საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5300-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111201029, 01/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 340050000.05.001.016477
  • Word
5300-IIს
24/11/2011
ვებგვერდი, 111201029, 01/12/2011
340050000.05.001.016477
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.დ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და რომლის ხარისხი გარანტირებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ პროდუქციის წარმოებაზე განსაკუთრებული კონტროლის განხორციელებით;“.

2. 31−33 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 31

1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

2. სააგენტოს კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

4. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და დებულების საფუძველზე.

5. სააგენტო ზედამხედველობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვას და მათი დარღვევისას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

6. სააგენტო ზედამხედველობს ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებას.

7. სააგენტო ადგენს და აწარმოებს ვენახის ფართობებისა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკას (საინფორმაციო ბანკს).

    მუხლი 32

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.

    მუხლი 33

1. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებაზე, რეალიზაციაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.“.

4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის წარმოებისა და შენახვის ადგილებზე სააგენტო აღრიცხავს ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის კატეგორიისათვის განკუთვნილ ღვინოებს რთველის მომდევნო წლის 1 იანვრის მდგომარეობით.“.

5. 332 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეგუსტაცია სავალდებულოა ექსპორტისათვის განკუთვნილი ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად, ხოლო დანარჩენი ღვინოების შემთხვევაში დეგუსტაცია ნებაყოფლობითია და მას დაკვეთის საფუძველზე ახორციელებს სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპორტიორი ვალდებულია სერტიფიცირებული პარტიის საექსპორტოდ გამზადების შესახებ ექსპორტირებამდე 3 დღით ადრე შეატყობინოს სააგენტოს, რის შემდეგაც სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღების თაობაზე.

6. ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს საგამოცდო ლაბორატორიას ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან შესადარებლად. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე აკრძალულია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტირება ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.“.

6. 333 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

11. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

7. 335 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფალსიფიცირებული პროდუქტი ამოღებული უნდა იქნეს სავაჭრო ქსელიდან და საწარმოდან. მისი გადამუშავების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიისა და სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დასკვნების საფუძველზე.“.

8. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.“.

    მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2294 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2294. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო

 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო განიხილავს ამ კოდექსის 1052 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს.“.

2. 239-ე მუხლის 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „39. ამ კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.“.

მუხლი 3. ნორმატიული აქტები, რომლებითაც რეგულირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ძალაშია მათი ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.

    მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5300IIს