას დაევლება მხარეთა კონფერენციის მიერ ან ამ კონვენციის თანახმად.

    მუხლი X. კონვენციის ტექსტში ცვლილების შეტანა

1. წინამდებარე კონვენცია შეიძლება შესწორებულ იქნას მხარეტა კონფერენციის რიგით ან რიგგარეშე შეხვედრაზე;

2. წინამდებარე შესწორებაზე შეიძლება გაკეთებულ იქნას ნებისმიერი მხარის მიერ;

3. ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მისი დასაბუთება მიეწოდება სამდივნოს შეხვედრამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე და მაშინვე სამდივნო აცნობებს მათ შესახებ ყველა მხარეს. ტექსტზე მხარეების მიერ გაკეთებული ნებისმიერი კომენტარის შესახებ უნდა ეცნობოს სამდივნოს შეხვედრის დაწყებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. სამდივნო კომენტარების წარდგენის უკანასკნელი დღით გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს ყველა ამ დროისათვის მიღებული კომენტარის შესახებ.

4. შესწორებები იქნება მიღებული დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე მხარეთა უმრავლესობის 2/3-ის გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. მიღებული შესწორება შევა ძალაში ყველა მხარისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, მხარეთა კონფერენციის შეხვედრიდან გასულ მე-3 თვის პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც მხარეთა 2/3 წარუდგენს დეპოზიტარს მიერთების დამადასტურებელ საბუთს. ყველა მხარისათვის, რომელიც წარუდგენს დეპოზიტარს მიერთების საბიუთს მას შემდეგ, რაც მხარეთა 2/3 წარუდგენს დეპოზიტარს მიერთების საბუთს. შესწორება შევა ძალაში მხარისათვის მიერთების საბუთის წარდგენიდან მესამე თვის პირველი დღიდან.

    მუხლი XI. ცვლილებების შეტანა დანართში

1. I და II დანართში შეიძლება იქნას შესქორებული მხარეთა კონფერენციის რომელიმე რიგით ან რიგგარეშე შეხვედრაზე;

2. წინადადებები შესწორებებზე შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი მხარის მიერ.

3. შემოთავაზებული შესწორების ტექსტი და მისი დასაბუთება, დამყარებული საუკეთესო სამეცნიერო მონაცემებზე, რომელთა მოპოვებაც მოხერხდება, მიეწოდება სამდივნოს შეხვედრამდე არაუგვიანეს 150 დღით ადრე და მაშინვე სამდივნო მიაწოდებს ამ ინფორმაციას ყველა მხარეს. ნებისმიერი კომენტარი ტექსტზე, გაკეთებული მხარეების მიერ, მიეწოდება სამდივნოს შეხვედრამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. სამდივნო კომენტარების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლისთანავე წარუდგენს მხარეებს ყველა კომენტარს, მიღებულს ამ დროისათვის.

4. შესწორებები მიღებული იქნება დამსწრე და ხმის მიმცემთა მხარეების 2/3 მიერ.

5. შესწორებები დანართებზე შევა ძალაში ყველა მხარისათვის 90 დღის შემდეგ მხარეთა კონფერენციის შეხვედრიდან, რომელზეც ისინი მიიღეს, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც წარადგინეს შეტყობინება თავის შეკავების შესახებ ამ მუხლის მე-6 პარადრაფის თანახმად.

6. ამ მუხლის მე-5 პარაგრაფის გათვალისწინებული 90 დღიანი პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით შეატყობინოს დეპოზიტარს თავის შეკავების შსახებ შეიძლება გამოტანილ იქნას აგრეთვე წერილობით და ამის საფუძველზე შესწორება შევა ძალაში ამ მხარისათვის 90 დღის შემდეგ თავის შეკავების შესახებ შეტყობინების გამოტანიდან.

    მუხლი XII.

ზეგავლენა საერთაშორისო კონვენციებზე და სხვა საკანონმდებლ აქტებზე

1. ეს კონვენცია არ ახდენს ზეგავლენას საზღვაო ნორმებსა და კოდიფიკაციაზე შემუშავებულს საზღვაო სამარტლის საკითხებზე გაეროს კონფერენციის მიერ, რომელიც მოწვეულია გაეროს გენერალური ასამბლეის 2750 C (XXV) რეზოლუციის თანახმად, აგრეთვე არც ერთი სახელმწიფოს არსებულ ან მომავალ მოთხოვნებსა და იურიდიულ შეხედულებებს ზღვის სივრცის კანონზე და სანაპირო და flag ქვეყნის იურისდიქციის ხასიათსა და მოცულობაზე.

2. ამ კონვენციის პირობები არანაირად არ მოახდენს ზეგავლენას რომელიმე მხარის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ რომელიმე ხერლშეკრულების, კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე.

