დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 675 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111101005, 01/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016347 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №675
2011 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ამ თავის მიზნებისათვის კონტრაქტის შესრულების ადგილად ითვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ქვედანაყოფი, რომელშიც სამსახურს გადის სამხედრო მოსამსახურე.“;
ბ) IX თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:
,,17. ამ თავის მიზნებისათვის კონტრაქტის შესრულების ადგილად ითვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ქვედანაყოფი, რომელშიც სამსახურს გადის სამხედრო მოსამსახურე.“;
გ) XV თავს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. ეს დებულება არ ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული მოსამსახურეების კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით“;
დ) XVI თავის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი XVI. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი”;
დ.ბ) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ:”;
დ.გ) მე-2 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტი-ლების საფუძველზე ან მის გარეშე:”;
ე) XVII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ დებულების VI თავის 11 პუნქტისა და IX თავის მე-17 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე 2008 წლის პირველი ნოემბრიდან გაფორმებულ კონტრაქტებზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები