საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5265-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016472
  • Word
5265-IIს
11/11/2011
ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011
060000000.05.001.016472
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის 3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის 2 ქვეპუნქტი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

3. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. მხარის მიერ სასამართლო ხარჯების წინასწარ შეტანა

1. სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

2. სასამართლო ხარჯები მხარეებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეებზე გადახდილი სასამართლო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მიმდინარე წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.“.

4. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 ქვეპუნქტი:

„ე1) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;“.

5. 275-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“.

6. 3094 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3094. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვება

1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 3092 მუხლის მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე განცხადებას განუხილველად დატოვებს და განმცხადებელს დაუბრუნებს.

2. სასამართლოს განჩინებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვებისა და განმცხადებლისათვის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

7. XXXVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3161 მუხლი:

     „მუხლი 3161. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.“.

8. 319-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 319. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.“.

9. XXXVII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3211 მუხლი:

     „მუხლი 3211. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.“.

10. 35624 მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.     სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3.  სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად.

4. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა საჩივრის წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.“.

11. 367-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 367. სააპელაციო საჩივრის შეტანა

სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.“.

12. 4331 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

 მუხლი 2. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 02.07.2009, მუხ. 63) 42-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „სარჩელით“ შეიცვალოს სიტყვით „საჩივრით“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.“.

 მუხლი 3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) მხარეებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან. თანხა გაიცემა ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეებზე გადახდილი სასამართლო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მიმდინარე წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.“.

 მუხლი 4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის რეგისტრაციამდე პერიოდს, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ − ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა.“.

2. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება. თუ იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომლებიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზედაც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება.“.

3. 771 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები. თუ იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქონების ნატურით გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომლებიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზედაც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.“.

 მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) პირველი−მე-11 ნაწილები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მე-12 ნაწილი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.

3. ამ კანონის მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ნოემბერი.

№5265-II