3. ამ კონვენციის პირობები არანაირად არ მოახდენს ზეგავლენას რომელიმე მხარის უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ რომელიმე ხელშეკრულების, კონვენციის ან შეთანხმების საფუძველზე.

3. ამ კონვენციის პირობები არანაირად არ მოახდენს ზეგავლენას მხარეთა უფლებებზე მიიღოს (გაატაროს) უფრო მკაცრი შიგა ზომები I და II დანართაბში ჩამპოთვლილი მიგრირებადი სახეობების დაცვისათვის ან შიგა ზომების მირებაზე და განხორციერლებაზე მიმართულს იმ სახეობათა დაცვისათვის, რომლებიც არ არიან შეყვანილი I და II დანართში.

    მუხლი XIII. საკამათო საკითხების მოგვარება

1. კამათი რომელიმე საკითხის თაობაზე, წამოჭრილი ორი ან მეტ ქვეყანას შორის წინამდებარე კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციის ან განხორციელების თაობაზე, იქნება კამათი ჩართულ მხარეთა მოლაპარაკების სსაგანი.

2. თუ საკამათო საკითხის გადაჭრა არ მოხერხდა ამ მუხლის §1-ის თანახმად, მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წარუდგინონ საკამათო საკითხი არბიტრაჟის, კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლოს ჰააგაში და ამის შემდეგ მხარეები უნდა დაექვემდებარონ სასამართლო გადაწყვეტილებას.

    მუხლი XIV. დათქმები

1. წინამდებარე კონვენციის დებულებების მიმართ არ შეიძლება გაკეთდეს საერთო ხასიათის გათქმები. სპეციალური ხასიათის დათქმები შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის ან XI მუხლის დებულებების თანახმად.

2. ნებისმიერ ქვეყანასა ან რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას შეუძლია თავისი რატიფიკაციის, მირების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის წარდგენისას დეპოზიტარს, გააკეთოს სპეციალური ხასიათის დათქმა, რომელიც შეეხება I და II დანართში,

ან ორივე ერთდროულად რომელიმე მიგრირებადი სახეობის შენახვას და არ ჩაითვლება მხარე ამ შეტყობინების ობიექტთან მიმართებაში მანამდე, სანამ არ გაივლის 90 დღეს მას შემდეგ, რაც დეპოზიტარი შეატყობინებს ყველა მხარეს ამ დათქმის გაუქმების შესახებ.

    მუხლი XV. ხელის მოწერა

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელის მოსაწერად ბონში ყველა ქვეყნისათვის და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის 1980 წლის 22 ივნისამდე.

    მუხლი XVI. რატიფიკაცია, მიღება და დამტკიცება

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტი გადაეცემა შესანახად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც იქნება დეპოზიტარი.

    მუხლი XVII. შეერთება

1980 წლის 22 ივნისის შემდეგ წინამდებარე კონვენცია იქნება ღია შესაერთებლად ყველა იმ სახელმწიფოსათვის და ყველა იმ რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომელსაც არ აქვთ მასზე ხელი მოწერილი. შეერთების დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნას დდეპოზიტარს.

    მუხლი XVIII. ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია შევა ძალაში მესამე თვის პირველ დღიდან, მას შემდეგ, რაც დეპოზიტარს მიეწოდება რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მე-15 დოკუმენტი.

2. ყოველი სახელმწიფოსათვის ან რეგიონალური ინტეგრაციული ორგანიზაციისათვის, რომელიც გაუკეთებს რატიფიკაციას, მიიღებს ან დაამტკიცებს ამ კონვენციას ან შეუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების მე-15 ინსტრუმენტის წარდგენის შემდეგ დეპოზიტარს, ეს კონვენცია შევა ძალაში მესამე თვის პირველი ღიდან, მას შმდდეგ, რაც ასეთი ქვეყანა ან ორგანიზაცია წარუდგენს დეპოზიტარს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტს.

    მუხლი XIX. დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია გაუკეთოს დენონსაცია ამ კონვენციას წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ნებისმიერ დროს. დენონსაცია შევა ძალაში 12 თვის შემდეგ დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან.

    მუხლი XX. დეპოზიტარი

1. წინამდებარე კონვენციის ორიგინალი ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ერპანურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ვერსია აუთენტურია გადაეცემა დეპოზიტარს შესანახად, დეპოზიტარი გაუგზავნის ყოველი ამ ტექსტის დამოწმებულ ასლს ყველა სახელმწიფოს და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ ორგანიზაციას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ კონვენციას, ან წარუდგენს შეერთების დოკუმენტი დეპოზიტარს.

2. დეპოზიტარი, დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ, მოამზადებს ამ კონვენციის ტექსტის ოფიციალურ ვერსიებს არაბულ და ჩინურ ენებზე.

3. დეპოზიტარი შეატყობინებს ყველა ქვეყანას და რეგიონალურ ეკონომიკურ ინტებრაციულ ორგანიზაციას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ან შეუერთდნენ ამ კონვენციას და აგრეთვე ხელმოწერების სამდივნოს-ყველა ხელის მოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერტების დოკუმენტის შესახებ, ამ კონვენციის ძალაში შესვლის, ნებისმიერი შესწორების, დათქმის სპეციალური ხასიათის შეტყობინებების, დენონსაციის შეტყობინებების შესახებ.

4. ამ კონვენციის ძალაში შესვლისთანავე დამოწმებული ასლი მიეწოდება დეპოზიტარის მიერ გაეროს სამდივნოს რეგისტრაციისათვის და პუბლიკაციისათვის გაეროს წესდების 102 მუხლის თანახმად. რის დასტურადაც, ქვემორე ხელის მომწერნი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი რწმუნებები, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ბონში 1979 წლის 23 ივნისს.

დანართი I. განმარტებები

1. მიგრირებადი სახეობები, ჩამოთვლილი ამ დანართში, აღნიშნება შემდეგნაირად:

(ა) სახეობის ამ ქვეყნების სახელით;

(ბ) მიგრირებადი სახეობების უგრო მაღალი სახეობების ერთობლიობა ან ამ ტაქსონის გარკვეული ნაწილი.

2. სახეობაზე მაღალი ტაქსონების მოხსენება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის ან კლასიფიკაციის მიზნებს.

3. შემოკლება (s.1) ნიშნავს, რომ მეცნიერული სახელწოდება იხმარება უფრო ფართო მნიშვნელობებით.

4. ნიშანი (-) და მასთან მიწერილი რიცხვი ტაქსონის დასახელებასთან ერთად ნიშნავს, რომ გარკვეული, გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაციები ამოღებულია ამ ტაქსონიდან: -. 101 პერუს პოპულაცია.

5. ნიშანი (+) და მასთან მიწერილი რიცხვი სახეობის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს, რომ დანართში შეტანილია ამ სახეობის მხოლოდ გარკვეული, გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაცია:

+201 ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის პოპულაცია;

+202 აფრიკული პოპულაცია;

+203 მდინარე ამაზონის სათავეების აუზის პოპულაცია;

6. ნიშანი (*) სახეობის სახელმწიფოსთან ერთად ნიშნავს, რომ მოცემული სახეობა ან მოცემული სახეობის გამოყოფილი პოპულაცია, ან უფრო მაღალი ტაქსონი, რომელიც შედის მოცემული სახეობა, შესულია II დანართში.

დანართი II. განმარტებები

1. მიგრირებადი სახეობები, ჩამოთვლილი ამ დანართში, აღინიშნება შემდეგნაირად:

(ა) სახეობის ან ქვესახეობის სახელწოდებით; ან

(ბ) უფრო მაღალი ტაქსონის ან ტაქსონის გარკვეული ნაწილის მიგრირებად სახეობათა ერტობლიობა.

სხვაგვარ მითითებათა არსებობის შემთხვევაში, სახეობაზე მაღალი ტაქსონის მოხსენიება ნიშნავს, რომ შეთანხმება დიდ სარგებლებს მოუტანდა მოცემული ტაქსონის ყველა მიგრირებად სახეობას.

2. შემოკლება (spp) ოჯახის ან გვარის სახელწოდების შემდეგ გამოიყენება ამ ოჯახის ან გვარის ყველა მიგრირებად სახეობათა აღსანიშნავად.

3. სახეობაზე მაღალი ტაქსონების სხვა მოხსენებები ემსახურება მხოლოდ ინფორმაციულ ან კლასიფიკაციის მიზნებს.

4. შემოკლება (s.1) ნიშნავს, რომ მეცნიერული სახელწოდება გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით.

5. ნიშანი (+) და მის გვერდით მიწერილი რიცხვი სახეობის ან უფრო მაღალი ტაქსონის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს, რომ დანართში შეტანილია ამ ტაქსონის მხოლოდ გარკვეული, გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაციები: + 201 აზიური პოპულაცია.

6. ნიშანი (*) სახეობის ან უფრო მაღალი ტაქსონის სახელწოდებასთან ერთად ნიშნავს რომ მოცემული სახეობა ან მოცემული სახეობის გეოგრაფიულად გამოყოფილი პოპულაცია, ან უფრო მაღალ ტაქსონში შემავალი რამდენიმე სახეობა შეტანილია I დანართში.